პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანია, საფრანგეთი და იტალია "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებენ
გერმანია, საფრანგეთი და იტალია "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებენ

გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, იტა­ლია და სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ გა­მო­ყე­ნე­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ.

გერ­მა­ნი­ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, იენს შპა­ნის გან­მარ­ტე­ბით, „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ გა­მო­ყე­ნე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის აცრა პა­რას­კე­ვი­დან გა­ნახ­ლდე­ბა.

დღე­ი­დან გა­ნახ­ლდე­ბა ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა საფ­რან­გეთ­შიც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნით დღეს ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჟან კას­ტექ­სი აიც­რე­ბა.

ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას გა­ნა­ახ­ლებს იტა­ლი­აც. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­რიო დრა­გის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა აიც­რას.

„ას­ტრა­ზე­ნე­კას“ გა­მო­ყე­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს კვიპ­როს­მა, ლატ­ვი­ამ და ლი­ე­ტუ­ვამ. ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

ქვეყ­ნებ­მა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ გა­მო­ყე­ნე­ბა რან­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნის, მათ შო­რის თრომ­ბის წარ­მოქ­მნის, გამო დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რეს. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი გუ­შინ ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს“ მიერ წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღეს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 1. ვაქ­ცი­ნის სარ­გე­ბე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ საფრ­თხეს­თან ბრძო­ლა­ში კვლავ აჭარ­ბებს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის რისკს. 2. ვაქ­ცი­ნა არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში სის­ხლის კოლ­ტე­ბის სა­ერ­თო რის­კე­ბის (თრომ­ბო­ემ­ბო­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის) ზრდას­თან. ამას­თან, სა­ა­გენ­ტოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ემერ ქუქ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ეს არის უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა. მისი სარ­გე­ბე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვის მხრივ აჭარ­ბებს შე­სა­ლო რის­კებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რობერტი
11

აბა ის ხალხი რას იტყვის "იიი მთელმა ევროპამ აკრძალა და ჩვენ რას გვერჩით კაცოო", რას მოიფიქრებენ ნეტა ისევ დაჩიპვის თეორიას ვუბრუნდებით ვაქცინასთან საბრძოლველად? რათქმაუნდა შეიძლება ქონდეს ადამიანს ცუდი განწყობა ვაქცინის მიმართ მაგრამ რა არგუმენტები მოგავთ მაგას მაინც დაუკვირდით ხოლმე.

ანოტაცია
7

ვითხოვ ასტრა ზენეკას სრულ ანოტაციას,ყველა რისკ ფაქტორებით.იძახდნენ უსაფრთხოაო,არა მჯერა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გერმანია, საფრანგეთი და იტალია "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებენ

გერმანია, საფრანგეთი და იტალია "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებენ

გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა ევროპული ქვეყნები აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკას“ გამოყენებას განაახლებენ.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განმარტებით, „ასტრაზენეკას“ გამოყენებით მოსახლეობის აცრა პარასკევიდან განახლდება.

დღეიდან განახლდება ვაქცინის გამოყენება საფრანგეთშიც. აღსანიშნავია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აიცრება.

ვაქცინის გამოყენებას განაახლებს იტალიაც. პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის თქმით, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას.

„ასტრაზენეკას“ გამოყენების განახლების შესახებ განაცხადეს კვიპროსმა, ლატვიამ და ლიეტუვამ. ესპანეთის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ვაქცინის გამოყენების განახლების საკითხს განიხილავენ.

ქვეყნებმა „ასტრაზენეკას“ გამოყენება რანდენიმე პაციენტში ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი ეფექტების გამოვლენის, მათ შორის თრომბის წარმოქმნის, გამო დროებით შეაჩერეს. ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება კი გუშინ ევროპის წამლის სააგენტოს“ მიერ წინასწარი მოკვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ 1. ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის ფართოდ გავრცელებულ საფრთხესთან ბრძოლაში კვლავ აჭარბებს გვერდითი ეფექტების რისკს. 2. ვაქცინა არ არის დაკავშირებული ვაქცინირებულ პაციენტებში სისხლის კოლტების საერთო რისკების (თრომბოემბოლური მოვლენების) ზრდასთან. ამასთან, სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ ქუქმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. მისი სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანების დაცვის მხრივ აჭარბებს შესალო რისკებს.

ვაქცინამ სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 76%-იანი, მძიმე დაავადების მიმართ კი 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა - უახლესი კვლევა  "ასტრაზენეკას" შესახებ

"ეს შეცდომა იყო...პატიებას ვთხოვ მოქალაქეებს" - ანგელა მერკელმა სააღდგომოდ მკაცრი "ლოქდაუნის" შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა

პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ორჯერ მონაწილეობის უფლება მიენიჭა - შესაბამისი კანონი რუსეთის დუმამ დაამტკიცა