პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა
ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა

მსოფ­ლი­ო­ში აქამ­დე სულ 65 ქალი ას­ტრო­ნავ­ტი იყო. 27 წლის ნორა ალ მატ­რუ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არაბ­თა სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან კი, სა­ერ­თო ჯამ­ში, გახ­და 66-ე და პირ­ვე­ლი არა­ბი ქალი ას­ტრო­ნავ­ტი.

შე­იხ­მა მუ­ჰა­მედ ბინ რა­შინ ალ მა­კტუმ­მა "ტვი­ტერ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ემი­რა­ტებს ორი ახა­ლი ას­ტრო­ნავ­ტი ჰყავს - ალ მატ­რო­ში და მუ­ჰა­მედ ალ მულა. ეს ორი შე­უ­ერ­თდე­ბა აშშ-ის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტოს, NASA-ს და მის ახალ მი­სი­ებ­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

"ჩემ­მა ქვე­ყა­ნამ და­უ­ვი­წყა­რი მო­მენ­ტი მა­ჩუ­ქა. ჩემი მი­ზა­ნია, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შაო იმის­თვის, რომ ის­ტო­რია დავ­წე­რო, რო­მე­ლიც და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა და სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი ხალ­ხის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში“, - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ალ მატ­რუ­შიმ.

ვნა­ხოთ 8 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი პირ­ვე­ლი არა­ბი ქალი ას­ტრო­ნავ­ტის შე­სა­ხებ:

1. ალ მატ­რუ­ში 1993 წელს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არაბ­თა სა­ე­მი­რო­ებ­ში, შარ­ჯა­ში და­ი­ბა­და. მან 2015 წელს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არაბ­თა სა­ე­მი­რო­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და მი­ი­ღო ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მე­ქა­ნი­კურ ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში.

2. ის აირ­ჩი­ეს 4000-ზე მეტი კან­დი­და­ტი­დან, რათა ჩა­ერ­თოს მო­მა­ვალ­ში კოს­მო­სურ მი­სი­ებ­ში.

3. მატ­რუ­ში არის მე­ქა­ნი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი და ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს კომ­პა­ნია National Petroleum Construction-ში.

4. ალ მატ­რუ­ში მარ­თავ­და პრო­ექ­ტებს აბუ და­ბის ეროვ­ნულ ნავ­თობ კომ­პა­ნი­ა­ში.

5. მას აქვს დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი მა­თე­მა­ტი­კა­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში. 2011 წლის მა­თე­მა­ტი­კურ ოლიმ­პი­ა­და­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არაბ­თა სა­ე­მი­რო­ე­ბის მას­შტა­ბით, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

6. მისი მიღ­წე­ვე­ბის ვრცელ ჩა­მო­ნათ­ვალს 2013 წელს ისიც და­ე­მა­ტა, რომ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ახალ­გაზ­რდუ­ლი ელ­ჩე­ბის პროგ­რა­მა­ში აირ­ჩი­ეს.

7. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არაბ­თა სა­ე­მი­რო­ებ­ში მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, ალ მატ­რუშ­მა შეძ­ლო და 2018, ასე­ვე 2019 წლებ­ში გა­ე­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო ახალ­გაზ­რდულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სწო­რედ მან წა­რად­გი­ნა ქვე­ყა­ნა.

8. კოს­მო­სუ­რი სივ­რცე პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე იტა­ცებ­და და ბავ­შვო­ბი­დან­ვე ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბო­და იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა, თუ გაკ­ვე­თი­ლებს, რო­მე­ლიც აღ­ნი­შულ თე­მას ეთ­მო­ბო­და.

წყა­რო: en.vogue.me

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

ბიჯო, ახლა, როცა კაც ასტრონავტთან მარტო ხარ, ხომ შეგიძლია გადააგდო ეს მამაძაღლი თავსაბური და ყურებს მისცე ჟანგბადი? მეცნიერ–ასტრონავტი ხარ თუ მოჯახედის ცოლი, ეს მამაძაღლი?

დ გ
1

ეხ უკან უკან მიდის საქმეე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა

ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა

მსოფლიოში აქამდე სულ 65 ქალი ასტრონავტი იყო. 27 წლის ნორა ალ მატრუში გაერთიანებული არაბთა საამიროებიდან კი, საერთო ჯამში, გახდა 66-ე და პირველი არაბი ქალი ასტრონავტი.

შეიხმა მუჰამედ ბინ რაშინ ალ მაკტუმმა "ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ემირატებს ორი ახალი ასტრონავტი ჰყავს - ალ მატროში და მუჰამედ ალ მულა. ეს ორი შეუერთდება აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს, NASA-ს და მის ახალ მისიებში ჩაერთვებიან.

"ჩემმა ქვეყანამ დაუვიწყარი მომენტი მაჩუქა. ჩემი მიზანია, ძალიან ბევრი ვიმუშაო იმისთვის, რომ ისტორია დავწერო, რომელიც დაუვიწყარი იქნება და სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში“, - დაწერა სოციალურ ქსელში ალ მატრუშიმ.

ვნახოთ 8 მნიშვნელოვანი ფაქტი პირველი არაბი ქალი ასტრონავტის შესახებ:

1. ალ მატრუში 1993 წელს გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, შარჯაში დაიბადა. მან 2015 წელს გაერთიანებული არაბთა საემიროების უნივერსიტეტი დაამთავრა და მიიღო ბაკალავრის ხარისხი მექანიკურ ინჟინერიაში.

2. ის აირჩიეს 4000-ზე მეტი კანდიდატიდან, რათა ჩაერთოს მომავალში კოსმოსურ მისიებში.

3. მატრუში არის მექანიკური ინჟინერიის ამერიკული საზოგადოების წევრი და ამჟამად მუშაობს კომპანია National Petroleum Construction-ში.

4. ალ მატრუში მართავდა პროექტებს აბუ დაბის ეროვნულ ნავთობ კომპანიაში.

5. მას აქვს დიდი წარმატებები მათემატიკასა და ინჟინერიაში. 2011 წლის მათემატიკურ ოლიმპიადაში გაერთიანებული არაბთა საემიროების მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავა.

6. მისი მიღწევების ვრცელ ჩამონათვალს 2013 წელს ისიც დაემატა, რომ სამხრეთ კორეაში ახალგაზრდული ელჩების პროგრამაში აირჩიეს.

7. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ არაბთა საემიროებში მკვეთრად გამოხატული პატრიარქალური საზოგადოებაა, ალ მატრუშმა შეძლო და 2018, ასევე 2019 წლებში გაეროს საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე სწორედ მან წარადგინა ქვეყანა.

8. კოსმოსური სივრცე პატარაობიდანვე იტაცებდა და ბავშვობიდანვე ყოველთვის ესწრებოდა იმ ღონისძიებებსა, თუ გაკვეთილებს, რომელიც აღნიშულ თემას ეთმობოდა.

წყარო: en.vogue.me

"ფაიზერის" ხელმძღვანელი - "საჭირო იქნება მესამე დოზა, ვაქცინაციიდან 6-12 თვეში, შემდეგ მოხდება ყოველწლიური რევაქცინაცია"

ისრაელში 1000 ვაკანსიაზე დასაქმების სურვილი 4 დღეში 1132-მა ადამიანმა გამოთქვა

"ამოუცნობი საჰაერო ფენომენი" - პენტაგონი ადასტურებს, რომ ცაში გამოჩენილი უცნობი ობიექტები რეალურია (ფოტო/ვიდეო)