პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი კობახიძე არ უნდა იყოს მაგიდასთან, ყველანი წავიდეთ სახლებში და მოვიდეს სააკაშვილი - ამას გვთავაზობენ ოპონენტები" - ვოლსკი
"ირაკლი კობახიძე არ უნდა იყოს მაგიდასთან, ყველანი წავიდეთ სახლებში და მოვიდეს სააკაშვილი - ამას გვთავაზობენ ოპონენტები" - ვოლსკი

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მა­გი­დას­თან არ უნდა იყოს, ჩვენ ყვე­ლა­ნი უნდა წა­ვი­დეთ სახ­ლებ­ში და უნდა მო­ვი­დეს სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში - ეს არის ძი­რი­თა­დად ის ფორ­მუ­ლა, რო­მელ­საც ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. ამით ვოლ­სკი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ნენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ხის­ტი პო­ზი­ცი­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

მისი თქმით, კო­ბა­ხი­ძე მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე კონ­სტრუქ­ცი­ულ წი­ნა­და­დე­ბებს აყე­ნებს და მისი პო­ზი­ცი­ე­ბი მთლი­ა­ნად გუნ­დის პო­ზი­ცი­ას ასა­ხავს.

"ირაკ­ლი ხის­ტია, თუ უფრო რბი­ლი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე­ზე ლა­პა­რა­კობს და კონ­სტრუქ­ცი­ულ წი­ნა­და­დე­ბებს აყე­ნებს და ეს არ არის მისი ერთი, კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის პო­ზი­ცია, ეს არის გუნ­დის პო­ზი­ცია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ა­ფა­სეთ ში­ნა­არ­სი და არა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია ესო­დენ დიპ­ლო­მა­ტი­ურ აკო მი­ნაშ­ვილს. თურ­მე, აკო მი­ნაშ­ვი­ლი წე­სი­ე­რია, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რია და ირაკ­ლი ყო­ფი­ლა ხის­ტი. სა­კი­თხებს ჩა­ხე­დეთ, ვინ რა სა­კითხს აყე­ნებს, ვინ რას ამ­ბობს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რო­მე­ლი პო­ზი­ცი­აა მი­სა­ღე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნი­ელ­სო­ნის და­ა­ნონ­სე­ბულ ვი­ზიტს, ვოლ­სკის თქმით, ამას "სა­გან­გე­ბო მნიშ­ვნე­ლო­ბა" აქვს.

"ევ­რო­კავ­ში­რი, ევ­რო­კავ­შირ­ში შე­მა­ვა­ლი ქვეყ­ნე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ით სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩა­მოს­ვლა სწო­რედ ამას მი­უ­თი­თებს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის და შემ­დგომ სხვა ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცია. არის თუ არა ამ სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მომ­ხრე კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი - ეს არის მთა­ვა­რი შე­კი­თხვა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აჩ­ნია", - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
2

ოჰ, ოჰ, ოჰ, ამასთან მაგრად დაუსხია, ჩარჩა დროში, მიეცით დროში გადაადგილების მანქანა....

იროდი
0

სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს და მისი ხვედრი ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საუბარია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ირაკლი კობახიძე არ უნდა იყოს მაგიდასთან, ყველანი წავიდეთ სახლებში და მოვიდეს სააკაშვილი - ამას გვთავაზობენ ოპონენტები" - ვოლსკი

"ირაკლი კობახიძე არ უნდა იყოს მაგიდასთან, ყველანი წავიდეთ სახლებში და მოვიდეს სააკაშვილი - ამას გვთავაზობენ ოპონენტები" - ვოლსკი

ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ჩვენ ყველანი უნდა წავიდეთ სახლებში და უნდა მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში - ეს არის ძირითადად ის ფორმულა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების თაობაზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ამით ვოლსკი გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს, რომლის თანახმადაც ირაკლი კობახიძე ხისტი პოზიციებით გამოირჩევა.

მისი თქმით, კობახიძე მოლაპარაკებებზე კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და მისი პოზიციები მთლიანად გუნდის პოზიციას ასახავს.

"ირაკლი ხისტია, თუ უფრო რბილი, ყოველ შემთხვევაში, საქმეზე ლაპარაკობს და კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და ეს არ არის მისი ერთი, კონკრეტული პიროვნების პოზიცია, ეს არის გუნდის პოზიცია. ამასთან დაკავშირებით შეაფასეთ შინაარსი და არა კონკრეტული ადამიანის მიმართ შეფასება, რომელიც გააჩნია ესოდენ დიპლომატიურ აკო მინაშვილს. თურმე, აკო მინაშვილი წესიერია, დიპლომატიურია და ირაკლი ყოფილა ხისტი. საკითხებს ჩახედეთ, ვინ რა საკითხს აყენებს, ვინ რას ამბობს და საზოგადოებისთვის რომელი პოზიციაა მისაღები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტს, ვოლსკის თქმით, ამას "საგანგებო მნიშვნელობა" აქვს.

"ევროკავშირი, ევროკავშირში შემავალი ქვეყნები დაინტერესებულები არიან სტაბილიზაციით საქართველოში და რასაკვირველია, ჩამოსვლა სწორედ ამას მიუთითებს, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მოხდეს პოლიტიკური პროცესის და შემდგომ სხვა ყველა დანარჩენი მიმართულებების სტაბილიზაცია. არის თუ არა ამ სტაბილიზაციის მომხრე კონკრეტული პოლიტიკური ძალები - ეს არის მთავარი შეკითხვა, რაც საზოგადოებას გააჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა" - გია ვოლსკი

სთხოვა თუ არა ანტონ ობოლაშვილმა ტიკარაძეს ახლობლისთვის ვაქცინა? - "ოცნების" დეპუტატი მასზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

"აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება შეიძლებოდა, ამის ბერკეტები დღესაც არსებობს" - ნათია მეზვრიშვილი ნიკა მელიას საქმეზე