მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინ ვაქცინა და უკან მეწყერიო, შენი არ იცოდე და სხვისას არ იჯერებდეო, ეგრეა ჩვენი საქმე" - როგორ ეხმაურებიან ექთნის კომაში ჩავარდნის ფაქტს "ფეისბუქზე"?
"წინ ვაქცინა და უკან მეწყერიო, შენი არ იცოდე და სხვისას არ იჯერებდეო, ეგრეა ჩვენი საქმე" - როგორ ეხმაურებიან ექთნის კომაში ჩავარდნის ფაქტს "ფეისბუქზე"?

ახალ­ცი­ხე­ში, კლი­ნი­კა "იმედ­ში" მო­მუ­შა­ვე ექთა­ნი, აც­რის შემ­დეგ კო­მა­ში ჩა­ვარ­და, მას ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და. 27 წლის ქალ­ბა­ტო­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ის ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი.

"სამ­წუ­ხა­როდ, 30 წუთ­ში გან­ვი­თარ­და და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი რე­აქ­ცია. ჯერ არ ვი­ცით ეს ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია იყო თუ სხვა ტი­პის, თუმ­ცა ექი­მე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ეს ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ას ჰგავ­და. ადა­მი­ანს ად­გილ­ზე დრო­უ­ლად ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა. ამის შემ­დეგ არ მო­იხ­სნა რე­აქ­ცია და გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

მდგო­მა­რე­ო­ბა სწრა­ფად დამ­ძიმ­და და სა­ჭი­რო იქნა მისი ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნა. ამ­ჟა­მად ად­გილ­ზე ჩა­სუ­ლია კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ბრი­გა­და და ავად­მყო­ფის ევა­კუ­ა­ცია ხდე­ბა თბი­ლის­ში. მოკ­ვლე­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე, ჯერ­ჯე­რო­ბით მი­ზეზ-შე­დე­გობ­რივ კავ­ში­რებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ“,- გა­ნა­ცხა­და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მომ­ხდარ ფაქტს უკვე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო, ასე­ვე სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ვაქ­ცი­ნის უკუ­რე­აქ­ცი­ა­ზე და ანაფ­ლაქ­სი­ურ შოკ­ზე "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რა­ვი პოს­ტი იწე­რე­ბა.

ზუ­რაბ გუ­რუ­ლი, აშშ-ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი: 1. ანა­ფი­ლაქ­სუ­რი შოკი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სა­ხის ვაქ­ცი­ნის შე­საძ­ლო, იშ­ვი­ა­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტი და მისი გან­ვი­თა­რე­ბა არ ნიშ­ნავს ვაქ­ცი­ნის უხა­რის­ხო­ბას.2. ანა­ფი­ლაქ­სუ­რი შო­კის სტან­დარ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მთა­ვარ კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს ად­რე­ნა­ლი­ნი.3. არ­სე­ბობს ასე­ვე იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ანა­ფი­ლაქ­სუ­რი რე­აქ­ცია არ ემორ­ჩი­ლე­ბა ად­რე­ნა­ლი­ნით მკურ­ნა­ლო­ბას.მა­შინ მარ­თვი­თი სუნ­თქვა და სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბია სა­ჭი­რო, მათ შო­რის სტე­რო­ი­დე­ბი.4. გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და ად­რე­ნა­ლი­ნის მი­მართ რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ანა­ფი­ლაქ­სუ­რი რე­აქ­ცია რთუ­ლი სა­მარ­თა­ვია, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში და­დე­ბი­თად სრულ­დე­ბა და არ ახ­ლავს ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი.

5. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ქარ­თველ რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­თა გა­მოც­დი­ლი გუნ­დი წარ­მა­ტე­ბით გა­უმკლავ­დე­ბა ამ გა­მოწ­ვე­ვას.6. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი უზ­ნე­ო­ბაა ( სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა­გან კი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ) ამ სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ნიშ­ნის მო­გე­ბით სა­უ­ბა­რი, რად­გან ასე­თი იშ­ვი­ა­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ე­ბის დროს.7. სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა და სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბი პა­ცი­ენ­ტსა და მის ოჯახს.

არ­ჩილ მარ­შა­ნია, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი: ბრი­ფინ­გი­დან რაც ირ­კვე­ვა არის ის, რომ ახალ­ცი­ხე­ში მწვა­ვე ალერ­გი­ულ შემ­თხვე­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი. უბ­რა­ლოდ ამ შემ­თხვე­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­წე­რის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა და მი­თუ­მე­ტეს "ხომ ვამ­ბობ­დი" პა­თო­სი, მა­შინ როცა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში არა ანა­ფი­ლაქ­სი­ა­ზე, არა­მედ და­უ­დას­ტუ­რე­ბელ თრომ­ბი­ზებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი არის უკი­დუ­რე­სად არა­ე­თი­კუ­რი, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლი. მთა­ვა­რია პა­ცი­ენ­ტი იყოს კარ­გად და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის არ იქ­ნას ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი: მარ­თა­ლია, უთა­ვო და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, უნი­ა­თო მთავ­რო­ბაც გვყავს, მაგ­რამ ჩვენ უნდა შევ­ძლოთ და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის რომ რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ეს უმ­წი­რე­სი ვაქ­ცი­ნა­ცია მა­ინც არ ჩა­ვარ­დეს - ალ­ბათ ისევ ცალ­კე­უ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხარ­ჯზე. მღვდლე­ბის­თვის კი არ უნდა გეხ­ვეწ­ნათ აგი­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა (რომ­ლე­ბიც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახალ­ცი­ხის შემ­დეგ, აგი­ტა­ცი­ა­ზე თა­ვი­სი უა­რის სიბ­რძნით კმა­ყო­ფი­ლე­ბას გა­ნიც­დი­ან). სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მის გა­რე­თაც, უამ­რა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რომ მო­გი­წო­დებ­დათ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბას და დახ­მა­რე­ბა­საც გთა­ვა­ზობ­დათ, კუდი ყა­ვარ­ზე არ უნდა გა­გე­დოთ, სა­კუ­თა­რი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა მი­გე­ჩექ­მათ და მათ­თვის მო­გეს­მი­ნათ.

არ ვიცი, რა ტი­პის შოკი იყო ახალ­ცი­ხე­ში, ან შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა მას­თან გამ­კლა­ვე­ბა - არ ვარ ამის სპე­ცი­ა­ლის­ტი და ფე­ის­ბუ­კის ტრა­დი­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ამა­ზე არ ვიმ­სჯე­ლებ. მაგ­რამ მას მო­ყო­ლილ სა­ინ­ფორ­მა­ციო შოკ­თან გამ­კლა­ვე­ბა ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბო­და - ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე ბევ­რად ადრე, მის რა­ო­ბა­ზე, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბა­ზე, ამის სტა­ტის­ტი­კა­ზე რომ მა­სობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. თუ, მე შენ გე­ტყვი, ისე­თი მაგ­რე­ბი ხართ, ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნა მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლებ­მა ჩა­მო­ი­ტა­ნეთ და გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და... ყვე­ლა­ფე­რიც არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ წინ ვაქ­ცი­ნა და უკან მე­წყე­რიო, თუ შენი არ იცო­დე და სხვი­სას არ იჯე­რებ­დეო, ეგ­რეა ჩვე­ნი საქ­მე

ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი: 1. ახლა უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვი ახალ­ცი­ხე­ლი მე­დი­კო­სის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბაა.2. გარ­თუ­ლე­ბა და გვერ­დი­თი ეფექ­ტი შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს ნე­ბის­მი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას და პრე­პა­რატს. აც­რის ყვე­ლა პუნ­ქტი სა­თა­ნა­დოდ უნდა იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის­თვის.3. ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა გაგ­რძელ­დეს! ჩემი შვი­ლი უკვე აიც­რა, ვე­ლო­დე­ბი ვაქ­ცი­ნის მო­რიგ პარ­ტი­ას, რომ ჩემი 70+ ასა­კის მშობ­ლე­ბი აიც­რან.4. შე­იძ­ლე­ბა ჩემი მშობ­ლე­ბის აც­რას გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვეს?

შე­იძ­ლე­ბა. ოღონდ რის­კი, რომ აც­რას გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, 100,000-ჯერ ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე და­ღუპ­ვის რის­კი, თუკი ვირუ­სი შეხ­ვდათ. ამი­ტომ მე წა­ვიყ­ვან მათ ასაც­რე­ლად.5. სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნია არა­თუ და­სა­წყე­ბია, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი­ცაა.6. დღეს კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბო­და აც­რის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ამი­ტომ მთავ­რო­ბამ- უნდა მოგ­ვცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლა მსურ­ველს, დავ­რე­გის­ტრირ­დეთ შე­სა­ბა­მის პორ­ტალ­ზე;- მსურ­ველ­თა სია და­იხ­ლი­ჩოს ასა­კობ­რივ და რისკ-ჯგუ­ფე­ბად და ვაქ­ცი­ნის მო­რი­გი პარ­ტი­ე­ბის შე­მოს­ვლის პა­რა­ლუ­ლუ­რად აიც­რას ყვე­ლა მსურ­ვე­ლი. (რა თქმა უნდა, ჩემ­ზე ასა­კო­ვა­ნი მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც რომ და­რე­გის­ტრირ­დეს, უპი­რა­ტე­სო­ბა მას უნდა მი­ე­ნი­ჭოს).ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა გაგ­რძელ­დეს!

სოსო დო­ლი­ძე, ბლო­გე­რი: კო­რო­ნა­თი ყო­ვე­ლი ათა­სი კა­ცი­დან 5-6 კვდე­ბა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ით კი სა­დღაც ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ში ერთი. ეს სა­პირ­წო­ნედ მა­ინც ვერ გა­მოდ­გე­ბა ან­ტი­ვაქ­სე­რის­თვის, რად­გან კო­რო­ნა ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში არ და­ე­მარ­თე­ბა ადა­მი­ანს. იმე­დია ის მედ­და მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, მაგ­რამ ერთი კი ფაქ­ტია, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან უიღ­ბლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით. ჯერ მხო­ლოდ 3000 კაცი აც­რეს და უკვე გვაქვს მძი­მედ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი: აქ ჩემ­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი ხალ­ხი, რამე რომ მოხ­დე­ბა, მა­შინ­ვე იწყე­ბენ მტკი­ცე­ბას, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია არის კარ­გი და ას­ტრა-ზე­ნე­კა სა­უ­კე­თე­სო.გა­ვი­გეთ ბა­ტო­ნე­ბო. აქ პრობ­ლე­მაა პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის ჩაფ­ლა­ვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი პერ­სო­ნა­ლის და პი­რო­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა. რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე, მას­შტა­ბუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა. მა­გა­ლი­თის ჩვე­ნე­ბა და ა.შ. ყვე­ლა­ფე­რი ამის ნაც­ვლად ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ის პი­რა­დად არ აიც­რე­ბო­და და პატ­რი­არ­ქთან გა­იქ­ცა და­სახ­მა­რებ­ლად. ვერ ხე­დავთ, რომ ის არის მთა­ვა­რი ანტი-ვაქ­სე­რი. თქვენ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ამას მშვი­დად უნდა ვუ­ყუ­როთ?

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი: მე­გობ­რე­ბო, მათ შო­რის, კო­ლე­გე­ბო, უ-იშ­ვი­ა­თე­სი შემ­თხვე­ვაა რაც ახალ­ცი­ხე­ში მოხ­და, არ ადას­ტუ­რებს კი არა, სა­ეჭ­ვო­საც არ ხდის "ას­ტრა-ზე­ნე­კას" ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას... კარ­გია აცრა, კარ­გია ას­ტრა­ზე­ნე­კა და კარ­გია და კარ­გია და კარ­გია! ან­ტი­ვაქ­სე­რულ ისე­დაც მძლავრ მოძ­რა­ო­ბას აძ­ლი­ე­რებთ როცა აპო­კა­ლიპ­ტუ­რად წარ­მო­ა­ჩენთ ახალ­ცი­ხის ამ­ბავს... ჩვე­უ­ლებ­რივ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზეც ხდე­ბა ამ­გვა­რე­ბი. იმ ქალ­ბა­ტონს კი ჯან­მრთე­ლო­ბა უნდა ვუ­სურ­ვოთ.

რა­მაზ ხა­ტი­აშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი: თვითმფრი­ნა­ვე­ბი ვარ­დე­ბა, ხალ­ხი იღუ­პე­ბა, მაგ­რამ სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტს არა­ვინ აუქ­მებს. ამა­ვე დროს, არ­სე­ბობს ხალ­ხი, რო­მე­ლიც თვითმფრი­ნა­ვით არ მგზავ­რობს, იმი­ტომ რომ იმ მი­ნი­მა­ლუ­რი ალ­ბა­თო­ბი­საც ეში­ნია. ეს ბუ­ნებ­რი­ვია და ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის იარ­სე­ბე­ბენ. კარ­გია, თუ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი აიც­რე­ბა. ვლო­ცუ­ლობ, რომ ის გოგო გა­დარ­ჩეს.

შოთა უტი­აშ­ვი­ლი, შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი: სად იყო ჯერ კო­რო­ნა და ვაქ­ცი­ნა, როცა ორ­ჯერ მქონ­და ეგ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი. ერთხელ კნე­ი­ნამ რა­ღაც ან­ტი­ბი­ო­ტი­კი შე­მას­ხუ­რა ყელ­ში და მე­ო­რედ, ცოტა ბევ­რი შო­კო­ლა­დი ვჭა­მე.

ჟურ­ნა­ლის­ტი ლე­ვან ბუ­თხუ­ზი: მთავ­რო­ბავ! თუ ჭკუა გაქვთ ნუ გა­ჯი­უტ­დე­ბით ახლა და სას­წრა­ფოდ გა­მო­ა­ცხა­დეთ სა­ყო­ველ­თაო ვაქ­ცი­ნა­ცია არ­სე­ბუ­ლი მა­რა­გით მათ­თვის ვინც, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, თა­ნახ­მა ვართ ავიც­რათ! გახ­სე­ნით თქვე­ნი ეს სა­ი­ტი ყვე­ლას­თვის (https://booking.moh.gov.ge/). ხომ ხე­დავთ, თქვე­ნი პერ­სო­ნა­ლი მა­ინც არ იკე­თებს და ჩვენ მა­ინც მოგ­ვე­ცით უფ­ლე­ბა მათ­გან და­ვიც­ვათ თავი!გეს­მით? – სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) !!!ისე, რა უბე­დუ­რე­ბაა მედ­პერ­სო­ნა­ლის­გან რომ გვი­წევს თავ­დაც­ვა! ეხლა ტუტ­რუ­ცა­ნე­ბი არ გა­მოხ­ტეთ ტექ­სტით – “ექი­მი ვარ და ავი­ცე­რი”. თქვენ არ გგუ­ლის­ხმობთ! ყო­ჩაღ თუ აი­ცე­რით!".

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
133

ვკითხულობ ამ წარმოუდგენლად უზნეო ხალხის მოსაზრებებს და გაოცებული ვარ მინდა მათ ვუთხრა ხალხო თქვენ ნორმალურები ხართ? ევროპის 22 მა ქვეყანამ გააჩერა ეს ვაქცინა მათ შორის გერმანიამ თქვენ ვინ ხართ რა თანხას ელოდებით ასეთს რომ ადამიანების სიცოცხლეზე ასე თამაშობთ თქვა ავაზაკებო

ავთო
13

ნინის-რა თანხაზე ლაპარაკობ საინტერესოა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"წინ ვაქცინა და უკან მეწყერიო, შენი არ იცოდე და სხვისას არ იჯერებდეო, ეგრეა ჩვენი საქმე" - როგორ ეხმაურებიან ექთნის კომაში ჩავარდნის ფაქტს "ფეისბუქზე"?

"წინ ვაქცინა და უკან მეწყერიო, შენი არ იცოდე და სხვისას არ იჯერებდეო, ეგრეა ჩვენი საქმე" - როგორ ეხმაურებიან ექთნის კომაში ჩავარდნის ფაქტს "ფეისბუქზე"?

ახალციხეში, კლინიკა "იმედში" მომუშავე ექთანი, აცრის შემდეგ კომაში ჩავარდა, მას ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. 27 წლის ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

"სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჯერ არ ვიცით ეს ალერგიული რეაქცია იყო თუ სხვა ტიპის, თუმცა ექიმები გვეუბნებიან, რომ ეს ალერგიულ რეაქციას ჰგავდა. ადამიანს ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება. ამის შემდეგ არ მოიხსნა რეაქცია და გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.

მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო იქნა მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ამჟამად ადგილზე ჩასულია კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფის ევაკუაცია ხდება თბილისში. მოკვლევის დასრულებამდე, ჯერჯერობით მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ვერ ვისაუბრებთ“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მომხდარ ფაქტს უკვე ეხმაურებიან როგორც სამედიცინო, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლები. ვაქცინის უკურეაქციაზე და ანაფლაქსიურ შოკზე "ფეისბუქზე" უამრავი პოსტი იწერება.

ზურაბ გურული, აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი: 1. ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.2. ანაფილაქსური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი.3. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას.მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები.4. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი.

5. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას.6. წარმოუდგენელი უზნეობაა ( სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი ) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს.7. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს.

არჩილ მარშანია, რეანიმატოლოგი: ბრიფინგიდან რაც ირკვევა არის ის, რომ ახალციხეში მწვავე ალერგიულ შემთხვევაზეა საუბარი. უბრალოდ ამ შემთხვევის პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით გამოყენება და მითუმეტეს "ხომ ვამბობდი" პათოსი, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში არა ანაფილაქსიაზე, არამედ დაუდასტურებელ თრომბიზებზე იყო საუბარი არის უკიდურესად არაეთიკური, არაადამიანური და სამარცხვინო საქციელი. მთავარია პაციენტი იყოს კარგად და სპეკულაციებისთვის არ იქნას ეს ყველაფერი გამოყენებული.

დაჩი გრძელიშვილი, ჟურნალისტი: მართალია, უთავო და რიგ შემთხვევებში, უნიათო მთავრობაც გვყავს, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ რაოდენობრივად ეს უმწირესი ვაქცინაცია მაინც არ ჩავარდეს - ალბათ ისევ ცალკეული სამოქალაქო აქტივობების ხარჯზე. მღვდლებისთვის კი არ უნდა გეხვეწნათ აგიტაციის ჩატარება (რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ახალციხის შემდეგ, აგიტაციაზე თავისი უარის სიბრძნით კმაყოფილებას განიცდიან). საქართველოშიც და მის გარეთაც, უამრავი პროფესიონალი რომ მოგიწოდებდათ ვაქცინაციის კამპანიის დაწყებას და დახმარებასაც გთავაზობდათ, კუდი ყავარზე არ უნდა გაგედოთ, საკუთარი პატივმოყვარეობა მიგეჩექმათ და მათთვის მოგესმინათ.

არ ვიცი, რა ტიპის შოკი იყო ახალციხეში, ან შეიძლებოდა თუ არა მასთან გამკლავება - არ ვარ ამის სპეციალისტი და ფეისბუკის ტრადიციის მიუხედავად, ამაზე არ ვიმსჯელებ. მაგრამ მას მოყოლილ საინფორმაციო შოკთან გამკლავება ნამდვილად შეიძლებოდა - ვაქცინაციამდე ბევრად ადრე, მის რაობაზე, ვაქცინაციის შესაძლო გართულებაზე, ამის სტატისტიკაზე რომ მასობრივი საინფორმაციო კამპანია ჩატარებულიყო. თუ, მე შენ გეტყვი, ისეთი მაგრები ხართ, ასტრაზენეკას ვაქცინა მსოფლიოში პირველებმა ჩამოიტანეთ და გამოცდილება არ არსებობდა... ყველაფერიც არსებობდა, მაგრამ წინ ვაქცინა და უკან მეწყერიო, თუ შენი არ იცოდე და სხვისას არ იჯერებდეო, ეგრეა ჩვენი საქმე

ზურაბ ჭიაბერაშვილი: 1. ახლა უპირველესი საზრუნავი ახალციხელი მედიკოსის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.2. გართულება და გვერდითი ეფექტი შეიძლება ახლდეს ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას და პრეპარატს. აცრის ყველა პუნქტი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული გართულებისთვის.3. ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს! ჩემი შვილი უკვე აიცრა, ველოდები ვაქცინის მორიგ პარტიას, რომ ჩემი 70+ ასაკის მშობლები აიცრან.4. შეიძლება ჩემი მშობლების აცრას გართულება მოჰყვეს?

შეიძლება. ოღონდ რისკი, რომ აცრას გართულება მოჰყვეს, 100,000-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დაღუპვის რისკი, თუკი ვირუსი შეხვდათ. ამიტომ მე წავიყვან მათ ასაცრელად.5. საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია არათუ დასაწყებია, დაგვიანებულიცაა.6. დღეს კიდევ უფრო შემცირდებოდა აცრის მსურველთა რაოდენობა. ამიტომ მთავრობამ- უნდა მოგვცეს საშუალება ყველა მსურველს, დავრეგისტრირდეთ შესაბამის პორტალზე;- მსურველთა სია დაიხლიჩოს ასაკობრივ და რისკ-ჯგუფებად და ვაქცინის მორიგი პარტიების შემოსვლის პარალულურად აიცრას ყველა მსურველი. (რა თქმა უნდა, ჩემზე ასაკოვანი მოგვიანებითაც რომ დარეგისტრირდეს, უპირატესობა მას უნდა მიენიჭოს).ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს!

სოსო დოლიძე, ბლოგერი: კორონათი ყოველი ათასი კაციდან 5-6 კვდება. ვაქცინაციით კი სადღაც ნახევარ მილიონში ერთი. ეს საპირწონედ მაინც ვერ გამოდგება ანტივაქსერისთვის, რადგან კორონა ყველა ვარიანტში არ დაემართება ადამიანს. იმედია ის მედდა მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ ერთი კი ფაქტია, ძალიან, ძალიან უიღბლო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ჯერ მხოლოდ 3000 კაცი აცრეს და უკვე გვაქვს მძიმედ გართულებული შემთხვევა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: აქ ჩემთვის პატივსაცემი ხალხი, რამე რომ მოხდება, მაშინვე იწყებენ მტკიცებას, რომ ვაქცინაცია არის კარგი და ასტრა-ზენეკა საუკეთესო.გავიგეთ ბატონებო. აქ პრობლემაა პროცესის ორგანიზების ჩაფლავება. შესაბამისი პერსონალის და პირობების მომზადება. რისკ-ფაქტორების გამოკვლევა ვაქცინაციამდე, მასშტაბური სოციალური კამპანიის ორგანიზება. მაგალითის ჩვენება და ა.შ. ყველაფერი ამის ნაცვლად ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ ის პირადად არ აიცრებოდა და პატრიარქთან გაიქცა დასახმარებლად. ვერ ხედავთ, რომ ის არის მთავარი ანტი-ვაქსერი. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამას მშვიდად უნდა ვუყუროთ?

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი: მეგობრებო, მათ შორის, კოლეგებო, უ-იშვიათესი შემთხვევაა რაც ახალციხეში მოხდა, არ ადასტურებს კი არა, საეჭვოსაც არ ხდის "ასტრა-ზენეკას" ვარგისიანობას... კარგია აცრა, კარგია ასტრაზენეკა და კარგია და კარგია და კარგია! ანტივაქსერულ ისედაც მძლავრ მოძრაობას აძლიერებთ როცა აპოკალიპტურად წარმოაჩენთ ახალციხის ამბავს... ჩვეულებრივ ვაქცინაციაზეც ხდება ამგვარები. იმ ქალბატონს კი ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ.

რამაზ ხატიაშვილი, ჟურნალისტი: თვითმფრინავები ვარდება, ხალხი იღუპება, მაგრამ საჰაერო ტრანსპორტს არავინ აუქმებს. ამავე დროს, არსებობს ხალხი, რომელიც თვითმფრინავით არ მგზავრობს, იმიტომ რომ იმ მინიმალური ალბათობისაც ეშინია. ეს ბუნებრივია და ასეთი ადამიანები ყოველთვის იარსებებენ. კარგია, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება. ვლოცულობ, რომ ის გოგო გადარჩეს.

შოთა უტიაშვილი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი: სად იყო ჯერ კორონა და ვაქცინა, როცა ორჯერ მქონდა ეგ ანაფილაქსიური შოკი. ერთხელ კნეინამ რაღაც ანტიბიოტიკი შემასხურა ყელში და მეორედ, ცოტა ბევრი შოკოლადი ვჭამე.

ჟურნალისტი ლევან ბუთხუზი: მთავრობავ! თუ ჭკუა გაქვთ ნუ გაჯიუტდებით ახლა და სასწრაფოდ გამოაცხადეთ საყოველთაო ვაქცინაცია არსებული მარაგით მათთვის ვინც, მიუხედავად ყველაფრისა, თანახმა ვართ ავიცრათ! გახსენით თქვენი ეს საიტი ყველასთვის (https://booking.moh.gov.ge/). ხომ ხედავთ, თქვენი პერსონალი მაინც არ იკეთებს და ჩვენ მაინც მოგვეცით უფლება მათგან დავიცვათ თავი!გესმით? – საქართველოს მთავრობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) !!!ისე, რა უბედურებაა მედპერსონალისგან რომ გვიწევს თავდაცვა! ეხლა ტუტრუცანები არ გამოხტეთ ტექსტით – “ექიმი ვარ და ავიცერი”. თქვენ არ გგულისხმობთ! ყოჩაღ თუ აიცერით!".

"ბორჯღალოსნებმა" კალინინგრადში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

"ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა - მისი განვითარება ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს" - NCDC

"ვაქცინაცია იყო ნებაყოფლობითი, ძალდატანება არ ყოფილა" - ახალციხის კლინიკის რეანიმატოლოგი მეგი ბაქრაძის მამის განცხადებას პასუხობს