სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხანძარი მთაწმინდაზე - მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, რადგან ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა
ხანძარი მთაწმინდაზე - მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, რადგან ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა

თბი­ლის­ში, ბე­სი­კის ქუ­ჩა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ცალ­კე­უ­ლი მხრჩო­ლა­ვი კე­რე­ბის წერ­ტი­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბა.

რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, არ­სე­ბობ­და, ხან­ძრის გვერ­დით მდგარ შე­ნო­ბებ­ზე გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე, თუმ­ცა მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა სა­შიშ­რო­ე­ბა აღ­კვე­თეს და ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა დრო­უ­ლად მო­ა­ხერ­ხეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლის­ში, ბე­სი­კის ქუ­ჩა­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა და ღია ცე­ცხლი.

შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა უმოკ­ლეს დრო­ში მო­ახ­დი­ნა. მო­რე­ა­გი­რე ჯგუ­ფე­ბის გად­მო­ცე­მით, ცე­ცხლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი იტა­ლი­უ­რი ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე.

სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის ად­გილ­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე, სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მოხ­და მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია და და­ი­წყო ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

მჭიდ­რო და­სახ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობ­და, ხან­ძრის გვერ­დით მდგარ შე­ნო­ბებ­ზე გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე, თუმ­ცა მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა სა­შიშ­რო­ე­ბა აღ­კვე­თეს და ხან­ძრის ლიკ­ვი­დი­რე­ბა დრო­უ­ლად მო­ა­ხერ­ხეს.

ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ცალ­კე­უ­ლი მხრჩო­ლა­ვი კე­რე­ბის წერ­ტი­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბა.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ არ არის.

ად­გილ­ზე სულ მუ­შა­ობ­და 15-მდე სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დ გ
1

აშკარად ნერონმა წაუკიდააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ხანძარი მთაწმინდაზე - მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, რადგან ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა

ხანძარი მთაწმინდაზე - მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, რადგან ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა

თბილისში, ბესიკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არსებობდა, ხანძრის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება აღკვეთეს და ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბესიკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სახურავზე.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ადგილზე მისვლისთანავე, სიტუაციის შეფასების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მჭიდრო დასახლებიდან გამომდინარე, არსებობდა, ხანძრის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება აღკვეთეს და ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის.

ადგილზე სულ მუშაობდა 15-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"საშინელი ამინდია, მაშველები ვერტმფრენით ვერ გადაადგილდებიან. გვითხრეს, რომ ახალგაზრდების ზურგჩანთები იპოვეს" - ბოლო ცნობები გომისმთიდან, სადაც მაშველები 3 ადამიანს ეძებენ

"უნდა ვუშველო გიგის, რომელიც ჩემს თვალწინ განადგურდა" - 24 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით - ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია" - ვახტანგ კალოიანი