მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეშლია ბატონ ბორელს - მაინტერესებს, მის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ჩაუდონ, მაშინ თუ ილაპარაკებს დემოკრატიულ არჩევნებზე" - ნინო ბურჯანაძე
"შეშლია ბატონ ბორელს - მაინტერესებს, მის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ჩაუდონ, მაშინ თუ ილაპარაკებს დემოკრატიულ არჩევნებზე" - ნინო ბურჯანაძე

შეშ­ლია ბა­ტონ ბო­რელს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა მის ტექ­სტში რა­ღაც უზუს­ტო­ბაა. ეს არ­ჩევ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად არ­ცერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, მათ შო­რის არც ეუთო-ს არ უღი­ა­რე­ბია, - ასე შე­ა­ფა­სა პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი კო­მის­რის ჟო­ზეფ ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თქმით, მას­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმის გა­და­წყვე­ტა, უნდა იყოს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, თუმ­ცა ეუთო არ­ჩევ­ნებს გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც თა­ვი­სუ­ფალს.

რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „რე­ზი­უ­მე“ გა­ნა­ცხა­და, სა­ინ­ტე­რე­სოა, ჟო­ზეფ ბო­რე­ლის ქვე­ყა­ნა­ში ვინ­მეს მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­და­ტის­თვის „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი“ რომ ჩა­ე­დო, მა­შინ თუ ილა­პა­რა­კებ­და თა­ვი­სუ­ფალ და დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე.

„არ­ჩევ­ნე­ბი აღი­ა­რეს კონ­კუ­რენ­ტუ­ლად, მაგ­რამ სი­ტყვა „სა­მარ­თლი­ა­ნი“ ?! ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ბო­რე­ლის ქვე­ყა­ნა­ში მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­დატს ვინ­მემ რომ „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი“ ჩა­უ­დოს, მა­შინ თუ ილა­პა­რა­კებს თა­ვი­სუ­ფალ და დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე. და­ვა­ნე­ბოთ თა­ვის, სირ­ცხვი­ლია უკვე ამა­ზე ლა­პა­რა­კი. ვე­თან­ხმე­ბი ბა­ტონ ბო­რელს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ნამ­დვი­ლად არ არის ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტი, რად­გან არც ერთი თავ­მოყ­ვა­რე ევ­რო­პე­ლი დიპ­ლო­მა­ტი არ იტყვის პირ­და­პირ, სხვა ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს თუ არა, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დროს, როცა ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ ელა­პა­რა­კე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოპო­ზი­ცია და ამის­თვის მე­დი­ა­ტო­რი გჭირ­დე­ბა, რა თქმა უნდა, ჩა­ტარ­დე­ბო­და ხე­ლა­ხა­ლი ან ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი“,-გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე ასე­ვე იზი­ა­რებს ჟო­ზეფ ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ ბო­ი­კო­ტი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი არ არის.

„მო­დით, ერთი წა­მით და­ვი­ვი­წყოთ არ­ჩევ­ნე­ბი იყო თუ არა სა­მარ­თლი­ა­ნი, ამის გა­რე­შეც ხომ კრი­ზი­სია ქვე­ყა­ნა­ში. პარ­ლა­მენ­ტი ერ­თპარ­ტი­უ­ლია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ არ­ჩევ­ნებ­ში ხალ­ხის მე­ო­რე მხა­რე იყო, ვი­საც ხალ­ხმა მხა­რი და­უ­ჭი­რა, სახ­ლში წა­ვი­და. გა­ხა­რია, რო­მე­ლიც მე­ო­რე ნო­მე­რი ფი­გუ­რა იყო იმ პარ­ტი­ა­ში, რო­მელ­საც ხალ­ხმა ხმა ივა­ნიშ­ვი­ლის და გა­ხა­რი­ას წყა­ლო­ბით მის­ცა, ისიც სახ­ლში წა­ვი­და. არა­ფერს ვლა­პა­რა­კობ ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა­ზე და იმ სა­მარ­ცხვი­ნო ჩა­ნა­წე­რებ­ზე, რო­მე­ლიც მო­ვის­მი­ნეთ“,-გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

ის მი­იჩ­ნევს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით წნე­ხი გაგ­რძელ­დე­ბა.

„მეს­მის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ჯი­უ­ტე­ბუ­ლია და ცე­ცხლზე ნავ­თის დას­ხმა არ უნ­დათ, თუმ­ცა, მო­ლა­პარ­კე­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა წნე­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეც. გარ­წმუ­ნებთ, სჯობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ე­მორ­ჩი­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის და სა­ე­რა­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წნეხს, ვიდ­რე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დეს, მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბის შე­დე­გად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ე­რი­დოს“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
75

როდის უმდა გაჩუმდეთ? მართლა სირცხვილია.

უტრუხუნე
14

გაიტანეთ ეს "გრელანდია " პოლიტიკიდან. უფრო სწორედ ითქმებოდა, შეიტანეთ ეს "გრელანდია" კუხნაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"შეშლია ბატონ ბორელს - მაინტერესებს, მის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ჩაუდონ, მაშინ თუ ილაპარაკებს დემოკრატიულ არჩევნებზე" - ნინო ბურჯანაძე

"შეშლია ბატონ ბორელს - მაინტერესებს, მის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ჩაუდონ, მაშინ თუ ილაპარაკებს დემოკრატიულ არჩევნებზე" - ნინო ბურჯანაძე

შეშლია ბატონ ბორელს. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მის ტექსტში რაღაც უზუსტობაა. ეს არჩევნები სამართლიანად არცერთ ორგანიზაციას, მათ შორის არც ეუთო-ს არ უღიარებია, - ასე შეაფასა პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომლის თქმით, მასზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები, თუმცა ეუთო არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს.

როგორც ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, საინტერესოა, ჟოზეფ ბორელის ქვეყანაში ვინმეს მაჟორიტარ კანდიდატისთვის „მოლოტოვის კოქტეილი“ რომ ჩაედო, მაშინ თუ ილაპარაკებდა თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე.

„არჩევნები აღიარეს კონკურენტულად, მაგრამ სიტყვა „სამართლიანი“ ?! ძალიან მაინტერესებს, ბორელის ქვეყანაში მაჟორიტარ კანდიდატს ვინმემ რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ჩაუდოს, მაშინ თუ ილაპარაკებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე. დავანებოთ თავის, სირცხვილია უკვე ამაზე ლაპარაკი. ვეთანხმები ბატონ ბორელს იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად არ არის ეს მისი გადასაწყვეტი, რადგან არც ერთი თავმოყვარე ევროპელი დიპლომატი არ იტყვის პირდაპირ, სხვა ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, მაგრამ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს, როცა ერთმანეთს ვეღარ ელაპარაკება ხელისუფლება და ოპოზიცია და ამისთვის მედიატორი გჭირდება, რა თქმა უნდა, ჩატარდებოდა ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ნინო ბურჯანაძე ასევე იზიარებს ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომ ბოიკოტი საუკეთესო გამოსავალი არ არის.

„მოდით, ერთი წამით დავივიწყოთ არჩევნები იყო თუ არა სამართლიანი, ამის გარეშეც ხომ კრიზისია ქვეყანაში. პარლამენტი ერთპარტიულია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ არჩევნებში ხალხის მეორე მხარე იყო, ვისაც ხალხმა მხარი დაუჭირა, სახლში წავიდა. გახარია, რომელიც მეორე ნომერი ფიგურა იყო იმ პარტიაში, რომელსაც ხალხმა ხმა ივანიშვილის და გახარიას წყალობით მისცა, ისიც სახლში წავიდა. არაფერს ვლაპარაკობ ნიკა მელიას დაკავებაზე და იმ სამარცხვინო ჩანაწერებზე, რომელიც მოვისმინეთ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ის მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მისამართით წნეხი გაგრძელდება.

„მესმის, რომ ხელისუფლება გაჯიუტებულია და ცეცხლზე ნავთის დასხმა არ უნდათ, თუმცა, მოლაპარკებები აუცილებლად გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება წნეხი ხელისუფლებაზეც. გარწმუნებთ, სჯობს ხელისუფლება დაემორჩილოს ევროკავშირის და საერათაშორისო თანამეგობრობის წნეხს, ვიდრე იძულებული გახდეს, მასობრივი გამოსვლების შედეგად ხელისუფლებას გაერიდოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

"საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა - ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი" - რას წერს პრემიერი

"უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი" - ნიკა მელია

"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"