მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი ელოდნენ, რომ ბრიუსელი ხელისუფლებას ხელების გადაგრეხვით დაუწყებდა ლაპარაკს" - რატომ მიიჩნევს ექსპერტი, რომ გუშინდელი დღე ოპოზიციის "დამარცხებად გაფორმდა"
"ისინი ელოდნენ, რომ ბრიუსელი ხელისუფლებას ხელების გადაგრეხვით დაუწყებდა ლაპარაკს" - რატომ მიიჩნევს ექსპერტი, რომ გუშინდელი დღე ოპოზიციის "დამარცხებად გაფორმდა"

სა­ღად რომ შევ­ხე­დოთ, რა უნდა ეთ­ქვა ევ­რო­პას, რა უნდა ეთ­ქვა ბო­რელს, რო­დე­საც უდევს ეუთო-ს დას­კვნა არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ოპო­ზი­ცი­ას კონ­ტრარ­გუ­მენ­ტე­ბი არ წარ­მო­უდ­გე­ნია, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და მათ შო­რის, ჟო­ზეფ ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბას.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს მეტ-ნაკ­ლე­ბად ლო­ი­ა­ლუ­რად უყუ­რებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აძ­ლევს შანსს, პრო­ცე­სის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას.

„ვფიქ­რობ, შიგ­ნით საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უბ­რე­ბი მი­დის, არა მხო­ლოდ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ზე და სხვა სა­არ­ჩევ­ნო პრობ­ლე­მებ­ზე. გა­მომ­დი­ნა­რე იმ ინ­სტრუ­მენ­ტი­დან, რაც პრო­ცე­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის ევ­რო­კავ­შირს აქვს, ისი­ნი მეტ-ნაკ­ლე­ბად ლო­ი­ა­ლუ­რად უყუ­რე­ბენ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ გარ­კვე­ულ შანსს იმის­თვის, რომ პრო­ცე­სის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას. ასე­თი ავან­სი მათი მხრი­დან გა­ცე­მუ­ლია. კონ­კრე­ტუ­ლად რა ხდე­ბა, გა­მი­ჭირ­დე­ბა ამის თქმა, ალ­ბათ, ეს და­ნი­ელ­სო­ნის შე­თახ­მე­ბის სა­ბო­ლოო ფორ­მუ­ლა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა და კუ­ლი­სუ­რი დი­ა­ლო­გის შე­დე­გე­ბი აი­სა­ხე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ ბრი­უ­სელ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ის „თბი­ლის­ში ჩა­ბუ­დე­ბულ უკომ­პრო­მი­სო ქო­რებს ხარკს უხ­დის“.

„ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გარ­კვე­ულ­წი­ლად ხარკს უხ­დის ისევ თბი­ლის­ში ჩა­ბუ­დე­ბულ უკომ­პრო­მი­სო ქო­რებს და მისი გან­ცა­დე­ბე­ბი გა­სა­გე­ბია. თუმ­ცა უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, შე­იძ­ლე­ბა არც შე­იც­ვა­ლოს. ოპო­ზი­ცი­ას ჰქონ­და უფრო მა­ჟო­რუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი და ეს არ გა­მარ­თლდა. ოპო­ზი­ცას არ ეს­მის მარ­ტი­ვი რამ, რომ ბრი­უ­სე­ლი უპი­რო­ბოდ მხა­რე ვერ გახ­დე­ბა. რა­ტომ­ღაც ოპო­ზი­ცი­ას ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ბრი­უ­სე­ლი გახ­დე­ბო­და მხა­რე, უარ­ყოფ­და თა­ვი­სი­ვე სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დას­კვნას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხე­ლე­ბის გა­დაგ­რეხ­ვით და­უ­წყებ­და ლა­პა­რაკს. არ შე­იძ­ლე­ბა ეს მომ­ხდა­რი­ყო, ეს იყო ილუ­ზია. შექ­მნეს მო­ლოდ­ნე­ბი, რაც არ გა­მარ­თლდა. გუ­შინ­დე­ლი დღე გა­ფორმ­და ოპო­ზი­ცი­ის უფრო და­მარ­ცხე­ბად, ვიდ­რე გა­მარ­ჯვე­ბად. სა­ღად რომ შევ­ხე­დოთ, რა უნდა ეთ­ქვა ევ­რო­პას, რა უნდა ეთ­ქვა ბო­რელს. რო­დე­საც მას უდევს ეუთო-ს დას­კვნა არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ოპო­ზი­ცი­ას კონ­ტრარ­გუ­მენ­ტე­ბი არ წარ­მო­უდ­გე­ნია. წარ­მო­ად­გი­ნეს რამე, გარ­და რწმე­ნი­სა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და? არ იმუ­შა­ვეს სა­ერ­თოდ იმა­ზე, რომ კომ­პე­ტენ­ტუ­რი საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა და­ე­დო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სი­ტყვა­ზე ნდო­ბის დო­ნე­ზე დარ­ჩა ოპო­ზი­ცია და ეს დრო ფუ­ჭად და­კარ­გა. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რად ხდე­ბა, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს. რა თქმა უნდა, აქვს პრობ­ლე­მე­ბი და თან სე­რი­ო­ზუ­ლი. და­ნარ­ჩენს და­ნი­ელ­სო­ნის სა­ბო­ლოო შე­თა­ვა­ზე­ბა­ში ვი­ხი­ლავთ, რა ხდე­ბო­და რე­ა­ლუ­რად კუ­ლი­სებს მიღ­მა“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რის ჟო­ზეფ ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმის გა­და­წყვე­ტა, უნდა იყოს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. „ეუთო გა­ნი­ხი­ლავს ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს რო­გორც თა­ვი­სუ­ფალ­სა და და­მო­უ­კი­დე­ბელს“,- აცხა­დებს ბო­რე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gabo
20

ვააა! ხუხა!? მგონი დაუბრუნდი რეალობას!? რაო ევროპამ შენი უწინდელი აზრები არ გაითვალისწინა? 

Nestor urushadze
0

Samcuxaro faqtia rom opoziciam am azrs moklebuli saakashvil/alasaniaseuli avanturistuli scenarit mogebis nacvlad kidev ertxel mcared caago. Batonebo axla romc chatardes vadamdeli archevnebi tqven xmebis im raodenobas vegarc ki miuaxlovdebit rac archevnebshi miiget. Alalad vcuxvar magram seriozulad gaibanzet tavebi.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ისინი ელოდნენ, რომ ბრიუსელი ხელისუფლებას ხელების გადაგრეხვით დაუწყებდა ლაპარაკს" - რატომ მიიჩნევს ექსპერტი, რომ გუშინდელი დღე ოპოზიციის "დამარცხებად გაფორმდა"

"ისინი ელოდნენ, რომ ბრიუსელი ხელისუფლებას ხელების გადაგრეხვით დაუწყებდა ლაპარაკს" - რატომ მიიჩნევს ექსპერტი, რომ გუშინდელი დღე ოპოზიციის "დამარცხებად გაფორმდა"

საღად რომ შევხედოთ, რა უნდა ეთქვა ევროპას, რა უნდა ეთქვა ბორელს, როდესაც უდევს ეუთო-ს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ოპოზიციას კონტრარგუმენტები არ წარმოუდგენია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლების და მათ შორის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს მეტ-ნაკლებად ლოიალურად უყურებს და ხელისუფლებას აძლევს შანსს, პროცესის დეესკალაციის მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგას.

„ვფიქრობ, შიგნით საკმაოდ სერიოზული საუბრები მიდის, არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და სხვა საარჩევნო პრობლემებზე. გამომდინარე იმ ინსტრუმენტიდან, რაც პროცესებზე დაკვირვებისთვის ევროკავშირს აქვს, ისინი მეტ-ნაკლებად ლოიალურად უყურებენ მიმდინარე პროცესს. ხელისუფლებას აძლევენ გარკვეულ შანსს იმისთვის, რომ პროცესის დეესკალაციის მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგას. ასეთი ავანსი მათი მხრიდან გაცემულია. კონკრეტულად რა ხდება, გამიჭირდება ამის თქმა, ალბათ, ეს დანიელსონის შეთახმების საბოლოო ფორმულაში გამოჩნდება და კულისური დიალოგის შედეგები აისახება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ის „თბილისში ჩაბუდებულ უკომპრომისო ქორებს ხარკს უხდის“.

„ღარიბაშვილი გარკვეულწილად ხარკს უხდის ისევ თბილისში ჩაბუდებულ უკომპრომისო ქორებს და მისი განცადებები გასაგებია. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს განცხადებები შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება არც შეიცვალოს. ოპოზიციას ჰქონდა უფრო მაჟორული მოლოდინები და ეს არ გამართლდა. ოპოზიცას არ ესმის მარტივი რამ, რომ ბრიუსელი უპირობოდ მხარე ვერ გახდება. რატომღაც ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრიუსელი გახდებოდა მხარე, უარყოფდა თავისივე სადამკვირვებლო ინსტიტუტების დასკვნას და ხელისუფლებას ხელების გადაგრეხვით დაუწყებდა ლაპარაკს. არ შეიძლება ეს მომხდარიყო, ეს იყო ილუზია. შექმნეს მოლოდნები, რაც არ გამართლდა. გუშინდელი დღე გაფორმდა ოპოზიციის უფრო დამარცხებად, ვიდრე გამარჯვებად. საღად რომ შევხედოთ, რა უნდა ეთქვა ევროპას, რა უნდა ეთქვა ბორელს. როდესაც მას უდევს ეუთო-ს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ოპოზიციას კონტრარგუმენტები არ წარმოუდგენია. წარმოადგინეს რამე, გარდა რწმენისა, რომ არჩევნები გაყალბდა? არ იმუშავეს საერთოდ იმაზე, რომ კომპეტენტური საბრალდებო დასკვნა დაედო არჩევნებთან დაკავშირებით. სიტყვაზე ნდობის დონეზე დარჩა ოპოზიცია და ეს დრო ფუჭად დაკარგა. ასე რომ, ყველაფერი კანონზომიერად ხდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას პრობლემები არ აქვს. რა თქმა უნდა, აქვს პრობლემები და თან სერიოზული. დანარჩენს დანიელსონის საბოლოო შეთავაზებაში ვიხილავთ, რა ხდებოდა რეალურად კულისებს მიღმა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მასზე არაა დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები. „ეუთო განიხილავს ჩატარებულ არჩევნებს როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს“,- აცხადებს ბორელი.

"უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი" - ნიკა მელია

"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"

"ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი", ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს" - ოპოზიციის სამომავლო გეგმა ცნობილია