სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთიან ყარაბაღში "დაკარგული" ეკლესიის საიდუმლო - სად გაქრა ტაძარი, რომლის თავზეც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ტერიტორიების დაბრუნებას ზეიმობდა
მთიან ყარაბაღში "დაკარგული" ეკლესიის საიდუმლო - სად გაქრა ტაძარი, რომლის თავზეც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ტერიტორიების დაბრუნებას ზეიმობდა

მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომს, გარ­და დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლი­სა, მოჰ­ყვა ქა­ლა­ქე­ბის, ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა. სომ­ხეთ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი სომ­ხურ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ანად­გუ­რე­ბენ.

BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი, ჯონა ფი­შე­რი გვიყ­ვე­ბა ომის შემ­დგომ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში "გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი“ სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის შე­სა­ხებ. მი­სი­ვე ცნო­ბით, ეკ­ლე­სია ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი იყო მა­შინ, როცა სა­და­ვო ტე­რი­ტო­რია აზერ­ბა­ი­ჯანს გა­და­ე­ცა და ეს ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ომის შემ­დგომ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­თი დას­ტურ­დე­ბა.

სი­უ­ჟეტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, ეთ­ნი­კუ­რად სომ­ხე­ბი შეძ­ლებ­დნენ ყა­რა­ბაღ­ში დარ­ჩე­ნას, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად, სომ­ხე­ბი აზერ­ბა­ი­ჯანს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­სა და დან­გრე­ვა­ში სდე­ბენ ბრალს. მათ შო­რის, ეკ­ლე­სი­ე­ბი­სა და მო­ნუ­მენ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში. ორი­ვე მხა­რე კი ერ­თმა­ნე­თის სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულ­ზე მი­უ­თი­თებს.

ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ რე­პორ­ტი­ო­რი რუ­კის მი­ხედ­ვით მი­დის იმ ად­გი­ლას, სა­დაც ეკ­ლე­სია უნდა იყოს, თუმ­ცა ტა­ძა­რი აღა­რაა, მხო­ლოდ ხე­ე­ბი და ნან­გრე­ვე­ბია.

იგი­ვე ად­გი­ლი, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ტაძ­რის გა­რე­შე

ვხე­დავთ ვი­დე­ო­კად­რებ­საც, სა­დაც ჩანს ტაძ­რის თავ­ზე ასუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ჯებ­რა­ი­ლის აღე­ბას ზე­ი­მობს, ასე­ვე გვეს­მის სხვა ჯა­რის­კა­ცე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი - "ალაჰ აკბარ!.“ (შე­ნიშ­ვნა: არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში).

  • სად გაქ­რა ტა­ძა­რი?

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, თუ სად გაქ­რა ტა­ძა­რი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი პა­სუ­ხობს, რომ ის ომის დროს გა­ნად­გურ­და. რე­პორ­ტი­ო­რის თქმით, კი ომის დროს ვერ გა­ნად­გურ­დე­ბო­და, რად­გა­ნაც არ­სე­ბობს ომის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც ამ ად­გი­ლას აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან. ყო­ვე­ლი­ვეს შემ­დეგ პო­ლი­ცი­ე­ლი ამ­ბობს, რომ სომ­ხებ­მა ტა­ძა­რი თა­ვად გა­ა­ნად­გუ­რეს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის, ჰიქ­მეთ ჰა­ჯი­ე­ვის თქმით, არა­ფე­რი იცის ტაძ­რის შე­სა­ხებ და ყო­ვე­ლი­ვეს გა­და­მოწ­მე­ბა სჭირ­დე­ბა.

სომ­ხე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ო­კუ­პა­ციო პო­ლი­ტი­კა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ და თქვენ ნა­ხეთ ჯებ­რა­ე­ლის, ფუ­ზუ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბის დონე. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 8 ქა­ლაქ­ზე მეტი გა­ნად­გურ­და - ამ­ბობს ჰა­ჯი­ე­ვი.

BBC-ის სი­უ­ჟეტ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი და ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, თა­ვი­ან­თი სახ­ლი­დან 1993 წელს, ომის შემ­დეგ წა­ვიდ­ნენ, ხოლო ახლა, როცა ომში აზერ­ბა­ი­ჯან­მა გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა, ისი­ნი უკან დაბ­რუნ­დნენ.

"ღმერ­თი დას­ჯის სომ­ხებს… რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის ატა­ნა“, - ამ­ბობს ოჯა­ხის წევ­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ნახ­ვი­სას. ისი­ნი მი­ვიდ­ნენ საფ­ლავ­ზე, სა­დაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, დამ­სხვრე­უ­ლი საფ­ლა­ვის ქვე­ბი დახ­ვდათ.

"მათ ჩვენს გარ­დაც­ვლი­ლებ­ზე იძი­ეს შური“ - ამ­ბობს ერთ-ერთი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი.

ყო­ვე­ლი­ვეს შე­სა­ხებ სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, არა აი­ვა­ნი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ომის დროს არას­წო­რი ქმე­დე­ბე­ბი ყვე­ლა მხა­რის­გან იყო.

"თუ არ­სე­ბობს რა­ი­მე ასე­თი ფაქ­ტი (საფ­ლა­ვე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა), მო­დით ვთქვათ, რომ ეს იყო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ეს არ ყო­ფი­ლა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა“, - ამ­ბობს სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი.

წყა­რო: BBC.com

ვი­დეო, სა­დაც ტაძ­რის თავ­ზე ასუ­ლი ჯა­რის­კა­ცი ჩანს:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
14
რა შარში ვართ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით. ჩვენი საქმე ისე იქნება ვაი გავეყარეთ და ვუის შევეყარეთო.
jjj
5

მოვა დრო და თქვენ დაგსჯით აზერებო "ძია ვალოდია" არ გეგონოთ ბაბუა ერდოღანი გიშველით.დდდდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მთიან ყარაბაღში "დაკარგული" ეკლესიის საიდუმლო - სად გაქრა ტაძარი, რომლის თავზეც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ტერიტორიების დაბრუნებას ზეიმობდა

მთიან ყარაბაღში "დაკარგული" ეკლესიის საიდუმლო - სად გაქრა ტაძარი, რომლის თავზეც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ტერიტორიების დაბრუნებას ზეიმობდა

მთიანი ყარაბაღის ომს, გარდა დიდი ადამიანური მსხვერპლისა, მოჰყვა ქალაქების, ისტორიული ძეგლების განადგურება. სომხეთში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანელები სომხურ კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებენ.

BBC-ის კორესპონდენტი, ჯონა ფიშერი გვიყვება ომის შემდგომ მთიან ყარაბაღში "გაუჩინარებული“ სომხური ეკლესიის შესახებ. მისივე ცნობით, ეკლესია ხელუხლებელი იყო მაშინ, როცა სადავო ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცა და ეს ინტერნეტში გავრცელებული ომის შემდგომ გადაღებული ვიდეოთი დასტურდება.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ეთნიკურად სომხები შეძლებდნენ ყარაბაღში დარჩენას, თუმცა პარალელურად, სომხები აზერბაიჯანს კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებასა და დანგრევაში სდებენ ბრალს. მათ შორის, ეკლესიებისა და მონუმენტების განადგურებაში. ორივე მხარე კი ერთმანეთის სამხედრო დანაშაულზე მიუთითებს.

ნაჩვენებია, რომ რეპორტიორი რუკის მიხედვით მიდის იმ ადგილას, სადაც ეკლესია უნდა იყოს, თუმცა ტაძარი აღარაა, მხოლოდ ხეები და ნანგრევებია.

იგივე ადგილი, თუმცა ამჯერად ტაძრის გარეშე

ვხედავთ ვიდეოკადრებსაც, სადაც ჩანს ტაძრის თავზე ასული აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომელიც ქალაქ ჯებრაილის აღებას ზეიმობს, ასევე გვესმის სხვა ჯარისკაცების შეძახილები - "ალაჰ აკბარ!.“ (შენიშვნა: არსებული ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია 2020 წლის ნოემბერში).

  • სად გაქრა ტაძარი?

ჟურნალისტის კითხვას, თუ სად გაქრა ტაძარი, აზერბაიჯანელი პოლიციელი პასუხობს, რომ ის ომის დროს განადგურდა. რეპორტიორის თქმით, კი ომის დროს ვერ განადგურდებოდა, რადგანაც არსებობს ომის შემდეგ გადაღებული ვიდეო, სადაც ამ ადგილას აზერბაიჯანელები არიან. ყოველივეს შემდეგ პოლიციელი ამბობს, რომ სომხებმა ტაძარი თავად გაანადგურეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩევლის, ჰიქმეთ ჰაჯიევის თქმით, არაფერი იცის ტაძრის შესახებ და ყოველივეს გადამოწმება სჭირდება.

სომხეთის მიერ განხორციელდა საოკუპაციო პოლიტიკა აზერბაიჯანელთა წინააღმდეგ და თქვენ ნახეთ ჯებრაელის, ფუზულის განადგურების დონე. აზერბაიჯანის 8 ქალაქზე მეტი განადგურდა - ამბობს ჰაჯიევი.

BBC-ის სიუჟეტში ნაჩვენებია მთიანი ყარაბაღის განადგურებული ქალაქები და ასევე აზერბაიჯანული ოჯახი, რომელიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან, თავიანთი სახლიდან 1993 წელს, ომის შემდეგ წავიდნენ, ხოლო ახლა, როცა ომში აზერბაიჯანმა გამარჯვება მოიპოვა, ისინი უკან დაბრუნდნენ.

"ღმერთი დასჯის სომხებს… როგორ შეიძლება ამის ატანა“, - ამბობს ოჯახის წევრი განადგურებული ქალაქების ნახვისას. ისინი მივიდნენ საფლავზე, სადაც განადგურებული, დამსხვრეული საფლავის ქვები დახვდათ.

"მათ ჩვენს გარდაცვლილებზე იძიეს შური“ - ამბობს ერთ-ერთი აზერბაიჯანელი.

ყოველივეს შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არა აივანიანი აცხადებს, რომ ომის დროს არასწორი ქმედებები ყველა მხარისგან იყო.

"თუ არსებობს რაიმე ასეთი ფაქტი (საფლავების განადგურება), მოდით ვთქვათ, რომ ეს იყო ინდივიდუალური დამოკიდებულება, ეს არ ყოფილა სახელმწიფო პოლიტიკა“, - ამბობს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

წყარო: BBC.com

ვიდეო, სადაც ტაძრის თავზე ასული ჯარისკაცი ჩანს:

"სომხეთს, რომ დანაღმული ადგილების რუკა მოეცა, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა" - როგორ ეხმაურებიან მხარეები ყარაბაღის აფეთქებას, რომელსაც ჟურნალისტები ემსხვერპლნენ

გაერთიანებულ სამეფოში "ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცეს

ქელბაჯარის რაიონში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა -  დაღუპულია 3 ადამიანი