მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავა
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავა

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, ქ. თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი და­ა­კა­ვეს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, თბი­ლის­ში, აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბის მფარ­ვე­ლო­ბის და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის და­დე­ბი­სა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, შუ­ა­მავ­ლის მეშ­ვე­ო­ბით, ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვა და გა­მო­არ­თვა 2 500 ლარი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0
ოოოო! აი ეს კი პლანეტარული მაშტაბის სუპერ-კორუფციონერი დაუჭერიათ!!!!!
???
0

გაივსო ქალაქი ამ ინსპექციის "მიგალკებიანი" მანქანებით. ისედაც გადატვირთულ მოძრაობას კიდევ უფრო ტვირთავენ თავიანთი თავხედური მოძრაობით. საკუთარი მანქანებით ვერ მოახერხებდნენ ქრთამების აგროვებას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავა

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.

მათივე ცნობით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

"ყოველ წამს შეიძლება ჩავარდეს კომაში, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება" - ადვოკატის თქმით, გოგი წულაია შიმშილობს

კახეთში სეზონური სამუშაოსთვის ჩასული ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, შეცდომით მოკლეს  - ვინ არის გარდაცვლილი და რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

რუსუდან კერვალიშვილი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს