მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იაფი ცხოვრება, საუკეთესო  Wi-Fi და უსაფრთხო გარემოცვა: რატომ ჩადიან "ციფრული მომთაბარეები“ საქართველოში“ - რას წერენ ფრანგული გამოცემები
"იაფი ცხოვრება, საუკეთესო  Wi-Fi და უსაფრთხო გარემოცვა: რატომ ჩადიან "ციფრული მომთაბარეები“ საქართველოში“ - რას წერენ ფრანგული გამოცემები

ფო­ტო­ზე: ენ­დრიუ ბრა­უ­ნი

ფრან­გულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ "ევ­რო­ნი­უს­მა" («Euronews») და სა­ა­გენ­ტო "ფრანს პრეს­მა" («France Presse») გა­ავ­რცე­ლეს მა­სა­ლა, სა­თა­უ­რით: "იაფი ცხოვ­რე­ბა, სა­უ­კე­თე­სო Wi-Fi და უსაფრ­თხო გა­რე­მოც­ვა: რა­ტომ ჩა­დი­ან "ციფ­რუ­ლი მომ­თა­ბა­რე­ე­ბი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში“.

სა­ქარ­თვე­ლო - ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უკა­ნას­კნელ წლებ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით - დღე­საც ათა­სო­ბით უცხო­ე­ლის მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრია, რომ­ლე­ბიც იქ მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხი­დან ჩა­დი­ან "დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბის“ მიზ­ნით.

"აქ ცხოვ­რე­ბა ბევ­რად ია­ფია, ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მაც ძა­ლი­ან კარ­გია, ხოლო უსაფრ­თხო­ე­ბა უკე­თე­სი, ვიდ­რე მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში“, - ამ­ბობს 51 წლის კენ­დი ტრეფ­ტი, ყო­ფი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შა­კი აშშ-დან. იგი გა­მოც­დი­ლი მოგ­ზა­უ­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ 2019 წელს ჩა­მო­ვი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თბი­ლი­სის ძველ უბან­ში "დის­ტან­ცი­უ­რად მო­მუ­შა­ვე­ე­ბის“ სა­ერ­თო ოფი­სი გახ­სნა.

  • რო­გორ და­ა­ზა­რა­ლა "კო­ვიდ-19“-მა სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის სექ­ტორი

2004 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო, მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ძვე­ლი ქა­ლა­ქის (მა­გა­ლი­თად, ბა­თუ­მის, მეს­ტი­ის) რე­კონ­სტრუქ­ცი­ის წყა­ლო­ბით თან­და­თან გახ­და მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა. 2019 წელს ქვე­ყა­ნას და­ახ­ლო­ე­ბით 9 მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი ეწ­ვია, რაც ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას. ტუ­რიზ­მის წილი ქვეყ­ნის მთლი­ან შიდა პრო­დუქ­ტში (მშპ) თით­ქმის 5%-ს შე­ად­გენ­და

მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, "კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ტუ­რიზ­მის სექ­ტორს სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა: ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2020 წელს ეკო­ნო­მი­კა თით­ქმის 6%-ით შემ­ცირ­და და ასი ათას­მა ადა­მი­ან­მა სა­მუ­შაო და­კარ­გა.

ამ და­ნა­კარ­გე­ბის კომ­პენ­სი­რე­ბის იმე­დით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­სულ ზა­ფხულს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პროგ­რა­მა მდი­და­რი დის­ტან­ცი­უ­რი მო­მუ­შა­ვე­ე­ბის მი­სა­ზი­დად, რომ­ლებ­საც, "კო­ვიდ-19“-თან ბრძო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბი აღუთ­ქვა. "ეს პროგ­რა­მა გა­მიზ­ნუ­ლია მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე უცხო­ე­ლე­ბი­სათ­ვის, როცა ტუ­რის­ტე­ბის მა­სობ­რი­ვი შე­მოს­ვლა ქვე­ყა­ნა­ში შე­წყვე­ტი­ლია“, - გა­ნუ­ცხა­და "ფრანს-პრესს“ ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს-მდი­ვან­მა თეა ჩან­ჩი­ბა­ძემ.

  • "სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ერთი წე­ლია ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ“

"დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის "ქარ­თულ­მაი სქე­მა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მსოფ­ლი­ოს 95 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლებ­საც ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სავ­ლე­ბი 2 ათა­სი დო­ლა­რი (1670 ევრო) აქვთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­რონ და იმუ­შა­ონ. მათ ასე­ვე უნდა ჰქონ­დეთ კო­რო­ნა­ვირუ­სის ტესტზე უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი ან აც­რი­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ.

"პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის გა­ნა­ცხა­დი და­ახ­ლო­ე­ბით 2300 ადა­მი­ან­მა შე­ი­ტა­ნა და მათ­გან დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში 800-მდე უკვე ჩა­მო­სუ­ლია“,, - ამ­ბობს თეა ჩან­ჩი­ბა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლო "კო­ვიდ-19“-ის ეპი­დე­მი­ას 2020 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე აკონ­ტრო­ლებ­და, მაგ­რამ სექ­ტემ­ბრი­დან სი­ტუ­ა­ცია გა­უ­ა­რეს­და: მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვლი­სათ­ვის ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 270 ათა­სი შემთცხვე­ვა და­რე­გის­ტრირ­და, რის შე­დე­გა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 2500 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ენ­დრიუ ბრა­უ­ნი, 28 წლის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის­ტი აშშ-ის ნიუ-ჯერ­სის შტა­ტი­დან, ამ­ბობს, რომ "სა­ქარ­თვე­ლო "კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მი­ის დრო­საც კი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო ად­გილს წარ­მო­ად­გენს“.

"რაც მე ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მომ­წონს, ესაა ქარ­თვე­ლე­ბის მე­გობ­რუ­ლი გან­წყო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის მა­ღა­ლი კულ­ტუ­რა. მე უცხო­ე­ლი ვარ, მაგ­რამ აქ არას­დროს არ მიგ­რძვნია თავი ზედ­მე­ტად", - ამ­ბობს ენ­დრიუ ბრა­უ­ნი და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო მეტი "ციფ­რუ­ლი მომ­თა­ბა­რე­ე­ბი“ ჩა­მო­დი­ან. ამე­რი­კე­ლი პროგ­რა­მის­ტის თქმით, ჩა­მომ­სვლე­ლებს [სპე­ცი­ა­ლო­ბის] სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლე­ბი აქვთ, მაგ­რამ ყვე­ლას ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ქვეყ­ნის კვლე­ვის სურ­ვი­ლი იზი­დავს.

  • "დის­ტან­ცი­უ­რი“ ცხოვ­რე­ბის წე­სის ნაკ­ლი

ჩვე­უ­ლებ­რივ ტუ­რის­ტე­ბი­სა­გან შე­და­რე­ბით, ენ­დრიუ ბრა­უ­ნი თვლის, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის მომ­თა­ბა­რე­ებს უფრო მე­ტად შე­უძ­ლი­ათ იმ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა, სა­დაც ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ. თუმ­ცა ცხოვ­რე­ბის ასეთ წესს თა­ვი­სი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა და შე­ზღუდ­ვე­ბიც აქვს.

ბრი­ტა­ნე­თის კრენ­ფილ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნი­ე­ბი იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც დის­ტან­ცი­უ­რად ("შო­რი­დან“) მუ­შა­ო­ბენ, ხში­რად ისეთ და­ვა­ლე­ბებს აძ­ლე­ვენ და ისეთ მო­თხოვ­ნებს უყე­ნე­ბენ, რო­მელ­თა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა დრო­ის გან­სა­ზღვრულ მო­ნაკ­ვეთ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბას“ ახა­სი­ა­თებს ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რო­ბა, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით სა­დღე­ღა­მი­სო სარ­გებ­ლო­ბა, არა­საკ­მა­რი­სი დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი, ძი­ლის დე­ფი­ცი­ტი, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს. და ეს სა­ქარ­თვე­ლო­შიც კი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ იმა­ზე, რომ დის­ტან­ცი­უ­რად მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბი­სა­გან შორს იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ენ­დრიუ ბრა­უ­ნი აღი­ა­რებს, რომ ზოგ­ჯერ სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა "სა­ა­მუ­რია“, მაგ­რამ არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად სა­ზღვარ­გა­რე­თაც ყვე­ლა შენი პრობ­ლე­მა თან მიგყვე­ბა“.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნას
25

გაიგეთ ნაცებო??

ლალუკა
16

 თქვენ აქეთ ჩამოდით პროგრამისტე და ღლიტეთ ქვეყანა , საკუთარ პროგრამისტებს აბა ქართველები რატომ გადაუხდიან ფულს.და ჩვენ გერმანიაში წავალთ ბალახის სათხრელად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"იაფი ცხოვრება, საუკეთესო  Wi-Fi და უსაფრთხო გარემოცვა: რატომ ჩადიან "ციფრული მომთაბარეები“ საქართველოში“ - რას წერენ ფრანგული გამოცემები

"იაფი ცხოვრება, საუკეთესო  Wi-Fi და უსაფრთხო გარემოცვა: რატომ ჩადიან "ციფრული მომთაბარეები“ საქართველოში“ - რას წერენ ფრანგული გამოცემები

ფოტოზე: ენდრიუ ბრაუნი

ფრანგულმა ტელეკომპანიამ "ევრონიუსმა" («Euronews») და სააგენტო "ფრანს პრესმა" («France Presse») გაავრცელეს მასალა, სათაურით: "იაფი ცხოვრება, საუკეთესო Wi-Fi და უსაფრთხო გარემოცვა: რატომ ჩადიან "ციფრული მომთაბარეები“ საქართველოში“.

საქართველო - ქვეყანა, რომელიც უკანასკნელ წლებში ძალიან პოპულარული გახდა ტურიზმის მიმართულებით - დღესაც ათასობით უცხოელის მიზიდულობის ცენტრია, რომლებიც იქ მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩადიან "დისტანციურად მუშაობის“ მიზნით.

"აქ ცხოვრება ბევრად იაფია, ინტერნეტთან წვდომაც ძალიან კარგია, ხოლო უსაფრთხოება უკეთესი, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“, - ამბობს 51 წლის კენდი ტრეფტი, ყოფილი სამედიცინო მუშაკი აშშ-დან. იგი გამოცდილი მოგზაურია, საქართველოში ჯერ კიდევ 2019 წელს ჩამოვიდა, მოგვიანებით კი თბილისის ძველ უბანში "დისტანციურად მომუშავეების“ საერთო ოფისი გახსნა.

  • როგორ დააზარალა "კოვიდ-19“-მა საქართველოს ტურიზმის სექტორი

2004 წლიდან საქართველო, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებისა და რამდენიმე ძველი ქალაქის (მაგალითად, ბათუმის, მესტიის) რეკონსტრუქციის წყალობით თანდათან გახდა მსოფლიო ტურიზმის მნიშვნელოვანი მიმართულება. 2019 წელს ქვეყანას დაახლოებით 9 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც ორჯერ აღემატება საქართველოს მოსახლეობას. ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) თითქმის 5%-ს შეადგენდა

მაგრამ, სამწუხაროდ, "კოვიდ-19“-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკის ტურიზმის სექტორს სერიოზული დარტყმა მიაყენა: ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს ეკონომიკა თითქმის 6%-ით შემცირდა და ასი ათასმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა.

ამ დანაკარგების კომპენსირების იმედით, საქართველოს მთავრობამ გასულ ზაფხულს განახორციელა პროგრამა მდიდარი დისტანციური მომუშავეების მისაზიდად, რომლებსაც, "კოვიდ-19“-თან ბრძოლის მიუხედავად, შეღავათიანი პირობები აღუთქვა. "ეს პროგრამა გამიზნულია მაღალი შემოსავლების მქონე უცხოელებისათვის, როცა ტურისტების მასობრივი შემოსვლა ქვეყანაში შეწყვეტილია“, - განუცხადა "ფრანს-პრესს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-მდივანმა თეა ჩანჩიბაძემ.

  • "საქართველოში უკვე ერთი წელია ვცხოვრობ და ვმუშაობ“

"დისტანციური მუშაობის "ქართულმაი სქემა საშუალებას აძლევს მსოფლიოს 95 ქვეყნის მოქალაქეს, რომლებსაც ყოველთვიური შემოსავლები 2 ათასი დოლარი (1670 ევრო) აქვთ, საქართველოში იცხოვრონ და იმუშაონ. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი ან აცრილები უნდა იყვნენ.

"პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადი დაახლოებით 2300 ადამიანმა შეიტანა და მათგან დღეისათვის საქართველოში 800-მდე უკვე ჩამოსულია“,, - ამბობს თეა ჩანჩიბაძე.

საქართველო "კოვიდ-19“-ის ეპიდემიას 2020 წლის ზაფხულამდე აკონტროლებდა, მაგრამ სექტემბრიდან სიტუაცია გაუარესდა: მიმდინარე წლის თებერვლისათვის ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 270 ათასი შემთცხვევა დარეგისტრირდა, რის შედეგადაც დაახლოებით 2500 ადამიანი გარდაიცვალა.

ენდრიუ ბრაუნი, 28 წლის კომპიუტერული პროგრამისტი აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატიდან, ამბობს, რომ "საქართველო "კოვიდ-19“-ის პანდემიის დროსაც კი ცხოვრებისათვის საუკეთესო ადგილს წარმოადგენს“.

"რაც მე ყველაზე ძალიან მომწონს, ესაა ქართველების მეგობრული განწყობა და ურთიერთობის მაღალი კულტურა. მე უცხოელი ვარ, მაგრამ აქ არასდროს არ მიგრძვნია თავი ზედმეტად", - ამბობს ენდრიუ ბრაუნი და აღნიშნავს, რომ საქართველოში სულ უფრო მეტი "ციფრული მომთაბარეები“ ჩამოდიან. ამერიკელი პროგრამისტის თქმით, ჩამომსვლელებს [სპეციალობის] სხვადასხვა პროფილები აქვთ, მაგრამ ყველას ცნობისმოყვარეობა და ქვეყნის კვლევის სურვილი იზიდავს.

  • "დისტანციური“ ცხოვრების წესის ნაკლი

ჩვეულებრივ ტურისტებისაგან შედარებით, ენდრიუ ბრაუნი თვლის, რომ 21-ე საუკუნის მომთაბარეებს უფრო მეტად შეუძლიათ იმ ქვეყნის კულტურასთან ინტეგრირება, სადაც ისინი მუშაობენ. თუმცა ცხოვრების ასეთ წესს თავისი ნაკლოვანება და შეზღუდვებიც აქვს.

ბრიტანეთის კრენფილდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, კომპანიები იმ თანამშრომლებს, რომლებიც დისტანციურად ("შორიდან“) მუშაობენ, ხშირად ისეთ დავალებებს აძლევენ და ისეთ მოთხოვნებს უყენებენ, რომელთა დაკმაყოფილება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შეუძლებელია.

"დისტანციურ მუშაობას“ ახასიათებს ზეგანაკვეთურობა, ელექტრონული ფოსტით სადღეღამისო სარგებლობა, არასაკმარისი დასვენების დღეები, ძილის დეფიციტი, რამაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს. და ეს საქართველოშიც კი შეიძლება მოხდეს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დისტანციურად მომუშავე ადამიანები თავიანთი ოჯახებისაგან შორს იმყოფებიან.

ენდრიუ ბრაუნი აღიარებს, რომ ზოგჯერ საზღვარგარეთ ცხოვრება "საამურია“, მაგრამ არცთუ იშვიათად საზღვარგარეთაც ყველა შენი პრობლემა თან მიგყვება“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

მომავლის საუკეთესო ინვესტიცია განათლებაა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

თემქაზე ავეჯის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ლიეტუვას მთავრობის ინიციატივით მოწყობილ გამოფენას უმასპინძლა