სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის არ არის სასურველი გლანდების ამოკვეთა – ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე
როდის არ არის სასურველი გლანდების ამოკვეთა – ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე

სა­ჭი­როა თუ არა გლან­დე­ბი? რას ნიშ­ნავს და­ღა­რუ­ლი გლან­დე­ბი? აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გლან­დე­ბი ამო­ვიჭ­რა? ლა­ზე­რით რომ გა­ვი­კე­თო ოპე­რა­ცია, გლან­დე­ბი კვლავ გა­მეზ­რდე­ბა? გლან­დე­ბი რომ მაქვს, იმი­ტომ ვიღ­ლე­ბი ად­ვი­ლად? – ეს ნა­წი­ლია იმ კი­თხვე­ბი­სა, რომ­ლებ­ზეც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც და­ფიქ­რე­ბუ­ლა. ხოლო მათ, ვი­საც ხში­რი ან­გი­ნა აწუ­ხებს, ეს კი­თხვე­ბი მუდ­მი­ვად თავ­ში უტ­რი­ა­ლებს.

გლან­დე­ბი, იგი­ვე ტონ­ზი­ლე­ბი ლიმ­ფუ­რი ქსო­ვი­ლია, რო­მე­ლიც ხა­ხის გვერ­დით კედ­ლებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და ვალ­დე­ი­ე­რის ლიმ­ფუ­რი ჯაჭ­ვის ნა­წი­ლია. მას­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯაჭ­ვის ნა­წი­ლე­ბია: ადე­ნო­ი­დე­ბი, ენის ძი­რის ტონ­ზი­ლა და ევსტა­ქის მი­ლე­ბის ტონ­ზი­ლე­ბი. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოტო–რინო–ლა­რინ­გო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ბერ­დია ბე­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეს ჯაჭ­ვი ქმნის ად­გი­ლობ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ფა­რის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს და შე­სუნ­თქულ ჰა­ერ­ში არ­სე­ბულ ბაქ­ტე­რი­ებ­სა და ვირუ­სებ­თან ბრძო­ლა­ში პირ­ველ დარ­ტყმას სა­კუ­თარ თავ­ზე იღებს.

„ტონ­ზი­ლე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნოა. მცდა­რია წარ­მოდ­გე­ნა, რომ მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცია არ აქვს. სამ­წუ­ხა­როდ, ათე­უ­ლი წლის წინ იყო მიდ­გო­მა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ჩვე­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ტონ­ზი­ლექ­ტო­მი­ას ყვე­ლას უკე­თებ­დნენ. ქი­რურ­გე­ბი ამა­ყობ­დნენ კი­დეც, რომ ბევ­რი ტონ­ზი­ლექ­ტო­მია ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი. ევ­რო­პა­ში ეს მიდ­გო­მა მი­უ­ღე­ბე­ლია, თუ ბევ­რი ტონ­ზი­ლექ­ტო­მია გაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ეს ნიშ­ნავს, რომ არას­წო­რად მკურ­ნა­ლობ. ტონ­ზი­ლე­ბი ჰა­ე­რის ფილტრა­ცი­ა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს და მისი ჩვე­ნე­ბის გა­რე­შე ამოკ­ვე­თა სწო­რი ნამ­დვი­ლად არაა,“ – გან­მარ­ტავს ბერ­დია ბე­რი­ძე.

რო­გო­რია ტონ­ზი­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი? რო­გორ ახერ­ხებს ის ჰა­ე­რის გა­ფილ­ტვრას?

პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად წუ­ხან, რომ და­ღა­რუ­ლი გლან­დე­ბი აქვთ და სა­ო­პე­რა­ციო ჰგო­ნი­ათ. რე­ა­ლუ­რად კი სწო­რედ ამ ღა­რე­ბის ანუ კრიპ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა ფილტრა­ცია. კრიპ­ტე­ბი იჭერს მკვდარ ეპი­თე­ლი­უმს, საჭ­მლის ნარ­ჩე­ნებს, ბაქ­ტე­რი­ებს, ვირუ­სებს და პე­რი­ო­დუ­ლად ყვე­ლა­ფერს ერ­თი­ა­ნად იშო­რებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტონ­ზი­ლებ­ზე თეთ­რი ხა­ჭო­სებ­რი ბუშ­ტუ­კე­ბის სა­ხით გროვ­დე­ბა და მას არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი აქვს. ბუშ­ტუ­კე­ბი ხში­რად შეც­დო­მით ჩირ­ქი ჰგო­ნი­ათ. რე­ა­ლუ­რად კი გლან­დე­ბის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. ისი­ნი კანს თა­ვი­სით შორ­დე­ბა და ხე­ლოვ­ნუ­რად მო­შო­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ხში­რად პა­ცი­ენ­ტე­ბი შპა­დე­ლით, ყუ­რის ჩხი­რით ცდი­ლო­ბენ მო­შო­რე­ბას, რაც რიგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზიც კი გახ­დეს.

არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბუშ­ტუ­კე­ბის გა­ჩე­ნის პრო­ცე­სი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი და გახ­ში­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ტონ­ზი­ლე­ბი გა­მარ­თუ­ლად ვერ მუ­შა­ობს და ოპე­რა­ცი­აა გა­სა­კე­თებ­ლი. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია ხოლ­მე კუჭ–ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბით, მა­გა­ლი­თად, კუ­ჭის რეფ­ლუქ­სით. ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტებს ვურ­ჩევთ, მო­იგ­ვა­რონ სა­წყი­სი პრობ­ლე­მე­ბი და დის­კომ­ფორ­ტის ად­გი­ლობ­რი­ვად მო­სახ­სნე­ლად სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ულ პრე­პა­რატ­საც ვუ­ნიშ­ნავთ.

რო­დის არის ტონ­ზი­ლი­ტი ქრო­ნი­კუ­ლი?

მიდ­გო­მა, რომ ვი­საც გლან­დი აქვს, ყო­ველ­თვის ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტია, არას­წო­რია. ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს ორი სა­ხის: კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი და დე­კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი. კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლია, რო­დე­საც ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბა არც ისე ხში­რი ან­გი­ნე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2–3 ან­გი­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ტონ­ზი­ლი­ტი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რად იკურ­ნე­ბა. მცე­ნა­რე­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ბა­ზარ­ზე ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია, პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად საკ­მა­რი­სია. ისი­ნი ქრო­ნი­კუ­ლად მიმ­დი­ნა­რე ინ­ფექ­ცი­ის ალა­გე­ბას ახ­დენს და ხელს უწყობს ლიმ­ფოდ­რე­ნაჟს. ლიმ­ფა უნა ამოძ­რავ­დეს, რომ გლან­დის ფუნ­ქცი­ის გა­მო­ცო­ცხლე­ბა მოხ­დეს.

ხოლო რო­დე­საც დე­კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტია, მა­შინ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დე­კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის დი­აგ­ნო­ზის სწო­რად დას­მა.

კონ­კრე­ტუ­ლად რა შემ­თხვე­ვა­ში, რა სიმპტო­მე­ბის დროს არის სა­ჭი­რო გლან­დე­ბის ამოკ­ვე­თა?

ამის გა­და­სა­წყვე­ტად ექი­მე­ბი სპე­ცი­ა­ლურ გა­იდ­ლა­ი­ნებს ვი­ყე­ნებთ. გა­იდ­ლა­ი­ნებ­ში კონ­კრე­ტუ­ლად არის გა­წე­რი­ლი ტონ­ზი­ლექ­ტო­მი­ის ჩვე­ნე­ბე­ბი და „ნიუ ჰოს­პი­ტალსშიც“ ამ დო­კუ­მენ­ტე­ბით ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ. მა­გა­ლი­თად, სამი კრი­ტე­რი­უ­მია, რო­მე­ლიც კლა­სი­კუ­რი დე­კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის დი­აგ­ნო­ზის დას­მა­ში გვეხ­მა­რე­ბა და ამ დროს შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად დავ­ნიშ­ნოთ ოპე­რა­ცია. ესე­ნია: პა­ცი­ენტს წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი უნდა ჰქონ­დეს 7 ან­გი­ნა, გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჰქო­ნო­და ან­გი­ნის 5 ეპი­ზო­დი ან ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში – ზე­დი­ზედ სამი ან­გი­ნა.

გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბა ასე კლა­სი­კუ­რად არაა გა­მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ არ­სე­ბობს სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის დი­აგ­ნო­ზის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ესე­ნია: სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, ად­ვი­ლად დაღ­ლა, წე­ლის ტკი­ვი­ლი, დის­კომ­ფორ­ტი გუ­ლის მი­და­მო­ში, ცუდი სუნი პი­რი­დან და გა­სინ­ჯვის დროს ზე­წო­ლით თხი­ე­რი ჩირ­ქი უნდა ფიქ­სირ­დე­ბო­დეს.

არის მე­სა­მე ვა­რი­ან­ტიც. ამ დროს გლან­დი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჯან­მრთე­ლი, მაგ­რამ ზო­მა­ში ძა­ლი­ან დიდი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ტონ­ზი­ლე­ბი იმ­დე­ნად დი­დია, რომ და­წო­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ედე­ბა და ძი­ლის დროს იწ­ვევს ღა­მის აპ­ნო­ეს, რაც სა­ში­ში და სა­ხი­ფა­თოა. ამ დრო­საც ოპე­რა­ცია ინიშ­ნე­ბა.

თქვენ მიერ ჩა­მოთ­ვლილ სხვა­დას­ხვა სიმპტო­მა­ტი­კას, მათ შო­რის, სახ­სრე­ბი­სა და გუ­ლის პრობ­ლე­მებს, გლან­დებ­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ჩირ­ქი იწ­ვევს?

დიახ, მარ­თლაც იწ­ვევს ჩირ­ქი, თუმ­ცა ამ ჩირ­ქს თა­ვად პა­ცი­ენ­ტი ვერ ხე­დავს. მისი ნახ­ვა მხო­ლოდ ექიმს შე­უძ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით. თხი­ე­რი ჩირ­ქი ტონ­ზი­ლებ­ში იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ იქ ინ­ფექ­ცი­ის მუდ­მი­ვი წყა­როა და მას ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ით ვერ უმ­კურ­ნა­ლებ. სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ექი­მე­ბი ხში­რად ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას ნიშ­ნა­ვენ, მაგ­რამ ეს სრუ­ლი­ად უშე­დე­გოა და სა­ბო­ლო­ოდ ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა.

ზო­გა­დად, თუკი არ გვაქვს ღა­მის აპ­ნოე, ტონ­ზი­ლექ­ტო­მია გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია არაა. თუმ­ცა დრო­ის სვლას­თან ერ­თად, უფრო ღრმავ­დე­ბა ჩა­მოთ­ვლი­ლი სიმპტო­მე­ბი და და­ა­ვა­დე­ბა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ხდე­ბა. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, რომ ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს მო­შო­რე­ბა დრო­უ­ლად მოხ­დეს. ხან­გრძლი­ვი დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრეპ­ტო­კო­კუ­ლი ინ­ფექ­ცია გუ­ლის სარ­ქვე­ლე­ბის კა­რე­დებ­საც აზი­ა­ნებს.

ტონ­ზი­ლექ­ტო­მია კეთ­დე­ბა რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით, ისე ლა­ზე­რით. რა გან­სხვა­ვე­ბაა მათ შო­რის?

ზო­გა­დად, სა­მე­დი­ცი­ნო გან­ვი­თა­რე­ბა იმა­ზეა მი­მარ­თუ­ლი, რომ პა­ცი­ენ­ტმა ნაკ­ლე­ბი იწ­ვა­ლოს და ამა თუ იმ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას ნაკ­ლე­ბი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი ჰქონ­დეს. ასეა ჩვენს შემ­თხვე­ვა­შიც. ლა­ზე­რით გა­კე­თე­ბუ­ლი ტონ­ზი­ლექ­ტო­მია ბევ­რად უფრო დამ­ზოგ­ვე­ლია. რად­გან ის ნაკ­ლე­ბად აზი­ა­ნებს გარ­შე­მო ჯან­მრთელ ქსო­ვილს, შე­დე­გად პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ პე­რი­ოდ­ში ნაკ­ლე­ბია ტკი­ვი­ლი და სის­ხლდე­ნის ალ­ბა­თო­ბა. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი ბევ­რად უფრო სწრა­ფად და მარ­ტი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ 8 წლის წინ და­ვი­წყეთ ლა­ზე­რით ტონ­ზი­ლექ­ტო­მია და პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყა­ვი ქვე­ყა­ნა­ში, ვინც ტონ­ზი­ლექ­ტო­მია „ბი­ოლ­ტე­კის“ ბრენ­დის დი­ო­დუ­რი ლა­ზე­რით გა­ვა­კე­თეთ. თა­ვი­დან მხო­ლოდ ბავ­შვებ­ში ვა­კე­თებ­დით. შემ­დეგ გერ­მა­ნე­ლებ­მა მოგ­ვცეს გა­იდ­ლა­ი­ნი, რომ ზრდას­რუ­ლებ­შიც შე­იძ­ლე­ბა და ბოლო პე­რი­ოდ­ში ოპე­რა­ცი­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ ლა­ზე­რით კეთ­დე­ბა. ამ მე­თო­დით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი სა­შუ­ა­ლოდ 7–10 წუთი გრძელ­დე­ბა.

ხში­რად სა­უბ­რო­ბენ პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დის სირ­თუ­ლე­ზე. ასა­კის მა­ტე­ბას­თან უფრო რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი ხდე­ბა ის?

ტონ­ზი­ლექ­ტო­მია ტექ­ნი­კუ­რად მარ­ტი­ვი ოპე­რა­ცი­აა, თუმ­ცა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მხრივ არის გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი. პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დის­თვის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი მარ­თლაც არ­სე­ბობს. ბავ­შვებს გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად გა­და­აქვთ ის, ვიდ­რე – დი­დებს. გარ­და­ტე­ხის ასა­კის შემ­დეგ აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, 18 წლის იქ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტი თუ 40 წლის. ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი უკვე თა­ნაბ­რად რთუ­ლია ყვე­ლას­თვის. მი­ზე­ზი კი ისაა, რომ დი­დებ­ში შე­ხორ­ცე­ბის პრო­ცე­სი ნელა მი­დის და მას ხელს უშ­ლის სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, თამ­ბა­ქო­სა და ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა.

სწო­რია მო­საზ­რე­ბა, რომ ლა­ზე­რით ამოკ­ვე­თი­ლი გლან­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა კვლავ გა­ი­ზარ­დოს?

ეს არის მითი. ტონ­ზი­ლექ­ტო­მი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გლან­დე­ბი აღარ იზ­რდე­ბა და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის მე­თოდს ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენტს 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ენიშ­ნე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი დი­ე­ტა და მკურ­ნა­ლო­ბა. 22–ე დღი­დან კი მას ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვა ეხ­სნე­ბა. ოპე­რა­ცი­ი­დან 1 თვე­ში ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­საც შე­უძ­ლია და­უბ­რუნ­დეს. ტონ­ზი­ლე­ბი პა­ცი­ენტს აღა­რას­დროს შე­ა­წუ­ხებს.

ბერ­დია ბე­რი­ძეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 032 2 190 190

AngelA
0

არასოდეს არ უნდა მოიკვეთოს. ისწავლეთ მკურნალობა გლანდების!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როდის არ არის სასურველი გლანდების ამოკვეთა – ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე

როდის არ არის სასურველი გლანდების ამოკვეთა – ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე

საჭიროა თუ არა გლანდები? რას ნიშნავს დაღარული გლანდები? აუცილებელია, რომ გლანდები ამოვიჭრა? ლაზერით რომ გავიკეთო ოპერაცია, გლანდები კვლავ გამეზრდება? გლანდები რომ მაქვს, იმიტომ ვიღლები ადვილად? – ეს ნაწილია იმ კითხვებისა, რომლებზეც ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა. ხოლო მათ, ვისაც ხშირი ანგინა აწუხებს, ეს კითხვები მუდმივად თავში უტრიალებს.

გლანდები, იგივე ტონზილები ლიმფური ქსოვილია, რომელიც ხახის გვერდით კედლებშია მოთავსებული და ვალდეიერის ლიმფური ჯაჭვის ნაწილია. მასთან ერთად აღნიშნული ჯაჭვის ნაწილებია: ადენოიდები, ენის ძირის ტონზილა და ევსტაქის მილების ტონზილები. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტო–რინო–ლარინგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბერდია ბერიძის განმარტებით, ეს ჯაჭვი ქმნის ადგილობრივი იმუნიტეტის სისტემას, რომელიც ფარის ფუნქციას ასრულებს და შესუნთქულ ჰაერში არსებულ ბაქტერიებსა და ვირუსებთან ბრძოლაში პირველ დარტყმას საკუთარ თავზე იღებს.

„ტონზილები ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა. მცდარია წარმოდგენა, რომ მას განსაკუთრებული ფუნქცია არ აქვს. სამწუხაროდ, ათეული წლის წინ იყო მიდგომა, რომ კონკრეტული ჩვენების არარსებობის მიუხედავად ტონზილექტომიას ყველას უკეთებდნენ. ქირურგები ამაყობდნენ კიდეც, რომ ბევრი ტონზილექტომია ჰქონდათ გაკეთებული. ევროპაში ეს მიდგომა მიუღებელია, თუ ბევრი ტონზილექტომია გაქვს გაკეთებული, ეს ნიშნავს, რომ არასწორად მკურნალობ. ტონზილები ჰაერის ფილტრაციაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და მისი ჩვენების გარეშე ამოკვეთა სწორი ნამდვილად არაა,“ – განმარტავს ბერდია ბერიძე.

როგორია ტონზილების მუშაობის პრინციპი? როგორ ახერხებს ის ჰაერის გაფილტვრას?

პაციენტები ხშირად წუხან, რომ დაღარული გლანდები აქვთ და საოპერაციო ჰგონიათ. რეალურად კი სწორედ ამ ღარების ანუ კრიპტების საშუალებით ხდება ფილტრაცია. კრიპტები იჭერს მკვდარ ეპითელიუმს, საჭმლის ნარჩენებს, ბაქტერიებს, ვირუსებს და პერიოდულად ყველაფერს ერთიანად იშორებს. ეს ყველაფერი ტონზილებზე თეთრი ხაჭოსებრი ბუშტუკების სახით გროვდება და მას არასასიამოვნო სუნი აქვს. ბუშტუკები ხშირად შეცდომით ჩირქი ჰგონიათ. რეალურად კი გლანდების გამართულად მუშაობის შედეგია. ისინი კანს თავისით შორდება და ხელოვნურად მოშორება არ სჭირდება. ხშირად პაციენტები შპადელით, ყურის ჩხირით ცდილობენ მოშორებას, რაც რიგ შემთხვევაში შეიძლება ინფექციის გაჩენის მიზეზიც კი გახდეს.

არის შემთხვევები, როდესაც ბუშტუკების გაჩენის პროცესი დაჩქარებული და გახშირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტონზილები გამართულად ვერ მუშაობს და ოპერაციაა გასაკეთებლი. ეს გამოწვეულია ხოლმე კუჭ–ნაწლავის პრობლემებით, მაგალითად, კუჭის რეფლუქსით. ამიტომ პაციენტებს ვურჩევთ, მოიგვარონ საწყისი პრობლემები და დისკომფორტის ადგილობრივად მოსახსნელად სხვადასხვა მცენარეულ პრეპარატსაც ვუნიშნავთ.

როდის არის ტონზილიტი ქრონიკული?

მიდგომა, რომ ვისაც გლანდი აქვს, ყოველთვის ქრონიკული ტონზილიტია, არასწორია. ქრონიკული ტონზილიტი შეიძლება იყოს ორი სახის: კომპენსირებული და დეკომპენსირებული. კომპენსირებულია, როდესაც ქრონიკული ანთება არც ისე ხშირი ანგინებით გამოიხატება. ეს შეიძლება იყოს წლის განმავლობაში 2–3 ანგინა. ამ შემთხვევაში ტონზილიტი მედიკამენტოზურად იკურნება. მცენარეული პრეპარატები, რომლებიც ბაზარზე ფართოდ ხელმისაწვდომია, პრობლემის გადასაჭრელად საკმარისია. ისინი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციის ალაგებას ახდენს და ხელს უწყობს ლიმფოდრენაჟს. ლიმფა უნა ამოძრავდეს, რომ გლანდის ფუნქციის გამოცოცხლება მოხდეს.

ხოლო როდესაც დეკომპენსირებული ქრონიკული ტონზილიტია, მაშინ ქირურგიული ჩარევა აუცილებელია. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, დეკომპენსირებული ტონზილიტის დიაგნოზის სწორად დასმა.

კონკრეტულად რა შემთხვევაში, რა სიმპტომების დროს არის საჭირო გლანდების ამოკვეთა?

ამის გადასაწყვეტად ექიმები სპეციალურ გაიდლაინებს ვიყენებთ. გაიდლაინებში კონკრეტულად არის გაწერილი ტონზილექტომიის ჩვენებები და „ნიუ ჰოსპიტალსშიც“ ამ დოკუმენტებით ვხელმძღვანელობთ. მაგალითად, სამი კრიტერიუმია, რომელიც კლასიკური დეკომპენსირებული ტონზილიტის დიაგნოზის დასმაში გვეხმარება და ამ დროს შეგვიძლია თამამად დავნიშნოთ ოპერაცია. ესენია: პაციენტს წლის განმავლობაში გადატანილი უნდა ჰქონდეს 7 ანგინა, გასული წლის განმავლობაში უნდა ჰქონოდა ანგინის 5 ეპიზოდი ან ორი წლის განმავლობაში – ზედიზედ სამი ანგინა.

გვაქვს შემთხვევები, როდესაც დაავადება ასე კლასიკურად არაა გამოხატული, მაგრამ არსებობს სიმპტომები, რომლებიც ქირურგიული ჩარევის დიაგნოზის დასმის საშუალებას გვაძლევს. ესენია: სახსრების ტკივილი, ადვილად დაღლა, წელის ტკივილი, დისკომფორტი გულის მიდამოში, ცუდი სუნი პირიდან და გასინჯვის დროს ზეწოლით თხიერი ჩირქი უნდა ფიქსირდებოდეს.

არის მესამე ვარიანტიც. ამ დროს გლანდი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, მაგრამ ზომაში ძალიან დიდი. ამ შემთხვევაში ტონზილები იმდენად დიდია, რომ დაწოლილ მდგომარეობაში ერთმანეთს ედება და ძილის დროს იწვევს ღამის აპნოეს, რაც საშიში და სახიფათოა. ამ დროსაც ოპერაცია ინიშნება.

თქვენ მიერ ჩამოთვლილ სხვადასხვა სიმპტომატიკას, მათ შორის, სახსრებისა და გულის პრობლემებს, გლანდებში დაგროვებული ჩირქი იწვევს?

დიახ, მართლაც იწვევს ჩირქი, თუმცა ამ ჩირქს თავად პაციენტი ვერ ხედავს. მისი ნახვა მხოლოდ ექიმს შეუძლია სპეციალური მანიპულაციით. თხიერი ჩირქი ტონზილებში იმის მანიშნებელია, რომ იქ ინფექციის მუდმივი წყაროა და მას ანტიბიოტიკოთერაპიით ვერ უმკურნალებ. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებში ექიმები ხშირად ანტიბიოტიკებით მკურნალობას ნიშნავენ, მაგრამ ეს სრულიად უშედეგოა და საბოლოოდ ოპერაცია კეთდება.

ზოგადად, თუკი არ გვაქვს ღამის აპნოე, ტონზილექტომია გადაუდებელი ოპერაცია არაა. თუმცა დროის სვლასთან ერთად, უფრო ღრმავდება ჩამოთვლილი სიმპტომები და დაავადება შემაწუხებელი ხდება. ამიტომ უმჯობესია, რომ ინფექციის წყაროს მოშორება დროულად მოხდეს. ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში აღნიშნული სტრეპტოკოკული ინფექცია გულის სარქველების კარედებსაც აზიანებს.

ტონზილექტომია კეთდება როგორც ტრადიციული მეთოდით, ისე ლაზერით. რა განსხვავებაა მათ შორის?

ზოგადად, სამედიცინო განვითარება იმაზეა მიმართული, რომ პაციენტმა ნაკლები იწვალოს და ამა თუ იმ ქირურგიულ ჩარევას ნაკლები გვერდითი მოვლენები ჰქონდეს. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. ლაზერით გაკეთებული ტონზილექტომია ბევრად უფრო დამზოგველია. რადგან ის ნაკლებად აზიანებს გარშემო ჯანმრთელ ქსოვილს, შედეგად პოსტოპერაციულ პერიოდში ნაკლებია ტკივილი და სისხლდენის ალბათობა. გამოჯანმრთელების პროცესი ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს. „ნიუ ჰოსპიტალსში“ 8 წლის წინ დავიწყეთ ლაზერით ტონზილექტომია და პირველები ვიყავი ქვეყანაში, ვინც ტონზილექტომია „ბიოლტეკის“ ბრენდის დიოდური ლაზერით გავაკეთეთ. თავიდან მხოლოდ ბავშვებში ვაკეთებდით. შემდეგ გერმანელებმა მოგვცეს გაიდლაინი, რომ ზრდასრულებშიც შეიძლება და ბოლო პერიოდში ოპერაციების უდიდესი ნაწილი სწორედ ლაზერით კეთდება. ამ მეთოდით ჩატარებული ოპერაციები საშუალოდ 7–10 წუთი გრძელდება.

ხშირად საუბრობენ პოსტოპერაციული პერიოდის სირთულეზე. ასაკის მატებასთან უფრო რთული გადასატანი ხდება ის?

ტონზილექტომია ტექნიკურად მარტივი ოპერაციაა, თუმცა რეაბილიტაციის მხრივ არის გარკვეული სირთულეები. პოსტოპერაციული პერიოდისთვის ასაკობრივი ზღვარი მართლაც არსებობს. ბავშვებს გაცილებით მარტივად გადააქვთ ის, ვიდრე – დიდებს. გარდატეხის ასაკის შემდეგ აღარ აქვს მნიშვნელობა, 18 წლის იქნება პაციენტი თუ 40 წლის. ოპერაციის შემდგომი პერიოდი უკვე თანაბრად რთულია ყველასთვის. მიზეზი კი ისაა, რომ დიდებში შეხორცების პროცესი ნელა მიდის და მას ხელს უშლის სხვადასხვა ფაქტორები, მაგალითად, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება.

სწორია მოსაზრება, რომ ლაზერით ამოკვეთილი გლანდები შეიძლება კვლავ გაიზარდოს?

ეს არის მითი. ტონზილექტომიის ჩატარების შემდეგ გლანდები აღარ იზრდება და ქირურგიული ჩარევის მეთოდს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ოპერაციის შემდეგ პაციენტს 21 დღის განმავლობაში ენიშნება სპეციფიკური დიეტა და მკურნალობა. 22–ე დღიდან კი მას ყოველგვარი შეზღუდვა ეხსნება. ოპერაციიდან 1 თვეში ფიზიკურ აქტივობასაც შეუძლია დაუბრუნდეს. ტონზილები პაციენტს აღარასდროს შეაწუხებს.

ბერდია ბერიძესთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190

ალდაგი - ბიზნესის საუკეთესო მზღვეველი 2021

რა კომპონენტებისგან შედგება წარმატებული სტუდენტობა?

თამბაქოს ზიანის შემცირების ტექნოლოგია - თამბაქოს წვა vs გახურების ტექნოლოგია