მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შესთავაზა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - ევროსაბჭოს პრეზიდენტი სრულ დოკუმენტს აქვეყნებს
რა შესთავაზა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - ევროსაბჭოს პრეზიდენტი სრულ დოკუმენტს აქვეყნებს

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­მო­მავ­ლო გზას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს დე­ტა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

  • გთა­ვა­ზობთ დო­კუ­მენ­ტის ტექსტს:

„ჩვენ, წი­ნამ­დე­ბა­რე შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მომ­წე­რი პარ­ტი­ე­ბი, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებს იმის­თვის, რომ:

დას­რულ­დეს არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბა და წინ წა­ი­წი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დღის წეს­რიგ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის გზით; შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეს ჩვენს ქვე­ყა­ნას, იყოს ძლი­ე­რი და ერ­თი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯან­დაც­ვი­სა და ეკო­ნო­მი­კურ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად; უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში; ვი­მოქ­მე­დოთ მი­ზან­და­სა­ხუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად; ვა­ღი­ა­რებთ რა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის მხარ­და­ჭე­რას, ვთან­ხმდე­ბით, რომ: ამ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე შე­ვალთ პარ­ლა­მენ­ტში და სრუ­ლად მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში; მომ­დევ­ნო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე შე­ვას­რუ­ლებთ ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბებს ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მით და იმის აღი­ა­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბას ერ­თი­ა­ნო­ბა სჭირ­დე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ღებთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ სწრა­ფად და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ შემ­დგომ­ში მო­ცე­მულ ყვე­ლა სა­კითხს:

  • პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბად აღ­ქმულ სა­კი­თხებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა

- სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ამ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, ხე­ლის­მომ­წე­რე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღე­ბენ, ამ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში, რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბად აღ­ქმულ ორ სა­კი­თხზე, ამ­ნის­ტი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და / ან ისე­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბით, რო­მე­ლიც ანა­ლო­გი­ურ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. კერ­ძოდ, ამ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში, პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნილ­მა პარ­ტი­ამ უნდა მო­ახ­დი­ნოს ინი­ცი­რე­ბა კა­ნო­ნი­სა ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 2019 წლის 19 - 21 ივ­ნი­სის პრო­ტეს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა დარ­ღვე­ვა­სა და და­კა­ვე­ბას შე­ე­ხე­ბა.

- გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტმა რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნოს პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბად აღ­ქმულ სა­კი­თხებ­ზე კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და (სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში) შე­ი­ტა­ნოს შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი რეგ­ლა­მენ­ტში, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის მო­სახ­სნე­ლად სა­ჭი­რო იყოს უბ­რა­ლო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე მეტი ხმა.

ვა­დე­ბი:

ხელ­მო­წე­რი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ამ დე­ბუ­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ჭი­რო ქმე­დე­ბე­ბი. ყვე­ლა ხელ­მომ­წე­რი შე­დის პარ­ლა­მენ­ტში, რომ კენ­ჭი უყა­როს სა­კა­ნონ­მდებ­ლო და რეგ­ლა­მენ­ტის ცვლი­ლე­ბებს.

  • ამ­ბი­ცი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა

- მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი. შემ­დე­გი ორი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ბა­რი­ე­რი იქ­ნე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი­დან 2%-მდე.

- პარ­ლა­მენ­ტის არა­ნაკ­ლებ 4 წევ­რის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი შეძ­ლებს შექ­მნას სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია, რო­მელ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა დე­პუ­ტა­ტე­ბის ჩარ­თვა სხვა პარ­ტი­ე­ბი­დან.

- პარ­ტი­ე­ბი მხარს და­უ­ჭე­რენ 2 მარტს პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნილ კა­ნონპ­რო­ექტს შემ­დე­გი და­მა­ტე­ბე­ბით ან შეს­წო­რე­ბე­ბით:

- ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი: პრო­პორ­ცი­უ­ლი და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი მან­და­ტე­ბის 4/1 პრო­პორ­ცია ხუთ დიდ ქა­ლაქ­ში და 2/1 პრო­პორ­ცია ყვე­ლა და­ნარ­ჩენ­ში. 2.5% ბა­რი­ე­რი თბი­ლის­ში, 3% ბა­რი­ე­რი ყველ­გან თბი­ლისს გა­რეთ.

- ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია: 8 პრო­ფე­სი­უ­ლი და 9 პარ­ტი­უ­ლი წევ­რი. პრო­ფე­სი­უ­ლი წევ­რე­ბი აირ­ჩე­ვა პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ხმე­ბის 2/3- ით. ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე უნდა იყოს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

- სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია იგი­ვე პრო­პორ­ცი­ით და­კომ­პლექტდე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი წევ­რე­ბის ასარ­ჩე­ვად სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ცეს­კო­ში ხმე­ბის 2/3.

- სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია იგი­ვე პრო­პორ­ცი­ით და­კომ­პლექტდე­ბა, მას შემ­დეგ, რაც მოხ­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო გან­ხილ­ვა მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შე­სა­ხებ. პრო­ფე­სი­უ­ლი წევ­რე­ბი ინიშ­ნე­ბა სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის უბ­რა­ლო უმ­რავ­ლე­სო­ბას +1 ხმით. სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ოქ­მებს ხელს მო­ა­წერს მი­ნი­მუმ 5 პრო­ფე­სი­უ­ლი წევ­რი +1 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი.

- ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რეს პარ­ლა­მენ­ტი ირ­ჩევს ხმე­ბის 2/3-ით.

- ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის ან / და პრო­ფე­სი­უ­ლი წევ­რე­ბის არ­ჩე­ვის შე­საძ­ლო დაბ­ლოკ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ქა­ნიზ­მი შემ­დეგ­ნა­ი­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა:

პირ­ველ ორ მცდე­ლო­ბას პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის 2/3- დას­ჭირ­დე­ბა. მე­სა­მე მცდე­ლო­ბას პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის 3/5დას­ჭირ­დე­ბა. შემ­დგომ მცდე­ლო­ბებს ხმე­ბის უბ­რა­ლო უმ­რავ­ლე­სო­ბა დას­ჭირ­დე­ბა.

ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო კენ­ჭისყრა ჩა­ტარ­დე­ბა არა­უ­ად­რეს 4 კვი­რი­სა­წი­ნა კენ­ჭისყ­რი­დან.არ­ჩე­ვის შე­საძ­ლო დაბ­ლოკ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ამ პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი და­ნიშ­ვნა (სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ხმე­ბის 2/3-ზე­ნაკ­ლე­ბი) უნდა იყოს დრო­ე­ბი­თი. მისი ვადა ექ­ვსი თვით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც და­ნიშ­ვნის სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რა თა­ვი­დან უნდა და­ი­წყოს.

- უნდა გა­ნი­სა­ზღვროს მკა­ფიო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­და­სათ­ვლე­ლად. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უბ­ნე­ბის 10%-ის ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­დათ­ვლის წესი ძა­ლა­ში რჩე­ბა.

- ცეს­კოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ქვეშ შე­იქ­მნე­ბა მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც შევ­ლენ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სი­სა და მოწ­ვე­უ­ლი, სან­დო, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, და ასე­ვე სან­დო ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი, და­ვე­ბის გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი­სით­ვის და ცეს­კოს­თვის დრო­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის წარ­სად­გე­ნად. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ამ ჯგუფს მი­ე­ნი­ჭოს და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ქცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა გა­დათ­ვლის პრო­ცეს­ში ჩარ­თვა.

- ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის და ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფი­სის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარ­ტის ერ­თობ­ლი­ვი დას­კვნის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა 2021 წლის იან­ვარ­ში ინი­ცი­რე­ბულ ორ კა­ნონპ­რო­ექტს (სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს პარ­ტი­ე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ) და შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გა­და­ი­ხე­დოს.

ვა­დე­ბი:

სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა სა­მუ­შაო ჯგუფ­ში გა­ნახ­ლდე­ბა სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის შემ­დეგ. შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვი­დან ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შეც­ვლი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ამ შე­თან­ხმე­ბას სრუ­ლად ასა­ხავს, გა­იგ­ზავ­ნე­ბა ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფის­ში (OSCE/ODIHR) დას­კვნის მი­სა­ღე­ბად.ყვე­ლა სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბა დრო­უ­ლად უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მიერ 2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე.

  • კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა/სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა

- ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო ვა­და­ში, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი, ინ­კლუ­ზი­უ­რი და ყვე­ლა პარ­ტი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გზა­ზე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გის ნიშ­ნად, პარ­ლა­მენ­ტმა უნდა და­ამ­ტკი­ცოს ამ­ბი­ცი­უ­რი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა, შემ­დე­გი პუნ­ქტე­ბის ჩათ­ვლით:

- სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და ხა­რის­ხის გა­საზ­რდე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, 2017 და 2019 წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მე­ბის ორი პა­კე­ტის შე­სა­ბა­მი­სად:

ა) პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნი­სას უნდა გა­ზარ­დოს გამჭვირ­ვა­ლო­ბა და დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი შერ­ჩე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­სა­ნიშ­ნად კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი და­სა­ბუ­თე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გზით;

ბ) პარ­ლა­მენტს უნდა წა­რუდ­გი­ნოს კა­ნონპ­რო­ექ­ტი უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში და­ნიშ­ვნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის 2019 წლის 24 ივ­ნი­სის #949/2019 დას­კვნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით, რაც ეხე­ბა და­ნიშ­ვნე­ბი­სად­მი ეტა­პობ­რივ მიდ­გო­მას, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში ღია კენ­ჭისყრას და საბ­ჭოს მიერ წარ­დგე­ნე­ბის და­სა­ბუ­თე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას;

გ) უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბით და­ნიშ­ვნე­ბის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვოს;

დ) მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ 2019 წლის ივ­ნის­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღმსრუ­ლე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად წე­სე­ბის დად­გე­ნის გზით.

- ამავდრო­უ­ლად, უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე და­ნიშ­ვნა უნდა შე­ჩერ­დეს და ხე­ლახ­ლა და­ი­წყოს გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა ახალ კან­დი­და­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მას შემ­დეგ რაც, ახა­ლი კა­ნო­ნი ძა­ლა­ში შევა.

- იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სიღ­რმი­სე­უ­ლი რე­ფორ­მა, რათა გა­ი­ზარ­დოს გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბა, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის გა­ნი­სა­ზღვროს და­ნიშ­ვნის, შე­ფა­სე­ბის, და­წი­ნა­უ­რე­ბის, გა­დაყ­ვა­ნის, დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის და და­ვე­ბის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც გა­ეგ­ზავ­ნა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის და ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფისს (OSCE/ODIHR) გან­სა­ხილ­ვე­ლად და მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სრუ­ლად უნდა იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

- რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რო­რებს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, სა­ჯა­რო დე­ბა­ტე­ბის ჩათ­ვლით, მხა­რე­ე­ბი იღე­ბენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, გა­ნაგ­რძონ სა­ერ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა, რომ შემ­დე­გი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რე­ბის და­ნიშ­ვნის­თვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევრთა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის ხმე­ბი, რაც ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ჩარ­თუ­ლო­ბას და მხარ­და­ჭე­რას უზ­რუნ­ველ­ყოფს; ეს და­ნიშ­ვნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, გაჭ­ვირ­ვა­ლე, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და­ნიშ­ვნე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. გარ­და ამი­სა, მხა­რე­ე­ბი იღე­ბენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, გა­ნაგ­რძონ სა­ერ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა, მო­მა­ვა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რე­ბის არ­ჩე­ვის შე­საძ­ლო დაბ­ლოკ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ქა­ნიზ­მის შემ­დეგ­ნა­ირ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

პირ­ველ ორ მცდე­ლო­ბას პარ­ლა­მენ­ტის წევრთა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის ხმე­ბი და­სა­ჭირ­დე­ბა. შემ­დგომ მცდე­ლო­ბებს ხმე­ბის უბ­რა­ლო უმ­რავ­ლე­სო­ბა დას­ჭირ­დე­ბა.ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო კენ­ჭისყრა ჩა­ტარ­დე­ბა არა­უ­ად­რეს 4 კვი­რი­სა წინა კენ­ჭისყ­რი­დან.არ­ჩე­ვის შე­საძლ ოდაბ­ლოკ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ამ პრო­ცე­დუ­რი სშე­სა­ბა­მი­სად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი და­ნიშ­ვნა (უბ­რა­ლო უმ­რავ­ლე­სო­ბით) უნდა იყოს დრო­ე­ბი­თი. მისი ვადა ერთი წლით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც და­ნიშ­ვნის სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რა თა­ვი­დან უნდა და­ი­წყოს. პარ­ტი­ე­ბი იღე­ბენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, გა­ნაგ­რძონ სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის მე­სა­მე და მე­ო­თხე ტალ­ღის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის ჩათ­ვლით. ამ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის რჩე­ვე­ბი და დახ­მა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­ნიშ­ნი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ვა­დე­ბი:

ამ შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და შემ­დგო­მი რე­ფორ­მე­ბისშ ესა­ხებ დის­კუ­სია იწყე­ბა სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­თა­ნა­ვე.პრო­ექ­ტი შედ­გე­ნი­ლია და 1 ივ­ლი­სამ­დე იგ­ზავ­ნე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში დას­კვნის მი­სა­ღე­ბად.პირ­ვე­ლი კენ­ჭისყრა პარ­ლა­მენ­ტის 2021 წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე ჩა­ტარ­დე­ბა.პარ­ლა­მენ­ტის წრა­ფად და­ამ­ტკი­ცებს რე­ფორ­მებს, არა­უგ­ვი­ა­ნეს 2022 წლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ი­სა.

  • პარ­ლა­მენ­ტში ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა

- პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ ხუთ კო­მი­ტეტს, სა­ი­და­ნაც ორი კო­მი­ტე­ტი შერ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა ქვე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი სი­ი­დან:

  • საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტი
  • იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი
  • ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა თა­დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი
  • სა­ბი­უ­ჯე­ტო და სა­ფი­ნან­სო კო­მი­ტე­ტი
  • სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტი

- პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან და­ი­კა­ვე­ბენ სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის 1 პო­ზი­ცი­ას იმ სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გე­ნენ შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ში: ევ­რო­ნეს­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა, ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასო­ცი­რე­ბის კო­მი­ტე­ტი, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა და ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა.

- სა­მო­მავ­ლოდ, სხვა პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ნა­წილ­დე­ბა ისე­თი ინ­კლუ­ზი­უ­რი ფორ­მუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა D'Hondt მე­თო­დი [რო­მე­ლიც არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლო­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა]

- პარ­ტი­ე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ "ჟან მო­ნეს დი­ა­ლო­გის“ ფორ­მა­ტის შექ­მნა­ზე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტთან.

ვა­დე­ბი:

ხელ­მო­წე­რი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­ი­წყოს პარ­ლა­მენ­ტში ძა­ლა­უფ­ლე­ბის მეტი გა­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცე­სი, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი ძა­ლა­ში შე­ვი­დეს 2021 წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის მოწ­ვე­ვის­თა­ნა­ვე.

  • მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის 2021 წლის 16 აპ­რი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა 2022 წელს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 2021 წლის ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა მი­ი­ღებს ნამ­დვი­ლი პრო­პორ­ცი­უ­ლი ხმე­ბის 43% -ზე ნაკ­ლებს.

პარ­ტი­ე­ბი მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღე­ბენ ეუთო/ოდი­რის შე­ფა­სე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით „31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში და ზო­გა­დად ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით ჩა­ტარ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ამომ­რჩევ­ლებ­ზე ზე­წო­ლის შე­სა­ხებ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის სა­ზღვრის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ზო­გი­ერ­თი ას­პექ­ტის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას ამ­ცი­რებ­და. (...) ფორ­მა­ლურ სა­ფუძ­ველ­ზე სა­ჩივ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის გან­ხილ­ვა­ზე სის­ტე­მურ­მა უა­რის თქმამ საგ­რძნობ­ლად შე­ამ­ცი­რა მათ­ზე ეფექ­ტუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა.“ პარ­ტი­ე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აფა­სე­ბენ 2020 წლის არ­ჩევ­ნებს და თან­ხმდე­ბი­ან სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტებ­ზე და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­დე­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე დო­კუ­მენ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და წი­ნამ­დე­ბა­რე შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. 2021 წლის ოქ­ტომ­ბრის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხოვს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ჩა­მოს­ვლას.

ვა­დე­ბი:

მხა­რე­ებს პო­ლი­ტი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რე­ბათ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის­თა­ნა­ვე", - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nk
0

დადგინდა?! ახლა მაღლა ვართ ცაში, ან ტყეში - ქალაქგარეთ

dima
24

დაუდეთ ამათ კასრების კადრები,ვის თვლიან ,,ოპოზიციად,,?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა შესთავაზა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - ევროსაბჭოს პრეზიდენტი სრულ დოკუმენტს აქვეყნებს

რა შესთავაზა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - ევროსაბჭოს პრეზიდენტი სრულ დოკუმენტს აქვეყნებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალური წინადადება შესთავაზა.

  • გთავაზობთ დოკუმენტის ტექსტს:

„ჩვენ, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები, ვითვალისწინებთ რა საერთო ინტერესებს იმისთვის, რომ:

დასრულდეს არსებული პოლიტიკური უთანხმოება და წინ წაიწიოს საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგმა პოლიტიკური, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების გზით; შესაძლებლობა მიეცეს ჩვენს ქვეყანას, იყოს ძლიერი და ერთიანი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვისა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად; უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ინტერესები რეგიონალური გამოწვევების პირობებში; ვიმოქმედოთ მიზანდასახულად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად; ვაღიარებთ რა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხარდაჭერას, ვთანხმდებით, რომ: ამ შეთანხმების ხელმოწერისთანავე შევალთ პარლამენტში და სრულად მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში; მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს ურთიერთპატივისცემით და იმის აღიარებით, რომ საქართველოს სტაბილურობას ერთიანობა სჭირდება.

შესაბამისად, ვიღებთ ვალდებულებას, რომ სწრაფად და კეთილსინდისიერად განვახორციელებთ შემდგომში მოცემულ ყველა საკითხს:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

- საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 - 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

- გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

ვადები:

ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები. ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს.

  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა

- მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.

- პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან.

- პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით:

- ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.

- ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3- ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

- საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3.

- საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ. პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი.

- ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით.

- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან / და პროფესიული წევრების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება:

პირველ ორ მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3- დასჭირდება. მესამე მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5დასჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არაუადრეს 4 კვირისაწინა კენჭისყრიდან.არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ზენაკლები) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ექვსი თვით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

- უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.

- ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვის პროცესისითვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად. შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა.

- ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნის შესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორ კანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა და დაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს.

ვადები:

საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ. შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, რომელიც ამ შეთანხმებას სრულად ასახავს, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (OSCE/ODIHR) დასკვნის მისაღებად.ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა

- ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:

ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;

ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;

გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;

დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.

- ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.

- რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არაუადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.არჩევის შესაძლ ოდაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედური სშესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს. პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ვადები:

ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმებისშ ესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.პარლამენტის წრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არაუგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.

  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება

- პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან:

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
  • ადამიანის უფლება თადაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
  • საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი
  • საგარეო საქმეთა კომიტეტი

- პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.

- სამომავლოდ, სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D'Hondt მეთოდი [რომელიც არაპროპორციულობის მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება]

- პარტიები იზრუნებენ ,,ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან.

ვადები:

ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პარლამენტში ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს 2021 წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე.

  • მომავალი არჩევნები

ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება.“ პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.

ვადები:

მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმების ხელმოწერისთანავე", - ნათქვამია დოკუმენტში.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

საქართველოში დღეს შარლ მიშელი ჩამოვა - ვის შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

როგორ ეხმაურება "ოცნებისა" და ოპოზიციის ისტორიულ შეთანხმებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი