მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის მესამე ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად
უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის მესამე ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კო­სი მწერ­ლის, გუ­რამ გე­გე­ში­ძის, 6-ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მა გრძელ­დე­ბა. 2 ტომი უკვე გა­მო­ვი­და, რომ­ლებ­შიც მწერ­ლის პირ­ვე­ლი რო­მა­ნე­ბი, მო­თხრო­ბე­ბი და ნო­ვე­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­და; დღეს კი მე-4 ტომი გა­მო­ვი­და,რო­მე­ლიც მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან რო­მა­ნებს მო­ი­ცავს - ტეტ­რა­ლო­გი­ას - რო­მე­ლიც ერთი სა­ხე­ლის, „ქარ­თლის ჭი­რის“, ქვეშ ერ­თი­ან­დე­ბა.

„ქარ­თლის ჭირი“XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან XX-ის მი­წუ­რუ­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მხატ­ვრუ­ლი მა­ტი­ა­ნეა. მას­ში ოთხი რო­მა­ნი ერ­თი­ან­დე­ბა: „ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა“, „სის­ხლის წვი­მე­ბი“, „ნაც­რის კოშ­კი“ და „ნათ­ლის ქრო­ბა“. 6-ტო­მე­უ­ლის მე­სა­მე ტომი - რო­მა­ნი „ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა“ -11 მარ­ტი­დან ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვი­დაა წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 10 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 12 ლარი.

რო­მან­ში „ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა“ მოქ­მე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის პე­რი­ოდ­ში ვი­თარ­დე­ბა. რო­გორც წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის ფონ­ზე მწე­რა­ლი პი­რუთ­ვნე­ლად გვი­ხა­ტავს ადა­მი­ან­თა ეროვ­ნულ-ზნე­ობ­რი­ვი დეგ­რა­და­ცი­ის გზას:

„რო­მან­ში ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა იკ­ვე­თე­ბა. პირ­ვე­ლი: ზნე­ო­ბი­სა და გო­ნი­ე­რე­ბი­სა, რა­საც ვარ­და­ნი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის­კენ მივ­ყა­ვართ; მე­ო­რე: ცოდ­ვი­სა და უმეც­რე­ბი­სა, რაც უნ­დი­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის თან­მდე­ვი გამ­ხდა­რა. სწო­რედ მათი შთა­მო­მავ­ლე­ბი შე­მო­უ­ძღვე­ბი­ან სო­ფელ­ში წი­თელ არ­მი­ას, რა­საც სის­ხლისღვრა და ძვე­ლი დი­დე­ბის მი­წას­თან გას­წო­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

გ. გე­გე­ში­ძე ერ­თგვარ „სინ­დი­სის სა­სა­მარ­თლოს“ უწყობს თა­ვის გმი­რებს და ამით - მთელ ეპო­ქა­საც. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მწერ­ლის ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა მკი­თხველს კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­რებს წარ­სულ­ზე, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალ­ზე,“ - აღ­ნიშ­ნავს მა­ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძე.

გუ­რამ გე­გე­ში­ძის შე­მოქ­მე­დე­ბამ პირ­ვე­ლად 1957 წელს იხი­ლა მზის სი­ნათ­ლე, რო­დე­საც მწერ­ლის მო­თხრო­ბა ჟურ­ნალ „ცის­კარ­ში“ და­ი­ბეჭ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმა­ვე ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და პირ­ვე­ლად გუ­რამ გე­გე­ში­ძის ახლო მე­გობ­რის, მწე­რალ გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მო­თხრო­ბაც. ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მა უმალ იგ­რძნო, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ას­პა­რეზ­ზე ორმა დიდ­მა მწე­რალ­მა შე­ა­ბი­ჯა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­რამ გე­გე­ში­ძის 6-ტო­მე­უ­ლის მე­სა­მე ტომი „ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა“ 11 მარტს ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვი­დაა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია10 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 12 ლარი.

იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის მესამე ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის მესამე ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

თანამედროვე კლასიკოსი მწერლის, გურამ გეგეშიძის, 6-ტომეულის გამოცემა გრძელდება. 2 ტომი უკვე გამოვიდა, რომლებშიც მწერლის პირველი რომანები, მოთხრობები და ნოველები გაერთიანდა; დღეს კი მე-4 ტომი გამოვიდა,რომელიც მწერლის შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანებს მოიცავს - ტეტრალოგიას - რომელიც ერთი სახელის, „ქართლის ჭირის“, ქვეშ ერთიანდება.

„ქართლის ჭირი“XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX-ის მიწურულამდე საქართველოს ისტორიის ამსახველი, უმნიშვნელოვანესი მხატვრული მატიანეა. მასში ოთხი რომანი ერთიანდება: „ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და „ნათლის ქრობა“. 6-ტომეულის მესამე ტომი - რომანი „ხმა მღაღადებლისა“ -11 მარტიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვიდაა წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.

რომანში „ხმა მღაღადებლისა“ მოქმედება საქართველოს გასაბჭოების პერიოდში ვითარდება. როგორც წიგნის რედაქტორი მანანა ჯანელიძე აღნიშნავს, რამდენიმე თაობის ოჯახური ცხოვრების ფონზე მწერალი პირუთვნელად გვიხატავს ადამიანთა ეროვნულ-ზნეობრივი დეგრადაციის გზას:

„რომანში ორი მიმართულება იკვეთება. პირველი: ზნეობისა და გონიერებისა, რასაც ვარდანიძეების ოჯახისკენ მივყავართ; მეორე: ცოდვისა და უმეცრებისა, რაც უნდილაძეების ოჯახის თანმდევი გამხდარა. სწორედ მათი შთამომავლები შემოუძღვებიან სოფელში წითელ არმიას, რასაც სისხლისღვრა და ძველი დიდების მიწასთან გასწორება მოჰყვება.

გ. გეგეშიძე ერთგვარ „სინდისის სასამართლოს“ უწყობს თავის გმირებს და ამით - მთელ ეპოქასაც. ვიმედოვნებთ, რომ მწერლის ხმა მღაღადებლისა მკითხველს კიდევ ერთხელ დააფიქრებს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე,“ - აღნიშნავს მანანა ჯანელიძე.

გურამ გეგეშიძის შემოქმედებამ პირველად 1957 წელს იხილა მზის სინათლე, როდესაც მწერლის მოთხრობა ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ იმავე ნომერში დაიბეჭდა პირველად გურამ გეგეშიძის ახლო მეგობრის, მწერალ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაც. ქართველმა მკითხველმა უმალ იგრძნო, რომ ლიტერატურულ ასპარეზზე ორმა დიდმა მწერალმა შეაბიჯა.

შეგახსენებთ, გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის მესამე ტომი „ხმა მღაღადებლისა“ 11 მარტს ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვიდაა. წიგნის სპეციალური ფასია10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.

იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

18 მარტიდანNew York Times-ის ბესტსელერი - რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ -ჟურნალ „გზასთან“ ერთად

50 მილიონ დოლარად შეფასებული ნახატი, რომელიც 30 წელი სხვისი ეგონათ

მკითხველები ქალ ავტორებზე: 6 წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L“-სგან