პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?
"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

უკ­რა­ი­ნა­ში, დონ­ბას­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო კონ­ფლიქტს ქარ­თვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კურ ჯგუფ "აღ­მო­სავ­ლე­თის“ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის არე­ალ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ფორ­მი­რე­ბებ­მა კი­დევ ერთხელ და­არ­ღვი­ეს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი და უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის პო­ზი­ცი­ებს ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

"მტრის მიერ ცე­ცხლის გახ­სნის შე­დე­გად 128-ე ცალ­კე­უ­ლი სამ­თო თავ­დას­ხმის ბრი­გა­დის მებ­რძო­ლი, უფ­რო­სი ჯა­რის­კა­ცი და­ვით შარ­ტა­ვა და­ი­ღუ­პა,“ - ვკი­თხუ­ლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლია. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ სე­პა­რა­ტის­ტე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად არ­ღვე­ვენ. ისიც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად იქ ქარ­თვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რე­ბიც იბ­რძვი­ან.

სამ­წუ­ხა­როდ, 18 აპ­რილს უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი, და­ვით შარ­ტა­ვა და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვა უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ფრონტზე მოხ­და. დათო შე­ტა­კე­ბე­ბის დროს ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, გუ­შინ მათი პო­ზი­ცი­ე­ბი ლუ­ლის­ქვე­შა ყუმ­ბარ­ტყორ­ცნე­ბით და­ბომ­ბეს.

"სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ბრძო­ლა­ში და­ე­ცა ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გო­ბა­რი და მებ­რძო­ლი დათო შარ­ტა­ვა, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვე მივ­ლე­ნი­ლი იყო ერთ-ერთ ბრი­გა­და­ში, დათო ჯა­რის­კა­ცის გარ­და ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და მე­გობ­რებს", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თვე­ლი ლე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

დათო შარ­ტა­ვა 2017 წლი­დან იბ­რძო­და უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და­სა­ცა­ვად. "იგი ორი შვი­ლის მა­მაა, მისი მშობ­ლე­ბი, მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ. ეს შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი ოჯახ­მა წუ­ხელ შე­ი­ტყო, ჯერ გონ­ზეც არ მო­სუ­ლან", - უთხრა ambebi.ge-ს ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა.

ვი­ზი­ა­რებთ ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას და თა­ნაგ­რძნო­ბას ვუ­ცხა­დებთ დათო შარ­ტა­ვას ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს.

მკითხველის კომენტარები / 99 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახი
100

ძალიან სამწუხაროა! ჩემი აზრით, უკრაინა ამ სამხედრო მოქმედებების შედეგად იმაზე მეტ ტერიტორიას დაკარგავს ვიდრე ახლა აქვს. ისევე როგორც ჩვენთან 2008 წელს,დავკარგეთ ახალგორი,კოდორი და ასობით სოფელი! რუსეთი დღეს ვერ აკონტროლებს მთლიანად ადმინისტრაციულ საზღვარს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისას და ამის შემდეგ მთლიანად გააკონტროლებს!

ბექა
157

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ასევე დავამატებ 2008 ში და არც ადრე არ უბრძოლია არცერთ უკრაინელს, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამაზე არ ყოფილა ინფორმაცია და ჩვენ რატო ვიკლავთ თავს სხვის ომში ვერ ვხვდები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

უკრაინაში, დონბასში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს ქართველი ლეგიონერის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფ "აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის არეალში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

"მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ბრიგადის მებრძოლი, უფროსი ჯარისკაცი დავით შარტავა დაიღუპა,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირაა რეგიონში ვითარება ძალიან დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. ისიც ყველასთვის ცნობილია, რომ უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად იქ ქართველი ლეგიონერებიც იბრძვიან.

სამწუხაროდ, 18 აპრილს უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი, დავით შარტავა დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მოხდა. დათო შეტაკებების დროს ადგილზე გარდაიცვალა, გუშინ მათი პოზიციები ლულისქვეშა ყუმბარტყორცნებით დაბომბეს.

"სამწუხაროდ, დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი დათო შარტავა, ბოლო რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ-ერთ ბრიგადაში, დათო ჯარისკაცის გარდა ჩემი მეგობარი იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს", - წერს სოციალურ ქსელში ქართველი ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი.

დათო შარტავა 2017 წლიდან იბრძოდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. "იგი ორი შვილის მამაა, მისი მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ. ეს შოკისმომგვრელი ამბავი ოჯახმა წუხელ შეიტყო, ჯერ გონზეც არ მოსულან", - უთხრა ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელმა.

ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ დათო შარტავას ახლობლებსა და მეგობრებს.

როგორ აქციეს უწყინარი საჰაერო ბუშტები "ცეცხლოვან იარაღად" და რას უპირისპირებს მას ისრაელი?

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს