სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ" - რას ამბობს ბრაიზა ქართულ ოპოზიციაზე და რას - ხელისუფლებაზე?
"ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ" - რას ამბობს ბრაიზა ქართულ ოპოზიციაზე და რას - ხელისუფლებაზე?

ჩვენ შეგ­ვიძ­ლია დახ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის დაძ­ლე­ვა­სა და არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის დე­ეს­კა­ლა­ცი­ა­ში, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის ყო­ფილ­მა თა­ნა­შემ­წემ, მე­თიუ ბრა­ი­ზამ ონ­ლა­ინ­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "სამ­ხრეთ კავ­კა­სია და და­სავ­ლე­თი“ გა­ნა­ცხა­და.

ბრა­ი­ზამ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის კრი­ზი­სის მე­დი­ა­ტო­რად და­ნიშ­ვნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას ყვე­ლა თვი­სე­ბა აქვს იმის­თვის, რომ მხა­რე უფსკრუ­ლის კი­დეს­თან მყო­ფი მხა­რე­ე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­კენ და­აბ­რუ­ნოს.

"ევ­რო­კავ­ში­რის მიერ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის და­ნიშ­ვნა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ა­ტო­რად ფან­ტას­ტი­უ­რია. პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის ვი­ზი­ტიც უკი­დუ­რე­სად სა­სარ­გებ­ლო იყო. კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი არის ძლი­ე­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი დიპ­ლო­მა­ტი. მას ნამ­დვი­ლად აღელ­ვებს ის სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც მუ­შა­ობს. ჩემი აზ­რით, ეს თვი­სე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ორი­ვე მხა­რე უფსკრუ­ლის კი­დი­დან მო­აბ­რუ­ნოს“, – გა­ნა­ცხა­და მე­თიუ ბრა­ი­ზამ.

მი­სი­ვე თქმით ქარ­თვე­ლებს უფსკრულ­თან მი­უ­ახ­ლო­ვე­ბის ტენ­დენ­ცია აქვთ და ძა­ლი­ან უახ­ლოვ­დე­ბი­ან კი­დეს.

"რაც მთავ­რო­ბამ გა­ა­კე­თა, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­ის ოფის­ში შეჭ­რა და ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა, არის დიდი და მი­უ­ღე­ბე­ლი ეს­კა­ლა­ცია. ვფიქ­რობ, აქ ჩვენ ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ ის უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და ასე­თი ქცე­ვა უნდა შე­წყდეს, თუ გვინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პროგ­რე­სი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გაგ­რძელ­დეს. ბა­ლან­სი, რო­მე­ლიც უნდა და­ვიც­ვათ, არის ის, რომ გა­ვუგ­ზავ­ნოთ ეს გზავ­ნი­ლი მთავ­რო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­თი კვლავ აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვართ, გვიყ­ვარს ის და გვსურს, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­წევ­რდეს ტრან­სატ­ლან­ტი­კურ ოჯახ­ში, ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს წევ­რი უნდა იყოს, რად­გან ის კომ­პე­ტენ­ტუ­რია, ჩვენ ეს გზავ­ნი­ლი უნდა გა­ვაგ­ზავ­ნოთ. მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ჩვენ უნდა ვი­ყოთ ფრთხი­ლად, რათა მთავ­რო­ბის ოპო­ნენ­ტე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად არ ვიქ­ცეთ. ეს ხალ­ხი ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ მათ აქვთ ტენ­დენ­ცია, ჰქონ­დეთ იმე­დი, რომ კრი­ზი­სის დროს დიდი ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, აშშ და ევ­რო­კავ­ში­რი იქ­ნე­ბა მათი კა­ვა­ლე­რია, რომ და­სავ­ლე­თი იმოქ­მე­დებს მათ სა­სარ­გებ­ლოდ, ამ შემ­თხვე­ვა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ. ჩემი აზ­რით, უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რომ ავი­ცი­ლოთ ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კარლ ჰარ­ცე­ლი და აშშ-ის ელჩი კელი დეგ­ნა­ნი ამას ძა­ლი­ან კარ­გად ახერ­ხე­ბენ. ისი­ნი აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან და ცდი­ლო­ბენ, შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ონ წინ წა­სა­წე­ვად, მათ შო­რის სა­არ­ჩევ­ნო, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ზე და ყვე­ლა იმ სა­კი­თხზე, რო­მელ­საც შარლ მი­შე­ლის ექ­ვსპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა მო­ი­ცავს“, - გა­ნა­ცხა­და ბრა­ი­ზამ.

მისი თქმით, ეუთო-მ, აშშ-მა და ევ­რო­კავ­შირ­მა თქვეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ხარ­ვე­ზე­ბით ჩა­ტარ­და, მაგ­რამ ფუნ­და­მენ­ტუ­რად კონ­კუ­რენ­ტუ­ლი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­მო­ხა­ტავ­და ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის ნე­ბას. მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ამ უნდა მო­ძებ­ნოს გზე­ბი მთავ­რო­ბას­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, რათა მუ­შა­ო­ბა გაგ­რძელ­დეს.

"მო­ვუ­წო­დებ ჩემს მე­გობ­რებს ოპო­ზი­ცი­ა­ში, თქვენ უნდა მო­ძებ­ნოთ გზე­ბი მთავ­რო­ბას­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. აი­ღეთ თქვე­ნი მან­და­ტე­ბი, წარ­მო­ად­გი­ნეთ ხალ­ხი, რო­მელ­მაც ხმა მოგ­ცათ. გა­ა­კე­თეთ ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუნ­დაც გჯე­რო­დეთ, რომ მთავ­რო­ბამ არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­პა­რა, რად­გან თქვე­ნი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ტრან­სატ­ლან­ტი­კურ ოჯახ­ში ამას არ ამ­ბო­ბენ,” - აღ­ნიშ­ნა მე­თიუ ბრა­ი­ზამ.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
5

მადლობა ღმერთს

ბაია
5

ბრაიზა აღშფოთებუ-შეშფოთებულიალია. ხვდებიან, რომ იყიდებიან და ფრთხილობენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ" - რას ამბობს ბრაიზა ქართულ ოპოზიციაზე და რას - ხელისუფლებაზე?

"ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ" - რას ამბობს ბრაიზა ქართულ ოპოზიციაზე და რას - ხელისუფლებაზე?

ჩვენ შეგვიძლია დახმარება საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევასა და არსებული კრიზისის დეესკალაციაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ონლაინკონფერენციაზე "სამხრეთ კავკასია და დასავლეთი“ განაცხადა.

ბრაიზამ კრისტიან დანიელსონის კრიზისის მედიატორად დანიშვნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ მხარე უფსკრულის კიდესთან მყოფი მხარეები მოლაპარაკებებისკენ დააბრუნოს.

"ევროკავშირის მიერ კრისტიან დანიელსონის დანიშვნა საქართველოში მედიატორად ფანტასტიურია. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტიც უკიდურესად სასარგებლო იყო. კრისტიან დანიელსონი არის ძლიერი და სამართლიანი დიპლომატი. მას ნამდვილად აღელვებს ის საკითხები, რაზეც მუშაობს. ჩემი აზრით, ეს თვისებები მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე უფსკრულის კიდიდან მოაბრუნოს“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

მისივე თქმით ქართველებს უფსკრულთან მიუახლოვების ტენდენცია აქვთ და ძალიან უახლოვდებიან კიდეს.

"რაც მთავრობამ გააკეთა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში შეჭრა და ნიკა მელიას დაკავება, არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ვფიქრობ, აქ ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ის უნდა გათავისუფლდეს და ასეთი ქცევა უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ საქართველოში პროგრესი და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება გაგრძელდეს. ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ, არის ის, რომ გავუგზავნოთ ეს გზავნილი მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოთი კვლავ აღტაცებული ვართ, გვიყვარს ის და გვსურს, რომ საქართველო გაწევრდეს ტრანსატლანტიკურ ოჯახში, ვფიქრობ, საქართველო ნატო-ს წევრი უნდა იყოს, რადგან ის კომპეტენტურია, ჩვენ ეს გზავნილი უნდა გავაგზავნოთ. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ. ეს ხალხი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ ტენდენცია, ჰქონდეთ იმედი, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია, რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ავიცილოთ ამაში მონაწილეობა. ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამას ძალიან კარგად ახერხებენ. ისინი აქტიურები არიან და ცდილობენ, შეთანხმებას მიაღწიონ წინ წასაწევად, მათ შორის საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელსაც შარლ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმა მოიცავს“, - განაცხადა ბრაიზამ.

მისი თქმით, ეუთო-მ, აშშ-მა და ევროკავშირმა თქვეს, რომ არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა, მაგრამ ფუნდამენტურად კონკურენტული იყო და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგები გამოხატავდა ქართველი ამომრჩევლის ნებას. მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა მოძებნოს გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა მუშაობა გაგრძელდეს.

"მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, თქვენ უნდა მოძებნოთ გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად. აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა, რადგან თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში ამას არ ამბობენ,” - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

"არსად წასვლას არ ვაპირებ... არც პოლიტიკიდან..." - გახარია გადადგომის შემდეგ ტელეკამერებთან პირველად გამოჩნდა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"დანიელსონმა შემოგვთავაზა, 20 ივნისთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის ამნისტია, რაც შერიგებას ჰგავდა, არავის მოეწონა" - ვახტანგ მეგრელიშვილი