მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აძლევენ თუ არა 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას? - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი
აძლევენ თუ არა 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას? - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში მსჯე­ლო­ბის სა­კი­თხია, თუ რა უნდა გა­ა­კე­თონ 55 წლის ქვე­მოთ მყოფ­მა პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზით უკვე აიცრ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლით, კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვას უპას­ხა.

რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გო­ვი გან­მარ­ტავს, 55 წელს ქვე­მოთ მყოფ პი­რებს მე­ო­რე დო­ზით აც­რის რე­კო­მენ­და­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით აძ­ლე­ვენ, თუმ­ცა, თუკი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა გა­მოვ­ლინ­დე­ბა, ისი­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­და­ხე­და­ვენ.

"ეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია, ჯერ ეს სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის, ჩვენც ვიმ­სჯე­ლეთ ამ სა­კი­თხზე. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ პირ­ვე­ლი დო­ზით 2 700 000 ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი, გერ­მა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო ამ­ბობს, რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ ადა­მი­ა­ნე­ბის იგი­ვე, ან სხვა ვაქ­ცი­ნით აც­რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თო.

ბრი­ტა­ნეთ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან მე­ო­რე დო­ზა­ზე არა­ვი­თა­რი გარ­თუ­ლე­ბა არ უნა­ხავთ, რე­კო­მენ­და­ცია ისევ "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნით აც­რას გა­უ­წი­ონ. ჩვენ­თან ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი აც­რი­ლი 55 წლის ასა­კის ქვე­მოთ, ჯერ­ჯე­რო­ბით ვუ­წევთ ამ რე­კო­მენ­და­ცი­ას, თუმ­ცა, თუ რამე შე­იც­ვა­ლა, ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო არ­გუ­მენ­ტა­ცია გაჩ­ნდე­ბა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დე­ბა, ჯერ 15 მა­ი­სამ­დე მე­ო­რე დოზა არა­ვის უწევს“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

კი­თხვა­ზე, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, მე­ო­რე ჯერ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა გა­კეთ­დეს, კუ­ლუმ­ბე­გო­ვი პა­სუ­ხობს, რომ "ჯერ­ჯე­რო­ბით, ესეც კვლე­ვის თე­მაა“.

"პრე­ცე­დენ­ტი, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნით მე­ო­რე დო­ზა­ზე აც­რი­ლი­ყო ვინ­მე, მსოფ­ლი­ო­ში არ არის, თუმ­ცა, ეს სა­კი­თხიც გა­ნი­ხი­ლე­ბა და კვლე­ვის სა­ფუძ­ვე­ლია. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მე­ო­რე დო­ზის გა­კე­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უბ­რა­ლოდ, ის მე­ო­რე დოზა სრულ­ფა­სოვ­ნად გახ­დეს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ანუ ორი­ვე დოზა. ეს სა­კი­თხე­ბი კვლე­ვის პრო­ცეს­შია და აუ­ცი­ლებ­ლად და­ზუს­ტდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
b
1

aman kho icis!))))

კულუმბეგოვა
3

ეს გამყრელიძის გამოწრთვნილი ნახეთ რა დღეშია.. 3 ექიმი დაიღუპა ვაკცინით და ესენი კიდე აგრძელწბენ ჩიკჩიკს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

აძლევენ თუ არა 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას? - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი

აძლევენ თუ არა 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას? - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მსოფლიოში მსჯელობის საკითხია, თუ რა უნდა გააკეთონ 55 წლის ქვემოთ მყოფმა პირებმა, რომლებიც "ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ. აღნიშნულით, კულუმბეგოვმა "ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასხა.

როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას ჯერჯერობით აძლევენ, თუმცა, თუკი ახალი გარემოება გამოვლინდება, ისინი გადაწყვეტილებას გადახედავენ.

"ეს მთელ მსოფლიოში მსჯელობის საგანია, ჯერ ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, ჩვენც ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. მაგალითად, გერმანიაში "ასტრაზენეკას“ პირველი დოზით 2 700 000 ადამიანია აცრილი, გერმანიის სახელმწიფო ამბობს, რამდენიმე კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ადამიანების იგივე, ან სხვა ვაქცინით აცრასთან დაკავშირებითო.

ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რადგან მეორე დოზაზე არავითარი გართულება არ უნახავთ, რეკომენდაცია ისევ "ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრას გაუწიონ. ჩვენთან ჯერჯერობით არ არის დიდი რაოდენობით ადამიანი აცრილი 55 წლის ასაკის ქვემოთ, ჯერჯერობით ვუწევთ ამ რეკომენდაციას, თუმცა, თუ რამე შეიცვალა, ახალი გარემოება და სამედიცინო არგუმენტაცია გაჩნდება, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება, ჯერ 15 მაისამდე მეორე დოზა არავის უწევს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, მეორე ჯერზე განსხვავებული ვაქცინა გაკეთდეს, კულუმბეგოვი პასუხობს, რომ "ჯერჯერობით, ესეც კვლევის თემაა“.

"პრეცედენტი, რომ განსხვავებული ვაქცინით მეორე დოზაზე აცრილიყო ვინმე, მსოფლიოში არ არის, თუმცა, ეს საკითხიც განიხილება და კვლევის საფუძველია. შესაძლებელია, მეორე დოზის გაკეთების შემთხვევაში უბრალოდ, ის მეორე დოზა სრულფასოვნად გახდეს გასაკეთებელი, ანუ ორივე დოზა. ეს საკითხები კვლევის პროცესშია და აუცილებლად დაზუსტდება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

"ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის" - ბიძინა კულუმბეგოვი

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მამა დანიელი მეუფე  პეტრესგან სამ კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვს

ყველაზე მოთხოვნადი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამა საქართველოში