ავტორი:

როდიდან აიცრებიან საქართველოში 55 წელს გადაცილებული პირები, რამდენი ადამიანია სულ აცრილი და როგორია ვაქცინაციის მონაცემები მსოფლიოში

როდიდან აიცრებიან საქართველოში 55 წელს გადაცილებული პირები, რამდენი ადამიანია სულ აცრილი და როგორია ვაქცინაციის მონაცემები მსოფლიოში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 55 წელს გადაცილებული პირები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეს, 18:00 საათიდან შეძლებენ.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 აპრილიდან აიცრებიან.

„სულ 8 909 აცრაა ჩატარებული. აქედან 6 893 „ასტრაზენეკას“, 2 016 პირი კი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. დღეს 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში და აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან“, - განაცხადა გაბუნიამ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 1077 პირი აიცრა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი.

ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 150 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 608 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 4%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 15.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

აშშ-ში მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება

ვაქცინების ყველაზე მეტი - 154 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. გამოცემის მიხედვით, ერთ დღეში აშშ-ში საშუალოდ ვაქცინაცია 2.9 მილიონ ადამიანს უტარდება. მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება. ამასთან, ჩინეთში ვაქცინაცია 118 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში 75.4 მილიონს, ინდოეთში კი 66.5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 53%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 16.9%-მა მიიღო.

"ერთი თვის წინ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სავარაუდოდ დამალა" - ვინ არის 28 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

"ვნერვიულობდი, ბავშვი რომ სახლში არ მოდიოდა" - 10 წლის ბიჭი, რომელსაც გზა აებნა, პატრულმა სახლში დააბრუნა

ბათუმში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა