მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები - ასოცირების საბჭო
2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები - ასოცირების საბჭო

2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრი­სა და 21 ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი იყო და რომ, მთლი­ა­ნო­ბა­ში, და­ცუ­ლი იყო ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭოს მე-6 შეხ­ვედ­რის შემ­დგო­მი ერ­თობ­ლივ პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ ცნო­ბად მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის 2021 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში და შე­ა­ფა­სა სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭოს 2019 წლის მარ­ტში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო შეხ­ვედ­რის შემ­დეგ. მხა­რე­ებ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეს მზა­ო­ბა, რომ ერ­თობ­ლი­ვად გა­აგ­რძე­ლე­ბენ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბი­სა და მისი ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის (DCFTA) ფარ­გლებ­ში ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ქარ­თვე­ლოს უფრო ღრმა პო­ლი­ტი­კუ­რი ასო­ცი­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას.

„ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭო მი­ე­სალ­მა არ­სე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი დო­ნის დი­ა­ლო­გის ხა­რისხსა და სიხ­ში­რეს და აღ­ნიშ­ნა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მის შე­დე­გებ­ზე აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. ორი­ვე მხა­რემ აღი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი, მისი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი და სა­ერ­თო მი­ზა­ნი, გა­აგ­რძე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, სტა­ბი­ლუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნის შე­ნე­ბა. ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭო მი­ე­სალ­მა 2021-2027 წლე­ბის ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რიგ­ზე მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რომ­ლის მი­ზა­ნია ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის სივ­რცის ჩათ­ვლით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის და­სახ­ვა. სა­ქარ­თვე­ლომ წარ­მო­ად­გი­ნა თა­ვი­სი გეგ­მე­ბი 2024 წლის­თვის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე შემ­დგომ წინსვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით”, - ნათ­ქვა­მია პრეს­რე­ლიზ­ში.

ამას­თან, ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭო მი­ე­სალ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რესს ევ­რო­პულ გზა­ზე, მათ შო­რის COVID-19-ის გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე და აღი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ძა­ლის­ხმე­ვა რო­გორც ვირუ­სის შე­კა­ვე­ბის, ისე­ვე მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კუ­თხით. ორი­ვე მხა­რემ აღი­ა­რა COVID-ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ევ­რო­კავ­ში­რის სწრა­ფი დახ­მა­რე­ბის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­გორც სო­ლი­და­რო­ბის თვალ­სა­ჩი­ნო ნი­შა­ნი.

„ორი­ვე მხა­რემ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა უწყვე­ტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ხელ­შე­სა­ხე­ბი სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ძი­რი­თად სფე­რო­ებ­ში: ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და სა­ბაზ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი; ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბა; და­კავ­ში­რე­ბუ­ლო­ბა, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა, გა­რე­მო და კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი; მო­ბი­ლო­ბი­სა და ხალ­ხთა შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ აღ­ნიშ­ნა, რომ 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბრი­სა და 21 ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი იყო და რომ, მთლი­ა­ნო­ბა­ში, და­ცუ­ლი იყო ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი. ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭო შე­თან­ხმდა, რომ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს გან­სამ­ტკი­ცებ­ლად და არ­ჩევ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბი­სათ­ვის ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მოს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ, ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფი­სის (OSCE/ODIHR) მიერ გა­მოვ­ლე­ნილ ხარ­ვე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ცე­მუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ამ­ბი­ცი­უ­რი და ინ­კლუ­ზი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის გზით”, - ნათ­ქვა­მია პრეს­რე­ლიზ­ში.

ამას­თან, ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ სი­ნა­ნუ­ლი გა­მოთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის გამო.

„ევ­რო­კავ­შირ­მა მო­უ­წო­და მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის სწრა­ფი გა­და­წყვე­ტის­კენ და ყვე­ლა მხა­რეს ძა­ლის­ხმე­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ, რათა მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცია და გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ი­სა და შე­თან­ხმე­ბის ირ­გვლივ. ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭო შე­თან­ხმდა, რომ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა მო­თა­მა­შემ გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი მე­დი­ა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მოგ­ვარ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ გან­მე­ო­რე­ბით მო­უ­წო­და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ მო­თა­მა­შეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბი­სა და ღია დი­ა­ლო­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­კენ, მათ შო­რის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, იმი­სათ­ვის, რომ კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, მოხ­დეს პლუ­რა­ლის­ტუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცია და გაგ­რძელ­დეს რე­ფორ­მე­ბი. ორი­ვე მხა­რემ ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ჭი­როა სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სფე­რო­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის არ­სე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პრეს­რე­ლი­ზის თა­ნახ­მად, ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭო მი­ე­სალ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მიღ­წე­ულ პროგ­რესს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლურ სფე­რო­ებ­ში რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუ­თხით.

„საბ­ჭომ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა რამ­დე­ნი­მე სფე­რო, სა­დაც შემ­დგო­მი წინსვლაა სა­ჭი­რო, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნის პრო­ცე­სის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან და­ახ­ლო­ე­ბის კუ­თხით. ევ­რო­კავ­შირ­მა ხაზი გა­უს­ვა მზა­ო­ბას, გა­აგ­რძე­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის შემ­დგო­მი რე­ფორ­მი­რე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გან­მტკი­ცე­ბის სა­კი­თხებ­ში.

ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ აღ­ნიშ­ნა, რომ ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა დიდ­მა ნა­წილ­მა ისარ­გებ­ლა მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი უვი­ზო მი­მოს­ვლით შენ­გე­ნის ქვეყ­ნებ­ში. ის მი­ე­სალ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან გა­წე­ულ უწყვეტ ძა­ლის­ხმე­ვას უვი­ზო მი­მოს­ვლის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან დრო­ე­ბი­თი გას­ვლის და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის წე­სე­ბის შე­სა­ხებ" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უახ­ლეს ცვლი­ლე­ბებს და ხაზი გა­უს­ვა მისი ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ ხაზი გა­უს­ვა, რომ ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლომ გა­აგ­რძე­ლოს მუდ­მი­ვი ძა­ლის­ხმე­ვა სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ნიშ­ნუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ თავ­შე­საფ­რის უსა­ფუძ­ვლო გა­ნა­ცხა­დე­ბის ახ­ლა­ხანს შემ­ცი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და გა­სამ­ყა­რებ­ლად. ევ­რო­კავ­შირ­მა მო­უ­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს, რომ კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის კუ­თხით. ორი­ვე მხა­რე მი­ე­სალ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის სა­სა­ზღვრო და სა­ნა­პი­რო დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს (Frontex) შო­რის ხელ­მო­წე­რილ გა­ნახ­ლე­ბულ სა­მუ­შაო შე­თან­ხმე­ბას და ქვეყ­ნის მიერ მიგ­რა­ცი­ის ევ­რო­პულ ქსელ­ში დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას.

ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭო მი­ე­სალ­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სტრა­ტე­გი­ი­სა და მისი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მიღ­წე­ულ პროგ­რესს, ასე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­წე­ულ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მუ­შა­ოს. ევ­რო­კავ­შირ­მა აღი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და მო­უ­წო­და, გა­აგ­რძე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვა ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით და უზ­რუნ­ველ­ყოს ყვე­ლა უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დაც­ვა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა. საბ­ჭომ გან­მე­ო­რე­ბით და­ა­დას­ტუ­რა ერ­თგუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უნი­ვერ­სა­ლო­ბის პრინ­ცი­პი­სად­მი, გა­ნურ­ჩევ­ლად რე­ლი­გი­ი­სა თუ რწმე­ნი­სა, რა­სი­სა, ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­შო­ბი­სა, სქე­სი­სა, ენი­სა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა, გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბი­სა, შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და სხვა. ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭო მი­ე­სალ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს შრო­მის ინ­სპექ­ტი­რე­ბის ეფექ­ტუ­რი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, იმი­სათ­ვის რომ მე­ტად გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი და ამ სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გა­და­იჭ­რას სა­ერ­თა­შო­რი­სო და ევ­რო­პუ­ლი შრო­მი­თი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ამას­თან, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას”, - ნათ­ქვა­მია რე­ლიზ­ში.

ამას­თან, პრეს­რე­ლი­ზის თა­ნახ­მად, ორი­ვე მხა­რე მი­ე­სალ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის, მათ შო­რის ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის (DCFTA) გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მიღ­წე­ულ პროგ­რესს.

„ევ­რო­კავ­ში­რი რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რად. ევ­რო­კავ­ში­რი და სა­ქარ­თვე­ლო შე­თან­ხმდნენ ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე სხვა პრო­დუქ­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე, რა­შიც ევ­რო­კავ­შირს შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. ორი­ვე მხა­რე მი­ე­სალ­მა სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ხაზი გა­უს­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭო მი­ე­სალ­მა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის 2021-2025 წლე­ბის ახა­ლი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე მუ­შა­ო­ბას და ევ­რო­კავ­ში­რის მხა­რემ და­ა­დას­ტუ­რა მზა­ო­ბა, რომ მხა­რი და­უ­ჭი­როს მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭო მი­ე­სალ­მა 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მაკრო­ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის ფარ­გლებ­ში ტრან­შე­ბის გა­მო­ყო­ფას და მო­უ­წო­და ქვე­ყა­ნას გა­აგ­რძე­ლოს დარ­ჩე­ნი­ლი შე­თან­ხმე­ბუ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID მაკრო­ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მე­ო­რე ტრან­შის გა­ცე­მა (აქე­დან 75 მი­ლი­ო­ნი ევრო 2020 წელს გა­ი­ცა). ევ­რო­კავ­შირ­მა მო­უ­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს უზ­რუნ­ველ­ყოს უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის მდგრა­დო­ბა და მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი როლი ენერ­გე­ტი­კის, ტრან­სპორ­ტის და და­კავ­ში­რე­ბუ­ლო­ბის სფე­რო­ში და რე­გი­ონ­ში მისი, რო­გორც ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და ლო­გის­ტი­კუ­რი ჰა­ბის, მზარ­დი ფუნ­ქცია. ევ­რო­კავ­შირ­მა გა­მოთ­ქვა მზა­ო­ბა, გა­აგ­რძე­ლოს ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლო­ბის დღის წეს­რი­გის ფარ­გლებ­ში, მათ შო­რის ძი­რი­თა­დი ინ­დი­კა­ტი­უ­რი ტრან­სევ­რო­პუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლის (TEN-T) ეტა­პობ­რი­ვი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზით, რაც ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა. მხა­რე­ებ­მა ასე­ვე ხაზი გა­უს­ვეს შავ ზღვა­ზე და­კავ­ში­რე­ბუ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ევ­რო­კავ­შირ­მა ცნო­ბად მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს თხოვ­ნა შავ ზღვა­ზე და­კავ­ში­რე­ბუ­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ კი­დევ ერთხელ გა­უს­ვა ხაზი სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ერთ-ერთი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რის როლს ევ­რო­პის ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ნიშ­ნა ქვეყ­ნის სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცია კას­პი­ის ნახ­შირ­წყალ­ბა­დის რე­სურ­სე­ბის ევ­რო­კავ­ში­რის ბაზ­რებ­ზე მი­წო­დე­ბის პრო­ცეს­ში, კერ­ძოდ სამ­ხრე­თის გა­ზის დე­რეფ­ნი­სა და შავი ზღვის გავ­ლით, რაც ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბას გა­აძ­ლი­ე­რებს. ევ­რო­კავ­შირ­მა და­ა­დას­ტუ­რა მზა­ო­ბა, გა­ნაგ­რძოს სა­ჯა­რო შე­ნო­ბებ­ში ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვის ხელ­შე­წყო­ბა, საკ­ვან­ძო სფე­რო­ებ­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­ფორ­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით. ევ­რო­კავ­შირ­მა კვლავ და­ა­დას­ტუ­რა უწყვე­ტი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სა­სოფ­ლო სექ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით, რათა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი სოფ­ლად. ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ აღ­ნიშ­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის სფე­რო­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, ევ­რო­კავ­შირ­მა აღი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ერთ-ერთი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი რე­გი­ონ­ში, და ხაზი გა­უს­ვა ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სფე­რო­ში. ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ აღ­ნიშ­ნა 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი დი­ა­ლო­გის მე­სა­მე შეხ­ვედ­რის დროს გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხე­ბი და ხაზი გა­უს­ვა შემ­დე­გი შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბას ამ ფორ­მატ­ში.

„ევ­რო­კავ­შირ­მა მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­სა და მა­ლის რეს­პუბ­ლი­კა­ში ევ­რო­კავ­ში­რის კრი­ზი­სუ­ლი მარ­თვის ოპე­რა­ცი­ებ­სა და მი­სი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­წე­უ­ლი წვლი­ლის­თვის და გა­მოთ­ქვა მზა­ო­ბა, და­ეხ­მა­როს სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და მე­დე­გო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში.

ევ­რო­კავ­შირ­მა კვლავ და­ა­დას­ტუ­რა მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში. ევ­რო­კავ­შირ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა მტკი­ცე მზა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბის მი­მართ, მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, მათ შო­რის არა­ღი­ა­რე­ბი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კის ჩათ­ვლით. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ზი­სის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რის ნა­თე­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ ცნო­ბად მი­ი­ღო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის 2021 წლის 21 იან­ვრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და 2008 წლის აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქტს და მის შე­დე­გებს, რომ­ლი­თაც და­ას­კვნა, რომ 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ, რო­მე­ლიც „ახორ­ცი­ე­ლებს ეფექ­ტურ კონ­ტროლს აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ზე", და­არ­ღვია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე დე­ბუ­ლე­ბა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პრეს­რე­ლიზ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ ხაზი გა­უს­ვა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­დამ­წყვეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას, 2008 წლის აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლო - რუ­სე­თის კონ­ფლიქ­ტი­დან მომ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბი­სა და მათი გა­დაჭ­რის მიზ­ნით.

საბ­ჭომ კი­დევ ერთხელ ხაზი გა­უს­ვა, რომ სრულ­ყო­ფი­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი (IPRMs) უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ად­გილ­ზე კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, საბ­ჭო მი­ე­სალ­მა ერგნე­თის IPRM შეხ­ვედ­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბას და ხაზი გა­უს­ვა გა­ლის IPRM გა­ნახ­ლე­ბის გა­დამ­წყვეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას.

„საბ­ჭომ შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თის რე­გი­ონს შო­რის ერ­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ ე.წ. პროგ­რა­მის ხელ­მო­წე­რის, ისე­ვე რო­გორც სხვა ნა­ბი­ჯე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და ხელს უწყობს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის / სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ო­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბით, გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბის გას­წვრივ მავ­თულხლარ­თე­ბის და სხვა ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვით, „გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბის" გრძელ­ვა­დი­ა­ნი ჩა­კეტვით. შეშ­ფო­თე­ბის სა­განს ასე­ვე წარ­მო­ად­გენს ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ქარ­თვე­ლე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცია, თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის ჯან­დაც­ვი­სა და სხვა სო­ცი­ა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე წვდო­მის მიზ­ნით, თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბი, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბი­სა და მშობ­ლი­ურ ენა­ზე სწავ­ლის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა მუდ­მივ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებ­ში უსაფრ­თხო და ღირ­სე­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბის მუდ­მი­ვი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, და არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი­სა და გიგა ოთხო­ზო­რი­ას სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა უნდა აღ­სრულ­დეს.

ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ გან­მე­ო­რე­ბით და­ა­დას­ტუ­რა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, შე­ას­რუ­ლოს მის მიერ ნა­კის­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, კერ­ძოდ, თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაყ­ვა­ნა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბის მოხ­სნა. ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოს ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წვდო­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მი­სი­ის მან­და­ტის შე­სა­ბა­მი­სად. ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ ასე­ვე მო­უ­წო­და, რომ შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის­თვი­საც უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნეს წვდო­მა.

ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა გამ­ყოფ ხა­ზებ­ზე ხალ­ხთა­შო­რი­სი კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და ნდო­ბის აღ­დგე­ნის­კენ მი­მარ­თუ­ლი ზო­მე­ბის მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით, ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭომ კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტა მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვი­სად­მი „ნა­ბი­ჯი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­კენ"", - ნათ­ქვა­მია რე­ლიზ­ში.

გარ­და ამი­სა, ევ­რო­კავ­შირ­მა უაღ­რე­სად და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა „აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" მრა­ვალ­მხრივ ფორ­მატ­ში და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე უწყვე­ტი რე­ფორ­მე­ბი უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია „აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" წარ­მა­ტე­ბი­სა და წელს მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­გეგ­მი­ლი „აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" სა­მი­ტის­თვის.

ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ჟო­ზეპ ბო­რე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩემალალა
279

eu eu ეს უნდოდათ კიდე ნაცებს?

jjj
176

ხოდა ადექით ახლა ოპოზიციამ და გამოუცხადეთ ადგილობრივს ბოიკოტი და მერე როგორღა იტყვიან კონკურენტული იყოო როცა ოცნებას კონკურენტი არ ეყოლება?დდდდდდდდდდდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები - ასოცირების საბჭო

2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები - ასოცირების საბჭო

2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის შემდგომი ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული. ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიში და შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, რომ ერთობლივად გააგრძელებენ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

„ასოცირების საბჭო მიესალმა არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ხარისხსა და სიხშირეს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მის შედეგებზე აქტიური მუშაობა. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება. ასოცირების საბჭო მიესალმა 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, განხორციელებისთვის პრიორიტეტების დასახვა. საქართველომ წარმოადგინა თავისი გეგმები 2024 წლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია პრესრელიზში.

ამასთან, ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროპულ გზაზე, მათ შორის COVID-19-ის გამოწვევების ფონზე და აღიარა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა როგორც ვირუსის შეკავების, ისევე მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის კუთხით. ორივე მხარემ აღიარა COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის სწრაფი დახმარების გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც სოლიდარობის თვალსაჩინო ნიშანი.

„ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში: ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; დაკავშირებულობა, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატური ცვლილებები; მობილობისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება.

ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით”, - ნათქვამია პრესრელიზში.

ამასთან, ასოცირების საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების გამო.

„ევროკავშირმა მოუწოდა მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ და ყველა მხარეს ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.

ასოცირების საბჭომ განმეორებით მოუწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრესრელიზის თანახმად, ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობისა და პენიტენციალურ სფეროებში რეფორმების განხორციელების კუთხით.

„საბჭომ ასევე აღნიშნა რამდენიმე სფერო, სადაც შემდგომი წინსვლაა საჭირო, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხებში.

ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ისარგებლა მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის ქვეყნებში. ის მიესალმა საქართველოს მხრიდან გაწეულ უწყვეტ ძალისხმევას უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" განხორციელებულ უახლეს ცვლილებებს და ხაზი გაუსვა მისი ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულების მიზნით, განსაკუთრებით ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების ახლახანს შემცირებული რაოდენობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ორივე მხარე მიესალმა საქართველოსა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) შორის ხელმოწერილ განახლებულ სამუშაო შეთანხმებას და ქვეყნის მიერ მიგრაციის ევროპულ ქსელში დამკვირვებლის სტატუსის მიღებას.

ასოცირების საბჭო მიესალმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს. ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ძალისხმევა ამ მიმართულებით და მოუწოდა, გააგრძელოს ძალისხმევა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად განხორციელების მიზნით და უზრუნველყოს ყველა უმცირესობის წარმომადგენელთა დაცვა და გენდერული თანასწორობა. საბჭომ განმეორებით დაადასტურა ერთგულება ადამიანის უფლებების უნივერსალობის პრინციპისადმი, განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს შრომის ინსპექტირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში, იმისათვის რომ მეტად გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები გადაიჭრას საერთაშორისო და ევროპული შრომითი სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, საუბარი შეეხო ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას”, - ნათქვამია რელიზში.

ამასთან, პრესრელიზის თანახმად, ორივე მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს.

„ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად. ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის მქონე სხვა პროდუქტების იდენტიფიცირებაზე, რაშიც ევროკავშირს შეუძლია დახმარების გაწევა. ორივე მხარე მიესალმა სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვა საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭო მიესალმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით მიმდინარე მუშაობას და ევროკავშირის მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ მხარი დაუჭიროს მის განხორციელებას.

ასოცირების საბჭო მიესალმა 2020 წლის ნოემბერში საქართველოსთვის მაკროფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ტრანშების გამოყოფას და მოუწოდა ქვეყანას გააგრძელოს დარჩენილი შეთანხმებული ზომების გატარება, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში COVID მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემა (აქედან 75 მილიონი ევრო 2020 წელს გაიცა). ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს უზრუნველყოს უკვე განხორციელებული რეფორმების მდგრადობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სტრატეგიული როლი ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დაკავშირებულობის სფეროში და რეგიონში მისი, როგორც ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური ჰაბის, მზარდი ფუნქცია. ევროკავშირმა გამოთქვა მზაობა, გააგრძელოს ინტენსიური თანამშრომლობა საქართველოსთან დაკავშირებულობის დღის წესრიგის ფარგლებში, მათ შორის ძირითადი ინდიკატიური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ეტაპობრივი განხორციელების გზით, რაც ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს შავ ზღვაზე დაკავშირებულობის განვითარების მნიშვნელობას. ევროკავშირმა ცნობად მიიღო საქართველოს თხოვნა შავ ზღვაზე დაკავშირებულობის გაუმჯობესების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარების თაობაზე.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების ევროკავშირის ბაზრებზე მიწოდების პროცესში, კერძოდ სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის გავლით, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაკავშირებადობას გააძლიერებს. ევროკავშირმა დაადასტურა მზაობა, განაგრძოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, საკვანძო სფეროებში საკანონმდებლო რეფორმებზე დაყრდნობით. ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო სექტორის გაძლიერების კუთხით, რათა გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები სოფლად. ასოცირების საბჭომ აღნიშნა სამოქალაქო თავდაცვის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის მნიშვნელობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში, და ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ასოცირების საბჭომ აღნიშნა 2019 წლის ოქტომბერში უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრის დროს განხილული საკითხები და ხაზი გაუსვა შემდეგი შეხვედრის ორგანიზებას ამ ფორმატში.

„ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის კრიზისული მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მიერ გაწეული წვლილისთვის და გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაში.

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჩათვლით. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა.

ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, სახელმწიფოთაშორის საქმეზე, რომელიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს, რომლითაც დაასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც „ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე", დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე დებულება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გადამწყვეტ მნიშვნელობას, 2008 წლის აგვისტოს საქართველო - რუსეთის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირებისა და მათი გადაჭრის მიზნით.

საბჭომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სრულყოფილი და ეფექტიანი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRMs) უმნიშვნელოვანესია ადგილზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით, საბჭო მიესალმა ერგნეთის IPRM შეხვედრების განახლებას და ხაზი გაუსვა გალის IPRM განახლების გადამწყვეტ მნიშვნელობას.

„საბჭომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის ხელმოწერის, ისევე როგორც სხვა ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, განსაკუთრებით მილიტარიზაციის გაძლიერებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, „გამშვები პუნქტების" გრძელვადიანი ჩაკეტვით. შეშფოთების საგანს ასევე წარმოადგენს ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ მომსახურებაზე წვდომის მიზნით, თვითნებური დაკავებები, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მუდმივი დაბრკოლებები, და არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფა. ამასთან დაკავშირებით, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს.

ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, კერძოდ, თავისი სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებული ყველა დაბრკოლების მოხსნა. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისიის მანდატის შესაბამისად. ასოცირების საბჭომ ასევე მოუწოდა, რომ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვისაც უზრუნველყოფილ იქნეს წვდომა.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზებზე ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივისადმი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ"", - ნათქვამია რელიზში.

გარდა ამისა, ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივ ფორმატში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე უწყვეტი რეფორმები უაღრესად მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წარმატებისა და წელს მოგვიანებით დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის.

ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

რა განაცხადა კახა კალაძემ ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელი გზის სიახლოვეს დაწყებულ მეწყრულ პროცესებზე?

"დღეს ჩემი დაბადების დღეა, შემიძლია დავლიო ერთი ჭიქა ღვინო? ჩამიშალეთ დაბადების დღე" - სალომე ზურაბიშვილი ვაქცინაციის შემდეგ

"ევროკავშირის უმაღლესი პირების შეფასებით, არჩევნები იყო სამართლიანი..." - პრემიერი ბრიუსელში ვიზიტს აჯამებს და ოპოზიციას მიმართავს