პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ხვდება.
დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველოდები ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. დღეს მოგვიანებით გავესაუბრები მედიას“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს 13.00 საათზე შეხვდება.
როგორც იქნა გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილი.პრემიერმინისტრის სკანდალზე რომ პრეზიდენტი არაფერს იტყვის,ხალხის პრეზიდენტი როგორაა.როდემდე უნდა ქონდეს თევზივით პირში წყალი ჩაგუბებული? ზოგჯერ მგონია ამ ქვეყანაში არა ცხოვრობს და სტუმრად შემოივლის ხანდახან.
შეხვედრა კარგია მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ადგილი ექნება კვლავ დესტრუქციულ ქმედებებს