მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეჩერდება თუ არა "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია საქართველოში? - დაგეგმილია საგანგებო სხდომა
შეჩერდება თუ არა "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია საქართველოში? - დაგეგმილია საგანგებო სხდომა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა, „ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ ვაქ­ცი­ნა­ცია, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში დღეს, 19:00 სა­ათ­ზე და­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე გან­მა­ტავს, აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იმუ­ნი­ზა­ცი­ის სა­მეც­ნი­ე­რო კო­მი­ტე­ტიც მი­ი­ღებს.

"19:00 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა, არ­სე­ბობს იმუ­ნი­ზა­ცი­ის სა­მეც­ნი­ე­რო კო­მი­ტე­ტი, არ­სე­ბობს იმუ­ნი­ზა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტთა ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტი და ამ კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მა და­ი­ნიშ­ნა სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­დაც და­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ისე­ვე რო­გორც სა­მი­ნის­ტროს ტოპ­მე­ნე­ჯმენ­ტი. გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი ამ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იქ იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი და მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, იმ სა­კი­თხთან, რო­მელ­საც თქვენ მის­ვამთ.

ავად­მყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა, ავად­მყო­ფი ინ­ტუ­ბი­რე­ბუ­ლია და რო­გორც გი­თხა­რით, ის კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დას გად­მოჰ­ყავს თბი­ლის­ში. ექი­მე­ბი რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ იმის­თვის, რომ მისი სი­ცო­ცხლე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა ექიმს, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ას აკე­თებს, გა­დამ­ზა­დე­ბა გავ­ლი­ლი აქვს.

"ექი­მებ­მა, სა­დაც აცრა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ყვე­ლამ გა­ი­ა­რა გა­დამ­ზა­დე­ბა, მათ შო­რის, მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით არის დად­გე­ნი­ლი, კა­ბი­ნე­ტე­ბი, სა­დაც აცრა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუ რო­გორ უნდა იყ­ვნენ აღ­ჭურ­ვი­ლი, მათ შო­რის, აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, ან­ტი­შო­კუ­რი, ან­ტი­ა­ნა­ფი­ქი­ლაქ­სი­უ­რი კა­რა­დის ქონა თა­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და თა­ვი­სი მე­დი­კა­მენ­ტით. ვინც აც­რის პრო­ცეს­შია ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა ადა­მი­ანს მრა­ვალ­ჯერ აქვს გა­დამ­ზა­დე­ბა კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბის პრო­ცეს­ში, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცი­ის გა­მოც­ნო­ბა­სა და მის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ­სე­ბობს მისი პრო­ტო­კო­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

შეჩერდება თუ არა "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია საქართველოში? - დაგეგმილია საგანგებო სხდომა

შეჩერდება თუ არა "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია საქართველოში? - დაგეგმილია საგანგებო სხდომა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაგრძელდება თუ არა, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 19:00 საათზე დანიშნულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

როგორც გამყრელიძე განმატავს, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტიც მიიღებს.

"19:00 საათზე დაინიშნა გაერთიანებული სხდომა, არსებობს იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი, არსებობს იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი და ამ კომიტეტების სხდომა დაინიშნა სამინისტროში, სადაც დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიღებს მონაწილეობას, ისევე როგორც სამინისტროს ტოპმენეჯმენტი. განხილული იქნება რამდენიმე ძირითადი საკითხი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. იქ იქნება განხილული და მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, იმ საკითხთან, რომელსაც თქვენ მისვამთ.

ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, ავადმყოფი ინტუბირებულია და როგორც გითხარით, ის კატასტროფის ბრიგადას გადმოჰყავს თბილისში. ექიმები რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ყველა ექიმს, რომელიც ვაქცინაციას აკეთებს, გადამზადება გავლილი აქვს.

"ექიმებმა, სადაც აცრა მიმდინარეობს, ყველამ გაიარა გადამზადება, მათ შორის, მინისტრის ბრძანების მიხედვით არის დადგენილი, კაბინეტები, სადაც აცრა მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა იყვნენ აღჭურვილი, მათ შორის, აუცილებელი პირობაა, ანტიშოკური, ანტიანაფიქილაქსიური კარადის ქონა თავისი აღჭურვილობით და თავისი მედიკამენტით. ვინც აცრის პროცესშია ჩართული, ყველა ადამიანს მრავალჯერ აქვს გადამზადება კოვიდის ვაქცინაციის დაწყების პროცესში, ანაფილაქსიური რეაქციის გამოცნობასა და მის მართვასთან დაკავშირებით, არსებობს მისი პროტოკოლი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ჩემმა შვილმა მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით ტოპ 3%-ში შევიდა" - რას წერს ნინო ქადაგიძე?

"სერიოზულ გართულებასთან გვაქვს საქმე, დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ყველაფერს ეცდებიან" - გამყრელიძე ექთნის მდგომარეობაზე

"ასტრაზენეკას" ვაქცინას მსგავსი რეაქცია უკვე აქვს დაფიქსირებული - 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია" - გაბუნია