მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
MIT-ს სამეწარმეო ქსელში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს
MIT-ს სამეწარმეო ქსელში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს

სა­ერ­თა­შო­რი­სო ვენ­ჩუ­რუ­ლი ფონ­დე­ბი და ენ­ჯელ ინ­ვეს­ტო­რე­ბი აშშ-დან, ის­რა­ე­ლი­დან, ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, ენ­ჯელ ინ­ვეს­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან, მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი MIT-ს სა­მე­წარ­მეო ცენ­ტრის წევ­რო­ბა, ახა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­დუქ­ტი და დემო დღე, რო­მე­ლიც მა­ის­ში BTU-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა - გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი მას­შტა­ბებს აფარ­თო­ებს და სტარ­ტა­პე­ბის შერ­ჩე­ვას იწყებს.

BTU-ს ბა­ზა­ზე, ის­რა­ე­ლის სი­ლი­კონ ვა­დის­თან პარტნი­ო­რო­ბით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი სტარ­ტა­პე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის მა­ის­ში ემ­ზა­დე­ბა.

რი­გით მე­სა­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ა­ერ­თი­ა­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს, მსხვილ ინ­ვეს­ტო­რებს და სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გა­მორ­ჩე­ულ მო­ნა­წი­ლე­ებს მსოფ­ლი­ო­დან. გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი არის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტარ­ტაპ ფონ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ფუძნ­და და პირ­ვე­ლი მსხვი­ლი და­ფი­ნან­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით, 1 300 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სტარ­ტაპ Echolize-ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა შეხ­ვედ­რა ქვეყ­ნის მო­წი­ნა­ვე სტარ­ტა­პებ­თან მათი შემ­დგო­მი და­ფი­ნან­სე­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­სა­ხილ­ვე­ლად.

გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დი ორ­გა­ნი­ზე­ბას უკე­თებს სტარ­ტა­პე­ბის ფი­ჩინგ დღე­ებ­სა და ინ­ვეს­ტო­რებ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რებს, ინ­ვეს­ტორ­თა და­ხუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მას­ტერკლა­სებს მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მე­ბი­დან, ახ­დენს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი­ზის გა­ზი­ა­რე­ბას, ორ­გა­ნი­ზე­ბას უკე­თებს შეხ­ვედ­რებს სხვა­დას­ხვა ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­თან და სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი სტარ­ტა­პე­ბის­თვის ხსნის წვდო­მას და­ფი­ნან­სე­ბის სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­თან.

2021 წლის თე­ბერ­ვლი­დან, MIT-ს სა­მე­წარ­მეო ცენ­ტრში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­დეგ, BTU-ს სტარ­ტაპ ფონ­დის ყვე­ლა პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ას და ინ­ვეს­ტორს გა­ეხ­სნა წვდო­მა Martin Trust Center-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსელ­თან, გაჩ­ნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და დემო დღე­ებ­ზე დას­წრე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის შერ­ჩე­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ისარ­გებ­ლე­ბენ.

ფი­ნან­სებ­თან წვდო­მის სხვა­დას­ხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის სტრა­ტე­გი­ულ­მა პარტნი­ორ­მა, თი­ბი­სი სტარ­ტა­პერ­მა ახა­ლი სტარ­ტაპ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­დუქ­ტი შექ­მნა, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე ხდე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის და სტარ­ტა­პის და­ფი­ნან­სე­ბის მსურ­ვე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

MIT-ს სამეწარმეო ქსელში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს

MIT-ს სამეწარმეო ქსელში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს

საერთაშორისო ვენჩურული ფონდები და ენჯელ ინვესტორები აშშ-დან, ისრაელიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ენჯელ ინვესტორები საქართველოდან, მსოფლიოს უმსხვილესი MIT-ს სამეწარმეო ცენტრის წევრობა, ახალი საინვესტიციო პროდუქტი და დემო დღე, რომელიც მაისში BTU-ს ორგანიზებით გაიმართება - გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს და სტარტაპების შერჩევას იწყებს.

BTU-ს ბაზაზე, ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი სტარტაპების დაფინანსებისთვის მაისში ემზადება.

რიგით მესამე ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო პარტნიორებს, მსხვილ ინვესტორებს და სტარტაპ ეკოსისტემის გამორჩეულ მონაწილეებს მსოფლიოდან. გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე დაფუძნდა და პირველი მსხვილი დაფინანსება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში განახორციელა. ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად.

გლობალური სტარტაპ ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, ახდენს საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, ორგანიზებას უკეთებს შეხვედრებს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუციებთან და საქართველოში შექმნილი სტარტაპებისთვის ხსნის წვდომას დაფინანსების სხვადასხვა წყაროებთან.

2021 წლის თებერვლიდან, MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, გაჩნდა შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ღონისძიებებზე და დემო დღეებზე დასწრების და საერთაშორისო ბაზარზე სწრაფი განვითარების. აღნიშნული შესაძლებლობებით გლობალური სტარტაპ ფონდის შერჩეული კომპანიები ისარგებლებენ.

ფინანსებთან წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიულმა პარტნიორმა, თიბისი სტარტაპერმა ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხდება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.

(R)