სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზასთან მდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, მოსახლეობაში პანიკის დათესვა ხდება" - ბენდელიანი
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზასთან მდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, მოსახლეობაში პანიკის დათესვა ხდება" - ბენდელიანი

სამ­წუ­ხა­როა, რომ რიგი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნიც არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კის და­თეს­ვა”,- ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დზე მე­წყრუ­ლი პრო­ცეს­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც ბენ­დე­ლი­ა­ნი აცხა­დებს, მო­ნი­ტო­რინ­გის და კვლე­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ შე­წყვე­ტი­ლა არც ერთი წუ­თით.

„რო­გორც გა­სულ დღე­ებ­ში აღ­ვნიშ­ნეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თბი­ლი­სის მე­რია ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, ჩვენ მიერ მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი­სა და და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. კი­დევ ერთხელ გაც­ნო­ბებთ, რომ ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა-პრო­ექ­ტი­რე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ჯგუ­ფის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა 24-სა­ა­თი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გი.

დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ფერ­დზე გაჩ­ნდა ახა­ლი ნაპ­რა­ლე­ბი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ა­კე­თებს გან­მარ­ტე­ბას. სამ­წუ­ხა­როა, რომ რიგი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნიც არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კის და­თეს­ვა.

დღეს კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნეთ, თით­ქოს თბი­ლი­სის მე­რია ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლევს და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტებს. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რო­გორც მო­ნი­ტო­რინ­გი, ისე კვლე­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ შე­წყვე­ტი­ლა არც ერთი წუ­თით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა მა­ღა­ლი რან­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან, უწყვეტ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა გარე პი­რებს, მათი ად­გილ­ზე დაშ­ვე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

რო­გორც უკვე გაც­ნო­ბეთ, მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ის­წავ­ლი­ან მდგო­მა­რე­ო­ბას და ამის შემ­დგომ და­ი­გეგ­მე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი”,-აცხა­დებს ბენ­დე­ლი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზასთან მდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, მოსახლეობაში პანიკის დათესვა ხდება" - ბენდელიანი

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზასთან მდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, მოსახლეობაში პანიკის დათესვა ხდება" - ბენდელიანი

სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა”,- ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე მეწყრული პროცესზე ისაუბრა.

როგორც ბენდელიანი აცხადებს, მონიტორინგის და კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით.

„როგორც გასულ დღეებში აღვნიშნეთ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერია ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობის, ჩვენ მიერ მიღებული ზომებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი გააკეთებს განმარტებას. სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა.

დღეს კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისის მერია ადგილზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც მონიტორინგი, ისე კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მაღალი რანგის სპეციალისტებისგან, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება გარე პირებს, მათი ადგილზე დაშვება შეზღუდულია, მხოლოდ და მხოლოდ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

როგორც უკვე გაცნობეთ, მომავალი კვირიდან შემოგვიერთდებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას და ამის შემდგომ დაიგეგმება კონკრეტული სამუშაოები”,-აცხადებს ბენდელიანი.

გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო

"ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წელია არსებობენ... საფრთხე არ არსებობს" - გეოლოგი

"ბორჯღალოსნებმა" კალინინგრადში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს