მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩნენ... არც ჯვრისწერები ტარდება, არც ნათლობებზე იკლავენ თავს" - რას წერს პეტრე კოლხი?
"ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩნენ... არც ჯვრისწერები ტარდება, არც ნათლობებზე იკლავენ თავს" - რას წერს პეტრე კოლხი?

მამა პეტ­რე კოლ­ხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც ის წერს, პან­დე­მი­ამ უამ­რა­ვი მღვდე­ლი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე და­ტო­ვა.

"ჰო, პან­დე­მი­ამ და სა­ყო­ველ­თაო და­ძა­ბუ­ლო­ბამ ყვე­ლა და­ა­ზა­რა­ლა. ცხა­დია, მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლას შე­ე­ხო ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც ზო­გა­დად ახ­ლავს მტკივ­ნე­ულ ცვლი­ლე­ბებს.თით­ქოს გა­მოჩ­ნდა იმე­დი, რომ მოხ­სნან ყვე­ლა აკ­რძალ­ვა და ჩვე­ულ რითმს და­უბ­რუნ­დეს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, მაგ­რამ... მაგ­რამ... ვინ იფიქ­რებს იმ მღვდლებ­ზე, ვინც აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე არის დარ­ჩე­ნი­ლი და ღირ­სე­ბა რომ არა, ნაკ­ლე­ბად არ იწუ­წუ­ნებ­დნენ...

ჰო, იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც სხვა და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათ არ, აღარ აქვთ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა და სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სამ­სა­ხუ­რებ­ში ვერ და­საქმდე­ბი­ან, რად­გან სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი­კა ამას კრძა­ლავს. მარ­ტო ერთი ადა­მი­ა­ნი რომ იყოს, არა­უ­შავს, სა­მად­ლოდ ვი­ღაც ლუკ­მა პურს მი­აწ­ვდი­და... ოჯახს, შვი­ლებს რა უნდა იყონ?! ზოგს (ყვე­ლა ღმერ­თმა ამ­რავ­ლოს) უამ­რა­ვი შვი­ლი ყავს...

ვიცი ფაქ­ტე­ბი, სახ­ლში შეს­ვლას თავს არი­დე­ბენ. ჩა­მოთ­ვლი­ლი ნუს­ხი­დან მე­ო­თხე­დი ვერ შე­აქვთ შვი­ლე­ბის­თვის. მარ­ტო ცი­ლის­წა­მე­ბა და გან­კი­თხვა რომ შვე­ლო­დეს, მღვდლებ­ზე მდი­და­რი არა­ვინ იქ­ნე­ბო­და. ახლა ძა­ლი­ან "ჭკვი­ა­ნი" და "კომ­პე­ტენ­ტუ­რი" ოპო­ნენ­ტი გა­მოხ­ტე­ბა და იტყვის, სა­პატ­რი­არ­ქოს მი­ლი­ო­ნე­ბი მი­აქვს... არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვის რა მი­აქვს, მაგ­რამ ასეც რომ იყოს, უბ­რა­ლო მღვდლის ჯი­ბე­ზე თეთ­რი არ ჩა­დის... არც ჯვრის­წე­რე­ბი ტარ­დე­ბა, მით უფრო ახლა, მძი­მე მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში... არც ნათ­ლო­ბებ­ზე იკ­ლა­ვენ თავს... ფილ­მი "ლა­ზა­რე" მახ­სენ­დე­ბა... "გშია?! იცეკ­ვე”...

ბა­ტო­ნო, ცეკ­ვა­საც გვიშ­ლი­ან, აქა­ო­და ნახე მხი­ა­რუ­ლობ­სო, თო­რემ ბევ­რი ერის­კა­ცო­ბა­ში ცეკ­ვა­ზეც და­დი­ო­და და მუ­სი­კა­ზეც... მღვდელს რომ რამე შე­ე­შა­ლოს, გა­მოს­დე­ბენ შარა-გზა­ზე, მა­რი­ტა­სა­ვით ქვე­ბით ჩა­ქო­ლა­ვენ. სა­მა­გი­ე­როდ იმას არა­ვინ კი­თხუ­ლობს, რო­გორ უნდა გა­დარ­ჩეს მღვდლის ოჯა­ხი, როცა მში­ე­რი მო­ზარ­დე­ბი ლა­მის ღვთის გმო­ბამ­დე მი­ვიდ­ნენ, იმის გამო, მა­მა­მი­სი იმი­ტომ არის ღა­რი­ბი, რომ მღვდე­ლია, თო­რემ საჭ­მე­ლი ექ­ნე­ბო­დათ... ნურც მო­რა­ლის კი­თხვას და­ი­წყებთ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის შვი­ლებს მეტი სუ­ლი­ე­რე­ბა მარ­თებს... ისა­და, სუ­ლი­ე­რე­ბა რა­დი­ა­ცია არ არის, რომ გავ­რცელ­დეს...

რწმე­ნა ყვე­ლას არ გა­აჩ­ნია, მათ შო­რის არც მას, ვინც ტა­ძარ­ში 30 ლა­რი­ან სან­თელს აან­თებს და ხატ­თან თავს ამით მო­ი­წო­ნებს, სა­მა­გი­ე­როდ მღვდელს არ მო­ი­კი­თხავს, იქ­ნებ მისი ოჯა­ხი გა­დარ­ჩეს...

ჯერ ფაქ­ტე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებ, მერე ამა­საც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ, რამ­დე­ნი მევდლის ოჯახს ენატ­რე­ბა სა­დი­ლი, ვახ­შა­მი... ვი­ღაც ხომ უნდა ზრუ­ნავ­დეს ამ ხალ­ხზე... ნურც იმას მე­ტყვით, მრევ­ლი უნდა ყავ­დეს და შე­მო­სა­ვა­ლი ექ­ნე­ბაო... მრევლს თა­ვად არ გა­აჩ­ნია შე­მო­სა­ვა­ლი, მში­ერ მღვდელს რო­გორ და­ა­პუ­რებს... მარ­ტო ჩემი თავი არ მა­ლა­პა­რა­კებს....

ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა მტკენს გულს და მე­ტიც, გულს ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მტკენს, რომ ამა­ზე არც ახლა და არც მო­მა­ვალ­ში არა­ვინ და­ფიქ­რდე­ბა...არ მჭირ­დე­ბა ცრუ ნუ­გე­ში, ილო­ცე და უფა­ლი გა­მო­გი­ჩენს... ლოც­ვის შე­დე­გია, ზოგს ბიზ­ნე­სე­ბი და შე­მო­სავ­ლე­ბი იმ­დე­ნი აქვს, სიმ­დიდ­რის­გან სევ­და­ში რომ ვარ­დე­ბა?!

მღვდე­ლიც ადა­მი­ა­ნია, ადა­მი­ა­ნი მღვდე­ლია... ადა­მი­ანს შია, მღვდელს შია...თუ ვინ­მეს სიღ­რმი­სე­უ­ლი სა­უბ­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა, მზად ვარ, ძა­ლი­ან "ღვთის­ნი­ერ” სა­ხე­ზე ულუკ­მა­პუ­რო ოჯა­ხე­ბის სია ავა­ფა­რო... მერე თა­ვად ილო­ცოს, რომ ეს ამ­დე­ნი დამ­შე­უ­ლი ხალ­ხი და­პურ­დეს!" - წერს პეტ­რე კოლ­ხი.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
5

სახელმწიფო ეკლესიას არაფერში ყოველ თვე მილიონ ლარს ურიცხავს და იქიდან დაკმაყოფილდნენ

ლალო
4
დააკლდათ ფულები ფარისევლებს. საპატრიარქოდან ხელფას იღებთ! ხალხის გაქრიატიანებაში ფულს არ უნდა იღებდეთ. ზუსტად ამიტომ მოხდა იესოს მოსვლა , ოქროდა ვერცხლი შევიდა ეკლესიებში. თქვენივე მრწამს ეწინააღმდეგებით ფარისევლებო . ბისნესმენი დღგ ს მაინც იხდის , თქვენ ხართ დასაჭერები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩნენ... არც ჯვრისწერები ტარდება, არც ნათლობებზე იკლავენ თავს" - რას წერს პეტრე კოლხი?

"ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩნენ... არც ჯვრისწერები ტარდება, არც ნათლობებზე იკლავენ თავს" - რას წერს პეტრე კოლხი?

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სასულიერო პირების მდგომარეობაზე საუბრობს. როგორც ის წერს, პანდემიამ უამრავი მღვდელი შემოსავლის გარეშე დატოვა.

"ჰო, პანდემიამ და საყოველთაო დაძაბულობამ ყველა დააზარალა. ცხადია, მეტ-ნაკლებად ყველას შეეხო ის სირთულეები, რაც ზოგადად ახლავს მტკივნეულ ცვლილებებს.თითქოს გამოჩნდა იმედი, რომ მოხსნან ყველა აკრძალვა და ჩვეულ რითმს დაუბრუნდეს ყოველდღიურობა, მაგრამ... მაგრამ... ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც აბსოლუტურად შემოსავლის გარეშე არის დარჩენილი და ღირსება რომ არა, ნაკლებად არ იწუწუნებდნენ...

ჰო, იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვა დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა მათ არ, აღარ აქვთ არჩევანის საშუალება და საჯარო თუ კერძო სამსახურებში ვერ დასაქმდებიან, რადგან საეკლესიო კანონიკა ამას კრძალავს. მარტო ერთი ადამიანი რომ იყოს, არაუშავს, სამადლოდ ვიღაც ლუკმა პურს მიაწვდიდა... ოჯახს, შვილებს რა უნდა იყონ?! ზოგს (ყველა ღმერთმა ამრავლოს) უამრავი შვილი ყავს...

ვიცი ფაქტები, სახლში შესვლას თავს არიდებენ. ჩამოთვლილი ნუსხიდან მეოთხედი ვერ შეაქვთ შვილებისთვის. მარტო ცილისწამება და განკითხვა რომ შველოდეს, მღვდლებზე მდიდარი არავინ იქნებოდა. ახლა ძალიან "ჭკვიანი" და "კომპეტენტური" ოპონენტი გამოხტება და იტყვის, საპატრიარქოს მილიონები მიაქვს... არ მაინტერესებს, ვის რა მიაქვს, მაგრამ ასეც რომ იყოს, უბრალო მღვდლის ჯიბეზე თეთრი არ ჩადის... არც ჯვრისწერები ტარდება, მით უფრო ახლა, მძიმე მარხვის პერიოდში... არც ნათლობებზე იკლავენ თავს... ფილმი "ლაზარე" მახსენდება... "გშია?! იცეკვე”...

ბატონო, ცეკვასაც გვიშლიან, აქაოდა ნახე მხიარულობსო, თორემ ბევრი ერისკაცობაში ცეკვაზეც დადიოდა და მუსიკაზეც... მღვდელს რომ რამე შეეშალოს, გამოსდებენ შარა-გზაზე, მარიტასავით ქვებით ჩაქოლავენ. სამაგიეროდ იმას არავინ კითხულობს, როგორ უნდა გადარჩეს მღვდლის ოჯახი, როცა მშიერი მოზარდები ლამის ღვთის გმობამდე მივიდნენ, იმის გამო, მამამისი იმიტომ არის ღარიბი, რომ მღვდელია, თორემ საჭმელი ექნებოდათ... ნურც მორალის კითხვას დაიწყებთ, სასულიერო პირის შვილებს მეტი სულიერება მართებს... ისადა, სულიერება რადიაცია არ არის, რომ გავრცელდეს...

რწმენა ყველას არ გააჩნია, მათ შორის არც მას, ვინც ტაძარში 30 ლარიან სანთელს აანთებს და ხატთან თავს ამით მოიწონებს, სამაგიეროდ მღვდელს არ მოიკითხავს, იქნებ მისი ოჯახი გადარჩეს...

ჯერ ფაქტებისგან თავს ვიკავებ, მერე ამასაც გამოვაქვეყნებ, რამდენი მევდლის ოჯახს ენატრება სადილი, ვახშამი... ვიღაც ხომ უნდა ზრუნავდეს ამ ხალხზე... ნურც იმას მეტყვით, მრევლი უნდა ყავდეს და შემოსავალი ექნებაო... მრევლს თავად არ გააჩნია შემოსავალი, მშიერ მღვდელს როგორ დააპურებს... მარტო ჩემი თავი არ მალაპარაკებს....

ზოგადი მდგომარეობა მტკენს გულს და მეტიც, გულს ყველაზე მეტად ის მტკენს, რომ ამაზე არც ახლა და არც მომავალში არავინ დაფიქრდება...არ მჭირდება ცრუ ნუგეში, ილოცე და უფალი გამოგიჩენს... ლოცვის შედეგია, ზოგს ბიზნესები და შემოსავლები იმდენი აქვს, სიმდიდრისგან სევდაში რომ ვარდება?!

მღვდელიც ადამიანია, ადამიანი მღვდელია... ადამიანს შია, მღვდელს შია...თუ ვინმეს სიღრმისეული საუბრების სურვილი გაუჩნდა, მზად ვარ, ძალიან ,,ღვთისნიერ” სახეზე ულუკმაპურო ოჯახების სია ავაფარო... მერე თავად ილოცოს, რომ ეს ამდენი დამშეული ხალხი დაპურდეს!" - წერს პეტრე კოლხი.

"ეს ის ქალია, რომელიც წლები დაბმული ყავდათ, ძალადობდნენ, აჩენინებდნენ შვილებს და უყიდიდნენ! დამტვრეული აქვს ხელები, ფეხები..." - რას წერს თამუნა მუსერიძე

"ხშირად მისაუბრია სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან", ასეთებს ეუბნება ქრისტე..." - რას წერს დეკანოზი

"ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!" - რას წერს პეტრე კოლხი გუშინ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე