მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3 შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, 2 შემთხვევაში რეანიმაცია" -  ვაქცინირებული ადამიანებიდან 27-ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა
"3 შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, 2 შემთხვევაში რეანიმაცია" -  ვაქცინირებული ადამიანებიდან 27-ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან 27-ს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი ან რე­აქ­ცია გა­მო­უვ­ლინ­და. რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გან­მარ­ტა, მათ­გან 4 შემ­თხვე­ვა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია გახ­და სა­ჭი­რო, 3 შემ­თხვე­ვა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, ხოლო 2 შემ­თხვე­ვა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნა.

"გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და რე­აქ­ცი­ე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს რამ­დე­ნი­მე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა და რე­აქ­ცია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი გვაქვს ასე­თი 27 შემ­თხვე­ვა, მათ­გან 4 შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც დას­ჭირ­დათ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია, 3 შემ­თხვე­ვა­ში დას­ჭირ­დათ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, ხოლო 2 შემ­თხვე­ვა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა.

ამა­ვე სა­კი­თხზე ისა­უბ­რა ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მაც. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან 1-2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა და­ფიქ­სირ­დეს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, დაღ­ლი­ლო­ბა, ინექ­ცი­ის ად­გილ­ზე სი­წით­ლე და სხვ.

"ზო­გა­დად, კო­ვიდ ვაქ­ცი­ნებ­ზე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი უფრო ხში­რია 1-2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიდ­რე იმ კა­ლენ­და­რულ ვაქ­ცი­ნებ­ზე, რა­საც ბავ­შვთა ასა­კა­ში ვი­ყე­ნებთ. ის სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნა­ზე მერ­ყე­ობს და­ახ­ლო­ე­ბით 5%-დან 60%-ის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც არის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი.

მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა 38 ნა­ხევ­რამ­დე, იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა მე­ტიც. შე­საძ­ლოა ასე­ვე იყოს კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, დაღ­ლი­ლო­ბა, ინექ­ცი­ის ად­გილ­ზე სი­წით­ლე. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ კო­ვიდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგო­მი 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა ეს დის­კომ­ფორ­ტი იყოს“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დააკონკრეტეთ!!!
1

არსად კონკრეტიკა მინისტრიდან დაწყებული,იმიტომ არ გენდობათ ხალხი. რატომ არ ამბობთ,რომელმა ვაქცინამ როგორი რეაქცია გამოიწვია,იქნება დაფიქრდეს ადამიანი და ისე გადაწყვიტოს აცრა. რატომ შეგყავთ ხალხი გაურკვევლობაში? არ იქცევით კარგად!

beso
5

ორჯერ ორი ოთხია კორდინატთა სისტემაში! საქართველოსათვის ეს მოსალოდნელი იყო, სადაც ადამიანები სხეულის დავადებებით დადიან. სადაც ექიმი, მოკვდავი და ეპისკოფოსი სხეულის დავდებაში დადის. მით უმეტესეს ეპისკოპოსი და ამაზე კითხვაც არ ესმება არავის. ეპისკოპოსი, რომელიც სხეულის დავადებით დადის ეს მსოფლმხედველობის სირცხვილია და აზროვნების დეფიციტი. მიდით და იკითხეთ ეს ხასიდებთან, ან იოგისტებთან, ან შამანებთან, ტიბეტელებთან, თუ ლამაისტებთან, თქვენ ხომ ჟურნალისტიკა ხართ. იკითხეთ ეს მიკრობიოლოგებთან, თუ ფიზიოლოგებთან. დავანებოთ თავი ავიცენასა და ჰიპოკრატეს, ეს დღეს აზროვნებისათვის აქსიომააა. უფალი უნარია დანახვისა, სხეულისა და კოსმოსის(ზეცის) დანახვისა, ხოლო ეს სხეულის დიაგნოსტიკაა, ყველაზე ძლიერი დიაგნოსტიკაა, ანამნეზის ისტორიააა. ნუ დააბრალებთ ამას ვაქცინას, ხოლო როცა მეუბნებიან გავიკეთოთ თუ არა მე ყოველთვის ვეუბნები გაიკეთეთ მეთქითო, ოღონ ერთი პირობით დააკვირდი შენ თავს გაკეთების წინ რა მდგომარეობაშიათქო. ამაზე მესმეის ერთი და იმავე კითხვა ეს როგორო? როგორ და ღმერთმა იმიტომ მოგცა ცნობიერებათქო, რომ გაიგო როგორა ხარ შენთქო. შენ ხომ უნდა მოუყვე ექიმს შენი ანამნეზი-თქო? კიო. ჰოდა ეხლა ისწავლე შენს თავს როგორ მოუყვი ისო. შენზე უკეთ ვერც-ერთი ტომოგრაფი ვერ გეტყვის იმას, თუ რაფერ ხარ? თუ ტომოგრაფმა, ან რეტგენმა გიტხრას, რას რანაირად განიცდის შენი სხეული? 21-ე საუკუნეა, ხოლო მე ამას ყოველთვის შეგახსენებთ თქვენ ზარმაცებს, თქვენს სიზარმაცეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"3 შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, 2 შემთხვევაში რეანიმაცია" -  ვაქცინირებული ადამიანებიდან 27-ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა

"3 შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, 2 შემთხვევაში რეანიმაცია" -  ვაქცინირებული ადამიანებიდან 27-ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა

საქართველოში ვაქცინირებული ადამიანებიდან 27-ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, მათგან 4 შემთხვევაში ინტენსიური თერაპია გახდა საჭირო, 3 შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში რეანიმაციაში გადაყვანა.

"გვერდითი მოვლენები და რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია.

საქართველოში ვაქცინირებულებიდან ჯერჯერობით რეგისტრირებული გვაქვს ასეთი 27 შემთხვევა, მათგან 4 შემთხვევა იყო, როდესაც დასჭირდათ ინტენსიური თერაპია, 3 შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიება“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ამავე საკითხზე ისაუბრა ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციიდან 1-2 დღის განმავლობაში შესაძლოა დაფიქსირდეს ტემპერატურის მატება, კუნთების, სახსრების ტკივილი, დაღლილობა, ინექციის ადგილზე სიწითლე და სხვ.

"ზოგადად, კოვიდ ვაქცინებზე გვერდითი მოვლენები უფრო ხშირია 1-2 დღის განმავლობაში, ვიდრე იმ კალენდარულ ვაქცინებზე, რასაც ბავშვთა ასაკაში ვიყენებთ. ის სხვადასხვა ვაქცინაზე მერყეობს დაახლოებით 5%-დან 60%-ის ფარგლებში, რომელიც არის შედარებით მსუბუქი.

მხედველობაში მაქვს ტემპერატურის მომატება 38 ნახევრამდე, იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა მეტიც. შესაძლოა ასევე იყოს კუნთების, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, დაღლილობა, ინექციის ადგილზე სიწითლე. უნდა ვიცოდეთ, რომ კოვიდ ვაქცინაციის შემდგომი 2 დღის განმავლობაში შესაძლოა ეს დისკომფორტი იყოს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

"მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება" - როგორია 9 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელიც სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს თხრილში ჩავარდა

რას აპირებს საკოორდინაციო საბჭო აღდგომასთან დაკავშირებით - ამირან გამყრელიძის განმარტება

"16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში - ყველა უკავშირდება დიდ თავშეყრებს" - ამირან გამყრელიძე