მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხუმრობით ვიტყვი, გასაღებს ავიღებ, გადავკეტავ კარს, გასაღებს გადმოგიგდებთ და ვიდრე არ შევთანხმდებით, უკან არ დაგვიბრუნოთ" - რა განაცხადეს გადამწყვეტ შეხვედრამდე ოპოზიციის ლიდერებმა
"ხუმრობით ვიტყვი, გასაღებს ავიღებ, გადავკეტავ კარს, გასაღებს გადმოგიგდებთ და ვიდრე არ შევთანხმდებით, უკან არ დაგვიბრუნოთ" - რა განაცხადეს გადამწყვეტ შეხვედრამდე ოპოზიციის ლიდერებმა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ნახ­ლდა. დი­ა­ლო­გის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან აშშ-სა და ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩე­ბი.

"მთა­ვა­რი არ არის ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი გა­მო­ვი­ყე­ნოთ და ტკი­ვი­ლი და­ვი­წყნა­როთ, მთა­ვა­რია, განვკურ­ნოთ პრობ­ლე­მა, რაც ქვე­ყა­ნა­შია - ამ გან­კურ­ნე­ბას სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

“ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი და ამას ვუ­ყუ­რებ გზად, რათა ქვე­ყა­ნა რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­ვი­დეს“, - აღ­ნიშ­ნა აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა.

პარ­ტია "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ახა­ლი ტექ­სტი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

„რა ტექ­სტი იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, არ მგო­ნია, რომ ხუ­თი­ვე პუნ­ქტში იყოს რამე ცვლი­ლე­ბე­ბი. ზო­გა­დად იმე­დი მაქვს, რომ ახა­ლი ტექ­სტი იქ­ნე­ბა და იგი­ვე ტექ­სტი არ იქ­ნე­ბა, რაც ბოლო რა­უნ­დზე იყო. რა­ღაც ალ­ბა­თო­ბაც არ­სე­ბობს, რომ იგი­ვე ტექ­სტი მო­ი­ტა­ნონ.

ორი სა­კი­თხი იყო - პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტის, ასე­ვე ხე­ლა­ხალ არ­ჩევ­ნებ­ზე მი­სას­ვლე­ლი გზა. თუ რამე ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა ამ ორ პუნ­ქტში უნდა იყოს ცვლი­ლე­ბა, რომ ოპო­ზი­ცია და­თან­ხმდეს. პი­რო­ბა, რაც მე­დი­ა­ტო­რებს ვუ­თხა­რი ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის, პირ­ველ რიგ­ში მი­სა­ღე­ბი უნდა იყოს თა­ვად მე­ლი­ას­თვის. ეს პუნ­ქტე­ბი წი­ნა­ზე, რო­გორც იყო გაშ­ლი­ლი დო­კუ­მენ­ტში არ იყო მი­სა­ღე­ბი. თუ ეს ორი პუნ­ქტი არ იქ­ნე­ბა გა­წე­რი­ლი, მა­შინ არ მო­ვა­წერ ხელს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

"დო­კუ­მენ­ტში რა ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა არ ვიცი, იმ დო­კუ­მენ­ტში რაც ეწე­რა არ იყო ცუდი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მის თვალ­საზ­რი­სით. რა თქმა უნდა კი­დევ უფრო წინსვლა თუ იქ­ნე­ბა და კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მის კუ­თხით, ამას რა ჯო­ბია. ბევ­რი შეს­წო­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს იმის­თვის, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა გახ­დეს სან­დო, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას ვენ­დო­ბო­დეთ და ყო­ველ ჯერ­ზე არ ვლა­პა­რა­კობ­დეთ ეს გა­მო­უშ­ვით და ის გა­მო­უშ­ვით, სის­ტე­მა უნდა გა­მო­რი­ცხავ­დეს ასეთ რა­მეს. მე ვიცი, ერთი რამ, რომ ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი თუ ვინ­მეს ადარ­დებს, ეს კრი­ზი­სი უნდა და­ვას­რუ­ლოთ, თუ არ ადარ­დებთ და ჰქონ­დეთ ეს "ბას­ტი-ბუბუ", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

რო­გორც "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ლი­დერ­მა ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც ბოლო რა­უნ­დზე და­ი­დო, შე­საძ­ლე­ბე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­დეს.

ამას­თან, სამ­ნი­ძე აცხა­დებს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­სას­ვლელ გზებ­ზე სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს და ასე­ვე აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ უფრო მკა­ფი­ოდ იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი გზა, თუ რო­გორ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პა­ტიმ­რე­ბი.

„ბოლო რა­უნ­დის წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნა­თე­ლი იყო, რომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი გა­აგ­რძე­ლებ­დნენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რო­გორც ოპო­ზი­ცი­ას­თან, ასე­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და კო­მუ­ნი­კა­ცია. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი იმის­თვის, რომ შე­თან­ხმე­ბამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვით. დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის და ევ­რო­კავ­ში­რის კი­დევ ერთხელ მოწ­მობს, რომ მო­ლო­დი­ნი არის, რომ ორი­ვე მხა­რე მზად ვართ კომ­პრო­მი­სე­ბის­თვის და ვხე­დავთ, რა დევს სას­წორ­ზე - ეს არის ქვეყ­ნის ბედი და მო­მა­ვა­ლი პირ­ველ რიგ­ში. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მოხ­დეს ის, რა­საც ელო­დე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა - ეს სა­კი­თხი გა­და­წყდე­ბა და ორი­ვე მხა­რე შეძ­ლებს, გა­მო­ნა­ხოს სა­ერ­თო ენა და დათ­მო­ბე­ბით მი­ვი­დეს შე­თან­ხმე­ბამ­დე. ამას ელო­დე­ბი­ან ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბიც. ევ­რო­პა და ამე­რი­კა არის ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, მათი მო­ლო­დი­ნი არის, რომ ჩვენ შევ­ძლებთ შე­თან­ხმე­ბას. ამი­ტომ ჩემი მო­ლო­დი­ნიც არის და ყვე­ლა რა­უნ­დის წინ მე ვი­ყა­ვი პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი და იქვე ვა­მა­ტებ­დი, რომ ეს იქ­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი და მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი. ეს არის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვის და­სას­რუ­ლი. მე ვფიქ­რობ, კი­დევ ერთი შან­სია, რომ დღეს შევ­ძლოთ შე­თან­ხმე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია იმ დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც ბოლო მო­ლა­პა­რა­კე­ბის რა­უნ­დზე და­ი­დო, რა­ზეც ვერ შევ­თან­ხმდით ვერც ერთი მხა­რე. არც ოპო­ზი­ცია იყო მზად ხელი მო­ე­წე­რა ასე­თი დო­კუ­მენ­ტის­თვის, არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. დღეს უკვე გვეს­მის და ვი­ცით, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­სას­ვლელ გზებ­ზე არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ვი­სა­უბ­როთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ასე­ვე მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის ასე­თი ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ უფრო მკა­ფი­ოდ იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი გზა, თუ რო­გორ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი.

ნე­ბის­მი­ერ პუნ­ქტზე ცალ­კე­უ­ლი სა­უ­ბა­რი არ წა­ად­გე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცესს. ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ პა­კეტ­ზე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ჩვე­ნი მე­დი­ა­ტო­რე­ბის მხრი­დან და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი შე­თან­ხმე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი, რა­ზეც კომ­პრო­მის­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ეს არის პა­ტიმ­რე­ბის თემა, სხვა ყვე­ლა პუნ­ქტზე ორი­ვე მხა­რეს გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ კომ­პრო­მი­სებ­ზე ვი­სა­უბ­როთ“, - გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, დღეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­და­ზე ახა­ლი დო­კუ­მენ­ტი და­ი­დე­ბა.

"დღეს გა­დამ­წყვე­ტი დღეა და მო­დით, დღე­ვან­დელ დღეს ვი­სურ­ვებ­დი, რომ დაგ­ვერ­ქმია "შე­თან­ხმე­ბის დღე", რომ შე­თან­ხმე­ბა ნამ­დვი­ლად მოხ­დეს, ისე­ვე რო­გორც ამას გვთხოვს ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. ვფიქ­რობ, რომ ამ თვე­ებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლას უნდა გვე­ყოს მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა იმი­სათ­ვის, რომ შე­თან­ხმე­ბის­კენ წა­ვი­დეთ. პირ­ველ რიგ­ში ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ გა­ი­აზ­როს "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და წინა რა­უნ­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით იმე­დი მაქვს, რომ არ იქ­ნე­ბა დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ზი­ცია მათი მხრი­დან. პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ არ ვი­ცით სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტში დე­ტა­ლუ­რად რა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მე ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს იქ­ნე­ბა ობი­ექ­ტუ­რი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ობი­ექ­ტუ­რად ასა­ხავს მთე­ლი ამ თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცესს. კი­დევ ერთხელ გა­ვუს­მევ ხაზს, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ და ეს არის ალ­ბათ, ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხი დღე­ვან­დე­ლი დღის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან მი­სას­ვლე­ლი გზა, ამა­ზე უნდა შევ­თან­ხმდეთ, ყვე­ლა უნდა ვი­ყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და ხუმ­რო­ბით ვი­ტყვი, რომ მე რომ ავალ ახლა გა­სა­ღებს ავი­ღებ, ყვე­ლა, რომ შე­მო­ვა გა­დავ­კე­ტავ გა­სა­ღე­ბით კარს, გად­მო­გიგ­დებთ გა­სა­ღებს და სა­ნამ არ შევ­თან­ხმდე­ბით, მა­ნამ­დე არ დაგ­ვიბ­რუ­ნოთ გა­სა­ღე­ბი უკან.

მე მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი დო­კუ­მენ­ტი, ამ ახალ დო­კუ­მენ­ტში იქ­ნე­ბა რო­გორც ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან მი­სას­ვლე­ლი გზა, ასე­ვე ორი­ვე პო­ლი­ტი­კურ პა­ტი­მარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტის გზა ნაჩ­ვე­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად თუ ეს სა­კი­თხე­ბი იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ვფიქ­რობ, რომ შე­თან­ხმე­ბა უნდა შედ­გეს. მე ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სა­ერ­თო გზით შეგ­ვეძ­ლე­ბა შე­თან­ხმე­ბის მი­ღე­ბა. მთა­ვა­რია, რომ 5-ვე სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს, ეს პო­ზი­ცია აქვს მე­დი­ა­ტო­რებ­საც ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით იმი­ტომ, რომ შარლ მი­შე­ლის სა­წყი­სი დო­კუ­მენ­ტი ძა­ლი­ან ცალ­სა­ხად ისა­ხავ­და 5-ვე პუნ­ქტის გა­და­წყვე­ტას და არა 5-დან 3 ან 2 ან 1 პუნ­ქტის გა­და­წყვე­ტას. მინ­და, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე იყოს თან­ხმო­ბის დღე და ყვე­ლა­ნი შევ­თან­ხმდეთ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

„გირ­ჩის“ ერთ-ერ­თის ლი­დე­რის, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რა მოხ­დე­ბა და მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა არ იცის.

„არ ვიცი, იქ­ნე­ბა თუ არა რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა იმ დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც ბო­ლოს და­ნი­ელ­სონ­მა და­ტო­ვა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან გან­ცხა­დე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა გან­ცდას მი­ჩენს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ინ­ფორ­მა­ცია არა­ნა­ი­რი არ მაქვს. ჩვენ ჩვე­ნი გეგ­მის შე­სა­ხებ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მა­ინც გვქონ­და, ხვალ ჩვენ პარ­ლა­მენ­ტში მივ­დი­ო­დით. იმე­დი მაქვს, რომ პრო­ცე­სი ისე დამ­თავ­რდე­ბა, რომ ხვალ პარ­ლა­მენ­ტში მარ­ტო არ ვიქ­ნე­ბი.

ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თლა პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი არი­ან, ის 60 დე­პუ­ტა­ტი, მათი ხმა გა­ცი­ლე­ბით უფრო უნდა ის­მო­დეს. 60-ვე ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი აზრი უნდა და­ა­ფიქ­სი­როს იმ კრი­ზი­სის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შია. ასე­თი მკა­ფიო არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა პო­ზი­ცია, რო­მელ­საც მე­დი­ა­ტო­რე­ბი აფიქ­სი­რე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის, გიგა ბო­კე­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან კომ­პრო­მი­სი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია პლე­ბის­ცი­ტის სა­ხით, რო­მე­ლიც მათი მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი დათ­მო­ბაა.

„კომ­პრო­მი­სიც ჩვე­ნი­ვე შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გვაქვს პლე­ბის­ცი­ტის სა­ხით და ბუ­ნებ­რი­ვია, ვა­დებ­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ. კრი­ზი­სი­დან რე­ა­ლურ გა­მო­სა­ვალს სჭირ­დე­ბა ნორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის გა­ჩე­რე­ბა და ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მშვი­დო­ბი­ან არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბა, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი უნდა და­ი­წყოს და ამის­თვის ჩვენ ყვე­ლა შან­სის გა­მო­ყე­ნე­ბას ვა­პი­რებთ, სა­დაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა გო­ნივ­რუ­ლი კომ­პრო­მი­სის. ჩვე­ნი ჩარ­ჩო­ე­ბი ცნო­ბი­ლია, ჩვე­ნი კომ­პრო­მი­სი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია პლე­ბის­ცი­ტის სა­ხით. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დათ­მო­ბაა. იმა­ზე დაყ­რდნო­ბით, რაც მე გი­თხა­რით, თუ იქ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გმუ­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­გან, რა თქმა უნდა, ჩვენ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ვართ. ბუ­ნებ­რი­ვია, შე­თან­ხმე­ბა უნდა იყოს ისე­თი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად და­ი­წყებს ქვეყ­ნის გა­მოყ­ვა­ნას კრი­ზი­სი­დან. მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კურ სპექტრს და დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს შო­რის. რა შეხ­ვედ­რაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამის შე­სა­ხებ დღეს გა­ვი­გეთ და დრა­მა­ტუ­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამა­ში, არა­ფე­რი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

ამ წუ­თებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­ში ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს კარლ ჰარ­ცელს და აშშ-ს ელჩს კელი დეგ­ნანს ხვდე­ბი­ან.

შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის", "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს", "ლე­ლოს", "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის", "გირ­ჩის", "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლებ­სა" და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" ლი­დე­რე­ბი, ასე­ვე "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ბაქ­რა­ძე.

ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­ში არ მი­სუ­ლან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი.

ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში დი­ლი­დან იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი კარლ ჰარ­ცე­ლი და აშშ-ის ელჩი კელი დეგ­ნა­ნი.

ცნო­ბის­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა 14:00 სა­ა­თის­თვის იყო და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ი­დო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც მო­უ­წო­და ოპო­ზი­ცი­ას, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ა­ყე­ნოს ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა და ხელი მო­ა­წე­როს დო­კუ­მენტს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მმარ­თვე­ლი გუნ­დის მხრი­დან, ევ­რო­კავ­ში­რის და პრე­ზი­დენტ შარლ მი­შე­ლის ეგი­დით წარ­დგე­ნილ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა უკვე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია და ახლა ჯერი ოპო­ზი­ცი­ა­ზეა.

ეხება, ორივე მხარეს!
0

 დროზე კრივის დარბაზებში. ვარჯიშები არ გააცდინოთ. არჩევნები კარს არის მომდგარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ხუმრობით ვიტყვი, გასაღებს ავიღებ, გადავკეტავ კარს, გასაღებს გადმოგიგდებთ და ვიდრე არ შევთანხმდებით, უკან არ დაგვიბრუნოთ" - რა განაცხადეს გადამწყვეტ შეხვედრამდე ოპოზიციის ლიდერებმა

"ხუმრობით ვიტყვი, გასაღებს ავიღებ, გადავკეტავ კარს, გასაღებს გადმოგიგდებთ და ვიდრე არ შევთანხმდებით, უკან არ დაგვიბრუნოთ" - რა განაცხადეს გადამწყვეტ შეხვედრამდე ოპოზიციის ლიდერებმა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებები განახლდა. დიალოგის პროცესში ჩართული არიან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები.

"მთავარი არ არის ტკივილგამაყუჩებელი გამოვიყენოთ და ტკივილი დავიწყნაროთ, მთავარია, განვკურნოთ პრობლემა, რაც ქვეყანაშია - ამ განკურნებას სჭირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნები, - აღნიშნული განცხადება შეხვედრის დაწყებამდე პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა გააკეთა.

“ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები და ამას ვუყურებ გზად, რათა ქვეყანა რთული ვითარებიდან გამოვიდეს“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ახალი ტექსტი იქნება წარმოდგენილი.

„რა ტექსტი იქნება ინფორმაცია არ მაქვს, წარმოდგენა არ მაქვს, არ მგონია, რომ ხუთივე პუნქტში იყოს რამე ცვლილებები. ზოგადად იმედი მაქვს, რომ ახალი ტექსტი იქნება და იგივე ტექსტი არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე იყო. რაღაც ალბათობაც არსებობს, რომ იგივე ტექსტი მოიტანონ.

ორი საკითხი იყო - პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის, ასევე ხელახალ არჩევნებზე მისასვლელი გზა. თუ რამე ცვლილებები იქნება ამ ორ პუნქტში უნდა იყოს ცვლილება, რომ ოპოზიცია დათანხმდეს. პირობა, რაც მედიატორებს ვუთხარი ნიკა მელიას გათავისუფლების, პირველ რიგში მისაღები უნდა იყოს თავად მელიასთვის. ეს პუნქტები წინაზე, როგორც იყო გაშლილი დოკუმენტში არ იყო მისაღები. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გაწერილი, მაშინ არ მოვაწერ ხელს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების რეფორმის გაუმჯობესება.

"დოკუმენტში რა ცვლილებები იქნება არ ვიცი, იმ დოკუმენტში რაც ეწერა არ იყო ცუდი მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა კიდევ უფრო წინსვლა თუ იქნება და კიდევ უფრო გაუმჯობესება მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმის კუთხით, ამას რა ჯობია. ბევრი შესწორება შეიძლება შევიდეს იმისთვის, რომ მართლმსაჯულება გახდეს სანდო, მართლმსაჯულების სისტემას ვენდობოდეთ და ყოველ ჯერზე არ ვლაპარაკობდეთ ეს გამოუშვით და ის გამოუშვით, სისტემა უნდა გამორიცხავდეს ასეთ რამეს. მე ვიცი, ერთი რამ, რომ ქვეყანა და ხალხი თუ ვინმეს ადარდებს, ეს კრიზისი უნდა დავასრულოთ, თუ არ ადარდებთ და ჰქონდეთ ეს "ბასტი-ბუბუ", - განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, დოკუმენტში, რომელიც ბოლო რაუნდზე დაიდო, შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს.

ამასთან, სამნიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებიდან გამომდინარე, არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე საუბრის შესაძლებლობა არსებობს და ასევე აქვს მოლოდინი, რომ უფრო მკაფიოდ იქნება განსაზღვრული გზა, თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები.

„ბოლო რაუნდის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ნათელი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებდნენ თანამშრომლობას როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან და მთელი ამ ხნის მანძილზე გრძელდებოდა კომუნიკაცია. ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი პარტნიორები იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივსულიყავით. დღევანდელი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მოლოდინი არის, რომ ორივე მხარე მზად ვართ კომპრომისებისთვის და ვხედავთ, რა დევს სასწორზე - ეს არის ქვეყნის ბედი და მომავალი პირველ რიგში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ის, რასაც ელოდება ჩვენი საზოგადოება - ეს საკითხი გადაწყდება და ორივე მხარე შეძლებს, გამონახოს საერთო ენა და დათმობებით მივიდეს შეთანხმებამდე. ამას ელოდებიან ჩვენი პარტნიორებიც. ევროპა და ამერიკა არის ჩვენი მეგობარი, მათი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას. ამიტომ ჩემი მოლოდინიც არის და ყველა რაუნდის წინ მე ვიყავი პოზიტიურად განწყობილი და იქვე ვამატებდი, რომ ეს იქნება ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის დასასრული. მე ვფიქრობ, კიდევ ერთი შანსია, რომ დღეს შევძლოთ შეთანხმება. ცვლილებები მოსალოდნელია იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლო მოლაპარაკების რაუნდზე დაიდო, რაზეც ვერ შევთანხმდით ვერც ერთი მხარე. არც ოპოზიცია იყო მზად ხელი მოეწერა ასეთი დოკუმენტისთვის, არც ხელისუფლება. დღეს უკვე გვესმის და ვიცით, რომ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე არის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ „ქართული ოცნების“ განცხადებიდან გამომდინარე და ასევე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორების ასეთი ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ უფრო მკაფიოდ იქნება განსაზღვრული გზა, თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ნებისმიერ პუნქტზე ცალკეული საუბარი არ წაადგება მოლაპარაკების პროცესს. ჩვენ ვლაპარაკობთ პაკეტზე, რომელიც იქნება შემოთავაზებული ჩვენი მედიატორების მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი შეთანხმების შესაძლებლობაზე. ერთადერთი საკითხი, რაზეც კომპრომისზე საუბარი რთულია, წარმოუდგენელია, ეს არის პატიმრების თემა, სხვა ყველა პუნქტზე ორივე მხარეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომპრომისებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა სამნიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, დღეს მოლაპარაკებების მაგიდაზე ახალი დოკუმენტი დაიდება.

"დღეს გადამწყვეტი დღეა და მოდით, დღევანდელ დღეს ვისურვებდი, რომ დაგვერქმია "შეთანხმების დღე", რომ შეთანხმება ნამდვილად მოხდეს, ისევე როგორც ამას გვთხოვს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი. ვფიქრობ, რომ ამ თვეებმა აჩვენა, რომ ყველას უნდა გვეყოს მაღალი პოლიტიკური კულტურა იმისათვის, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ. პირველ რიგში ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გაიაზროს "ქართულმა ოცნებამ" და წინა რაუნდისგან განსხვავებით იმედი მაქვს, რომ არ იქნება დესტრუქციული პოზიცია მათი მხრიდან. პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვიცით საბოლოო დოკუმენტში დეტალურად რა იქნება, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ობიექტური დოკუმენტი, რომელიც ობიექტურად ასახავს მთელი ამ თვეების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. კიდევ ერთხელ გავუსმევ ხაზს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ეს არის ალბათ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღევანდელი დღის მოლაპარაკებების და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზა, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, ყველა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული და ხუმრობით ვიტყვი, რომ მე რომ ავალ ახლა გასაღებს ავიღებ, ყველა, რომ შემოვა გადავკეტავ გასაღებით კარს, გადმოგიგდებთ გასაღებს და სანამ არ შევთანხმდებით, მანამდე არ დაგვიბრუნოთ გასაღები უკან.

მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს იქნება ახალი დოკუმენტი, ამ ახალ დოკუმენტში იქნება როგორც ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზა, ასევე ორივე პოლიტიკურ პატიმართან დაკავშირებით გადაწყვეტის გზა ნაჩვენები. შესაბამისად თუ ეს საკითხები იქნება დაკმაყოფილებული ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შეთანხმება უნდა შედგეს. მე ვიმედოვნებ, რომ საერთო გზით შეგვეძლება შეთანხმების მიღება. მთავარია, რომ 5-ვე საკითხზე შეთანხმება შედგეს, ეს პოზიცია აქვს მედიატორებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შარლ მიშელის საწყისი დოკუმენტი ძალიან ცალსახად ისახავდა 5-ვე პუნქტის გადაწყვეტას და არა 5-დან 3 ან 2 ან 1 პუნქტის გადაწყვეტას. მინდა, რომ დღევანდელი დღე იყოს თანხმობის დღე და ყველანი შევთანხმდეთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„გირჩის“ ერთ-ერთის ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, რა მოხდება და მოვლენები როგორ წარიმართება არ იცის.

„არ ვიცი, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლოს დანიელსონმა დატოვა. ძალიან საინტერესოა, რადგან განცხადებები სხვადასხვა განცდას მიჩენს. სინამდვილეში ინფორმაცია არანაირი არ მაქვს. ჩვენ ჩვენი გეგმის შესახებ გამოცხადებული მაინც გვქონდა, ხვალ ჩვენ პარლამენტში მივდიოდით. იმედი მაქვს, რომ პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მართლა პარლამენტარები არიან, ის 60 დეპუტატი, მათი ხმა გაცილებით უფრო უნდა ისმოდეს. 60-ვე ადამიანმა საკუთარი აზრი უნდა დააფიქსიროს იმ კრიზისის შესახებ, რომელიც საქართველოშია. ასეთი მკაფიო არასოდეს არ ყოფილა პოზიცია, რომელსაც მედიატორები აფიქსირებენ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი შეთავაზებულია პლებისციტის სახით, რომელიც მათი მხრიდან სერიოზული დათმობაა.

„კომპრომისიც ჩვენივე შეთავაზებული გვაქვს პლებისციტის სახით და ბუნებრივია, ვადებზე უნდა ვისაუბროთ. კრიზისიდან რეალურ გამოსავალს სჭირდება ნორმალური არჩევნები, პოლიტიკური დევნის გაჩერება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს და ამისთვის ჩვენ ყველა შანსის გამოყენებას ვაპირებთ, სადაც შესაძლებლობა იქნება გონივრული კომპრომისის. ჩვენი ჩარჩოები ცნობილია, ჩვენი კომპრომისი შეთავაზებულია პლებისციტის სახით. ეს ძალიან სერიოზული დათმობაა. იმაზე დაყრდნობით, რაც მე გითხარით, თუ იქნება ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული მმართველი პარტიისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ მოწადინებული ვართ. ბუნებრივია, შეთანხმება უნდა იყოს ისეთი, რომელიც რეალურად დაიწყებს ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან. მუდმივი კომუნიკაცია არსებობს პოლიტიკურ სპექტრს და დიპლომატიურ კორპუსს შორის. რა შეხვედრაც უნდა ყოფილიყო ამის შესახებ დღეს გავიგეთ და დრამატულად მოულოდნელი ამაში, არაფერი არ არის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამ წუთებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს ხვდებიან.

შეხვედრაზე იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩის", "გირჩი - მეტი თავისუფლებსა" და "რესპუბლიკელების" ლიდერები, ასევე "ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში არ მისულან "ქართული ოცნების" ლიდერები.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში დილიდან იმყოფებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 14:00 საათისთვის იყო დაანონსებული, რომელიც მედიისთვის უცნობი მიზეზების გამო, რამდენჯერმე გადაიდო. მოგვიანებით "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს დოკუმენტს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი გუნდის მხრიდან, ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

"მმართველმა პარტიამ უნდა გაიგოს, რომ შესაძლო ევროპული პერსპექტივა ღირსებასა და პატივისცემას ეფუძნება..." - ევროპარლამენტარი

"ხელისუფლებამ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ქართული სახელმწიფოს მტერმა და ანტიდასავლური, მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ" - ოპოზიცია

"როდესაც "ქართული ოცნების" ლიდერები ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანადოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას" - ვიოლა ფონ კრამონი