ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები დღეს ჩამოვლენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ექსპერტები სამუშაოებში, სავარაუდოდ, ხვალიდან ჩაერთვებიან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
გარდა იმისა, რომ 90% საქმისა, არაპროფესიონალების ხელით კეთდება (ეს ეხლა კი არა, 2003 წლიდან ასეა) და შესაბამისი სპეციალისტები "ჩარეცხეს", იმის ბრალიცაა, რომ ყველა ხო თბილისში მოდის და ყველას ვაკე-საბურთალოზე უნდა ბინა...
იიიი რა მინდებიენ გლდანში და იიიი ვარკეთილში რაფერ ვიხცხოვრებ და ეგეთი ფრაზები, ვითომ ეხლა მილანში ან პარიზში ჰქონდეთ გატარებული ბავშვობა. მაგას მე არ ვიძახი, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი კაცი, სოფელიც რომ არ მაქვს და დიდი ბაბუაც რომ ტბილისშია დაბადებული :)))))))
მართლა არ მინდა ვაკე-საბურთალოსკენ ცხოვრება რა... სულ საცობი და სულ აურზაურია... იმ დღეს მომიწია მაქეტკენ წასვლა მანქანით და 2 საათი ვიდექი საცობში. კინაღამ გავჭედე... ცოტაც და მივატოვებდი მანქანას სააკაძის მოედანზე და წავიდოდი ფეხით...
შეწყდეს ამდენი და ამხელა ცათამბჯენების მშენებლობა ჩვენს ქალაქში. კვირაში დააკვირდით ყოველ დღე მიწისძვრა ფიქსირდება, ეს არ ნიშნავს იმას რომ დაგვაფიქროს