მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარედგინა - რას ედავებიან პოლიციის მაღალჩინოსანს
დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარედგინა - რას ედავებიან პოლიციის მაღალჩინოსანს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე დმა­ნი­სის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს შ.ზ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­სა და ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 8 აპ­რილს, ბრალ­დე­ბულ­მა შ.ზ.-მ ლ.ტ. თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნით მარ­ნე­უ­ლი­დან დმა­ნის­ში ჩა­იყ­ვა­ნა, რის შემ­დე­გაც მას უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა გა­დას­ცა, რი­თაც საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­ყალ­ბე­ბა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია მო­ახ­დი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, შ.ზ.-ს მიერ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით ლ.ტ. და­ა­კა­ვეს.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შ.ზ. 10 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის­თვის, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის­თვის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბის­თვის და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 147-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 3691-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლე­ბით და ამა­ვე კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „გ’’ ქვე­პუნ­ქტით დღეს, 12 აპ­რილს წა­რედ­გი­ნა. შ.ზ.-ს მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უკვე მი­მარ­თა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარედგინა - რას ედავებიან პოლიციის მაღალჩინოსანს

დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარედგინა - რას ედავებიან პოლიციის მაღალჩინოსანს

საქართველოს პროკურატურამ განზრახ უკანონო დაკავების, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, ბრალდებულმა შ.ზ.-მ ლ.ტ. თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით მარნეულიდან დმანისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც მას უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა, რითაც საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინა. აღნიშნულის შემდეგ, შ.ზ.-ს მიერ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით ლ.ტ. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა შ.ზ. 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება განზრახ უკანონო დაკავებისთვის, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით დღეს, 12 აპრილს წარედგინა. შ.ზ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთი ვერსიით, გოგონას დანიშნულ მამაკაცზე გათხოვება არ სურდა - რას ამბობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკარგულ 18 წლის გოგონაზე ახლობლები?

"არ ვუცემივარ, სავარძელზე მივარტყი თვალი" - დავით კოდუას ცოლი ჩვენებას ცვლის

"მიუკარებლობაზე მქონდა პრეტენზია და დაიჭირეს" - ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას მეუღლის პირველი კომენტარი