სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს" - მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ, ნალექის დროს სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება
"მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს" - მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ, ნალექის დროს სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის თეა გო­დო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დობ­ზე მე­წყე­რი დი­ნა­მი­კა­შია მო­სუ­ლი, რო­მე­ლიც დღე­ში 5 სმ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს.

გო­დო­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მე­წყრის სიღ­რმე და­ახ­ლო­ე­ბით 18 მეტრს შე­ად­გენს. მან ჟურ­ნა­ლის­ტებს კვლე­ვის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბი გა­აც­ნო და აღ­ნიშ­ნა, რომ სიღ­რმე და სიჩ­ქა­რე აერ­ო­ფო­ტო­გა­და­ღე­ბით გა­ზო­მეს. მან კი­დევ ერთხელ გა­უს­ვა ხაზი იმას, რომ აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი არ უნდა გა­ი­მარ­თოს.

გო­დო­ლა­ძის თქმით, ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მთლი­ა­ნად მოხ­დეს მე­წყრის კა­ნის შე­ფა­სე­ბა, რად­გან ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­დე­ბა.

„ახლა ის ნელა მოძ­რა­ობს. ანუ, სის­ტე­მა დაძ­რუ­ლია და მოძ­რა­ობს 5 სან­ტი­მეტ­რით დღე­ში. ეს ჩვენ­თვი­საც საკ­მა­ოდ დიდი ციფ­რია. ეს არ არის ცოტა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ. რო­დე­საც ჩვენ ბუ­ნებ­რივ საფრ­თხეს ვზო­მავთ, ყო­ველ­თვის გან­ვი­ხი­ლავთ არა შე­საძ­ლო საფრ­თხეს, არა­მედ უა­რეს საფრ­თხეს. ანუ, უნდა მო­ვემ­ზა­დოთ უა­რე­სი სცე­ნა­რე­ბის­თვის. ყვე­ლა სცე­ნა­რი გვინ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ იმი­სათ­ვის, რომ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვი­ყოთ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და ქვე­ყა­ნას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, რი­ცხობ­რი­ვად გა­მო­სა­ხუ­ლი სი­დი­დე არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ეს არის 5 სან­ტი­მეტ­რი დღე­ში. დღეს, ჩვენ გა­დავ­დი­ვართ უკვე აჩ­ქა­რე­ბის გა­ზომ­ვა­ზე, იქ­ნებ დავ­დოთ პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი. ეკო­ლო­გებ­თან გვქონ­და ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცია, გაგ­ვი­წი­ეს გარ­კვე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რო­გორ ვმარ­თოთ ეს პრო­ცე­სი ისე, რომ ნაკ­ლე­ბად დავ­ზა­რალ­დეთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია აჩ­ქა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ი­ზო­მოს“, - გა­ნა­ცხა­და თეა გო­დო­ლა­ძემ.

თეა გო­დო­ლა­ძის თქმით, ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გე­ბის­გა­ნაც მი­ი­ღეს რე­კო­მენ­და­ცია, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოძ­რა­ო­ბა არ უნდა იყოს.

„ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბით, რომ გა­ჩერ­დით, არ იმოძ­რა­ონ, მან­ქა­ნებ­მა ნაკ­ლე­ბად იმოძ­რა­ონ და ტე­რი­ტო­რია ქვე­მოთ სა­ერ­თოდ უნდა მო­სუფ­თავ­დეს. ეს არის პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რაც ახლა ჩვენ­მა ამე­რი­კელ­მა კო­ლე­გებ­მა მოგ­ვცეს. ქვე­მო­თა ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ უნდა მო­სუფ­თავ­დეს, რად­გა­ნაც მოძ­რა­ვი მა­სის უცა­ბე­დი დაძ­ვრა რომ და­ი­წყოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წინა ნა­წი­ლი ყო­ველ­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს. იქ, ახლა ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ნე­ბის­მი­ე­რი ვიბ­რა­ცია არის პრობ­ლე­მა... ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის ადა­მი­ა­ნის მიერ შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მა. ქრეს­ტო­მა­თი­აა, რომ მე­წყერ­ზე არა­ვი­თა­რი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ უნდა გან­ვი­თარ­დეს. ოთხ დღე­ში 25 სან­ტი­მეტ­რი არის გა­წე­უ­ლი, აღა­რაფ­რის დრო არ არის, აქ ვართ, გავ­დი­ვართ ველ­ზე. ვთხოვთ გერ­მა­ნელ კო­ლე­გებს, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად ვართ. ვე­ლით“, - გა­ნა­ცხა­და გო­დო­ლა­ძემ.

ამას­თან, თეა გო­დო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მე­წყრის მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სი გა­აჩ­ნი­ათ.

„გვაქვს ამ აპა­რა­ტუ­რის ნა­წი­ლი, მაგ­რამ ეს არ გვაძ­ლევს სრუ­ლი სუ­რა­თის და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, რაც შეგ­ვიძ­ლია ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თეთ ხუთ­შა­ბა­თი­სა და გუ­შინ­დე­ლი ნა­მუ­შევ­რის შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს“, - გა­ნა­ცხა­და თეა გო­დო­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ნუ­ცუ­ბი­ძი­სა და ვაშ­ლი­ჯვრის მიმ­დე­ბა­რე ფერ­დობ­ზე მე­წყრულ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე და მის მიმ­დე­ბა­რედ ნა­ლე­ქის დროს სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ჩერ­დე­ბა.

რო­გორც ბენ­დე­ლი­ან­მა მე­რი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­ჩე­რე­ბა-აღ­დგე­ნა კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის და ნა­ლე­ქის მო­ცუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოხ­დე­ბა.

„გვქონ­და გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ნა­ლე­ქის შემ­თხვე­ვა­ში მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სრუ­ლად გა­ჩერ­დე­ბა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

გა­აჩ­ნია, რა მო­ცუ­ლო­ბის ნა­ლე­ქი მოვა და რა პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა. თუ მუდ­მი­ვი წვი­მე­ბი იქ­ნე­ბა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისე არ უნდა აქ­ნეს აღ­ქმუ­ლი, რომ წვი­მა გა­და­ი­ღებს და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მოხ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
he
0

მაგ სიჩქარით ქალაქში ვერ იმოძრავებ მანქანით "პიკის" საათებში. დროზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თორე ჩამოვა ეგ მთა მტკვარში

,,РУССО-ТУРИСТО, ОБЛИКО МОРАЛЕ"...
31

ეს ქალი ძაან აქტიურობს, რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა, ჰიპერაქტიური მანდილოსნების მიმართ: МОЖЕТ ЕЙ, ЧТО- ТО НУЖНО ?! ეს, ხუმრობით რათქმაუნდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს" - მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ, ნალექის დროს სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება

"მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს" - მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ, ნალექის დროს სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყერი დინამიკაშია მოსული, რომელიც დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს.

გოდოლაძის განმარტებით, მეწყრის სიღრმე დაახლოებით 18 მეტრს შეადგენს. მან ჟურნალისტებს კვლევის პირველადი შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ სიღრმე და სიჩქარე აეროფოტოგადაღებით გაზომეს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესი არ უნდა გაიმართოს.

გოდოლაძის თქმით, ასევე აუცილებელია მთლიანად მოხდეს მეწყრის კანის შეფასება, რადგან ამაზეა დამოკიდებული, როგორი სცენარი განვითარდება.

„ახლა ის ნელა მოძრაობს. ანუ, სისტემა დაძრულია და მოძრაობს 5 სანტიმეტრით დღეში. ეს ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი ციფრია. ეს არ არის ცოტა და აუცილებელია ამაზე ყურადღება გავამახვილოთ. როდესაც ჩვენ ბუნებრივ საფრთხეს ვზომავთ, ყოველთვის განვიხილავთ არა შესაძლო საფრთხეს, არამედ უარეს საფრთხეს. ანუ, უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარებისთვის. ყველა სცენარი გვინდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ პასუხისმგებელი ვიყოთ მოსახლეობასთან და ქვეყანასთან. შესაბამისად, რიცხობრივად გამოსახული სიდიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის 5 სანტიმეტრი დღეში. დღეს, ჩვენ გადავდივართ უკვე აჩქარების გაზომვაზე, იქნებ დავდოთ პირველი შედეგები. ეკოლოგებთან გვქონდა ინტენსიური კონსულტაცია, გაგვიწიეს გარკვეული კონსულტაციები, როგორ ვმართოთ ეს პროცესი ისე, რომ ნაკლებად დავზარალდეთ. აუცილებელია აჩქარება ყოველდღიურად გაიზომოს“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

თეა გოდოლაძის თქმით, ამერიკელი კოლეგებისგანაც მიიღეს რეკომენდაცია, რომ ტერიტორიაზე მოძრაობა არ უნდა იყოს.

„ყველას ვეუბნებით, რომ გაჩერდით, არ იმოძრაონ, მანქანებმა ნაკლებად იმოძრაონ და ტერიტორია ქვემოთ საერთოდ უნდა მოსუფთავდეს. ეს არის პირველი რეკომენდაცია, რაც ახლა ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მოგვცეს. ქვემოთა ნაწილი საერთოდ უნდა მოსუფთავდეს, რადგანაც მოძრავი მასის უცაბედი დაძვრა რომ დაიწყოს, აუცილებელია წინა ნაწილი ყოველთვის თავისუფალი იყოს. იქ, ახლა ისეთი მდგომარეობაა, ნებისმიერი ვიბრაცია არის პრობლემა... ფაქტობრივად, ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი პრობლემა. ქრესტომათიაა, რომ მეწყერზე არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ უნდა განვითარდეს. ოთხ დღეში 25 სანტიმეტრი არის გაწეული, აღარაფრის დრო არ არის, აქ ვართ, გავდივართ ველზე. ვთხოვთ გერმანელ კოლეგებს, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ველით“, - განაცხადა გოდოლაძემ.

ამასთან, თეა გოდოლაძის განცხადებით, მეწყრის მონიტორინგისთვის ლიმიტირებული რესურსი გააჩნიათ.

„გვაქვს ამ აპარატურის ნაწილი, მაგრამ ეს არ გვაძლევს სრული სურათის დანახვის საშუალებას. შესაბამისად, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ. პირველი, რაც გავაკეთეთ ხუთშაბათისა და გუშინდელი ნამუშევრის შედარებითი ანალიზია, რომელიც პირველადი შეფასებების საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, მაჭავარიანის ქუჩაზე და მის მიმდებარედ ნალექის დროს სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება.

როგორც ბენდელიანმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების გაჩერება-აღდგენა კონკრეტული შემთხვევის და ნალექის მოცულობის გათვალისწინებით მოხდება.

„გვქონდა გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან კომუნიკაცია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნალექის შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად გაჩერდება სამშენებლო სამუშაოები.

გააჩნია, რა მოცულობის ნალექი მოვა და რა პერიოდის განმავლობაში იქნება. თუ მუდმივი წვიმები იქნება, ეს გადაწყვეტილება ისე არ უნდა აქნეს აღქმული, რომ წვიმა გადაიღებს და სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. გადაწყვეტილების მიღება მოხდება კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

30 აპრილიდან 3 მაისის პერიოდში ვაქცინაცია დროებით შეჩერდება - რა განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლი ცენტრი

სემეკის თავმჯდომარე და წევრები "ენგურჰესზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

"ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო" - დაპირისპირება მოხდა მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის