მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ბერასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო
პროკურატურამ ბერასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე კერ­ძო სა­უბ­რის უნე­ბარ­თვო ჩა­წე­რის ან/და მი­ყუ­რა­დე­ბის, ასე­ვე კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ჩა­ნა­წე­რის, ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე აღიძ­რა.

"სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო კერ­ძო სა­უბ­რის უნე­ბარ­თვო ჩა­წე­რის ან/და მი­ყუ­რა­დე­ბის, ასე­ვე კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ჩა­ნა­წე­რის, ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 158-ე მუხ­ლის 1-ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ნა­წე­რის მო­პო­ვე­ბის და გავ­რცე­ლე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის და­სად­გე­ნად. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ი­ნიშ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­უ­ბა­რია „ტვ პირ­ვე­ლის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე, რომ­ლი­თაც, მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, მომ­ღე­რა­ლი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს იმ ახალ­გაზ­რდე­ბის დას­ჯას სთხოვს, რო­მელ­თაც ინ­ტერ­ნეტ­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რეს. ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ამ ქმე­დე­ბებს იწო­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
20

ძლივს. აბა ვნახოთ ახლა რომელი წლის ჩანაწერია და ნაღდი თუა შეკოწიწების გარეშე.. იმედი მაქ ტვ 1 იურისტები ფირის ექსპერტიზას ამერიკელებს ჩაატარეინებენ ,პროკურატურამ რომ არ იცუღლუტოს

გიორგი
14

ეს იმას ნიშნავს რომ ჩანაწერის შინაარსია მართალიᲐ))!! და მხოლოდ გამოყენებაზე აღძრეს)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

პროკურატურამ ბერასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო

პროკურატურამ ბერასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საუბარია „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

"იყო კომუნიკაცია ბერას პირადი მცველის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის მისამართით" - მელაძის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

კასპში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - პოლიციამ ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის 30 წლის მამაკაცი დააკავა

ტრეფიკინგი ნინოწმინდაში - დააკავეს მამა-შვილი, რომლებიც სომხეთის 3 მოქალაქეს წლების განმავლობაში მონობის პირობებში ამყოფებდნენ