მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უსინდისო ადამიანები ამბობენ, რომ "ასტრაზენეკა" დაბალხარისხიანი ვაქცინაა - "ასტრაზენეკა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა" - ცერცვაძე
"უსინდისო ადამიანები ამბობენ, რომ "ასტრაზენეკა" დაბალხარისხიანი ვაქცინაა - "ასტრაზენეკა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა" - ცერცვაძე

გა­მოჩ­ნდნენ უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ვაქ­ცი­ნაა - ეს არის მავ­ნებ­ლო­ბა ქვეყ­ნის მი­მართ იმი­ტომ, რომ „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ არის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ვაქ­ცი­ნა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბას­თან ერ­თად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის მზად­ყოფ­ნა იმი­სათ­ვის, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის სრუ­ლი ათ­ვი­სე­ბა მოხ­დეს.

„ხვალ იწყე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ნა­ნატ­რი პრო­ცე­სი. ყვე­ლამ იცით, რომ უკვე შე­მო­სუ­ლია და გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტია. ად­გი­ლი ჰქონ­და დაგ­ვი­ა­ნე­ბას სულ 2 კვი­რით, სა­მა­გი­ე­როდ შემ­დეგ პი­რი­ქით დაჩ­ქარ­და. „კო­ვაქსმა“ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­პა­ში მე­ო­თხე ქვე­ყა­ნა რი­გით, ვინც „კო­ვაქ­სის“ პლატ­ფორ­მით მი­ი­ღო ვაქ­ცი­ნა. ვი­ნა­ი­დან ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტია შე­მო­ვი­და, პრაქ­ტი­კუ­ლად არის იმის გა­რან­ტია, რომ შემ­დე­გი შე­მოს­ვლე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა უწყვე­ტად და წლის ბო­ლომ­დე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო აც­რის მო­სახ­ლე­ო­ბის იმ რა­ო­დე­ნო­ბას, 60%-ს, რაც თა­ვი­დან იგეგ­მე­ბო­და. არა­ნა­ი­რი წყვე­ტა არ იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა­ზე და იქ­ნე­ბა ეტა­პობ­რი­ვად და მუდ­მი­ვად.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პუნ­ქტი არის ქვეყ­ნის მზად­ყოფ­ნა. ვაქ­ცი­ნა შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­დეს და ის ვერ იქ­ნეს ათ­ვი­სე­ბუ­ლი, ასე­თი რამ და­ე­მარ­თა ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა, სა­დაც ვაქ­ცი­ნა და­სა­წყო­ბე­ბუ­ლია და ხარ­ჯვა არის ძა­ლი­ან და­ბა­ლი - აი ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ და მთე­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია ახლა ჩვე­ნი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უნდა წა­რი­მარ­თოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­მე­თუ თქვენ იცით, რომ არ­სე­ბო­ბენ არა­კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბიც, არ­სე­ბო­ბენ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბიც, რომ­ლებ­საც რწმე­ნა აქვთ, რომ ვაქ­ცი­ნა არ უნდა გა­ი­კე­თონ, გა­მოჩ­ნდნენ ისე­თე­ბიც, უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ვაქ­ცი­ნაა და „ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ აც­რა­ზე ისი­ნი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი არი­ან და ელო­დე­ბი­ან „ფა­ი­ზერს“ - ეს არის მავ­ნებ­ლო­ბა ქვეყ­ნის მი­მართ იმი­ტომ, რომ „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ არის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ვაქ­ცი­ნა, უკვე აც­რი­ლია 16 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ამ ვაქ­ცი­ნით მსოფ­ლი­ო­ში და მათ­გან 11 მი­ლი­ო­ნი ინ­გლის­ში“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ამას­თან, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გან­მარ­ტა, რომ ამ ეტაპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის თბი­ლის­ში 10-ზე მეტი პუნ­ქტია გა­მო­ყო­ფი­ლი, ხოლო რე­გი­ო­ნებ­ში 29.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო გეგ­მა დიდი ხა­ნია მომ­ზა­დე­ბუ­ლია და გა­წე­რი­ლია დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა სცე­ნა­რი იმის­და მი­ხედ­ვით თუ რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა და რო­დის და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ პარ­ტი­ა­ზე მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ თბი­ლის­ში გა­მო­ყო­ფი­ლია 10-ზე მეტი პუნ­ქტი, ეს არის ძი­რი­თა­დად კლი­ნი­კე­ბი და ზო­გი­ერ­თი მსხვი­ლი პო­ლიკ­ლი­ნი­კაც. ასე­ვე უკვე მი­ტა­ნი­ლია 29 რე­გი­ო­ნა­ლურ ცენ­ტრსა და შე­და­რე­ბით დიდ ქა­ლა­ქებ­ში და ხვა­ლი­დან აცრა და­ი­წყე­ბა არა­მარ­ტო თბი­ლის­ში, არა­მედ ქვეყ­ნის კი­დევ 19 რე­გი­ო­ნულ ცენ­ტრში. ამის შემ­დეგ მოხ­დე­ბა კი­დევ შემ­დგო­მი გა­და­ნა­წი­ლე­ბა ვაქ­ცი­ნის დო­ზე­ბის და კი­დევ ორი დღის შემ­დეგ ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა რა­ი­ონ­ში, თბი­ლის­ში, რათა მო­სახ­ლე­ო­ბას არ ექ­ნეს სამ­გზავ­რო და სა­სი­ა­რუ­ლო რე­გი­ო­ნა­ლურ ცენ­ტრებ­ში. ნა­ვა­რა­უ­დე­ვია, გა­და­წყვე­ტი­ლია, გეგ­მის მი­ხედ­ვით, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია მოხ­დე­ბა ქვეყ­ნის 89 რა­ი­ონ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა რა­ი­ონ­ში“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
19

ვაქცინა "ასტრაზენეკა" ახლა ჩვენთან გადის გამოცდას. როცა ყველა ორივე დოზას გამოიყენებთ, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ მსჯელობა და დასკვნების გაკეთება. წინასწარ თავი შეიკავეთ მასზე ხოტბის შესხმისაგან!!!

5757
35

ააა დიდი გული მოგეცაათ, ვინ არის უსინდისო? შე მართლა უნამუსო კაცო!1

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"უსინდისო ადამიანები ამბობენ, რომ "ასტრაზენეკა" დაბალხარისხიანი ვაქცინაა - "ასტრაზენეკა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა" - ცერცვაძე

"უსინდისო ადამიანები ამბობენ, რომ "ასტრაზენეკა" დაბალხარისხიანი ვაქცინაა - "ასტრაზენეკა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა" - ცერცვაძე

გამოჩნდნენ უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა - ეს არის მავნებლობა ქვეყნის მიმართ იმიტომ, რომ „ასტრაზენეკა“ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მზადყოფნა იმისათვის, რომ ვაქცინების სრული ათვისება მოხდეს.

„ხვალ იწყება ვაქცინაციის ნანატრი პროცესი. ყველამ იცით, რომ უკვე შემოსულია და განაწილებულია ვაქცინის პირველი პარტია. ადგილი ჰქონდა დაგვიანებას სულ 2 კვირით, სამაგიეროდ შემდეგ პირიქით დაჩქარდა. „კოვაქსმა“ აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპაში მეოთხე ქვეყანა რიგით, ვინც „კოვაქსის“ პლატფორმით მიიღო ვაქცინა. ვინაიდან ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა, პრაქტიკულად არის იმის გარანტია, რომ შემდეგი შემოსვლები განხორციელდება უწყვეტად და წლის ბოლომდე გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აცრის მოსახლეობის იმ რაოდენობას, 60%-ს, რაც თავიდან იგეგმებოდა. არანაირი წყვეტა არ იქნება ვაქცინების შემოტანაზე და იქნება ეტაპობრივად და მუდმივად.

ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი არის ქვეყნის მზადყოფნა. ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს და ის ვერ იქნეს ათვისებული, ასეთი რამ დაემართა ძალიან ბევრ ქვეყანა, სადაც ვაქცინა დასაწყობებულია და ხარჯვა არის ძალიან დაბალი - აი ეს არ უნდა დავუშვათ და მთელი მობილიზაცია ახლა ჩვენი, სამედიცინო პერსონალის, ჟურნალისტების უნდა წარიმართოს ამ მიმართულებით, რამეთუ თქვენ იცით, რომ არსებობენ არაკეთილისმსურველებიც, არსებობენ ანტივაქსერებიც, რომლებსაც რწმენა აქვთ, რომ ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ, გამოჩნდნენ ისეთებიც, უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა და „ასტრაზენეკათი“ აცრაზე ისინი წინააღმდეგები არიან და ელოდებიან „ფაიზერს“ - ეს არის მავნებლობა ქვეყნის მიმართ იმიტომ, რომ „ასტრაზენეკა“ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა, უკვე აცრილია 16 მილიონი ადამიანი ამ ვაქცინით მსოფლიოში და მათგან 11 მილიონი ინგლისში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის თბილისში 10-ზე მეტი პუნქტია გამოყოფილი, ხოლო რეგიონებში 29.

„საქართველოში სახელმწიფო გეგმა დიდი ხანია მომზადებულია და გაწერილია დეტალურად ყველაფერი, ყველა სცენარი იმისდა მიხედვით თუ რომელი ვაქცინა შემოვა და როდის და როგორ უნდა მოვიქცეთ. ჯერჯერობით ამ პარტიაზე მე შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში გამოყოფილია 10-ზე მეტი პუნქტი, ეს არის ძირითადად კლინიკები და ზოგიერთი მსხვილი პოლიკლინიკაც. ასევე უკვე მიტანილია 29 რეგიონალურ ცენტრსა და შედარებით დიდ ქალაქებში და ხვალიდან აცრა დაიწყება არამარტო თბილისში, არამედ ქვეყნის კიდევ 19 რეგიონულ ცენტრში. ამის შემდეგ მოხდება კიდევ შემდგომი გადანაწილება ვაქცინის დოზების და კიდევ ორი დღის შემდეგ ვაქცინაცია დაიწყება პრაქტიკულად ყველა რაიონში, თბილისში, რათა მოსახლეობას არ ექნეს სამგზავრო და სასიარულო რეგიონალურ ცენტრებში. ნავარაუდევია, გადაწყვეტილია, გეგმის მიხედვით, რომ ვაქცინაცია მოხდება ქვეყნის 89 რაიონში, პრაქტიკულად ყველა რაიონში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გლდანში ხელოსანმა ე.წ. კალონკა არასწორად დაამონტაჟა და წყალი კორპუსის გაზგაყვანილობის სისტემაში შეუშვა

საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 668 მუშაკი აიცრა

"სახელმწიფოს პირველმა პირებმა ვაქცინაცია საჯაროდ უნდა ჩაიტარონ... სხვანაირად "ასტრაზენეკას" მიმართ უნდობლობის ხარისხს ვერ შევამცირებთ" - კულუმბეგოვი