მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაქცინის შემოტანის კომპონენტში უარყოფითი გარღვევა დაგვემართა, მაგრამ არ შეიძლება, არაფრად ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება" - რას ამბობს ცერცვაძე პროცესში კერძო სექტორის ჩართვაზე
"ვაქცინის შემოტანის კომპონენტში უარყოფითი გარღვევა დაგვემართა, მაგრამ არ შეიძლება, არაფრად ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება" - რას ამბობს ცერცვაძე პროცესში კერძო სექტორის ჩართვაზე

კერ­ძო სექ­ტორს კომ­პა­ნი­ებ­თან რა­ღაც მი­მო­წე­რე­ბი აქვთ და ამას მი­იჩ­ნე­ვენ ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის საკ­მა­რის სა­ფუძ­ვლად - ასე­თი მი­მო­წე­რა სა­ხელ­მწი­ფოს აქვს 30 სუ­ბი­ექტთან მა­ინც, აქე­დან რე­ა­ლიზ­დე­ბა ერთი, ორი ან სამი

უარ­ყო­ფი­თი გარ­ღვე­ვა დაგ­ვე­მარ­თა ერთ კომ­პო­ნენ­ტში, მარ­ტო ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის კომ­პო­ნენ­ტში, ცუ­დია და ამას ყვე­ლა აღი­ა­რებს, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა თქმა, რომ რა­ხან ერთ კომ­პო­ნენ­ტში ვართ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი, არაფ­რად არ უნდა ჩა­ვაგ­დოთ ყვე­ლა და­ნარ­ჩენ კომ­პო­ნენ­ტში წარ­მა­ტე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გარ­და სხვა უამ­რავ კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს, მათ შო­რის, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტროლს, კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვას, ლო­კა­ლურ და გა­ფარ­თო­ე­ბულ შე­ზღუდ­ვებს, მკურ­ნა­ლო­ბას, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის მომ­ზა­დე­ბა­სა და მო­ბი­ლი­ზე­ბას, სა­წოლ­ფონ­დის მო­ბი­ლი­ზე­ბას, ონ­ლა­ინ კლი­ნი­კებს, ბი­ნა­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უ­ჯო­ბე­სე­ბას, კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებს, მკურ­ნა­ლო­ბის უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მე­თო­დე­ბის და­ნერგვა­სა და ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს. ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა ამ კომ­პო­ნენ­ტში მო­წი­ნა­ვე იყო და მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის ნა­წილ­ში ჩა­მორ­ჩა სხვა ქვეყ­ნებს.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, უნდა აგოს თუ არა ვინ­მემ პა­სუ­ხი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის დაგ­ვი­ა­ნე­ბა­ზე, ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ შე­საძ­ლოა, ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის დაგ­ვი­ა­ნე­ბა ბევრ ობი­ექ­ტურ მი­ზეზ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რაც ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას შე­უძ­ლე­ბელს ხდის.

„მე არ ვიცი ბევ­რი რამე, მე არ ვიცი, რა­ტომ და რო­გორ დაგ­ვი­ან­და ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა, შე­საძ­ლოა, ეს მარ­თლაც ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, სა­დაც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვე­რა­ფერს იზამ­და. შე­იძ­ლე­ბა იყო რა­ღაც მო­მენ­ტე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და უფრო ეფექ­ტი­ა­ნი ჩა­რე­ვა და საქ­მი­ა­ნო­ბა, ამი­ტომ მე ვერ გე­ტყვით, ვინ­მემ ამა­ზე პა­სუ­ხი უნდა აგოს თუ არა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო არ არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სულ მსოფ­ლი­ო­ში მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 4,5%-ია დღეს აც­რი­ლი, 300 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი 7 მი­ლი­არ­დი­დან. ახლა ასე თუ მი­ვუდ­გე­ბით სა­კითხს, ყვე­ლამ, ვინც ვაქ­ცი­ნა ვერ შე­მო­ი­ტა­ნა, უნდა აგოს პა­სუ­ხი, მაგ­რამ ეს რთუ­ლი პრო­ცე­სია. ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ზე, ვაქ­ცი­ნე­ბის დე­ფი­ციტ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე და რამ­დე­ნად აქ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და თუ არის რო­მე­ლი რგო­ლის, ჩემ­თვის ამის თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე ვიცი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც პრე­მი­ე­რის აპა­რა­ტი, ისე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და რაც მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში იყო, რამ­დე­ნად ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სი გა­მოდ­გა თუ არ გა­მოდ­გა, ეს არ ვიცი,“ - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მან, ამას­თა­ნა­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი მა­შინ უნდა დად­გეს, თუ ქვე­ყა­ნა ვაქ­ცი­ნას მი­ი­ღებს, თუმ­ცა მის ათ­ვი­სე­ბას ვერ შეძ­ლებს.

„რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, მხო­ლოდ ის­რა­ე­ლი ახერ­ხებს მა­სობ­რი­ვად მო­სახ­ლე­ო­ბის აც­რას, ყვე­ლა და­ნარ­ჩენ ქვე­ყა­ნას რა­ო­დე­ნო­ბა­ში უჭირს. მდი­დარ და გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს ვაქ­ცი­ნა აქვთ და ათ­ვი­სე­ბას იმ ტემ­პით, რა ტემ­პი­თაც მათ სურ­დათ, ვერ ახერ­ხე­ბენ. ეს პრობ­ლე­მაა ყვე­ლას­თვის და პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც, მაგ­რამ აქ უნდა და­ვი­რაზ­მოთ და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად უნდა იმოქ­მე­დოს მთავ­რო­ბამ, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­მა, კლი­ნი­კურ­მა სექ­ტორ­მა და მო­სახ­ლე­ო­ბამ. აქ თუ ვერ შევ­ძე­ლით, ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არა ის, რომ ვერ შე­მო­ვი­ტა­ნეთ. როცა შე­მო­ვი­ტანთ და მისი ათ­ვი­სე­ბა ვერ შევ­ძე­ლით, ეს უკვე არ გვე­პა­ტი­ე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნის შე­მოს­ვლის დაგ­ვი­ა­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რე­ა­ლის­ტუ­რია, რომ წლის ბო­ლომ­დე მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მა შეს­რულ­დეს.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბის ერთ თვი­ა­ნი დაგ­ვი­ა­ნე­ბის აღ­მო­ფხვრა მოხ­დეს.

„დიახ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბამ და­იგ­ვი­ა­ნა. უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო თე­ბერ­ვლის ბო­ლოს და 22 მარ­ტის კვი­რა­ში ვე­ლო­დე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, ის, რაც ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, უნდა გა­და­ნა­წილ­დეს და­ნარ­ჩენ 9 თვე­ზე. დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ამ 1-თვი­ან ჩა­მორ­ჩე­ნას აღ­მოვ­ფხვრით. გეგ­მა გათ­ვლი­ლია წლის ბო­ლომ­დე და 1 თვის ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მო­ფხვრა და­ნარ­ჩე­ნი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ა­ლუ­რია. გა­აჩ­ნია, რო­გორ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად, მონ­დო­მე­ბით და ეფექ­ტი­ა­ნად იმუ­შა­ვებს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ამ კუ­თხით“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის შე­მოს­ვლა, სა­ვა­რა­უ­დოდ 22 მარ­ტის კვი­რა­ში მოხ­დე­ბა. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­ტის ბო­ლოს­თვის ქვე­ყა­ნა­ში შე­საძ­ლოა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნაც შე­მო­ვი­დეს.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბის თე­მა­ზეც ისა­უბ­რა. მი­სი­ვე თქმით, მსოფ­ლი­ოს მთა­ვა­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბი კერ­ძო სექ­ტორს ვაქ­ცი­ნებს არ აძ­ლე­ვენ. ვი­ნა­ი­დან ვაქ­ცი­ნე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი.

„იცით, რო­გორ არის რე­ა­ლუ­რი საქ­მე? კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი ან ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბას ცალ­კე­ულ კომ­პა­ნი­ებ­თან აწარ­მო­ე­ბენ, რა­ღაც მი­მო­წე­რა აქვთ და ამ მი­მო­წე­რას მი­იჩ­ნე­ვენ საკ­მა­რის სა­ფუძ­ვლად, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა. ასე­თი მი­მო­წე­რა სა­ხელ­მწი­ფოს აქვს 30 სუ­ბი­ექტთან მა­ინც, აქე­დან რე­ა­ლიზ­დე­ბა ერთი, ორი ან სამი. კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი როცა ამ­ბო­ბენ, ჩვენ გვაქვს მი­მო­წე­რა, და­პი­რე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო არ გვაძ­ლევს ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნის ნე­ბას, არის ტყუ­ი­ლი.

დღეს არის სი­ტუ­ა­ცია - მსოფ­ლი­ოს მთა­ვა­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლე­ბი კერ­ძო სექ­ტორს ვაქ­ცი­ნებს არ აძ­ლე­ვენ. ვი­ნა­ი­დან ვაქ­ცი­ნე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი. მათ მთავ­რო­ბე­ბის­გან აქვთ და­ვა­ლე­ბა თუ თვი­თონ გა­და­წყვი­ტეს ასე არ ვიცი, მაგ­რამ სა­ნამ ასე­თი დე­ფი­ცი­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა, ვაქ­ცი­ნე­ბი გა­ა­ნა­წი­ლონ მკაც­რად, სა­ხელ­მწი­ფო მო­თხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო გა­რან­ტი­ე­ბის ქვეშ. კერ­ძო სექ­ტორს ისი­ნი პირ­დე­ბი­ან, მო­ლაპ­რა­კე­ბა­ში შე­დი­ან, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, კერ­ძო სექ­ტორს ვაქ­ცი­ნას არ აძ­ლე­ვენ. კი მაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა, შე­პი­რე­ბა, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით მომ­წო­დებ­ლე­ბი მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას აღი­ა­რე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, როცა გა­ივ­ლის ეს პე­რი­ო­დი და მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა აღარ იქ­ნე­ბა, ვაქ­ცი­ნე­ბის ბა­ზა­რი კერ­ძო მომ­წო­დებ­ლე­ბის­თვი­საც გა­იხ­სნე­ბა.

„მა­თაც ექ­ნე­ბათ სრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნონ და სა­ხელ­მწი­ფო მხო­ლოდ მი­ე­სალ­მე­ბა. დღეს კერ­ძო მომ­წო­დე­ბელ­მა ძა­ლი­ან რომ მო­ინ­დო­მოს, სა­ხელ­მწი­ფოს გა­რე­შე ვერ შე­მო­ი­ტანს და სა­ხელ­მწი­ფომ თუ შე­მო­ი­ტა­ნა, მა­შინ რა­ღად უნდა კერ­ძო მომ­წო­დე­ბე­ლი?! მომ­წო­დებ­ლე­ბი „ფა­ი­ზე­რი“, „მო­დერ­ნა“ და „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ მა­ინც სა­ხელ­მწი­ფოს ელაპ­რა­კე­ბი­ან, კერ­ძო პი­რებ­თან კი სა­რე­ზერ­ვო მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

///
0

კიდევ ხალხს ატყუებს, ნოემბერ-დეკემბერში რაც მოხდა, არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, საქართველო პირველი იყო მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით. 3000 კაცის სიკვდილზე ვინ აგებს პასუხს? სად წაიღეთ გადმორიცხული მილიონები? არ შეგრჩებათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვაქცინის შემოტანის კომპონენტში უარყოფითი გარღვევა დაგვემართა, მაგრამ არ შეიძლება, არაფრად ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება" - რას ამბობს ცერცვაძე პროცესში კერძო სექტორის ჩართვაზე

"ვაქცინის შემოტანის კომპონენტში უარყოფითი გარღვევა დაგვემართა, მაგრამ არ შეიძლება, არაფრად ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება" - რას ამბობს ცერცვაძე პროცესში კერძო სექტორის ჩართვაზე

კერძო სექტორს კომპანიებთან რაღაც მიმოწერები აქვთ და ამას მიიჩნევენ ვაქცინის შემოტანის საკმარის საფუძვლად - ასეთი მიმოწერა სახელმწიფოს აქვს 30 სუბიექტთან მაინც, აქედან რეალიზდება ერთი, ორი ან სამი

უარყოფითი გარღვევა დაგვემართა ერთ კომპონენტში, მარტო ვაქცინის შემოტანის კომპონენტში, ცუდია და ამას ყველა აღიარებს, მაგრამ არ შეიძლება თქმა, რომ რახან ერთ კომპონენტში ვართ წარუმატებელი, არაფრად არ უნდა ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, პანდემიასთან ბრძოლა ვაქცინაციის გარდა სხვა უამრავ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, ეპიდსიტუაციის კონტროლს, კონტაქტების კვლევას, ლოკალურ და გაფართოებულ შეზღუდვებს, მკურნალობას, ჰოსპიტალური სექტორის მომზადებასა და მობილიზებას, საწოლფონდის მობილიზებას, ონლაინ კლინიკებს, ბინაზე მომსახურების გაუჯობესებას, კოვიდსასტუმროებს, მკურნალობის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდების დანერგვასა და ინოვაციურ მიდგომებს. ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა ამ კომპონენტში მოწინავე იყო და მხოლოდ ვაქცინის შემოტანის ნაწილში ჩამორჩა სხვა ქვეყნებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა ვინმემ პასუხი ვაქცინის შემოტანის დაგვიანებაზე, ცერცვაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ვაქცინის შემოტანის დაგვიანება ბევრ ობიექტურ მიზეზზე იყო დამოკიდებული, რაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეუძლებელს ხდის.

„მე არ ვიცი ბევრი რამე, მე არ ვიცი, რატომ და როგორ დაგვიანდა ვაქცინის შემოტანა, შესაძლოა, ეს მართლაც ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული, სადაც ჩვენი ხელისუფლება ვერაფერს იზამდა. შეიძლება იყო რაღაც მომენტები, სადაც შეიძლებოდა უფრო ეფექტიანი ჩარევა და საქმიანობა, ამიტომ მე ვერ გეტყვით, ვინმემ ამაზე პასუხი უნდა აგოს თუ არა, მაგრამ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სულ მსოფლიოში მთელი მოსახლეობის 4,5%-ია დღეს აცრილი, 300 მილიონი ადამიანია აცრილი 7 მილიარდიდან. ახლა ასე თუ მივუდგებით საკითხს, ყველამ, ვინც ვაქცინა ვერ შემოიტანა, უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ეს რთული პროცესია. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ბიუროკრატიაზე, ვაქცინების დეფიციტზე საერთაშორისო ბაზარზე და რამდენად აქ არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და თუ არის რომელი რგოლის, ჩემთვის ამის თქმა შეუძლებელია. მე ვიცი, რომ ხელისუფლება, როგორც პრემიერის აპარატი, ისე ჯანდაცვის სამინისტრო, ყველაფერს აკეთებდა რაც მათ შესაძლებლობებში იყო, რამდენად ეს ყველაფერი საკმარისი გამოდგა თუ არ გამოდგა, ეს არ ვიცი,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ უნდა დადგეს, თუ ქვეყანა ვაქცინას მიიღებს, თუმცა მის ათვისებას ვერ შეძლებს.

„რამდენადაც მე ვიცი, მხოლოდ ისრაელი ახერხებს მასობრივად მოსახლეობის აცრას, ყველა დანარჩენ ქვეყანას რაოდენობაში უჭირს. მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებს ვაქცინა აქვთ და ათვისებას იმ ტემპით, რა ტემპითაც მათ სურდათ, ვერ ახერხებენ. ეს პრობლემაა ყველასთვის და პრობლემა იქნება საქართველოსთვისაც, მაგრამ აქ უნდა დავირაზმოთ და კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ, სამედიცინო სექტორმა, კლინიკურმა სექტორმა და მოსახლეობამ. აქ თუ ვერ შევძელით, ეს იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვერ შემოვიტანეთ. როცა შემოვიტანთ და მისი ათვისება ვერ შევძელით, ეს უკვე არ გვეპატიება,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციონისტის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოსვლის დაგვიანების მიუხედავად, რეალისტურია, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის გეგმა შესრულდეს.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემის კოორდინირებული და ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ვაქცინაციის დაწყების ერთ თვიანი დაგვიანების აღმოფხვრა მოხდეს.

„დიახ, ვაქცინაციის დაწყებამ დაიგვიანა. უნდა შემოსულიყო თებერვლის ბოლოს და 22 მარტის კვირაში ველოდებით. ბუნებრივია, ის, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა გაკეთებულიყო, უნდა გადანაწილდეს დანარჩენ 9 თვეზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ 1-თვიან ჩამორჩენას აღმოვფხვრით. გეგმა გათვლილია წლის ბოლომდე და 1 თვის ჩამორჩენის აღმოფხვრა დანარჩენი 9 თვის განმავლობაში რეალურია. გააჩნია, როგორ კოორდინირებულად, მონდომებით და ეფექტიანად იმუშავებს ჯანდაცვის სისტემა ამ კუთხით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლა, სავარაუდოდ 22 მარტის კვირაში მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მარტის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა კერძო სექტორის ჩართულობის თემაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, მსოფლიოს მთავარი მწარმოებლები და აღიარებული ვაქცინის მწარმოებლები კერძო სექტორს ვაქცინებს არ აძლევენ. ვინაიდან ვაქცინები არ არის საკმარისი.

„იცით, როგორ არის რეალური საქმე? კერძო კომპანიები ან ცალკეული პირები მოლაპარაკებას ცალკეულ კომპანიებთან აწარმოებენ, რაღაც მიმოწერა აქვთ და ამ მიმოწერას მიიჩნევენ საკმარის საფუძვლად, რომ მათ შეუძლიათ ვაქცინის შემოტანა. ასეთი მიმოწერა სახელმწიფოს აქვს 30 სუბიექტთან მაინც, აქედან რეალიზდება ერთი, ორი ან სამი. კერძო სექტორის წარმომადგენლები როცა ამბობენ, ჩვენ გვაქვს მიმოწერა, დაპირება და სახელმწიფო არ გვაძლევს ვაქცინის შემოტანის ნებას, არის ტყუილი.

დღეს არის სიტუაცია - მსოფლიოს მთავარი მწარმოებლები და აღიარებული ვაქცინის მწარმოებლები კერძო სექტორს ვაქცინებს არ აძლევენ. ვინაიდან ვაქცინები არ არის საკმარისი. მათ მთავრობებისგან აქვთ დავალება თუ თვითონ გადაწყვიტეს ასე არ ვიცი, მაგრამ სანამ ასეთი დეფიციტური სიტუაცია იქნება, ვაქცინები გაანაწილონ მკაცრად, სახელმწიფო მოთხოვნების მიხედვით, სახელმწიფო გარანტიების ქვეშ. კერძო სექტორს ისინი პირდებიან, მოლაპრაკებაში შედიან, მაგრამ ჯერჯერობით, კერძო სექტორს ვაქცინას არ აძლევენ. კი მაქვს მოლაპარაკება, შეპირება, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით მომწოდებლები მხოლოდ სახელმწიფოსთან ურთიერთობას აღიარებენ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, როცა გაივლის ეს პერიოდი და მწვავე უკმარისობა აღარ იქნება, ვაქცინების ბაზარი კერძო მომწოდებლებისთვისაც გაიხსნება.

„მათაც ექნებათ სრული შესაძლებლობა შემოიტანონ და სახელმწიფო მხოლოდ მიესალმება. დღეს კერძო მომწოდებელმა ძალიან რომ მოინდომოს, სახელმწიფოს გარეშე ვერ შემოიტანს და სახელმწიფომ თუ შემოიტანა, მაშინ რაღად უნდა კერძო მომწოდებელი?! მომწოდებლები „ფაიზერი“, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“ მაინც სახელმწიფოს ელაპრაკებიან, კერძო პირებთან კი სარეზერვო მოლაპარაკებას აწარმოებენ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჩართულია საიტი, სადაც აცრაზე ადგილის დაჯავშნა შეგიძლიათ

კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?

გომისმთაზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა - ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი თოვლიდან ამოიყვანეს