სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეტავ, გულის გულამდე გვეგრძნოს საკუთარი დაცემულობა და ცოდვების სიმრავლე -დღეს დიდმარხვა იწყება!
ნეტავ, გულის გულამდე გვეგრძნოს საკუთარი დაცემულობა და ცოდვების სიმრავლე -დღეს დიდმარხვა იწყება!

15 მარ­ტი­დან „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე-20 ტომს შე­ი­ძენს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. გთა­ვა­ზობთ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ბლოგს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლის­თვის, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს:

არ­სე­ბობს ერთი სა­ო­ცა­რი სი­ტყვა - "მა­პა­ტიე" და არ­სე­ბობს სუ­ლი­ე­რი წარ­მა­ტე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა - სი­ნა­ნუ­ლი...რო­გორ გვი­ჭირს ამ სი­ტყვის თქმა... რო­გორ გვიმ­ძიმს თა­ვის დამ­დაბ­ლე­ბა...ვერც ერთი კაცი ვერ იხი­ლავს სუ­ლი­ერ სი­მაღ­ლე­ებს გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლის გა­რე­შე...მაგ­რამ სი­ნა­ნუ­ლი მი­უღ­წე­ვე­ლის გამო თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის შე­ლახ­ვის გან­ცდა კი არა, სა­კუ­თა­რი და­ცე­მუ­ლო­ბის გამო გულ­წრფე­ლი ტი­რი­ლია, დიდი შე­რი­გე­ბის და­სა­წყი­სი...პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის სი­ნა­ნუ­ლი ვი­სურ­ვოთ... უფ­ლის შე­წევ­ნით... შენ­დო­ბას ვი­თხოვ...

***

როცა გვი­ჭირს სა­კუ­თარ თავ­ში და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბის შეც­ნო­ბა, სწო­რედ მა­შინ ვდგა­ვართ და­ღუპ­ვის გზა­ზე და არა მა­შინ, როცა ჩვენ მიერ ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლე­ბის გამო სი­ნა­ნუ­ლი გვი­კარ­გავს მოს­ვე­ნე­ბას.ამი­ტომ ევედ­რე­ბი­ან მორ­წმუ­ნე­ნი დიდი მარ­ხვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეფ­რემ ასუ­რის ლოც­ვა­ში უფალს, რომ მო­ა­ნი­ჭოს სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბის გან­ცდა.ინე­ბოს ღმერ­თმა და მხო­ლოდ სი­ტყვე­ბად არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყოს ჩვენ მიერ მი­ტე­ვე­ბის დღეს წარ­მოთ­ქმუ­ლი: "მა­პა­ტიე, თუ რამე გან­წყე­ნი­ნე".თუო? თუ კი არა, რა მოთ­ვლის, რამ­დე­ნი ბალ­ღა­მით არის სავ­სე ჩვე­ნი ფიქ­რი, აზრი, გო­ნე­ბა, რამ­დე­ნი ვე­რა­გო­ბა და ცბი­ე­რე­ბა მო­დის ჩვე­ნი ბა­გე­ე­ბი­დან, რამ­დე­ნი შური და ბოღ­მა და­ბუ­დე­ბუ­ლა ჩვენს გუ­ლებ­ში.ნე­ტავ, გუ­ლის გუ­ლამ­დე გვეგ­რძნოს სა­კუ­თა­რი და­ცე­მუ­ლო­ბა და ცოდ­ვე­ბის სიმ­რავ­ლე -დიდ­მარ­ხვა იწყე­ბა, მე­გობ­რე­ბო!

***

ორი­ო­დე კვი­რის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი და­ი­ლე­ქა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და თქვენც გა­გი­ზი­ა­რებთ... წირ­ვა­ზე ვი­ყა­ვი. ამ­ბი­ონ­ზე გა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი მო­ძღვა­რი ბარ­ძიმ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბულ­თა სა­ხე­ლებს ხმა­მაღ­ლა წარ­მოთ­ქვამ­და და ყვე­ლა გა­სუ­სუ­ლი უს­მენ­და... გა­მო­გიც­დი­ათ ალ­ბათ, რო­გო­რი ემო­ცი­ით ელო­დე­ბი უძ­ლუ­რე­ბა­ში მყო­ფი ახ­ლობ­ლის სა­ხე­ლის გა­მო­ცხა­დე­ბას წირ­ვა­ზე - სულ­გა­ნა­ბუ­ლი, დიდი მო­ლო­დი­ნით... აი, წარ­მოთ­ქვა... ახლა ეშ­ვე­ლე­ბა... გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა... აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად იქ­ნე­ბა... ჰოდა ამ სი­ჩუ­მე­ში ამ ემო­ცი­ით იდგა იმ დღე­საც მთე­ლი მრევ­ლი და უც­ბად ტაძ­რის ერთი კუ­თხი­დან მა­მა­კა­ცის ყვი­რი­ლი გა­ის­მა: "ლილი და თა­მა­ზიც გა­მო­ა­ცხა­დეთ!" ჯერ და­ბალ ხმა­ზე იყ­ვი­რა. რომ მიხ­ვდა, უკვე ას­რუ­ლებ­და მო­ძღვა­რი მოხ­სე­ნი­ე­ბას, უმა­ტა და უმა­ტა ხმას... ბო­ლოს გან­წი­რუ­ლი ხმით და­იღ­რი­ა­ლა: "ლილი და თა­მა­ზიც გა­მო­ა­ცხა­დეთ!!!" ყვე­ლა მას ვუ­ყუ­რებ­დით... და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია... მო­ძღვა­რი, ჩემი მშვი­დი და მად­ლი­ა­ნი მო­ძღვა­რი, წა­მო­წით­ლდა... წმინ­და ბარ­ძი­მით ხელ­ში ამ­ბი­ონ­ზე კრძალ­ვით მდგა­რი... ჯერ ვერ გა­ერ­კვა, რა აყ­ვი­რებ­და კაცს, მერე სტი­ქა­რო­სან­მა უც­ბად აუხ­სნა, რაც უნ­დო­და და მო­ძღვარ­მაც დინ­ჯად: "ლილი... თა­მა­ზი..." - ხმა­მაღ­ლა და გარ­კვე­ვით - მის გა­სა­გო­ნად... ამის თქმა იყო და ის კაცი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არა­ვის გვი­ნა­ხავს ჩვენს ტა­ძარ­ში, მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა... ასე იყო წირ­ვის ბო­ლომ­დე... მერე კი, როცა წა­მოდ­გა, სახე სულ ცრემ­ლით ჰქონ­და და­ფა­რუ­ლი... ერთი შე­ხედ­ვით, რა იყო აქ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და მო­სა­თხრო­ბი, მაგ­რამ, იცით, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე არ იყო თით­ქოს... ამ ამ­ბავ­მა სა­ხა­რე­ბის ორი ეპი­ზო­დი გა­მახ­სე­ნა: ერთი მე­ბა­ჟე ზა­ქეს ამ­ბა­ვია, მე­ბა­ჟე­ე­ბი სძულ­დათ ის­რა­ე­ლე­ლებს, რად­გან ხარკს ორ­მა­გად ახ­დე­ვი­ნებ­დნენ იმ­პე­რი­ის სა­სარ­გებ­ლოდ და თა­ვა­დაც მდიდ­რდე­ბოდ­ნენ. ზა­ქემ შე­ი­ტყო, რომ ქა­ლაქ­ში იესო მო­დი­ო­და და ძა­ლი­ან უნ­დო­და მისი და­ნახ­ვა, მაგ­რამ რად­გან ტან­და­ბა­ლი იყო, იცო­და, ხალ­ხმრავ­ლო­ბა­ში ვერ შეძ­ლებ­და ამას და ხეზე აძ­ვრა, რომ იქი­დან მა­ინც შე­ე­ხე­და. იე­სომ კი ხეზე მყოფ ზა­ქეს ახე­და და უთხრა, რომ მის სახ­ლში სტუმ­რო­ბა სურ­და. ზა­ქეს მხო­ლოდ და­ნახ­ვა უნ­დო­და უფ­ლი­სა, ის კი ყვე­ლას­გან მო­ძუ­ლე­ბულ კაცს სახ­ლში ეს­ტუმ­რა.

მე­ო­რე ამ­ბა­ვი დავ­რდო­მი­ლის გან­კურ­ნე­ბაა - ისევ ხალ­ხმრავ­ლო­ბა, ისევ ძნე­ლად გა­საკ­ვლე­ვი გზა უფ­ლამ­დე... სა­კა­ცე­ზე დას­ვე­ნე­ბუ­ლი დავ­რდო­მი­ლი მოჰ­ყავ­დათ ახ­ლობ­ლებს უფალ­თან, რათა გა­ნე­კურ­ნა. ხალ­ხმრავ­ლო­ბის გამო ვერ შეძ­ლეს მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა და დავ­რდო­მი­ლი ჭე­რი­დან ჩა­უშ­ვეს იე­სოს­თან. მათი რწმე­ნა გახ­და წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ იე­სომ გან­კურ­ნა დავ­რდო­მი­ლი... აი, ეს ორი ეპი­ზო­დი და ის, ჩვენს ტა­ძარ­ში მომ­ხდა­რი, ამ­ბა­ვი მინ­და რომ კავ­შირ­ში იყოს ერ­თმა­ნეთ­თან. იმ კა­ცის თავ­გან­წი­რუ­ლი სურ­ვი­ლი აეხ­დი­ნოს და ცრემ­ლე­ბი და­ეშ­როს ღვთის მო­წყა­ლე­ბას... თუმ­ცა მან წირ­ვა­ზე ქცე­ვის წე­სე­ბი და­არ­ღვია, ან იქ­ნებ სა­ერ­თო­დაც არ იცო­და, რო­გორ იხ­სე­ნი­ე­ბენ ბარ­ძიმ­ში... მას ყვე­ლა ჩვენ­გან­ზე მე­ტად სწყუ­რო­და უფ­ლის შე­წევ­ნა...

ცრემ­ლით დას­ვე­ლე­ბუ­ლი გული უნდა ამო­ი­ღო სა­გუ­ლე­დან ალ­ბათ - გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლით, ვედ­რე­ბით აღვსი­ლი გული უნდა გა­უ­წო­დო უფალს და ის აუ­ცი­ლებ­ლად შე­ის­მენს შენს თხოვ­ნას... ღმერ­თმა მო­იხ­სე­ნოს უძ­ლუ­რე­ბა­ში მყოფ­ნი ლილი და თა­მა­ზი... უფალ­მა გის­მი­ნოთ თქვენც, ჩემო მე­გობ­რე­ბო, ვინც ახლა გან­საც­დელ­ში ხართ... სიმ­შვი­დე და სი­ხა­რუ­ლი გვქონ­დეს!

***

როცა მო­სემ მო­ნო­ბა­ში მყო­ფი თა­ვი­სი ხალ­ხი ეგ­ვიპ­ტი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა, ასე მი­მარ­თა მათ: გახ­სოვ­დეთ ეს დღე, რა დღე­საც გა­მოხ­ვე­დით ეგ­ვიპ­ტი­დან, მო­ნო­ბის სახ­ლი­დან... დღეს გა­მო­დი­ხართ - გა­ზა­ფხუ­ლის თვე­ში!

გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბას მოჰ­ყვე­ბა აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლიც.

ამ "გა­ზა­ფხუ­ლის თვე­ში" ინე­ბოს უფალ­მა ჩვე­ნი გა­ნახ­ლე­ბა, ჩვე­ნი გა­მოყ­ვა­ნა ცოდ­ვის მო­ნო­ბი­დან, ჩვე­ნი აღ­დგი­ნე­ბა და­ცე­მუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და თა­ვი­სუფ­ლე­ბა!

აი, ამ გა­ზა­ფხულს ვნატ­რობ მე პი­რა­დად: გულ­ში სიწ­მინ­დე, სი­ხა­რუ­ლი, ბედ­ნი­ე­რე­ბა, სულ­ში პეპ­ლე­ბი, მად­ლი უფ­ლი­სა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვე­ნი და­მო­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი­სა - მოგ­ვი­ტა­ნე გა­ზა­ფხუ­ლო!

15 მარ­ტი­დან - გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, მე-20 ტომი! არ გა­მოგრჩეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ნეტავ, გულის გულამდე გვეგრძნოს საკუთარი დაცემულობა და ცოდვების სიმრავლე -დღეს დიდმარხვა იწყება!

ნეტავ, გულის გულამდე გვეგრძნოს საკუთარი დაცემულობა და ცოდვების სიმრავლე -დღეს დიდმარხვა იწყება!

15 მარტიდან „ბიბლიის განმარტებების“ მე-20 ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

არსებობს ერთი საოცარი სიტყვა - "მაპატიე" და არსებობს სულიერი წარმატების აუცილებელი პირობა - სინანული...როგორ გვიჭირს ამ სიტყვის თქმა... როგორ გვიმძიმს თავის დამდაბლება...ვერც ერთი კაცი ვერ იხილავს სულიერ სიმაღლეებს გულწრფელი სინანულის გარეშე...მაგრამ სინანული მიუღწეველის გამო თავმოყვარეობის შელახვის განცდა კი არა, საკუთარი დაცემულობის გამო გულწრფელი ტირილია, დიდი შერიგების დასაწყისი...პეტრე მოციქულის სინანული ვისურვოთ... უფლის შეწევნით... შენდობას ვითხოვ...

***

როცა გვიჭირს საკუთარ თავში დაცემული ბუნების შეცნობა, სწორედ მაშინ ვდგავართ დაღუპვის გზაზე და არა მაშინ, როცა ჩვენ მიერ ჩადენილი საქციელების გამო სინანული გვიკარგავს მოსვენებას.ამიტომ ევედრებიან მორწმუნენი დიდი მარხვის განმავლობაში ეფრემ ასურის ლოცვაში უფალს, რომ მოანიჭოს საკუთარი ცოდვების განცდა.ინებოს ღმერთმა და მხოლოდ სიტყვებად არ დარჩენილიყოს ჩვენ მიერ მიტევების დღეს წარმოთქმული: "მაპატიე, თუ რამე განწყენინე".თუო? თუ კი არა, რა მოთვლის, რამდენი ბალღამით არის სავსე ჩვენი ფიქრი, აზრი, გონება, რამდენი ვერაგობა და ცბიერება მოდის ჩვენი ბაგეებიდან, რამდენი შური და ბოღმა დაბუდებულა ჩვენს გულებში.ნეტავ, გულის გულამდე გვეგრძნოს საკუთარი დაცემულობა და ცოდვების სიმრავლე -დიდმარხვა იწყება, მეგობრებო!

***

ორიოდე კვირის წინანდელი ამბავი დაილექა ჩემს მეხსიერებაში და თქვენც გაგიზიარებთ... წირვაზე ვიყავი. ამბიონზე გამობრძანებული მოძღვარი ბარძიმში მოხსენიებულთა სახელებს ხმამაღლა წარმოთქვამდა და ყველა გასუსული უსმენდა... გამოგიცდიათ ალბათ, როგორი ემოციით ელოდები უძლურებაში მყოფი ახლობლის სახელის გამოცხადებას წირვაზე - სულგანაბული, დიდი მოლოდინით... აი, წარმოთქვა... ახლა ეშველება... გამოჯანმრთელდება... აუცილებლად კარგად იქნება... ჰოდა ამ სიჩუმეში ამ ემოციით იდგა იმ დღესაც მთელი მრევლი და უცბად ტაძრის ერთი კუთხიდან მამაკაცის ყვირილი გაისმა: "ლილი და თამაზიც გამოაცხადეთ!" ჯერ დაბალ ხმაზე იყვირა. რომ მიხვდა, უკვე ასრულებდა მოძღვარი მოხსენიებას, უმატა და უმატა ხმას... ბოლოს განწირული ხმით დაიღრიალა: "ლილი და თამაზიც გამოაცხადეთ!!!" ყველა მას ვუყურებდით... დაიძაბა სიტუაცია... მოძღვარი, ჩემი მშვიდი და მადლიანი მოძღვარი, წამოწითლდა... წმინდა ბარძიმით ხელში ამბიონზე კრძალვით მდგარი... ჯერ ვერ გაერკვა, რა აყვირებდა კაცს, მერე სტიქაროსანმა უცბად აუხსნა, რაც უნდოდა და მოძღვარმაც დინჯად: "ლილი... თამაზი..." - ხმამაღლა და გარკვევით - მის გასაგონად... ამის თქმა იყო და ის კაცი, რომელიც მანამდე არავის გვინახავს ჩვენს ტაძარში, მუხლებზე დაეცა... ასე იყო წირვის ბოლომდე... მერე კი, როცა წამოდგა, სახე სულ ცრემლით ჰქონდა დაფარული... ერთი შეხედვით, რა იყო აქ დასამახსოვრებელი და მოსათხრობი, მაგრამ, იცით, ეს ჩვეულებრივი დღე არ იყო თითქოს... ამ ამბავმა სახარების ორი ეპიზოდი გამახსენა: ერთი მებაჟე ზაქეს ამბავია, მებაჟეები სძულდათ ისრაელელებს, რადგან ხარკს ორმაგად ახდევინებდნენ იმპერიის სასარგებლოდ და თავადაც მდიდრდებოდნენ. ზაქემ შეიტყო, რომ ქალაქში იესო მოდიოდა და ძალიან უნდოდა მისი დანახვა, მაგრამ რადგან ტანდაბალი იყო, იცოდა, ხალხმრავლობაში ვერ შეძლებდა ამას და ხეზე აძვრა, რომ იქიდან მაინც შეეხედა. იესომ კი ხეზე მყოფ ზაქეს ახედა და უთხრა, რომ მის სახლში სტუმრობა სურდა. ზაქეს მხოლოდ დანახვა უნდოდა უფლისა, ის კი ყველასგან მოძულებულ კაცს სახლში ესტუმრა.

მეორე ამბავი დავრდომილის განკურნებაა - ისევ ხალხმრავლობა, ისევ ძნელად გასაკვლევი გზა უფლამდე... საკაცეზე დასვენებული დავრდომილი მოჰყავდათ ახლობლებს უფალთან, რათა განეკურნა. ხალხმრავლობის გამო ვერ შეძლეს მასთან მიახლოება და დავრდომილი ჭერიდან ჩაუშვეს იესოსთან. მათი რწმენა გახდა წინაპირობა იმისა, რომ იესომ განკურნა დავრდომილი... აი, ეს ორი ეპიზოდი და ის, ჩვენს ტაძარში მომხდარი, ამბავი მინდა რომ კავშირში იყოს ერთმანეთთან. იმ კაცის თავგანწირული სურვილი აეხდინოს და ცრემლები დაეშროს ღვთის მოწყალებას... თუმცა მან წირვაზე ქცევის წესები დაარღვია, ან იქნებ საერთოდაც არ იცოდა, როგორ იხსენიებენ ბარძიმში... მას ყველა ჩვენგანზე მეტად სწყუროდა უფლის შეწევნა...

ცრემლით დასველებული გული უნდა ამოიღო საგულედან ალბათ - გულწრფელი სურვილით, ვედრებით აღვსილი გული უნდა გაუწოდო უფალს და ის აუცილებლად შეისმენს შენს თხოვნას... ღმერთმა მოიხსენოს უძლურებაში მყოფნი ლილი და თამაზი... უფალმა გისმინოთ თქვენც, ჩემო მეგობრებო, ვინც ახლა განსაცდელში ხართ... სიმშვიდე და სიხარული გვქონდეს!

***

როცა მოსემ მონობაში მყოფი თავისი ხალხი ეგვიპტიდან გამოიყვანა, ასე მიმართა მათ: გახსოვდეთ ეს დღე, რა დღესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან... დღეს გამოდიხართ - გაზაფხულის თვეში!

გაზაფხულის ბუნიობას მოჰყვება აღდგომის დღესასწაულიც.

ამ "გაზაფხულის თვეში" ინებოს უფალმა ჩვენი განახლება, ჩვენი გამოყვანა ცოდვის მონობიდან, ჩვენი აღდგინება დაცემული მდგომარეობიდან და თავისუფლება!

აი, ამ გაზაფხულს ვნატრობ მე პირადად: გულში სიწმინდე, სიხარული, ბედნიერება, სულში პეპლები, მადლი უფლისა, თავისუფლება ჩვენი დამონებული ხალხისა - მოგვიტანე გაზაფხულო!

15 მარტიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, მე-20 ტომი! არ გამოგრჩეთ!

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის მესამე ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

18 მარტიდან New York Times-ის ბესტსელერი - რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ -ჟურნალ „გზასთან“ ერთად

50 მილიონ დოლარად შეფასებული ნახატი, რომელიც 30 წელი სხვისი ეგონათ