ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზა მეორე დღეა გადაკეტილია.
17 მარტს ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესებია დაწყებული. ამ დროისთვის ადგილზე სეისმოლოგები იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან. ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მდგომარეობა გამოუვალია. მისი თქმით: "მეწყერული პროცესები დაწყებულია და მას აწი ვერაფერი შეაჩერებს."
"ეს არის მერიის არქიტექტურის სამსახურის პასუხისმგებლობა მთლიანად. იმის ბრალია, რომ მერიას არასწორი სამშენებლო პოლიტიკა აქვს და მშენებლობის ნებართვებს გასცემს ყველაფრის უგულვებელყოფით. ქვეყანაში რომ რეგულაციები არ არსებობს, იმის შედეგია ეს. ახლაც მიმდინარეობს აქ რაღაც სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. დაძრულია, დაახლოებით, ნახევარი მილიონი კუბი მიწა და მეწყერს აწი ვერაფერი შეაჩერებს. ახლა დასათვლელია მასშტაბები. რა მასშტაბის საფრთხე ემუქრება ქალაქს, ამის შეფასება უნდა მოხდეს", - ეუბნება ambebi.ge -ს თეა გოდოლაძე, რომელიც მეწყრულ ზონაში იმყოფება.
Ambebi.ge -მ კომენტარისთვის მიმართა თბილისის მერიას. უწყებაში გვითხრეს, რომ მოგვიანებით დაგვიკავშირდებიან.
თბილისი ფერდობებზე ყოვლად აუხსნელი მშენებლობა რომელსაც არ აქვს არავითარი სეისმოლოგიური თუ სხვა სახის კვლევა მოიტანს ასეთ შედგეს, ხოლო ვინც გასცემს ასეთ ნებართვებს მხოლოდ მატრიალურ სარგებლზე ფიქრობენ და მათ შორის ქალაქის დღევანდელი მერიც ისევე როგორც მისი წინამორბედებიც
დაიჯერეთ ბოლოს და ბოლოს მეორედ მოსვლა ახლოს არის და ერთმანეთის მიმართ ვისწავლოთ პატივისცემა, ურთიერთ გაგება, მტყუანის და მართალის გარჩევა, ადამიანის სწორად შეფასება... ყველამ და ყველაფერმ სახე რომ დაკარგა უნდა აღვადგინოთ რა როგორ იყო და უნდა იყოს...