პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეთანხმება მოხდა ინვესტორთან "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით? - ნათია თურნავას განცხადება
რა შეთანხმება მოხდა ინვესტორთან "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით? - ნათია თურნავას განცხადება

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს.

რო­გორც ნა­თია თურ­ნა­ვამ შეხ­ვედ­რა­ზე აღ­ნიშ­ნა, ინ­ვეს­ტორ­თან მიღ­წე­უ­ლია რამ­დე­ნი­მე შე­თან­ხმე­ბა და მათ შო­რის, ჰე­სის კაშხლის და წყალ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბა იქამ­დე არ და­ი­წყე­ბა, ვიდ­რე კვლე­ვე­ბის ხე­ლა­ხა­ლი, ღია გა­და­მოწ­მე­ბა არ მოხ­დე­ბა.

"დღეს ჩა­მო­ვე­დით ჩვე­ნი ექ­სპერ­ტე­ბის გუნ­დით, სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით და მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბით, ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით და მზად ვართ, პრო­ექ­ტის თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ზე ვი­სა­უბ­როთ. დი­ა­ლოგს ყო­ველ­თვის მო­აქვს თა­ვი­სი შე­დე­გი, ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა გა­ვა­ჩი­ნოთ მეტი ნდო­ბა პრო­ექ­ტის მი­მართ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვენ რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბის, ექ­სპერ­ტე­ბის წუ­ხი­ლებს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­კი­თხვებს ვის­მენ­დით, ვა­წარ­მო­ეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა ინ­ვეს­ტორ­თან, რო­მე­ლიც "ნა­მახ­ვა­ნ­ჰესს“ აშე­ნებს.

მინ­და მო­გახ­სე­ნოთ რამ­დე­ნი­მე შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ, რაც კომ­პა­ნი­ას­თან შედ­გა და ვფიქ­რობ, ეს ასე­ვე შემ­დგო­მი დი­ა­ლო­გის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­წყი­სი იქ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის“ პრო­ექ­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გად შეს­წავ­ლი­ლი პრო­ექ­ტია, ჩვენ შევ­თან­ხმდით კომ­პა­ნი­ას­თან, რომ ისი­ნი არ და­ი­წყე­ბენ ჰე­სის ძი­რი­თა­დი ნა­გე­ბო­ბე­ბის კერ­ძოდ, კაშხლის და წყალ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბას, სა­ნამ არ გა­ვა­კე­თებთ რა­მო­დე­ნი­მე პრინ­ცი­პუ­ლი კვლე­ვის ხე­ლა­ხალ გა­და­მოწ­მე­ბას. ამ კვლე­ვე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტებს და­ი­ქი­რა­ვებს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ეს ნა­ბი­ჯი წერ­ტილს და­უს­ვამს სა­უ­ბარს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მოხ­და პრო­ექ­ტის შეს­წავ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, გზის სა­მუ­შა­ო­ებს და სხვა კომ­პო­ნენ­ტებს, კომ­პა­ნია ამ მშე­ნებ­ლო­ბას გა­აგ­რძე­ლებს. ამას­თან, შე­იქ­მნე­ბა რი­ო­ნის ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი, რო­მელ­შიც კონ­ტრი­ბუ­ცი­ას რო­გორც ინ­ვეს­ტო­რი, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო შე­ი­ტანს და მთლი­ა­ნო­ბა­ში ვფიქ­რობთ, რომ 5 მი­ლი­ო­ნის მო­ცუ­ლო­ბის ფონ­დი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­ფი­ნან­სებს ხე­ო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ყვე­ლა სა­ჭირ-ბო­რო­ტო პრო­ექტს. მე­სა­მე შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, და­ი­ნიშ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც გა­უ­ძღვე­ბა ად­გილ­ზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს, ესაა სა­ხელ­მწი­ფოს მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა და ამით მეტ გა­რან­ტი­ას უზ­რუნ­ველ­ვყოფთ, რომ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი სა­თა­ნა­დოდ იყოს და­ცუ­ლი და ეს ასე­ვე სწორ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ასე­ვე, შე­იქ­მნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი საბ­ჭო, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის­გან, რო­მე­ლიც პრო­ექტს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას გა­უ­წევს, რომ პრო­ექ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ეჭ­ვე­ბი გა­მო­ი­რი­ცხოს“,- აღ­ნიშ­ნა თურ­ნა­ვამ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის შე­ნო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მი­ნის­ტრებ­თან ერ­თად, "რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი“, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, ნა­თია თურ­ნა­ვამ და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, 5 მარტს ცა­გერ­ში ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lado
1

იმაზე რომ არაფერს ამბობს, ასობით ჰექტარი მიწა რომ გადაეცემათ საჩუქრად უცხოელებს, თუ მაგ პუნქტის გაუქმება არც განიხილება? 

ნიკოლოზი
0

ცხვრის ტყავში გადაცმული მგლების სიტყვა არ გვინდა!!! რომ გამოიკვლევთ რას იტყვით ახალს? თუ თურქებზე გადაცემულ-გაყიდული არ გამოვა ქვეყანა? მოღალატეები და ფულის მონები ჯერ სახლში და მერე ციხეში!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა შეთანხმება მოხდა ინვესტორთან "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით? - ნათია თურნავას განცხადება

რა შეთანხმება მოხდა ინვესტორთან "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით? - ნათია თურნავას განცხადება

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.

როგორც ნათია თურნავამ შეხვედრაზე აღნიშნა, ინვესტორთან მიღწეულია რამდენიმე შეთანხმება და მათ შორის, ჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების ხელახალი, ღია გადამოწმება არ მოხდება.

"დღეს ჩამოვედით ჩვენი ექსპერტების გუნდით, სამინისტროს წარმომადგენლებით და მოწვეული ექსპერტებით, ძალიან კომპეტენტური შემადგენლობით და მზად ვართ, პროექტის თითოეულ დეტალზე ვისაუბროთ. დიალოგს ყოველთვის მოაქვს თავისი შედეგი, ჩვენი ამოცანაა გავაჩინოთ მეტი ნდობა პროექტის მიმართ. პარალელურად, ჩვენ როდესაც მოსახლეობის, ექსპერტების წუხილებს, საპროტესტო აქციების მონაწილეების შეკითხვებს ვისმენდით, ვაწარმოეთ მოლაპარაკება ინვესტორთან, რომელიც "ნამახვანჰესს“ აშენებს.

მინდა მოგახსენოთ რამდენიმე შეთანხმების შესახებ, რაც კომპანიასთან შედგა და ვფიქრობ, ეს ასევე შემდგომი დიალოგის და თანამშრომლობის საწყისი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ "ნამახვანი ჰესის“ პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გავაკეთებთ რამოდენიმე პრინციპული კვლევის ხელახალ გადამოწმებას. ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი წერტილს დაუსვამს საუბარს იმაზე, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა პროექტის შესწავლა. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, გზის სამუშაოებს და სხვა კომპონენტებს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. ამასთან, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ 5 მილიონის მოცულობის ფონდი იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირ-ბოროტო პროექტს. მესამე შეთანხმების თანახმად, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, ესაა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამით მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და ეს ასევე სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს“,- აღნიშნა თურნავამ შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისის მერიის შენობაში მიმდინარეობს, მინისტრებთან ერთად, "რიონის ხეობის მცველები“, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრის დავალებით, 5 მარტს ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან "ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრები გამართეს.

რა გახდა თბილისსა და რეგიონებში დენის გათიშვის მიზეზი - "შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი..."

"რუსეთის ფასი იმდენად ძვირია..." - რა ტარიფით შემოაქვს ექსპრემიერ ნოღაიდელის კომპანიას ელექტრენერგია აზერბაიჯანიდან?

ქუთაისში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს ახალი მოთხოვნა აქვთ - "გადადგეს ნათია თურნავა"