მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდეთ
Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდეთ

Pfizer-ის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის თა­ნა­ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ის ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს, შე­საძ­ლოა, კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ია­რა­ღი იყოს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო Pfizer/BioNTech-ის ვაქ­ცი­ნის შექ­მნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მეც­ნი­ე­რი ცოლ-ქმრის, BioNTech-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის, უღურ შა­ჰი­ნი­სა და ოზ­ლემ თუ­რენ­ჩის სა­ხელ­თან.

მეც­ნი­ე­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა შე­ექ­მნა სხე­ულს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა კი­ბოს და­საძ­ლე­ვად, რო­დე­საც გა­სულ წელს, ჩი­ნეთ­ში უც­ნო­ბი ვირუ­სის გა­ჩე­ნის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს. მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ ამ ახა­ლი საფრ­თხის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ტექ­ნო­ლო­გია, რო­მელ­საც მა­ნამ­დე ორი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ვლევ­დნენ და აპი­რებ­დნენ, რომ კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის Pfizer/BioNTech და Moderna-ს შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მა, mRNA. სხვაგ­ვა­რად და მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ეს მიდ­გო­მა გუ­ლის­ხმობს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად, ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის უჯრე­დებს გა­ეგ­ზავ­ნოს ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი, რომ გა­მო­ი­მუ­შა­ვოს ცი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვირუსს შე­უ­ტე­ვენ.

“ჩვენ გვაქვს mRNA-ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა", - ამ­ბობს Associated Press-თან მეც­ნი­ე­რი ოზ­ლემ თუ­რენ­ჩი. კი­თხვა­ზე თუ რო­დის იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, მისი პა­სუ­ხი ასე­თია:

"ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ვე­ლით, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ჩვენ გვექ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბი კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ და იმ კონ­დი­ცი­ა­ში, რომ შეგ­ვეძ­ლე­ბა ის ხალ­ხს შევ­თა­ვა­ზოთ", - ამ­ბობს მეც­ნი­ე­რი.

ამა­ვე თე­მა­ზე: ცოლ-ქმა­რი, რო­მელ­თა მიერ შექ­მნილ­მა ვაქ­ცი­ნა­მაც, შე­საძ­ლოა, პან­დე­მი­ის­გან გვიხ­სნას, წყვი­ლი კი მსოფ­ლი­ოს გმი­რად მო­ევ­ლი­ნოს - თურ­ქი მიგ­რან­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბა

წყა­რო: sky.com

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
24

რამოდენიმე წელში მოხუცს აღარ დატოვებთ და...

America
23

აუუ რასამბობთ ამით ხო გაამართლეთ და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდეთ

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდეთ

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თანაავტორი ამბობს, რომ ის ტექნოლოგია, რომელიც აღნიშნული ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენეს, შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი იარაღი იყოს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შექმნა დაკავშირებულია მეცნიერი ცოლ-ქმრის, BioNTech-ის დამფუძნებლების, უღურ შაჰინისა და ოზლემ თურენჩის სახელთან.

მეცნიერები მუშაობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა შეექმნა სხეულს იმუნური სისტემა კიბოს დასაძლევად, როდესაც გასულ წელს, ჩინეთში უცნობი ვირუსის გაჩენის შესახებ შეიტყვეს. მათ გადაწყვიტეს, რომ ამ ახალი საფრთხის წინააღმდეგ გამოეყენებინათ ტექნოლოგია, რომელსაც მანამდე ორი ათეული წლის განმავლობაში იკვლევდნენ და აპირებდნენ, რომ კიბოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების Pfizer/BioNTech და Moderna-ს შესაქმნელად გამოყენებულია ახლებური მიდგომა, mRNA. სხვაგვარად და მარტივად რომ ვთქვათ, ეს მიდგომა გულისხმობს, რომ ვაქცინაციის შედეგად, ადამიანის სხეულის უჯრედებს გაეგზავნოს ინსტრუქციები, რომ გამოიმუშავოს ცილები, რომლებიც ვირუსს შეუტევენ.

“ჩვენ გვაქვს mRNA-ზე დაფუძნებული კიბოს საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა", - ამბობს Associated Press-თან მეცნიერი ოზლემ თურენჩი. კითხვაზე თუ როდის იქნება ვაქცინა ხელმისაწვდომი, მისი პასუხი ასეთია:

"ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ ველით, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ გვექნება ვაქცინები კიბოს წინააღმდეგ და იმ კონდიციაში, რომ შეგვეძლება ის ხალხს შევთავაზოთ", - ამბობს მეცნიერი.

ამავე თემაზე: ცოლ-ქმარი, რომელთა მიერ შექმნილმა ვაქცინამაც, შესაძლოა, პანდემიისგან გვიხსნას, წყვილი კი მსოფლიოს გმირად მოევლინოს - თურქი მიგრანტების წარმატება

წყარო: sky.com

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ნათანიაჰუ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა

დედოფალმა ელისაბედმა ჯო ბაიდენი უინძორის სასახლეში მიიღო - ფოტოები პომპეზური აუდიენციიდან

"არანაირი გარანტია არ არსებობს, შეცვალო ადამიანის ქცევა - ის ვლადიმერ პუტინია" - ჯო ბაიდენი