მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"22 მარტს შემოვა "ფაიზერი", შემდეგ 80 ათასი ისევ "ასტრაზენეკა", გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება "ნოვაქსზე" - ცერცვაძე ვაქცინაციის მომდევნო ეტაპებზე
"22 მარტს შემოვა "ფაიზერი", შემდეგ 80 ათასი ისევ "ასტრაზენეკა", გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება "ნოვაქსზე" - ცერცვაძე ვაქცინაციის მომდევნო ეტაპებზე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა 22 მარტს შე­მო­ვა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს კი­დევ ერთ ძა­ლი­ან კარგ ვაქ­ცი­ნა „ნო­ვო­ვაქსს“, რომ­ლის გა­ყიდ­ვაც მსოფ­ლი­ო­ში ივ­ნის­ში და­ი­წყე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო მისი პირ­ვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გახ­დე­ბა. ცერ­ცვა­ძემ არ გა­მო­რი­ცხა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და ეფექ­ტუ­რო­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნა­ში ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნაც შე­მო­ვი­დეს.

„ახლა, 22 მარტს შე­მო­ვა „ფა­ი­ზე­რის“ პარ­ტია, შემ­დეგ შე­მო­ვა 80 ათა­სი ისევ „ას­ტრა­ზე­ნე­კა“, შემ­დეგ ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბით შე­მო­ვა ისევ „ას­ტრა­ზე­ნე­კა“, რო­გორც ვიცი, ოღონდ უკვე სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბით და არა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით. ასე­ვე, შე­საძ­ლოა, თუმ­ცა ჯერ არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბი­სა და ეფექ­ტუ­რო­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­მო­ი­ტა­ნონ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნაც და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, პრაქ­ტი­კუ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლია მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კარგ ვაქ­ცი­ნას­თან - ეს არის „ნო­ვო­ვაქ­სი“, რო­მე­ლიც ჯერ არ გა­ყი­დუ­ლა მსოფ­ლი­ო­ში და რომ­ლის გა­ყიდ­ვაც და­ი­წყე­ბა ივ­ნის­ში და პირ­ვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მისი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და რო­გორც ამ­ბო­ბენ და მჯე­რა, რად­გან გა­ვე­ცა­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, ეს იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც დამ­ზა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით,“ - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ნელი ტემ­პით მი­დის, რად­გან თუ ჩვენ გვსურს, რომ წლის ბო­ლოს­თვის მო­სახ­ლე­ო­ბის 60-65% აიც­რას, მა­შინ ერთ დღე­ში 3000 ადა­მი­ა­ნის ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა მოხ­დეს.

„ვაქ­ცი­ნა­ცია ნელი ტემ­პით მი­დის, მაგ­რამ მა­ინც მი­დის. დღე­ის­თვის მე­სა­მე თუ მე­ო­თხე დღეა და უკვე აიც­რა 3 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან ცო­ტაა, დღე­ში უნდა ავცრათ ჩვენ 3 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, რომ წლის ბო­ლომ­დე მი­ვაღ­წი­ოთ 60-65% მო­სახ­ლე­ო­ბის აც­რას. სულ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 5 ათა­სი ექი­მი, რაც ძა­ლი­ან ცო­ტაა, ამი­ტომ ჩვენ მივ­მარ­თავთ და მე პი­რა­დად მივ­მარ­თავ, რომ ვაქ­ცი­ნა არის უსაფრ­თხო“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ვაქ­ცი­ნის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნის­თა­ნა­ვე, „აღ­ვი­რახ­სნი­ლი, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სი­ძულ­ვი­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი და ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­მარ­თუ­ლი ყოვ­ლად უსა­ფუძ­ვლო კამ­პა­ნია“ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი შე­მო­ტა­ნა, რამ­დე­ნი­მე კვი­რით, მაგ­რამ წყვე­ტა არ იქ­ნე­ბა. ახლა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქარ­თველ ხალ­ხზე, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე, ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე, რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხე­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის და ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბას ასაც­რე­ლად. რა­ტომ არის ასე­თი და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბა - თა­ვი­დან საყ­ვე­დუ­რე­ბი იყო იმა­ზე, რა­ტომ არ შე­მოგ­ვაქვს ვაქ­ცი­ნა, რო­გორც კი შე­მო­ვი­ტა­ნეთ ვაქ­ცი­ნა, აქ­ტი­უ­რი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი კამ­პა­ნია გა­ა­ჩა­ღეს. არ მინ­და კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, ვინც ამ­ბობს, რომ „ეს არის ცუდი ვაქ­ცი­ნა“, „ქარ­თველ ადა­მი­ა­ნებ­ზე მთავ­რო­ბა ატა­რებს ექ­სპე­რი­მენ­ტებს“, „არ გა­ი­კე­თოთ ეს ვაქ­ცი­ნა, მას აქვს უამ­რა­ვი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი“, „შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­სიკ­ვდი­ლო შემ­თხვე­ვე­ბი“, „13-მა ქვე­ყა­ნამ შე­ა­ჩე­რა ამ ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლომ მა­შინ და­ი­წყო, როცა სხვებ­მა შე­ა­ჩე­რეს ამ ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა“ და ა.შ. ეს იყო აღ­ვი­რახ­სნი­ლი, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სი­ძულ­ვი­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი და ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­მარ­თუ­ლი ყოვ­ლად უსა­ფუძ­ვლო კამ­პა­ნია. ამ კამ­პა­ნი­ამ იმოქ­მე­და. ამას და­ე­მა­ტა ამ­ბი­ცია და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ექი­მე­ბის და ვაი-ექ­სპერ­ტე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ „მე არ გა­ვი­კე­თებ ვაქ­ცი­ნას და მო­გი­წო­დებთ, თქვენც არ გა­ი­კე­თოთ“. ყვე­ლა­ფერ­მა ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ დღეს და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბა გვაქვს. პა­რა­დოქ­სია, ჯერ გვსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ, რომ არ არის ვაქ­ცი­ნა და ამი­ტომ ვერ იხ­სნე­ბა ეკო­ნო­მი­კა, ახლა ვაქ­ცი­ნა გვაქვს, გვექ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით და არ ჩქა­რო­ბენ მის გა­კე­თე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პექ­ტი აქვს იმას, რომ რად­გან „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ ბრი­ტა­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნაა, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მისი გავ­ცე­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა უნ­დო­დათ.

უკვე ხმა­მაღ­ლა ამ­ბო­ბენ, რომ ცოტა პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პექ­ტი აქვს ამას, ბრი­ტა­ნეთ­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის. რად­გან ეს ბრი­ტა­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნაა იყო მცდე­ლო­ბე­ბი, რომ თით­ქოს ამ ვაქ­ცი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გავ­რცე­ლე­ბის­თვის ხელი შე­ე­შა­ლათ. ეს მცდე­ლო­ბე­ბი ჩა­ვარ­და, ევ­რო­პის მთელ­მა რიგ­მა ქვეყ­ნებ­მა და­მა­ტე­ბი­თი, დიდი პარ­ტი­ე­ბი შე­ი­ძი­ნეს „ას­ტრა­ზე­ნე­კა­სი“, ამი­ტომ ჩვენ ბრძო­ლა მოგ­ვი­წევს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა იშო­ვოს და შე­მო­ი­ტა­ნოს. ყვე­ლა­ნა­ი­რი ჭორი სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. როცა და­ით­ვა­ლეს 17 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი­დან რომ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ეს ვაქ­ცი­ნა, გარ­და­იც­ვლე­ბო­და შე­უ­და­რებ­ლად მეტი, ვიდ­რე 4 თუ 5 გარ­დაც­ვლი­ლი, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

კი მაგრამ, ამდენი ვაქცინის შემოტანას რომ აპირებთ, ჯერ რაც შემოიტანეთ აითვისეთ მთლიანად? არიქა ვაქცინა გვიფუჭდებაო და ვის არ მიმართეთ დასახმარებლად, რომ ხალხზე ზემოქმედება მოეხდინათ, მაგრამ ამაოდ!

ნატაშკა
0

ალბათ გადაიყრება ამდენი ვაქცინა და შესაბამისად ფულიც ,,, ჯერ ისიც ვერ აითვისეთ რაც ჩამოვიდა,,,, რა ლოგიკაა იქნებ ვინმემ ახსნას, არ დაგავიწყდეთ დაძალების უფლება არავის აქვს, ჩვენ ხომ დემოკრატიულ და თავისყუფალ საქართველოში ვცხოვრობთ,,,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"22 მარტს შემოვა "ფაიზერი", შემდეგ 80 ათასი ისევ "ასტრაზენეკა", გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება "ნოვაქსზე" - ცერცვაძე ვაქცინაციის მომდევნო ეტაპებზე

"22 მარტს შემოვა "ფაიზერი", შემდეგ 80 ათასი ისევ "ასტრაზენეკა", გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება "ნოვაქსზე" - ცერცვაძე ვაქცინაციის მომდევნო ეტაპებზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 22 მარტს შემოვა.

მისივე განცხადებით, საქართველო მიიღებს კიდევ ერთ ძალიან კარგ ვაქცინა „ნოვოვაქსს“, რომლის გაყიდვაც მსოფლიოში ივნისში დაიწყება და საქართველო მისი პირველი მომხმარებელი გახდება. ცერცვაძემ არ გამორიცხა, რომ საერთაშორისო აღიარების მოპოვებისა და ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანაში ჩინური ვაქცინაც შემოვიდეს.

„ახლა, 22 მარტს შემოვა „ფაიზერის“ პარტია, შემდეგ შემოვა 80 ათასი ისევ „ასტრაზენეკა“, შემდეგ ორმხრივი შეთანხმებით შემოვა ისევ „ასტრაზენეკა“, როგორც ვიცი, ოღონდ უკვე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით და არა საერთაშორისო ინსტრუმენტებით. ასევე, შესაძლოა, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, საერთაშორისო აღიარებისა და ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, შემოიტანონ ჩინური ვაქცინაც და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად გამზადებულია მილიონიანი ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე კარგ ვაქცინასთან - ეს არის „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გაყიდულა მსოფლიოში და რომლის გაყიდვაც დაიწყება ივნისში და პირველი მომხმარებელი მისი იქნება საქართველო და როგორც ამბობენ და მჯერა, რადგან გავეცანი დოკუმენტაციას, ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე უკეთესი ვაქცინა, რომელიც დამზადებული იქნება განსხვავებული ტექნოლოგიით,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიდის, რადგან თუ ჩვენ გვსურს, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60-65% აიცრას, მაშინ ერთ დღეში 3000 ადამიანის ვაქცინაცია უნდა მოხდეს.

„ვაქცინაცია ნელი ტემპით მიდის, მაგრამ მაინც მიდის. დღეისთვის მესამე თუ მეოთხე დღეა და უკვე აიცრა 3 ათასზე მეტი ადამიანი, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, დღეში უნდა ავცრათ ჩვენ 3 ათასი ადამიანი, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ 60-65% მოსახლეობის აცრას. სულ დარეგისტრირებულია 5 ათასი ექიმი, რაც ძალიან ცოტაა, ამიტომ ჩვენ მივმართავთ და მე პირადად მივმართავ, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო“, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ვაქცინის ქვეყანაში შემოტანისთანავე, „აღვირახსნილი, საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ყოვლად უსაფუძვლო კამპანია“ მიმდინარეობს.

„დაგვიანებით მოხდა ვაქცინის პირველი შემოტანა, რამდენიმე კვირით, მაგრამ წყვეტა არ იქნება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, ჯანდაცვის სისტემაზე, ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, რამდენად მოახერხებენ საზოგადოებრივი აზრის და ხალხის მობილიზებას ასაცრელად. რატომ არის ასეთი დაბალი აქტივობა - თავიდან საყვედურები იყო იმაზე, რატომ არ შემოგვაქვს ვაქცინა, როგორც კი შემოვიტანეთ ვაქცინა, აქტიური ანტივაქსერული კამპანია გააჩაღეს. არ მინდა კონკრეტული პირების და ტელევიზიების დასახელება, ვინც ამბობს, რომ „ეს არის ცუდი ვაქცინა“, „ქართველ ადამიანებზე მთავრობა ატარებს ექსპერიმენტებს“, „არ გაიკეთოთ ეს ვაქცინა, მას აქვს უამრავი გვერდითი მოვლენები“, „შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო შემთხვევები“, „13-მა ქვეყანამ შეაჩერა ამ ვაქცინის გამოყენება და საქართველომ მაშინ დაიწყო, როცა სხვებმა შეაჩერეს ამ ვაქცინის გამოყენება“ და ა.შ. ეს იყო აღვირახსნილი, საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ყოვლად უსაფუძვლო კამპანია. ამ კამპანიამ იმოქმედა. ამას დაემატა ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექიმების და ვაი-ექსპერტების გამონათქვამები, რომ „მე არ გავიკეთებ ვაქცინას და მოგიწოდებთ, თქვენც არ გაიკეთოთ“. ყველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ დღეს დაბალი აქტივობა გვაქვს. პარადოქსია, ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა და ამიტომ ვერ იხსნება ეკონომიკა, ახლა ვაქცინა გვაქვს, გვექნება საკმარისი რაოდენობით და არ ჩქარობენ მის გაკეთებას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური ასპექტი აქვს იმას, რომ რადგან „ასტრაზენეკა“ ბრიტანული ვაქცინაა, ევროკავშირის ქვეყნებში მისი გავცელებისთვის ხელის შეშლა უნდოდათ.

უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ ცოტა პოლიტიკური ასპექტი აქვს ამას, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის. რადგან ეს ბრიტანული ვაქცინაა იყო მცდელობები, რომ თითქოს ამ ვაქცინის ევროკავშირში გავრცელებისთვის ხელი შეეშალათ. ეს მცდელობები ჩავარდა, ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმა დამატებითი, დიდი პარტიები შეიძინეს „ასტრაზენეკასი“, ამიტომ ჩვენ ბრძოლა მოგვიწევს, რომ საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იშოვოს და შემოიტანოს. ყველანაირი ჭორი საფუძველს მოკლებულია. როცა დაითვალეს 17 მილიონი ადამიანიდან რომ არ გაეკეთებინათ ეს ვაქცინა, გარდაიცვლებოდა შეუდარებლად მეტი, ვიდრე 4 თუ 5 გარდაცვლილი, რომელიც ვაქცინასთან არ არის დაკავშირებული“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წელია არსებობენ... საფრთხე არ არსებობს" - გეოლოგი

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზასთან მდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, მოსახლეობაში პანიკის დათესვა ხდება" - ბენდელიანი

"ბორჯღალოსნებმა" კალინინგრადში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს