Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს სხვადასხვა რეგიონში... ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე" - გამყრელიძე
"დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს სხვადასხვა რეგიონში... ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე" - გამყრელიძე

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პირ­ვე­ლი გან­გა­შის ზარი უნდა იქ­ნას შე­მოკ­რუ­ლი, ვი­ნა­ი­დან, ეპიდსი­ტუ­ა­ცია ყვე­ლა ინ­დი­კა­ტო­რით უა­რეს­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სის 897 ახა­ლი შემ­თხვე­ვაა, რაც, რა თქმა უნდა, სა­ყუ­რა­დღე­ბო­ზე უფრო მე­ტია.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2 პრო­ცენტს გას­ცდა, დღე­ვან­დე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი 3.65 პრო­ცენ­ტია. გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეს მი­უ­თი­თებს, რომ ინ­ფექ­ცი­ის ცირ­კუ­ლა­ცია ქვე­ყა­ნა­ში უფრო ინ­ტენ­სი­უ­რია.

"ამა­ზე ასე­ვე მი­უ­თი­თებს ის, რომ გაჩ­ნდა ე.წ. კლას­ტე­რუ­ლი გავ­რცე­ლე­ბა. დღე­ის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით 10 მოზ­რდი­ლი კლას­ტე­რი გვაქვს ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში.

ეს არის სა­მეგ­რე­ლო, გუ­რია, რაჭა-ლე­ჩხუ­მი, შიდა ქარ­თლი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე რე­გი­ო­ნი, რაც სა­ყო­ველ­თაო გავ­რცე­ლე­ბის წინა ეტა­პია. ამი­ტომ, ამა­ზე ყვე­ლამ უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა.

რო­გორც იცით ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მე­სა­მე ტალ­ღა და­ი­წყო და ჩვენც ვდგა­ვართ მე­სა­მე ტალ­ღის და­წყე­ბის წი­ნა­შე“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვი­საა და­წე­სე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიკო
6

ბლა ბლა ბლა ,,,მამა შვილი მაფიოზა წიხეშია თქვენი ადგილი!!!

დ გ
38

ჯერ პლატოზე არ ავსულვართ არააა მალე გამოჩნდება ე.წ. ანტარქტიდული კლასტერი და ა.შ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს სხვადასხვა რეგიონში... ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე" - გამყრელიძე

"დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს სხვადასხვა რეგიონში... ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე" - გამყრელიძე

შეიძლება ითქვას, პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული, ვინაიდან, ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორით უარესდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევაა, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოზე უფრო მეტია.

გამყრელიძის განცხადებით, 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 2 პროცენტს გასცდა, დღევანდელი მაჩვენებელი კი 3.65 პროცენტია. გამყრელიძის განმარტებით, ეს მიუთითებს, რომ ინფექციის ცირკულაცია ქვეყანაში უფრო ინტენსიურია.

"ამაზე ასევე მიუთითებს ის, რომ გაჩნდა ე.წ. კლასტერული გავრცელება. დღეისთვის, დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.

ეს არის სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კიდევ რამდენიმე რეგიონი, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია. ამიტომ, ამაზე ყველამ უნდა გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება.

როგორც იცით ძალიან ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყო და ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა დაიცვას ის რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც კორონავირუსის პრევენციისთვისაა დაწესებული.

"მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში გადავიდნენ - ასოებით ცდილობენ ებრძოლონ ღმერთს" - მეუფე სტეფანე

კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?

საქართველოში გლოვის დღეა