პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოზნერს ზნეობას ნუ მოვთხოვთ, რადგან ზნედაცემული ადამიანია - ჩვენმა წინაპარმა თქვა "სტუმარი ღვთისააო" და არა მტერი ღვთისაო" - გუბაზ სანიკიძე
"პოზნერს ზნეობას ნუ მოვთხოვთ, რადგან ზნედაცემული ადამიანია - ჩვენმა წინაპარმა თქვა "სტუმარი ღვთისააო" და არა მტერი ღვთისაო" - გუბაზ სანიკიძე

ჩვე­ნი ბე­დოვ­ლა­თო­ბი­სა და ჩვე­ნი წელ­ში გა­ღუნ­ვის ბრა­ლია, რომ 200 წე­ლია რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში ვცხოვ­რობ­დით, მერე საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და „სუ­ლი­კო­სა“ და ხინ­კლის მეტი ვე­რა­ფე­რი ვერ ის­წავ­ლეს. ჩვენ ვართ რუ­სე­თის დუ­ქა­ნი, ბევ­რი ქარ­თვე­ლიც ასე თვლის, რომ დუ­ქა­ნი უნდა ვი­ყოთ რუ­სე­თის, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ და­ბა­დე­ბის დღის სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ვნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ იყო ხელ­შე­წყო­ბი­ლი, რად­გან მის­თვის მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ღმერ­თის ტოლ­ფა­სია. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ქმე­დე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, ბე­დოვ­ლა­თო­ბა და უპ­რინ­ცი­პო­ბა ჰქვია, რო­მე­ლიც მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ო­ბა­შია გა­დაზ­რდი­ლი.

„პოზ­ნერს ზნე­ო­ბას ნუ მოვ­თხოვთ, იმი­ტომ, რომ ეს არის ზნე­და­ცე­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ან­ტი­ქარ­თვე­ლი, ან­ტი­უკ­რა­ი­ნე­ლი, ყვე­ლაფ­რის ან­ტია, რაც ჩვენ­თვის და ვინც ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. აქ არ არის სა­უ­ბა­რი პოზ­ნე­რის „გუ­ლა­ო­ბა­ზე“ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აქ არის ჩვენ რო­გორ ვიქ­ცე­ვით. ვი­ღა­ცებ­მა და­წე­რეს, სტუ­მა­რი... რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ?! - არ არის სტუ­მა­რი, ჩვენ­მა წი­ნა­პარ­მა თქვა სტუ­მა­რი ღვთი­სა­აო და არა მტე­რი ღვთი­საო, ეს არის ჩვე­ნი და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი და სხვა­თა შო­რის, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რია, მას აქვს ცნო­ბი­ლი ფრა­ზა, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა პრი­მი­ტი­უ­ლი რე­ლი­გი­აა და ამ ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ზე პრი­მი­ტი­უ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბაა. ეს არის უსამ­შობ­ლო კაცი, კოს­მო­პო­ლი­ტი ცუდი გა­გე­ბით, იმი­ტომ, რომ არ­სე­ბო­ბენ კოს­მო­პო­ლი­ტე­ბი კარ­გი გა­გე­ბით და მას ყო­ვე­ლი­ვე ჩვე­ნი სძულს. ჩვე­ნი ბე­დოვ­ლა­თო­ბი­სა და ჩვე­ნი წელ­ში გა­ღუნ­ვის ბრა­ლია, რომ 200 წე­ლია რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში ვცხოვ­რობ­დით, მერე საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და „სუ­ლი­კო­სა“ და ხინ­კლის მეტი ვე­რა­ფე­რი ვერ ის­წავ­ლეს. ჩვენ ვართ რუ­სე­თის დუ­ქა­ნი, ბევ­რი ქარ­თვე­ლიც ასე თვლის, რომ დუ­ქა­ნი უნდა ვი­ყოთ რუ­სე­თის და რა­ღაც გამ­რთო­ბი ხალ­ხის ფუნ­ქცია გვაქვს აღე­ბუ­ლი, იმი­ტომ, რომ არას­დროს ისი­ნი ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას პა­ტივს არ სცემ­დნენ, პი­რი­ქით, ებ­რძოდ­ნენ, შე­უ­თავ­სე­ბე­ლია მათ­თვის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ ისი­ნი და მარ­ტო ჩვენ არა, ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც აწუ­ხებს ყვე­ლა მე­ზო­ბელს, ერთი მო­კავ­ში­რე აღარ დარ­ჩათ, ერთი ბე­ლო­რუ­სე­ბი ჰყავ­დათ და ნა­ხეთ სა­წყლე­ბი რა დღე­ში ჰყავთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას­თან მარ­თა­ლი იყო, ხომ შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს­თან მტყუ­ა­ნი აღ­მოჩ­ნდე,“ - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტროლებს
21

ა,კიდევ ერთი ოკუპაციის მოწინააღმდეგე,წავიდააააააააა

სანდრო
29

სანიკიძე და ზნეობა. ლოლ

ავტორი:

"პოზნერს ზნეობას ნუ მოვთხოვთ, რადგან ზნედაცემული ადამიანია - ჩვენმა წინაპარმა თქვა "სტუმარი ღვთისააო" და არა მტერი ღვთისაო" - გუბაზ სანიკიძე

"პოზნერს ზნეობას ნუ მოვთხოვთ, რადგან ზნედაცემული ადამიანია - ჩვენმა წინაპარმა თქვა "სტუმარი ღვთისააო" და არა მტერი ღვთისაო" - გუბაზ სანიკიძე

ჩვენი ბედოვლათობისა და ჩვენი წელში გაღუნვის ბრალია, რომ 200 წელია რუსეთის იმპერიაში ვცხოვრობდით, მერე საბჭოთა კავშირში და „სულიკოსა“ და ხინკლის მეტი ვერაფერი ვერ ისწავლეს. ჩვენ ვართ რუსეთის დუქანი, ბევრი ქართველიც ასე თვლის, რომ დუქანი უნდა ვიყოთ რუსეთის, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ რუსი ჟურნალისტის მიერ დაბადების დღის საქართველოში აღნიშვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო ხელშეწყობილი, რადგან მისთვის მოსკოვიდან ჩამოსული ნებისმიერი ადამიანი ღმერთის ტოლფასია. მისივე განმარტებით, ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც სამართალდამცველების ქმედებაში გამოიხატა, ბედოვლათობა და უპრინციპობა ჰქვია, რომელიც მოღალატეობრიობაშია გადაზრდილი.

„პოზნერს ზნეობას ნუ მოვთხოვთ, იმიტომ, რომ ეს არის ზნედაცემული ადამიანი, ანტიქართველი, ანტიუკრაინელი, ყველაფრის ანტია, რაც ჩვენთვის და ვინც ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. აქ არ არის საუბარი პოზნერის „გულაობაზე“ საქართველოში, აქ არის ჩვენ როგორ ვიქცევით. ვიღაცებმა დაწერეს, სტუმარი... როგორ შეიძლება ?! - არ არის სტუმარი, ჩვენმა წინაპარმა თქვა სტუმარი ღვთისააო და არა მტერი ღვთისაო, ეს არის ჩვენი დაუძინებელი მტერი და სხვათა შორის, მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერია, მას აქვს ცნობილი ფრაზა, რომ ქრისტიანობა პრიმიტიული რელიგიაა და ამ ქრისტიანობაში ყველაზე პრიმიტიული მიმდინარეობა მართლმადიდებლობაა. ეს არის უსამშობლო კაცი, კოსმოპოლიტი ცუდი გაგებით, იმიტომ, რომ არსებობენ კოსმოპოლიტები კარგი გაგებით და მას ყოველივე ჩვენი სძულს. ჩვენი ბედოვლათობისა და ჩვენი წელში გაღუნვის ბრალია, რომ 200 წელია რუსეთის იმპერიაში ვცხოვრობდით, მერე საბჭოთა კავშირში და „სულიკოსა“ და ხინკლის მეტი ვერაფერი ვერ ისწავლეს. ჩვენ ვართ რუსეთის დუქანი, ბევრი ქართველიც ასე თვლის, რომ დუქანი უნდა ვიყოთ რუსეთის და რაღაც გამრთობი ხალხის ფუნქცია გვაქვს აღებული, იმიტომ, რომ არასდროს ისინი ჩვენს სახელმწიფოებრიობას პატივს არ სცემდნენ, პირიქით, ებრძოდნენ, შეუთავსებელია მათთვის ქართული სახელმწიფო. ასე ჩამოყალიბდნენ ისინი და მარტო ჩვენ არა, ეს არის ქვეყანა, რომელიც აწუხებს ყველა მეზობელს, ერთი მოკავშირე აღარ დარჩათ, ერთი ბელორუსები ჰყავდათ და ნახეთ საწყლები რა დღეში ჰყავთ. როგორ შეიძლება ყველასთან მართალი იყო, ხომ შეიძლება, ვინმესთან მტყუანი აღმოჩნდე,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

"თვითონ არ სცხვენიათ, მაგრამ მე მერიდება, მაგალითად, გუბაზ სანიკიძეს "თავის მოჭრის" საკითხებზე ვესაუბრო" - გია ვოლსკი

"ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ, მთელმა საზოგადოებამ დაინახა" - არჩილ თალაკვაძის პასუხი ნიკა მელიას

"მარიოპოლი ბათუმის მსგავს ახალ სასწაულად უნდა ვაქციო" - სააკაშვილის ახალი გეგმები უკრაინაში