მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი
ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა კვლე­ვა, რო­მელ­მაც უნდა და­ად­გი­ნოს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რა ნა­წილს აქვს გა­და­ტა­ნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით, მო­ქა­ლა­ქე­ებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე გა­მო­იკ­ვლე­ვენ, კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კი 20 დღე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

„მთელს მსოფ­ლი­ო­ში ასეა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად რე­გის­ტრი­რე­ბულ რა­ო­დე­ნო­ბას­თან შე­და­რე­ბით, რე­ა­ლუ­რად კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ორ­ჯერ ან სამ­ჯერ მე­ტია. ასეა მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კით. ჩვენ ახლა ვა­ტა­რებთ კვლე­ვას, ხვალ ვი­წყებთ და და­ახ­ლო­ე­ბით 20 დღე­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა რამ­დე­ნი კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ადა­მი­ა­ნებ­ში, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბას შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვი­თი პრინ­ცი­პით შე­ვის­წავ­ლით ანუ მათ გა­მო­ვიკ­ვლევთ, ვინც ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არი­ან კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი. გა­ვარ­კვევთ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად რე­გის­ტრი­რე­ბულ 272 ათას კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლის გარ­და, კი­დევ რამ­დენს აქვს გა­და­ტა­ნი­ლი. ამის მი­ხედ­ვით უნდა და­ი­გეგ­მოს და შეს­რულ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მა.

ჩვენ რომ ვამ­ბობთ, მო­სახ­ლე­ო­ბის 60-65% უნდა იყოს აც­რი­ლი, ზუს­ტად არ ვი­ცით, მაგ­რამ იქ ვგუ­ლის­ხმობთ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით კი­დევ 15-20%-ს ამ დრო­ის­თვის, გა­და­ტა­ნი­ლი ექ­ნე­ბა და ის 15-20% და­ე­მა­ტე­ბა 60-65 %-ს, მი­ვი­ღებთ და­ახ­ლო­ე­ბით 80%-იან იმუ­ნურ ფე­ნას. 80%-იანი იმუ­ნუ­რი ფენა, პრინ­ციპ­ში საკ­მა­რი­სია, რომ პან­დე­მია და­ვა­მარ­ცხოთ. ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი იქ­ნე­ბა, რო­გორც ეს გრი­პის შემ­თხვე­ვებ­შია, მაგ­რამ კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი იო­ლად გა­უს­წორ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი

ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მოქალაქეებს კორონავირუსის ანტისხეულებზე გამოიკვლევენ, კვლევის შედეგები კი 20 დღეში გახდება ცნობილი.

„მთელს მსოფლიოში ასეა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებულ რაოდენობასთან შედარებით, რეალურად კოვიდგადატანილების რაოდენობა ორჯერ ან სამჯერ მეტია. ასეა მსოფლიო სტატისტიკით. ჩვენ ახლა ვატარებთ კვლევას, ხვალ ვიწყებთ და დაახლოებით 20 დღეში გვეცოდინება რამდენი კოვიდგადატანილია საქართველოში. ადამიანებში, ანტისხეულების შემცველობას შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით შევისწავლით ანუ მათ გამოვიკვლევთ, ვინც ოფიციალურად არ არიან კოვიდინფიცირებულებში რეგისტრირებულები. გავარკვევთ, ოფიციალურად რეგისტრირებულ 272 ათას კოვიდგადატანილის გარდა, კიდევ რამდენს აქვს გადატანილი. ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს ვაქცინაციის გეგმა.

ჩვენ რომ ვამბობთ, მოსახლეობის 60-65% უნდა იყოს აცრილი, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ იქ ვგულისხმობთ, რომ დაახლოებით კიდევ 15-20%-ს ამ დროისთვის, გადატანილი ექნება და ის 15-20% დაემატება 60-65 %-ს, მივიღებთ დაახლოებით 80%-იან იმუნურ ფენას. 80%-იანი იმუნური ფენა, პრინციპში საკმარისია, რომ პანდემია დავამარცხოთ. ცალკეული შემთხვევები იქნება, როგორც ეს გრიპის შემთხვევებშია, მაგრამ კლინიკური სექტორი იოლად გაუსწორდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ვაქცინის შემოტანის კომპონენტში უარყოფითი გარღვევა დაგვემართა, მაგრამ არ შეიძლება, არაფრად ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება" - რას ამბობს ცერცვაძე პროცესში კერძო სექტორის ჩართვაზე

"მომდევნო დღეები გექნებათ შესაძლებლობა გაიგოთ დამატრებითი ინფორმაცია" - კახა კალაძე სკანდალურ ფარულ ჩანაწერებზე

"თუ ჩინური ვაქცინა საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს, მისი შემოტანა გამორიცხული არ არის" - თენგიზ ცერცვაძე