სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემუქრება თუ არა უკრაინას "რუსული გაზაფხული" - მოსალოდნელი მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, თუ რუსეთის "კუნთების თამაში"
ემუქრება თუ არა უკრაინას "რუსული გაზაფხული" - მოსალოდნელი მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, თუ რუსეთის "კუნთების თამაში"

უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბის უფ­რო­სი რუ­სე­თი­დან მო­მა­ვალ მო­რიგ საფრ­თხე­ზე სა­უბ­რობს. რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე სამ­ხედ­რო­ე­ბის მას­შტა­ბურ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს. რუს­ლან ხომ­ჩა­კის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ისევ და ისევ არ­ღვე­ვენ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას.

წლის და­სა­წყი­სი­დან არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბას 20 უკ­რი­ა­ნე­ლი სამ­ხედ­რო შე­ე­წი­რა. უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბის უფ­რო­სის ცნო­ბით, სტრა­ტე­გი­უ­ლი "წვრთნე­ბის მზა­დე­ბის სა­ფარ­ქვეშ", მა­სობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. დონ­ბას­ში საბ­რძო­ლო ბრი­გა­დის, პოლ­კე­ბი­სა და მომ­ზა­დე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბის გარ­და, ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ჯარს ად­გილ­ზე ეხ­მა­რე­ბი­ან.

"უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი აღ­მო­სავ­ლე­ლი მე­ზობ­ლის მსგავს ქმე­დე­ბებს შე­სა­ბა­მი­სად უპა­სუ­ხებს. ამი­ტომ, ვემ­ზა­დე­ბით ყვე­ლა შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ი­სა და მტრის ქმე­დე­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ხომ­ჩაკ­მა.

პა­სუ­ხად, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან და გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კელ­თან ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ი­სას და­ძა­ბუ­ლო­ბის შექ­მნა­ში ბრა­ლი უკ­რა­ი­ნას დას­დო და კი­ევს მო­უ­წო­და ანექ­სი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის რე­ჟი­მებ­თან პირ­და­პირ დი­ა­ლო­გი და­ე­წყო.

უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად, გერ­მა­ნია, რუ­სე­თი და საფ­რან­გე­თი ე.წ. ნორ­მან­დი­ის ფორ­მა­ტის წევ­რე­ბი არი­ან, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის გა­და­სა­წყვე­ტად შე­იქ­მნა.

გა­და­იზ­რდე­ბა თუ არა და­ძა­ბუ­ლო­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კონ­ფლიქ­ტში და რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, თუ ეს რუ­სე­თის მხრი­დან მო­რი­გი კუნ­თე­ბის თა­მა­შია - ამის შე­სა­ხებ რუ­სულ-უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მსჯე­ლო­ბენ. tvrain.ru-ს ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ამ ფაქტს "სა­ზღვარ­თან ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცია უწო­და", რა­ზეც ნა­ტომ შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა, ამე­რი­კამ კი, პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის პი­რის­პირ მარ­ტო არ და­ტო­ვებს.

პენ­ტა­გო­ნი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ უკ­რა­ი­ნის რადა ითხოვს, რუ­სეთ­მა შეყ­ვი­ტოს საბ­რძო­ლო გა­დაჯგფე­ბე­ბი, თუმ­ცა ამის პა­სუ­ხად, ის სა­ზღვარ­თან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბას აძ­ლი­ე­რებს.

"რუ­სეთ­თან უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ღუპ­ვა ევ­რო­პა­ში ამე­რი­კის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს და ის არ და­უშ­ვებს უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან რუ­სე­თის ძა­ლე­ბის სა­ხი­ფა­თო მო­ბი­ლი­ზე­ბას", - წერს გა­მო­ცე­მა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ლე­ო­ნიდ კრავ­ჩუ­კის მო­საზ­რე­ბით, და­ძა­ბუ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოგ­ვარ­დეს მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი აცხა­დებს, რომ ამის ნიშ­ნე­ბი არ ჩანს - დონ­ბას­თან ახ­ლოს, ტან­კე­ბის, ჯავ­შანტრას­პორ­ტი­ო­რე­ბი­სა და სხვა მძი­მე ტექ­ნი­კის აქ­ტი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ვო­რო­ნე­ჟის, როს­ტკო­ვი­სა და ვოლ­გოგ­რა­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე ყი­რი­მის ხი­დის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბი­ან. მოს­კოვ­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ მინ­სკის შე­თან­ხმე­ბა ჩიხ­ში შე­ვი­და.

პუ­ტი­ნის პრეს­მი­დივ­ნის ცნო­ბით, თუ ნატო უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო თა­ვი­სი ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას შე­უდ­გე­ბა, მოს­კო­ვი შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას არ და­ა­ყოვ­ნებს.

novayagazeta.ru-ს პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით, "ემუქ­რე­ბა თუ არა უკ­რა­ი­ნას "რუ­სუ­ლი ზა­ფხუ­ლი", გა­მო­ცე­მის ავ­ტო­რი მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­სა და საფრ­თხე­ებს მი­მო­ი­ხი­ლავს.

"ყვე­ლაფ­რის­თვის თა­ვი­სი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვის სა­ბა­ბით, ბოლო წლებ­ში რუ­სეთ­მა ბო­ლომ­დე გა­მო­ა­ჩი­ნა თა­ვი­სი სახე და გან­წყო­ბე­ბი იმ ახალ­გაზ­რდა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში კო­მუ­ნის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ა­ზე უარი თქვეს და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით არ­ჩი­ეს", - წერს ავ­ტო­რი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შე­დე­გად ეს ქვეყ­ნე­ბი წლე­ბია რუ­სე­თის რე­ვან­შიზმს იმ­კი­ან.

"რუ­სუ­ლი ორ­ბი­ტის­გან გას­ვლის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლომ 2003 წელს გა­მო­ა­ჩი­ნა, რო­დე­საც ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ით პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ელ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას უკ­რა­ი­ნა­მაც მი­ბა­ძა. რუ­სეთ­მა, რო­გორც კი შან­სი ჩა­უ­ვარ­და, ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო "ავან­ტი­უ­რა­ში" ჩა­ით­რია და საქ­მე­ზე გა­და­ვი­და - 2008 წელს მას­თან კონ­ფლიქ­ტში შე­ვი­და. რუ­სეთ­მა მისი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, თუმ­ცა ორი­ვე რე­გი­ონ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მისი პრო­ტექ­ტო­რა­ტით ინიშ­ნე­ბა.

ასე მო­იქ­ცა უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­შიც, მი­ზე­ზი იპო­ვა და მის აღ­მო­სავ­ლე­თით ომი გა­ა­ჩა­ღა. შე­დე­გად კი ყი­რი­მი და დონ­ბა­სი წა­არ­თვა. და­სავ­ლე­თი, ისე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში, ამ პრო­ცე­სებს "მოთ­მი­ნე­ბით" უყუ­რებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თი სან­ქცი­ე­ბით და­სა­ჯეს, თუმ­ცა, პა­სუ­ხად რუ­სეთ­მა, ისე­ვე, რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, უკ­რა­ი­ნი­სა და და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, თა­ვი­სი თეთ­რი, რუხი და შავი პრო­პა­გან­და ჩარ­თო. თუმ­ცა, ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, შე­საძ­ლოა, რუ­სე­თი ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­სუს­ტდა.

ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ახლა რუ­სეთ­ში დუ­ღი­ლია, და­სავ­ლე­თი თა­ვის დი­ა­პა­ზონს აძ­ლი­ე­რებს, უკ­რა­ი­ნა, თუ სა­მუ­და­მოდ არა, საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი დრო­ით და­კარ­გა, სა­ქარ­თვე­ლოს­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­კარ­გუ­ლი აქვს. სხვა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი, მათ შო­რის ისი­ნიც კი, ვინც ტი­პუ­რად ჰგავს რუ­სეთს, ია­ტაკ­ვე­შეთ­ში ეძე­ბენ რუ­სე­თის­გან დაც­ვის მე­ქა­ნიზმს. დსთ-ს პრო­ექ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ რუ­სე­თი პრო­პა­გან­დას არ ეშ­ვე­ბა.

"სჭირ­დე­ბა თუ არა რუ­სე­თის კი­დევ ერთი ომი? ახლა მას უამ­რა­ვი მტე­რი და არა­კე­თილ­მო­სურ­ნე ჰყავს, მათ შო­რის გავ­ლე­ნი­ა­ნე­ბი. მის გარ­შე­მო არი­ან არა­სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ტუ­ა­ცი­ის გამო "მე­გობ­რო­ბენ". ჩი­ნე­თის გარ­და ჰყავს ვინ­მე, სა­ი­მე­დო? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ძალ­ზე მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ წა­სუ­ლი უკ­რა­ი­ნა იმ­სა­ხუ­რებს კი­დევ ერთხელ გა­მოს­ცა­დოს მისი ძალა... სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ბო­ლო­ოდ რუ­სე­თი იზო­ლა­ცი­ა­ში მო­ექ­ცე­ვა.

"რა უნდა უკ­რა­ი­ნას, რისი იმე­დი აქვს, მარ­თლა ჰგო­ნია, რომ ნატო რუ­სეთს ცე­ცხლს გა­უხ­სნის?! კი­დევ ერთხელ და­ზა­რალ­დე­ბა ხალ­ხი ზე­ლენ­სკის ახი­რე­ბის გამო. კი­ე­ვი რუ­სუ­ლი ქა­ლა­ქია, არ და­გა­ვი­წყდეთ... და კი­დევ, რით ვერ გა­ი­გეს, რომ რუ­სეთ­თან თა­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბა?" - წერს იანა ვე­რე­შან­კა.

"ბა­ი­დენ­მა წა­ა­ქე­ზა ზე­ლენ­სკი... მიდი ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, შე­იყ­ვა­ნე არ­მია დონ­ბას­ში, რას უს­მენთ ინ­გლი­სის სა­ელ­ჩოს. უკ­რა­ი­ნის არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ზრუ­ნავ­და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ზე და ამი­ტო­მაც არი­ან ამ დღე­ში... გა­იღ­ვი­ძე უკ­რა­ი­ნა, ჩვენ გყა­ვართ. პუ­ტი­ნი იმი­ტომ შე­ვი­და ყი­რიმ­სა და დონ­ბას­ში, რომ იქ მშვი­დო­ბა ყო­ფი­ლი­ყო", - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი ალექ­სან­დრე ას­ტა­ხო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"რუ­სე­ბო, პუ­ტი­ნი მხო­ლოდ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის კი არა, ჩვე­ნი თა­ვის ტკი­ვი­ლიც არის, მალე ჰიტ­ლე­რის გერ­მა­ნი­ა­სა­ვით ყველ­გან მი­უ­ღე­ბელ­ნი ვიქ­ნე­ბით, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რად­გან სა­დაც ჩვენ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ფეხი დად­გეს, ყველ­გან ნგრე­ვა და ომი შე­ი­ტა­ნეს, არც ერთი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლის ნე­ბით ჩვე­ნი მო­კავ­ში­რეა, ვერ გან­ვი­თარ­და. დავ­ფიქ­რდეთ ამა­სე, სა­ნამ გვი­ა­ნი არ არის", - წერს იური კა­ლი­ჩე­ვი.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში კონ­ფლიქტს 13,000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩორტ ეგო ზნაეტ
36

რა ომები აუტყდათ ამ კორონობის ჟამს. დაეტიოს რა ეს რუსეთი თავის ადგილას. არ ყოფნის რაცა აქვს? მიხედოს თავის უკიდეგანო ტერიტორიებს. 

muamar kadafi
23

არაბული გაზაფხული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ემუქრება თუ არა უკრაინას "რუსული გაზაფხული" - მოსალოდნელი მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, თუ რუსეთის "კუნთების თამაში"

ემუქრება თუ არა უკრაინას "რუსული გაზაფხული" - მოსალოდნელი მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, თუ რუსეთის "კუნთების თამაში"

უკრაინის გენშტაბის უფროსი რუსეთიდან მომავალ მორიგ საფრთხეზე საუბრობს. რუსეთი უკრაინის საზღვარზე სამხედროების მასშტაბურ მობილიზაციას ახორციელებს. რუსლან ხომჩაკის განცხადებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში ისევ და ისევ არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

წლის დასაწყისიდან არსებულ დაძაბულობას 20 უკრიანელი სამხედრო შეეწირა. უკრაინის გენშტაბის უფროსის ცნობით, სტრატეგიული "წვრთნების მზადების საფარქვეშ", მასობრივი მობილიზაცია მიმდინარეობს. დონბასში საბრძოლო ბრიგადის, პოლკებისა და მომზადების დანაყოფების გარდა, ათასობით ჯარისკაცია განთავსებული, რომლებიც რუსეთის ჯარს ადგილზე ეხმარებიან.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები აღმოსავლელი მეზობლის მსგავს ქმედებებს შესაბამისად უპასუხებს. ამიტომ, ვემზადებით ყველა შესაძლო პროვოკაციისა და მტრის ქმედებებზე რეაგირებისთვის", - განაცხადა ხომჩაკმა.

პასუხად, ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ვიდეოკონფერენციისას დაძაბულობის შექმნაში ბრალი უკრაინას დასდო და კიევს მოუწოდა ანექსირებული რეგიონების რეჟიმებთან პირდაპირ დიალოგი დაეწყო.

უკრაინასთან ერთად, გერმანია, რუსეთი და საფრანგეთი ე.წ. ნორმანდიის ფორმატის წევრები არიან, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის გადასაწყვეტად შეიქმნა.

გადაიზრდება თუ არა დაძაბულობა ფართომასშტაბიან კონფლიქტში და რა მექანიზმები არსებობს ამის თავიდან ასაცილებლად, თუ ეს რუსეთის მხრიდან მორიგი კუნთების თამაშია - ამის შესახებ რუსულ-უკრაინულ მედიასა და საზოგადოებაში მსჯელობენ. tvrain.ru-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამ ფაქტს "საზღვართან ტრადიციული შესაძლო პროვოკაცია უწოდა", რაზეც ნატომ შეშფოთება გამოთქვა, ამერიკამ კი, პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის პირისპირ მარტო არ დატოვებს.

პენტაგონი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის რადა ითხოვს, რუსეთმა შეყვიტოს საბრძოლო გადაჯგფებები, თუმცა ამის პასუხად, ის საზღვართან შეიარაღებული ძალების კონცენტრირებას აძლიერებს.

"რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში უკრაინელი ჯარისკაცების დაღუპვა ევროპაში ამერიკის უკმაყოფილებას იწვევს და ის არ დაუშვებს უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების სახიფათო მობილიზებას", - წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის მოსაზრებით, დაძაბულობა აუცილებლად უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, თუმცა უკრაინელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ამის ნიშნები არ ჩანს - დონბასთან ახლოს, ტანკების, ჯავშანტრასპორტიორებისა და სხვა მძიმე ტექნიკის აქტიური მოძრაობა შეინიშნება, რომლებიც ვორონეჟის, როსტკოვისა და ვოლგოგრადის მიმართულებით, ასევე ყირიმის ხიდისკენ გადაადგილებიან. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ მინსკის შეთანხმება ჩიხში შევიდა.

პუტინის პრესმიდივნის ცნობით, თუ ნატო უკრაინის გარშემო თავისი ძალების გაძლიერებას შეუდგება, მოსკოვი შესაბამისი ზომების მიღებას არ დააყოვნებს.

novayagazeta.ru-ს პუბლიკაციაში, სახელწოდებით, "ემუქრება თუ არა უკრაინას "რუსული ზაფხული", გამოცემის ავტორი მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და საფრთხეებს მიმოიხილავს.

"ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევის საბაბით, ბოლო წლებში რუსეთმა ბოლომდე გამოაჩინა თავისი სახე და განწყობები იმ ახალგაზრდა სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც 90-იანი წლების დასაწყისში კომუნისტურ იდეოლოგიაზე უარი თქვეს და დასავლური ღირებულებებით არჩიეს", - წერს ავტორი.

გამოცემის ცნობით, შედეგად ეს ქვეყნები წლებია რუსეთის რევანშიზმს იმკიან.

"რუსული ორბიტისგან გასვლის პირველი ნიშნები საქართველომ 2003 წელს გამოაჩინა, როდესაც ფერადი რევოლუციით პოლიტიკური ცვლილებები განახორციელდა. მოგვიანებით, მას უკრაინამაც მიბაძა. რუსეთმა, როგორც კი შანსი ჩაუვარდა, ნატოში გაწევრიანებისკენ ორიენტირებული საქართველო "ავანტიურაში" ჩაითრია და საქმეზე გადავიდა - 2008 წელს მასთან კონფლიქტში შევიდა. რუსეთმა მისი ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა ორივე რეგიონში ხელმძღვანელობა მისი პროტექტორატით ინიშნება.

ასე მოიქცა უკრაინასთან მიმართებაშიც, მიზეზი იპოვა და მის აღმოსავლეთით ომი გააჩაღა. შედეგად კი ყირიმი და დონბასი წაართვა. დასავლეთი, ისე როგორც საქართველოს შემთხვევაში, ამ პროცესებს "მოთმინებით" უყურებდა. მოგვიანებით რუსეთი სანქციებით დასაჯეს, თუმცა, პასუხად რუსეთმა, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ, თავისი თეთრი, რუხი და შავი პროპაგანდა ჩართო. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა", - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, შესაძლოა, რუსეთი ბევრი მიმართულებით დასუსტდა.

ასევე აღნიშნულია, რომ ახლა რუსეთში დუღილია, დასავლეთი თავის დიაპაზონს აძლიერებს, უკრაინა, თუ სამუდამოდ არა, საკმაოდ ხანგრძლივი დროით დაკარგა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაკარგული აქვს. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის ისინიც კი, ვინც ტიპურად ჰგავს რუსეთს, იატაკვეშეთში ეძებენ რუსეთისგან დაცვის მექანიზმს. დსთ-ს პროექტი ფაქტობრივად დასრულებულია, მაგრამ რუსეთი პროპაგანდას არ ეშვება.

"სჭირდება თუ არა რუსეთის კიდევ ერთი ომი? ახლა მას უამრავი მტერი და არაკეთილმოსურნე ჰყავს, მათ შორის გავლენიანები. მის გარშემო არიან არასაიმედო მოკავშირეები, რომლებიც სიტუაციის გამო "მეგობრობენ". ჩინეთის გარდა ჰყავს ვინმე, საიმედო? ამ კითხვაზე პასუხი ძალზე მნიშველოვანია", - წერს სტატიის ავტორი.

ინტერნეტმომხმარებლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ წასული უკრაინა იმსახურებს კიდევ ერთხელ გამოსცადოს მისი ძალა... სხვები მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ რუსეთი იზოლაციაში მოექცევა.

"რა უნდა უკრაინას, რისი იმედი აქვს, მართლა ჰგონია, რომ ნატო რუსეთს ცეცხლს გაუხსნის?! კიდევ ერთხელ დაზარალდება ხალხი ზელენსკის ახირების გამო. კიევი რუსული ქალაქია, არ დაგავიწყდეთ... და კიდევ, რით ვერ გაიგეს, რომ რუსეთთან თამაში არ შეიძლება?" - წერს იანა ვერეშანკა.

"ბაიდენმა წააქეზა ზელენსკი... მიდი ბატონო პრეზიდენტო, შეიყვანე არმია დონბასში, რას უსმენთ ინგლისის საელჩოს. უკრაინის არც ერთი ხელისუფლება არ ზრუნავდა თავის ქვეყანაზე და ამიტომაც არიან ამ დღეში... გაიღვიძე უკრაინა, ჩვენ გყავართ. პუტინი იმიტომ შევიდა ყირიმსა და დონბასში, რომ იქ მშვიდობა ყოფილიყო", - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხარებელი ალექსანდრე ასტახოვი სოციალურ ქსელში.

"რუსებო, პუტინი მხოლოდ მეზობელი ქვეყნების კი არა, ჩვენი თავის ტკივილიც არის, მალე ჰიტლერის გერმანიასავით ყველგან მიუღებელნი ვიქნებით, მთელ მსოფლიოში, რადგან სადაც ჩვენმა ჯარისკაცებმა ფეხი დადგეს, ყველგან ნგრევა და ომი შეიტანეს, არც ერთი ქვეყანა, რომელიც ძალის ნებით ჩვენი მოკავშირეა, ვერ განვითარდა. დავფიქრდეთ ამასე, სანამ გვიანი არ არის", - წერს იური კალიჩევი.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტს 13,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კანადელმა დეპუტატმა კამერის წინ ტანსაცმელი მაშინ გაიხადა, როცა "ზუმში"  სხდომა მიმდინარეობდა - "შესანიშნავი სხეული აქვს, მაგრამ კამერა უნდა აკონტროლოს"

ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა

ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ - ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!