სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვნახავთ, რა პარტიას შექმნიან, სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რაზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა" - თალაკვაძე გახარიაზე
"ვნახავთ, რა პარტიას შექმნიან, სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რაზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა" - თალაკვაძე გახარიაზე

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, უმ­რავ­ლე­სო­ბის 6 დე­პუ­ტა­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ტი­ი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ არას­წო­რია და ამით გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და.

თა­ლაკ­ვა­ძის შე­ფა­სე­ბით, გუნ­დის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე მი­თი­თე­ბა და სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია.

„ეს არის არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ის არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ავ­ლი­ნა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ბოლო რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს და გუნდთან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, დღეს კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ­მა კო­ლე­გებ­მა პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აირ­ჩი­ეს იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიზ­ნე­ბის და პი­რო­ბის ნაც­ვლად, რო­მე­ლიც ჩვენ ერ­თად მი­ვე­ცით სა­ზო­გა­დო­ე­ბას და რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ­ჩევ­ნე­ბის დროს ერ­თად გვქონ­და აღე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, და­ვე­ლო­დე­ბით, ვნა­ხავთ, რა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას შექ­მნი­ან, რა იქ­ნე­ბა მათი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა. არ­სე­ბობს ბევ­რი კი­თხვა და ამა­ზე პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა გა­სა­ცე­მი. ეს არის არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მა­შინ, რო­დე­საც ის გა­მოწ­ვე­ვე­ბია ქვე­ყა­ნა­ში, რა­ზეც ისა­უბ­რეს თა­ვა­დაც, გუნ­დის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე მი­თი­თე­ბა და სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია. სირ­ცხვი­ლია, რო­დე­საც სა­ერ­თო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ტო­ვებ და სა­უბ­რობ იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რა­ზეც შენც გე­კის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და შენც გაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ამის მო­საგ­ვა­რებ­ლად იმუ­შა­ვო“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ პარ­ლა­მენ­ტში კვლავ ექ­ნე­ბა მყა­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა და მმარ­თველ ძა­ლას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ ექ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, თა­ლაკ­ვა­ძის შე­ფა­სე­ბით, კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ იხელ­მძღვა­ნე­ლა პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბით.

„გარ­წმუ­ნებთ, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ პარ­ლა­მენ­ტში ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან მყა­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ჩვენ შევ­ძლებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას. რა თქმა უნდა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლის გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე, მე­ო­რე მხრივ, ცხა­დია, რო­დე­საც ოპო­ზი­ცია იქ­ცე­ვა ისე უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ, გან­სა­კუთ­რე­ბით რა­დი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლი, რო­გორც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, უარი თქვან ნორ­მა­ლურ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე, ისი­ნი უარს ამ­ბო­ბენ, რომ იყ­ვნენ ოპო­ზი­ცია ანუ ოპო­ზი­ცი­ას არ სურს იყოს ოპო­ზი­ცია, ამ ფონ­ზე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს პრო­ცე­სე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არის ზუს­ტად ის ნა­ბი­ჯე­ბი, რა­საც ჩვენ და­ვაკ­ვირ­დე­ბით დიდი ყუ­რა­დღე­ბით, ჩვენ ყვე­ლა­ფერ­ზე გვექ­ნე­ბა ძა­ლი­ან ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა. დღეს კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ იხელ­მძღვა­ნე­ლა პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბით და მან თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბიც და­არ­წმუ­ნა ამა­ში. მა­შინ, რო­დე­საც კონ­სო­ლი­და­ცია, ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ერ­თად მუ­შა­ო­ბა იყო ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო, მან და­ტო­ვა გუნ­დი, შემ­დეგ კი მის­მა მე­გობ­რებ­მა და­ტო­ვეს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა.

ვფიქ­რობ, ამ ვი­თა­რე­ბა­ში უფრო მეტი სა­ნერ­ვი­უ­ლო ოპო­ზი­ცი­ას ექ­ნე­ბა, რო­მელ­მაც უარი თქვა, ყო­ფი­ლი­ყო ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში, აირ­ჩია ქუჩა. ქუ­ჩის პრო­ექ­ტი არის გა­კოტ­რე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა კვლე­ვებ­ში ამას მხარს არ უჭერს, ამი­ტომ პო­ლი­ტი­კა­ში ასე ხდე­ბა, რო­დე­საც ოპო­ზი­ცია კარ­გავს თა­ვის ად­გილს, ამ ად­გილს აუ­ცი­ლებ­ლად იკა­ვებს სხვა, ვნა­ხოთ, იქ­ნე­ბა თუ არა ეს გი­ორ­გი გა­ხა­რია, ამას გვიჩ­ვე­ნებს შემ­დე­გი პრო­ცე­სე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი - გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლია, ბექა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, შალ­ვა კე­რე­სე­ლი­ძე, მი­ხე­ილ და­უშ­ვი­ლი და ანა ბუ­ჩუ­კუ­რი მმარ­თველ პარ­ტი­ას ტო­ვე­ბენ. ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტა­ტებ­მა გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში გა­ა­კე­თეს.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
23

ეს მე კომოს ტბაზე მგონია წასული

მატრიცა
0

პოზიცია ოპოზიცია სულ პსევდოები

ხალხის პრობლემებია რეალური

 

ავტორი:

"ვნახავთ, რა პარტიას შექმნიან, სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რაზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა" - თალაკვაძე გახარიაზე

"ვნახავთ, რა პარტიას შექმნიან, სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რაზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა" - თალაკვაძე გახარიაზე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობის 6 დეპუტატის გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ არასწორია და ამით გიორგი გახარიას არათანმიმდევრულობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

თალაკვაძის შეფასებით, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მიუღებელი და გაუმართლებელია.

„ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გამოავლინა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფოებრივი მიზნების და პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც პასუხისმგებლობა არჩევნების დროს ერთად გვქონდა აღებული. რა თქმა უნდა, დაველოდებით, ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ბევრი კითხვა და ამაზე პასუხი იქნება გასაცემი. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც ის გამოწვევებია ქვეყანაში, რაზეც ისაუბრეს თავადაც, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მიუღებელია. ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია. სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რაზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშავო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში კვლავ ექნება მყარი უმრავლესობა და მმართველ ძალას მიმდინარე პროცესების მიმართ ექნება ადეკვატური რეაგირება. ამასთანავე, თალაკვაძის შეფასებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით.

„გარწმუნებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა, ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იყო ორიენტირებული პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე, მეორე მხრივ, ცხადია, როდესაც ოპოზიცია იქცევა ისე უპასუხისმგებლოდ, განსაკუთრებით რადიკალური ნაწილი, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოება ხედავს და ყველანაირად ცდილობენ, უარი თქვან ნორმალურ პოლიტიკურ პროცესზე, ისინი უარს ამბობენ, რომ იყვნენ ოპოზიცია ანუ ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, ამ ფონზე, რასაკვირველია, ეს პროცესები და გადაწყვეტილებები არის ზუსტად ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ დავაკვირდებით დიდი ყურადღებით, ჩვენ ყველაფერზე გვექნება ძალიან ადეკვატური რეაგირება. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში. მაშინ, როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები, ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, მან დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

ვფიქრობ, ამ ვითარებაში უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა, ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში, აირჩია ქუჩა. ქუჩის პროექტი არის გაკოტრებული, ვინაიდან საზოგადოება კვლევებში ამას მხარს არ უჭერს, ამიტომ პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა, ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესები,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

"გიორგი გახარია ჩემთვის არ არის მესამე ძალა. მითხარით დადებითი რა გააკეთა?!...დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია" - მეუფე იაკობი

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის - რა განაცხადა მან ბრიფინგზე