სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეწყერი არ ჩამოშლილა, დინამიკაშია, ჯერჯერობით საპანიკო არ არის" - რა ვითარებაა ვაშლიჯვრის ფერდობზე და რა იგეგმება 1-ელ ეტაპზე
"მეწყერი არ ჩამოშლილა, დინამიკაშია, ჯერჯერობით საპანიკო არ არის" - რა ვითარებაა ვაშლიჯვრის ფერდობზე და რა იგეგმება 1-ელ ეტაპზე

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის თეა გო­დო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ნუ­ცუ­ბი­ძი­სა და ვაშ­ლი­ჯვრის მიმ­დე­ბა­რე ფერ­დობ­ზე მე­წყე­რი დი­ნა­მი­კა­შია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ დროს და­იძ­ვრას.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, გზა­ზე ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მნა იგეგ­მე­ბა, რათა აქ­ტი­ვო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე­წყრის გავ­რცე­ლე­ბის სიჩ­ქა­რე შე­ნელ­დეს.

„არ ჩა­მოშ­ლი­ლა, ჩვე­უ­ლებ­რივ დი­ნა­მი­კა­შია, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი სა­პა­ნი­კო არ არის. ეს შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს ერთი თვე, ორი თვე ან 20 დღე. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რივ, დი­ნა­მი­კა­ში მყო­ფი მე­წყე­რი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად და­იძ­ვრე­ბა და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბია მი­სა­ღე­ბი, რომ პრე­ვეც­ნია მოხ­დეს. არ შე­იძ­ლე­ბა ეს მე­წყე­რი მიწ­ვდეს მა­გა­ლი­თად, ლოტ­კინს. ლო­კა­ლუ­რად მოხ­და ჩა­მო­წო­ლა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ ფერ­დზე, ქვე­მოთ და არა გვერ­დებ­ზე. ეს პრო­ცე­სი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან წა­მო­სას­ვლე­ლად მზად მყო­ფი მე­წყე­რია. ამი­ტომ, რო­დის ჩა­მოწ­ვე­ბა, ეს ნამ­დვი­ლად არა­ვინ იცის. ჩვენ უბ­რა­ლოდ ვაკ­ვირ­დე­ბით, რო­დის შე­იძ­ლე­ბა ჩა­მოწ­ვეს. ვაკ­ვირ­დე­ბით იმას, რომ თუ პრო­ცე­სე­ბი დაჩ­ქარ­და, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­დეს. რომ შე­იძ­ლე­ბა ჩა­მოწ­ვეს დღეს, ხვალ, ერთი კვი­რის ან 2 კვი­რის შემ­დეგ, ეს ვი­ცით. ახლა, რა სა­მუ­შა­ო­ებ­საც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, ეს არის გზა­ზე ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მნა. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ უნდა შე­ნელ­დეს მე­წყრის გავ­რცე­ლე­ბის სიჩ­ქა­რე. შე­სა­ბა­მი­სად, რე­ა­გი­რე­ბის­თვის მეტი დრო იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გო­დო­ლა­ძემ.

მისი თქმით, დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის 20 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში აკ­ვირ­დე­ბა ად­გილ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და მო­ნა­ცე­მებს ამოწ­მებს.

რო­გორც თეა გო­დო­ლა­ძე გან­მარ­ტავს, სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბი­სა და უხვი ნა­ლე­ქის შემ­თხვე­ვა­ში, მე­წყრის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის რის­კი იქ­ნე­ბა.

„ჩვენ ვამ­ბობთ, რომ და­ცუ­რე­ბის სიღ­რმე არის 18 მეტ­რამ­დე. რის­კი ნამ­დვი­ლად არის“, - გა­ნა­ცხა­და გო­დო­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯალა
1
ამ "სპეციალისტისგან" ნეტა ვინმე რამეს ხვდება?
სტასტუს ქუო
0

რა დაიძვრას, ვ მაგ სიტყვაში ზედმეტი რომაა არ გასწავლათ ქართულის მასწავლებელმა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მეწყერი არ ჩამოშლილა, დინამიკაშია, ჯერჯერობით საპანიკო არ არის" - რა ვითარებაა ვაშლიჯვრის ფერდობზე და რა იგეგმება 1-ელ ეტაპზე

"მეწყერი არ ჩამოშლილა, დინამიკაშია, ჯერჯერობით საპანიკო არ არის" - რა ვითარებაა ვაშლიჯვრის ფერდობზე და რა იგეგმება 1-ელ ეტაპზე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიძვრას.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გზაზე ბარიერების შექმნა იგეგმება, რათა აქტივობის შემთხვევაში, მეწყრის გავრცელების სიჩქარე შენელდეს.

„არ ჩამოშლილა, ჩვეულებრივ დინამიკაშია, ჯერჯერობით არაფერი საპანიკო არ არის. ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე, ორი თვე ან 20 დღე. ეს არის ჩვეულებრივ, დინამიკაში მყოფი მეწყერი, რომელიც აუცილებლად დაიძვრება და ამისთვის შესაბამისი ზომებია მისაღები, რომ პრევეცნია მოხდეს. არ შეიძლება ეს მეწყერი მიწვდეს მაგალითად, ლოტკინს. ლოკალურად მოხდა ჩამოწოლა მხოლოდ და მხოლოდ იმ ფერდზე, ქვემოთ და არა გვერდებზე. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, რადგან წამოსასვლელად მზად მყოფი მეწყერია. ამიტომ, როდის ჩამოწვება, ეს ნამდვილად არავინ იცის. ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებით, როდის შეიძლება ჩამოწვეს. ვაკვირდებით იმას, რომ თუ პროცესები დაჩქარდა, ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდეს. რომ შეიძლება ჩამოწვეს დღეს, ხვალ, ერთი კვირის ან 2 კვირის შემდეგ, ეს ვიცით. ახლა, რა სამუშაოებსაც ახორციელებენ, ეს არის გზაზე ბარიერების შექმნა. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს მეწყრის გავრცელების სიჩქარე. შესაბამისად, რეაგირებისთვის მეტი დრო იქნება“, - განაცხადა გოდოლაძემ.

მისი თქმით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის 20 კაციანი ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ადგილზე არსებულ ვითარებას და მონაცემებს ამოწმებს.

როგორც თეა გოდოლაძე განმარტავს, სეისმური აქტივობისა და უხვი ნალექის შემთხვევაში, მეწყრის გააქტიურების რისკი იქნება.

„ჩვენ ვამბობთ, რომ დაცურების სიღრმე არის 18 მეტრამდე. რისკი ნამდვილად არის“, - განაცხადა გოდოლაძემ.

30 აპრილიდან 3 მაისის პერიოდში ვაქცინაცია დროებით შეჩერდება - რა განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლი ცენტრი

სემეკის თავმჯდომარე და წევრები "ენგურჰესზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

"ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო" - დაპირისპირება მოხდა მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის