მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფართომასშტაბიანი ესკალაციის დასაწყისი? - რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის საზღვართან და დაპირება, რომ აშშ უკრაინას მარტოს არ დატოვებს
ფართომასშტაბიანი ესკალაციის დასაწყისი? - რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის საზღვართან და დაპირება, რომ აშშ უკრაინას მარტოს არ დატოვებს

"ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის კი­დევ ერთხელ დას­რუ­ლე­ბის ნიშ­ნად, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ბრძო­ლა მწვავ­დე­ბა", - ეს New York Times-ის სტა­ტი­ისსა­თა­უ­რია, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მამ 30 მარტს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ეს სტა­ტია პირ­ვე­ლი ცნო­ბა იყო იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნის და რუ­სე­თის მთავ­რო­ბე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით, ომი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მე­ლიც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბა­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბას არ იქ­ცევ­და, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­აქ­ტი­ურ­და.

მარ­თლაც, უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ და­ი­ძა­ბა. ფარ­თო ხე­დით, ამ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტო­რი, გარ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და უკ­რა­ი­ნი­სა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­ცაა.

უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­თან სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბას თან­და­თან ზრდის, რაც ქვეყ­ნის თავ­დაც­ვით უსაფრ­თხო­ე­ბას ემუქ­რე­ბა. კი­ე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან, კერ­ძოდ როს­ტო­ვის, ბრი­ანსკი­სა და ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქებ­ში 4 ათა­სი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე გა­და­ის­რო­ლა.

ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის ყვე­ლა­ზე და­ძა­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს, უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლე­თით, დო­ნეც­კის რე­გი­ონ­ში, რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ოთხი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა, ერთი კი მძი­მედ და­იჭ­რა.

უკ­რა­ი­ნის რა­და­ში გა­მოს­ვლი­სას უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­თა­ურ­მა რუს­ლან ხამ­ჩაკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე და­არ­ღვია 2020 წლის ივ­ნის­ში ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ.

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­კო­ვის პო­ზი­ცი­ას, რუ­სე­თი რე­გი­ონ­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბის გამო უკ­რა­ი­ნას ადა­ნა­შა­უ­ლებს. სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი ჯა­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ, სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­გლებ­ში ახორ­ცი­ე­ლებს, ეს არა­ვის ემუქ­რე­ბა და ამი­ტომ, არა­ვის უნდა აღელ­ვებ­დეს.

რუ­სე­თის მხრი­დან დონ­ბა­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გამო აშშ-ის ევ­რო­პუ­ლი ჯა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ თა­ვის შე­ნა­ერ­თებ­ში საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა მაქ­სი­მა­ლურ დო­ნემ­დე გა­მო­ა­ცხა­და.

პენ­ტა­გო­ნი საკ­მა­ოდ შეშ­ფო­თე­ბუ­ლია მას შემ­დეგ, რაც სამ­ხედ­რო სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის მოხ­სე­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ყი­რი­მის სა­და­ვო რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მძი­მედ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი 4000-მდე ჯა­რის­კა­ცი შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. გა­სულ კვი­რას ოთხი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კაცს და­ღუპ­ვას აშშ მოს­კო­ვის მიერ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დარ­ღვე­ვად გა­ნი­ხი­ლავს.

ოთხშა­ბათს პენ­ტა­გო­ნის მთა­ვარ­მა სპი­კერ­მა, ჯონ კირ­ბიმ გა­ნა­ცხა­და: ”რუ­სე­თის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი ზო­მე­ბი ძირს უთხრის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის ზრახ­ვებს, რომ­ლე­ბიც გა­სუ­ლი წლის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იქნა მიღ­წე­უ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, და­მა­ტე­ბით, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­ზე რუ­სე­თის ჯა­რის გა­და­ად­გი­ლე­ბას შე­ე­ხე­ბა”.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ დმიტ­რო კუ­ლე­ბას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, ტონი ბლინ­კენ­მა "დონ­ბას­სა და ყი­რიმ­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის ფონ­ზე" უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის "ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა" კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა.

ტონი ბლინ­კე­ნი

ასე­ვე, აშშ-ს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უმაღ­ლე­სი რან­გის სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უკ­რა­ი­ნელ თუ რუს კო­ლე­გებს ყი­რიმ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ზე შეშ­ფო­თე­ბის გამო ესა­უბრნენ.

”ბო­ლომ­დე გა­სა­გე­ბი არ იყო, რას აპი­რებ­დნენ ისი­ნი”, - თქვა პენ­ტა­გო­ნის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და დას­ძი­ნა, რომ აშშ შემ­დგო­მი შე­ფა­სე­ბით მი­იჩ­ნევს, რომ ეს შე­საძ­ლოა, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბის ნა­წი­ლი იყო. ეს მო­საზ­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ, უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს ემ­ყა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ქმე­დე­ბებს ასე­ვე სა­ვარ­ჯი­შო ქმე­დე­ბე­ბად მო­ი­აზ­რე­ბენ.

თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბე­ბი, თუ რა მი­ზა­ნი აქვს რუ­სე­თის ამ­გვარ ქცე­ვას და თა­ნაც, სწო­რედ ამ - აშშ-სთან და­ძა­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში. ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, თუ ეს მარ­თლაც სა­ვარ­ჯი­შო აქ­ტი­ვო­ბა იყო, ამ­დე­ნი რუსი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის გა­და­ად­გი­ლე­ბა საკ­მა­ოდ დიდი სწავ­ლე­ბა ყო­ფი­ლა და შე­იძ­ლე­ბა, ეს რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის სიძ­ლი­ე­რი­სა და აშშ-ის მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კრემ­ლის მიერ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გზავ­ნი­ლი იყოს.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ორ­შა­ბათს ნატო-ს წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა რე­აქ­ტი­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი ჰა­ერ­ში 10-ჯერ აუშ­ვეს, რათა ევ­რო­პის დიდ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ფრე­ნე­ბის უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბის­თვის მი­ე­დევ­ნე­ბი­ნათ თვალ­ყუ­რი, მათ შო­რის ჩრდი­ლო­ეთ, შავ და ბალ­ტი­ის ზღვებ­ზე. ალი­ან­სის თვითმფრი­ნა­ვებ­მა ექ­ვსი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ნატო-ს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის მახ­ლობ­ლად რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის 6 სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფი და­ა­ფიქ­სი­რეს.

ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია რუ­სეთს უფრო მკაც­რად უდ­გე­ბა და უკ­რა­ი­ნა ორ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს შო­რის მხო­ლოდ და­ძა­ბუ­ლო­ბის უკა­ნას­კნე­ლი წყა­რო, კი­დევ ერთი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვაა, რაც სან­ქცი­ებ­სა და არ­სე­ბულ უნ­დობ­ლო­ბას ემა­ტე­ბა. თეთრმა სახ­ლმა თვის და­სა­წყის­ში ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის მო­წამ­ვლის გამო რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა და სუ­ბი­ექ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა. შემ­დეგ იყო პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის მუ­ქა­რა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი "გა­და­იხ­დის ფასს" აშშ-ის 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბის­თვის. ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ცხა­დე­ბა კი ის აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც აშშ-ის 46-ე პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინს პირ­და­პირ "მკვლე­ლი" უწო­და. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ რუ­სეთს არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვი­სა და SolarWind- ის კი­ბერ­შე­ტე­ვის გამო კი­დევ და­უ­წე­სოს სან­ქცი­ე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში უკ­რა­ი­ნელ­მა პო­ლი­ტო­ლოგ­მა, სი­ტუ­ა­ცი­ა­თა მო­დე­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა, ვი­ტა­ლი ბა­ლამ გა­ნა­ცხა­და:

ვი­ტა­ლი ბალა

"რუ­სე­თის მი­ზა­ნია, კი­ევ­მა დონ­ბა­სი­სა და ლუ­განსკის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კებ­თან და­ი­წყოს პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ამ­გვა­რი რამ რომ მოხ­დეს, კრემლს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, და­სავ­ლეთს ფორ­მა­ლუ­რად უთხრას, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომია, იგი არაა ამ კონ­ფლიქ­ტში მხა­რე და მათ­გან მო­ი­თხო­ვოს იმ ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­მა მას უკ­რა­ი­ნის გამო და­უ­წე­სა“.

თუმ­ცა, რო­გორც ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უკ­რა­ი­ნას მარ­ტო არ და­ტო­ვებს, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ლოიდ ოს­ტინ­მა ეს პი­რო­ბა უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გა, ან­დრი ტა­რან­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში (ზარი, რო­მე­ლიც, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამე­რი­კუ­ლი მხა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით შედ­გა) და­ა­დას­ტუ­რა და და­არ­წმუ­ნა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, რომ აშშ მზა­დაა დონ­ბას­სა და ყი­რიმ­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის ფონ­ზე უკ­რა­ი­ნას და­ეხ­მა­როს.

"აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ხაზი გა­უს­ვა, რომ რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის ეს­კა­ლა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უკ­რა­ი­ნას მარ­ტო არ და­ტო­ვებს და არ და­უშ­ვებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის აგ­რე­სი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უკ­რა­ი­ნის მი­მართ,“ - ეწე­რა გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ გა­ავ­რცე­ლა.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაზი
53

ბაიდენ დაიგრაეტსია!!

რატი
35

ღმერთო, დაიფარე საწყალი ხალხი ამ ველურებისგან, დასავლეთის იმედი მე არ მაქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ფართომასშტაბიანი ესკალაციის დასაწყისი? - რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის საზღვართან და დაპირება, რომ აშშ უკრაინას მარტოს არ დატოვებს

ფართომასშტაბიანი ესკალაციის დასაწყისი? - რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის საზღვართან და დაპირება, რომ აშშ უკრაინას მარტოს არ დატოვებს

"ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კიდევ ერთხელ დასრულების ნიშნად, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა მწვავდება", - ეს New York Times-ის სტატიის სათაურია, რომელიც გამოცემამ 30 მარტს გამოაქვეყნა. ეს სტატია პირველი ცნობა იყო იმისა, რომ უკრაინის და რუსეთის მთავრობების განცხადებებით, ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც თვეების განმავლობაში დაბალი ტემპით მიმდინარეობდა და საერთაშორისო ყურადღებას არ იქცევდა, ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურდა.

მართლაც, უკვე რამდენიმე დღეა, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარება საკმაოდ დაიძაბა. ფართო ხედით, ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორი, გარდა რუსეთის ფედერაციისა და უკრაინისა, ამერიკის შეერთებული შტატებიცაა.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება. კიევის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან, კერძოდ როსტოვის, ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქებში 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა.

ქვეყნის სამხედრო თანამდებობის პირების ცნობით, მიმდინარე წლის ყველაზე დაძაბული მოქმედებების დროს, უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის რეგიონში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

უკრაინის რადაში გამოსვლისას უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა რუსლან ხამჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა, ფაქტობრივად, უკვე დაარღვია 2020 წლის ივნისში ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

რაც შეეხება მოსკოვის პოზიციას, რუსეთი რეგიონში ძალის გამოყენების განახლების გამო უკრაინას ადანაშაულებს. საკითხზე კომენტირებისას კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ჯარების გადაადგილებას საკუთარი შეხედულებისამებრ, საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს, ეს არავის ემუქრება და ამიტომ, არავის უნდა აღელვებდეს.

რუსეთის მხრიდან დონბასის მიმართულებაზე რუსული ჯარების კონცენტრაციის გამო აშშ-ის ევროპული ჯარების ხელმძღვანელობამ თავის შენაერთებში საბრძოლო მზადყოფნა მაქსიმალურ დონემდე გამოაცხადა.

პენტაგონი საკმაოდ შეშფოთებულია მას შემდეგ, რაც სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მოხსენებების თანახმად, ყირიმის სადავო რეგიონში რუსული ძალების მძიმედ შეიარაღებული 4000-მდე ჯარისკაცი შეინიშნებოდა. გასულ კვირას ოთხი უკრაინელი ჯარისკაცს დაღუპვას აშშ მოსკოვის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად განიხილავს.

ოთხშაბათს პენტაგონის მთავარმა სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა: ”რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ზომები ძირს უთხრის დეესკალაციის ზრახვებს, რომლებიც გასული წლის შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღწეული. ამასთანავე, დამატებით, ჩვენთვის ცნობილია უკრაინის სამხედრო ინფორმაცია, რომელიც უკრაინის საზღვრებზე რუსეთის ჯარის გადაადგილებას შეეხება”.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ტონი ბლინკენმა "დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე" უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების "ურყევი მხარდაჭერა" კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ტონი ბლინკენი

ასევე, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი რანგის სხვადასხვა წარმომადგენელი უკრაინელ თუ რუს კოლეგებს ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე შეშფოთების გამო ესაუბრნენ.

”ბოლომდე გასაგები არ იყო, რას აპირებდნენ ისინი”, - თქვა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ აშშ შემდგომი შეფასებით მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა, რუსეთის სამხედრო სწავლების ნაწილი იყო. ეს მოსაზრება ნაწილობრივ, უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრებს ემყარება, რომლებიც რუსეთის ქმედებებს ასევე სავარჯიშო ქმედებებად მოიაზრებენ.

თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს მოსაზრებები, თუ რა მიზანი აქვს რუსეთის ამგვარ ქცევას და თანაც, სწორედ ამ - აშშ-სთან დაძაბულობის პერიოდში. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თუ ეს მართლაც სავარჯიშო აქტივობა იყო, ამდენი რუსი სამხედრო მოსამსახურის გადაადგილება საკმაოდ დიდი სწავლება ყოფილა და შეიძლება, ეს რეგიონში რუსეთის სიძლიერისა და აშშ-ის მოკავშირეების გამოწვევის შესაძლებლობის შესახებ კრემლის მიერ ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მიზანმიმართული გზავნილი იყოს.

საინტერესოა ისიც, რომ ორშაბათს ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა რეაქტიული თვითმფრინავები ჰაერში 10-ჯერ აუშვეს, რათა ევროპის დიდ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ფრენების უჩვეულოდ მაღალი აქტივობისთვის მიედევნებინათ თვალყური, მათ შორის ჩრდილოეთ, შავ და ბალტიის ზღვებზე. ალიანსის თვითმფრინავებმა ექვსი საათის განმავლობაში ნატო-ს საჰაერო სივრცის მახლობლად რუსული სამხედრო თვითმფრინავების 6 სხვადასხვა ჯგუფი დააფიქსირეს.

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს უფრო მკაცრად უდგება და უკრაინა ორ მოწინააღმდეგეს შორის მხოლოდ დაძაბულობის უკანასკნელი წყარო, კიდევ ერთი დიპლომატიური გამოწვევაა, რაც სანქციებსა და არსებულ უნდობლობას ემატება. თეთრმა სახლმა თვის დასაწყისში ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის ოფიციალური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. შემდეგ იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მუქარა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "გადაიხდის ფასს" აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. ყველაზე მოულოდნელი განცხადება კი ის აღმოჩნდა, როდესაც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა პუტინს პირდაპირ "მკვლელი" უწოდა. ამ ყველაფერთან ერთად, მოსალოდნელია, ადმინისტრაციამ რუსეთს არჩევნებში ჩარევისა და SolarWind- ის კიბერშეტევის გამო კიდევ დაუწესოს სანქციები.

"ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინელმა პოლიტოლოგმა, სიტუაციათა მოდელირების სააგენტოს დირექტორმა, ვიტალი ბალამ განაცხადა:

ვიტალი ბალა

"რუსეთის მიზანია, კიევმა დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებთან დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები. ამგვარი რამ რომ მოხდეს, კრემლს საშუალება ექნება, დასავლეთს ფორმალურად უთხრას, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია, იგი არაა ამ კონფლიქტში მხარე და მათგან მოითხოვოს იმ ეკონომიკური სანქციების მოხსნა, რომელიც ევროკავშირმა მას უკრაინის გამო დაუწესა“.

თუმცა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს, უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ეს პირობა უკრაინელ კოლეგა, ანდრი ტარანთან სატელეფონო საუბარში (ზარი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა) დაადასტურა და დაარწმუნა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რომ აშშ მზადაა დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინას დაეხმაროს.

"აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში, შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს და არ დაუშვებს რუსეთის ფედერაციის აგრესიული მისწრაფებების განხორციელებას უკრაინის მიმართ,“ - ეწერა განცხადებაში, რომელიც უკრაინის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა.

თუ ბაიდენი სომეხთა გენოციდს აღიარებს, როგორ შეიძლება ეს ჩვენს რეგიონზე აისახოს ? - "ვვარაუდობ, რომ აშშ-მა გარკვეული მესიჯი გაგზავნა და თურქეთს რაღაც დაათმობინა“

"მხარს ვუჭერ პროტესტს "ნამახვანჰესის" აშენების წინააღმდეგ" - რას წერს ევროპარლამენტის ვიცე - პრეზიდენტი

“დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ შიმშილობა საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად" - ექიმების მიმართვა ალექსეი ნავალნის