პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომლითაც აცრები საქართველოში 4 მაისიდან დაიწყება
რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომლითაც აცრები საქართველოში 4 მაისიდან დაიწყება

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 4 მა­ი­სი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით, "სი­ნო­ფარ­მით" ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყე­ბა.

"გა­და­წყვე­ტი­ლია, რომ მალე ამოქ­მედ­დე­ბა ჩი­ნუ­რი "სი­ნო­ფარ­მით" აც­რე­ბი. და­ი­წყე­ბა 4 მა­ი­სი­დან, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში არის და­სა­წყო­ბე­ბუ­ლი 100 000 დო­ზის რა­ო­დე­ნო­ბით", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა ამ დრომ­დე არ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ. სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სის" ცნო­ბით, ჯან­მო ელო­დე­ბა ვაქ­ცი­ნის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის მე­სა­მე ეტა­პის დას­რუ­ლე­ბას და კვლე­ვის შე­დეგს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უნდა გა­და­წყდეს, ზუს­ტად რამ­დე­ნი დო­ზის მი­ღე­ბაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ვაქ­ცი­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნი იყოს. ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ შე­საძ­ლოა, ვირუ­სის­გან და­სა­ცა­ვად ამ ვაქ­ცი­ნის სამი დო­ზის მი­ღე­ბა იყოს სა­ჭი­რო, თუმ­ცა ეს ჯერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ არის.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზო­გი­ერ­თი ვაქ­ცი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "სი­ნო­ფარმს" არ სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი შე­ნახ­ვის­თვის, არ სჭირ­დე­ბა ექ­სტრა ყი­ნუ­ლო­ვა­ნი მა­ცივ­რე­ბი, მისი შე­ნახ­ვა ჩვე­უ­ლებ­რივ მა­ცი­ვარ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყო­ვე­ლი­ვე კი დის­ტრი­ბუ­ცი­ის­თვის უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბელს ხდის.

  • ვნა­ხოთ, რა არის ცნო­ბი­ლი "სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ

"სი­ნო­ფარმ­მა“ 2020 წლის 30 დე­კემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნის კვლე­ვის სამ­მა ფა­ზამ მისი 79%-ით ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს არ არის ზუს­ტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან ამ ვაქ­ცი­ნამ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა. მა­გა­ლი­თად, ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არაბ­თა სა­ე­მი­რო­ებ­ში, სა­დაც იან­ვარ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გის მი­ხედ­ვით, ის 86%-ით ეფექ­ტი­ა­ნი იყო.

კომ­პა­ნი­ის სპი­კერ­მა აღ­ნიშ­ნულ შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ზე "რო­ი­ტერსთან“ თქვა, რომ დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა ჯერ კვლავ კვლე­ვის ეტაპ­ზეა, ის ჩი­ნეთ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. ვაქ­ცი­ნის მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი ასე­თია - ინექ­ცი­ის შემ­დეგ ჩნდე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და ორ­გა­ნიზ­მი მზად­დე­ბა იმის­თვის, რომ შემ­დგომ­ში ებ­რძო­ლოს კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ას.

"სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნას იყე­ნე­ბენ სერ­ბეთ­ში, უნ­გრეთ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არაბ­თა სა­ე­მი­რო­ებ­ში, პე­რუ­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში, მექ­სი­კა­ში და რა თქმა უნდა, ჩი­ნეთ­ში.

ამას­თა­ნა­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით დად­გე­ნი­ლი არ არის, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია "სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მე­ბის მი­მართ. რო­გორც სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, "სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნას აქვს ისე­თი­ვე გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, რო­გო­რიც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სხვა ვაქ­ცი­ნებს - ცხე­ლე­ბა, აც­რის გა­კე­თე­ბის ად­გი­ლის ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, რო­მე­ლიც მაქ­სი­მუმ ორ დღე­ში ქრე­ბა, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნის გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი, ზუს­ტი და ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე მას შემ­დეგ, რაც ჯან­მო აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას მი­ა­ნი­ჭებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
31

ექსპერიმენტები ხალხზე!!!! ძვირად დაგიჯდებათ!

vaimeeeeee
41

გესმით მაინც რას უკეთებთ ხალხს?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომლითაც აცრები საქართველოში 4 მაისიდან დაიწყება

რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომლითაც აცრები საქართველოში 4 მაისიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყება.

"გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური "სინოფარმით" აცრები. დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით", - განაცხადა გამყრელიძემ.

აღნიშნული ვაქცინა ამ დრომდე არ არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ჯანმო ელოდება ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპის დასრულებას და კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც უნდა გადაწყდეს, ზუსტად რამდენი დოზის მიღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ლაპარაკია იმაზე, რომ შესაძლოა, ვირუსისგან დასაცავად ამ ვაქცინის სამი დოზის მიღება იყოს საჭირო, თუმცა ეს ჯერ დამტკიცებული არ არის.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ზოგიერთი ვაქცინისგან განსხვავებით, "სინოფარმს" არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები შენახვისთვის, არ სჭირდება ექსტრა ყინულოვანი მაცივრები, მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი. ყოველივე კი დისტრიბუციისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის.

  • ვნახოთ, რა არის ცნობილი "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ

"სინოფარმმა“ 2020 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ვაქცინის კვლევის სამმა ფაზამ მისი 79%-ით ეფექტიანობა აჩვენა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ არის ზუსტი მაჩვენებელი, ვინაიდან ამ ვაქცინამ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი ეფექტიანობა აჩვენა. მაგალითად, ვაქცინის გამოყენება დაუშვეს გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, სადაც იანვარში განაცხადეს, რომ შუალედური შედეგის მიხედვით, ის 86%-ით ეფექტიანი იყო.

კომპანიის სპიკერმა აღნიშნულ შეუსაბამობაზე "როიტერსთან“ თქვა, რომ დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ჯერ კვლავ კვლევის ეტაპზეა, ის ჩინეთში მილიონობით ადამიანმა მიიღო. ვაქცინის მუშაობის პრინციპი ასეთია - ინექციის შემდეგ ჩნდება ანტისხეულები და ორგანიზმი მზადდება იმისთვის, რომ შემდგომში ებრძოლოს კორონავირუსის ინფექციას.

"სინოფარმის" ვაქცინას იყენებენ სერბეთში, უნგრეთში, გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, პერუში, ეგვიპტეში, ვენესუელაში, მექსიკაში და რა თქმა უნდა, ჩინეთში.

ამასთანავე, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რამდენად ეფექტიანია "სინოფარმის" ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ. როგორც სხვადასხვა წყაროებში აღნიშნულია, "სინოფარმის" ვაქცინას აქვს ისეთივე გვერდითი ეფექტები, როგორიც კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებს - ცხელება, აცრის გაკეთების ადგილის ტკივილი, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, რომელიც მაქსიმუმ ორ დღეში ქრება, თუმცა ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ დეტალური, ზუსტი და ყველაზე სარწმუნო ჩამონათვალი გამოქვეყნდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მას შემდეგ, რაც ჯანმო აღნიშნულ პრეპარატს ავტორიზაციას მიანიჭებს.

კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო

შეიარაღებული თავდასხმა რუსეთის ქალაქ ყაზანის სკოლაზე - დაღუპულია 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი