სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ჰოლივუდის ვარსკვლავების გარეგნობით - ვინ არიან ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი კაცები
მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ჰოლივუდის ვარსკვლავების გარეგნობით - ვინ არიან ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი კაცები

მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი ხში­რად ყუ­რა­დღე­ბას იპყრო­ბენ არა მხო­ლოდ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის, არა­მედ ვი­ზუ­ა­ლის გა­მოც. ზო­გი­ერთ ფსი­ქო­ლოგს სჯე­რა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის, კე­თილ­გან­წყო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის მო­სა­პო­ვებ­ლად გა­ნათ­ლე­ბას­თან, ქა­რიზ­მას­თან, პო­ლი­ტი­კურ ალ­ღოს­თან და სხვა ნი­უ­ან­სებ­თან ერ­თად, მომ­ხიბ­ვლე­ლი ვი­ზუ­ა­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მას შემ­დეგ, რაც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყო და პო­ლი­ტი­კო­სებ­მა სა­ჯა­როდ გა­ი­კე­თეს აცრა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის ვი­ზუ­ა­ლი და სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და.

ამი­ტო­მაც, გა­დავ­წყვი­ტეთ თვა­ლი გა­დაგ­ვევ­ლო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდნენ.

ედუ­არ­დო ლე­ი­ტე - ის ბრა­ზი­ლი­ის შტა­ტის, რიუ გრან­დი დუ სუ­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რია, რო­მე­ლიც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2018 წელს აირ­ჩი­ეს, მა­ნამ­დე იყო ქა­ლაქ პე­ლო­ტას მერი. ედუ­არ­დო ლე­ი­ტე გახ­და ბრა­ზი­ლი­ის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­მაც გუ­ბერ­ნა­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა, მან ეს 33 წლის ასაკ­ში შეძ­ლო. გარ­და იმი­სა, რომ სიმ­პა­თი­უ­რია, სხვა­დას­ხვა გა­მო­კი­თხვე­ბით, ბრა­ზი­ლი­ა­ში ყვე­ლა­ზე იმე­დის­მომ­ცემ პო­ლი­ტი­კო­სად მი­იჩ­ნე­ვა. ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი ედუ­არ­დოს "ღი­მი­ლის ექ­სპერტს" უწო­დე­ბენ.

ენ­რი­კე პე­ნია ნი­ე­ტო - მექ­სი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და მექ­სი­კის პრე­ზი­დენ­ტი 2012-2018 წლებ­ში.

პედ­რო სან­ჩეზ პე­რეზ კას­ტე­ხო­ნი - პედ­რო ეს­პა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძელს 2018 წლი­დან იკა­ვებს. თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლის გამო ხში­რად იპყრობს სხვა­დას­ხვა მო­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. Elle წერს, რომ ასე­თი სექ­სუ­ა­ლუ­რი ლი­დე­რი, არა­თუ ეს­პა­ნეთს, არამ­დე მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­საც არ ჰყო­ლი­ათ. ყვი­თელ პრე­სა­ში მას "ზღაპ­რულ პრინცს“ და "მის­ტერ მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას“ უწო­დე­ბენ.

სკოტ ბრა­უ­ნი - მომ­ხიბ­ვლე­ლი ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, პო­ლი­ტი­კო­სი, ყო­ფი­ლი სე­ნა­ტო­რი, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უმუ­შა­ვია. ბრა­უ­ნი ხში­რად ხვდე­ბო­და მომ­ხიბ­ვლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რე­ი­ტინ­გში და ზო­გი­ერ­თი მას ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ, რი­ჩარდ გირ­საც კი ამ­სგავ­სებს.

ალექ­სის ციპ­რა­სი - სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ მოხ­მიბ­ვლელ ლი­დე­რად ით­ვლე­ბა.

ჯას­ტინ ტრუ­დო - რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სია წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია კა­ნა­დის ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რის, ჯას­ტინ ტრუ­დოს გა­რე­შე. ჯას­ტი­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი ჩაც­მის სტი­ლით და დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის იპყრობს ყუ­რა­დღე­ბას, მისი ფე­რა­დი წინ­დე­ბია.

ადამ კინ­ზინ­გე­რი - ის მომ­ხიბ­ვლე­ლი ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­შიც კარ­გად იც­ნო­ბენ. 2006 წელს ვის­კონ­სი­ნის შტა­ტის წი­თელ­მა ჯვარ­მა კინ­ზინ­გე­რი "წლის გმი­რად“ და­ა­სა­ხე­ლა. რად­გა­ნაც, და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კაცი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში ქალს ეს­ხმო­და თავს, გა­ნა­ი­ა­რა­ღა. ქალი გა­დარ­ჩა. ამ საქ­ცი­ე­ლის­თვის კინ­ზინ­გერ­მა მი­ი­ღო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მე­და­ლი, ასე­ვე ჯილ­დო ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის­გან. 2011 წელს The Hill-მა 50 ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლელ ადა­მი­ან­თა შო­რის შე­იყ­ვა­ნა და თა­ნაც, ის მე­ხუ­თე ად­გილს იკა­ვებ­და. 2020 წელს კინ­ზინ­გე­რი და­ქორ­წინ­და სო­ფია ბოზა ჰოლ­მან­ზე, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, მაიკ პენ­სის მრჩე­ვე­ლი იყო.

ჯე­იმს აპა­ტუ­რაი - კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში ნატო-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნელ ჯე­იმს აპა­ტუ­რა­ის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს და გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და მომ­ხიბ­ვლე­ლი ვი­ზუ­ა­ლი­თაც იპყრობს ყუ­რა­დღე­ბას.

აა­რონ შოქი - აშშ-ის ყო­ფი­ლი კონ­გრეს­მე­ნი, რო­მე­ლიც ხში­რად ხვდე­ბო­და სხვა­დას­ხვა ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კან­ზე არა მხო­ლოდ თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის, არა­მედ ვი­ზუ­ა­ლის გამო და რო­გორც წესი, ის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს უწევ­და პრო­პა­გან­დას.

დრავ­კო მა­რი­ჩი - ის ხორ­ვა­ტი­ის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრია, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­პყრო, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა სა­ჯა­როდ გა­ი­კე­თა. ადა­მი­ა­ნებს არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ მი­ნის­ტრის სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბა. მა­რი­ჩი ხორ­ვა­ტი­ის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტს 2016 წლი­დან იკა­ვებს. ის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და ორი შვი­ლი ჰყავს.

მუ­ჰა­მედ მაჰ­მუდ ალ-ხაჯა - ის არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არაბ­თა სა­ე­მი­რო­ე­ბის პირ­ვე­ლი ელჩი ის­რა­ელ­ში. მუ­ჰა­მედ მაჰ­მუ­დი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ი­ნიშ­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბის წყა­ლო­ბით მარ­ტი­ვად მი­ი­პყრო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია instyle.com-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ruska
0

მართლა რა სიმპატიურები არიან, ძალიან სასიამოვნო გარეგნობის.

ედუარდო და პედრო განსაკუთრებით მომეწონა:)))

მელქისედეკი
0

მე არც ფინანსტა მინისტრი ვარ და არც ეკონომიკის მაგრამ ვარ ძალიან "ზედმეტად" სიმპატიური :) 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ჰოლივუდის ვარსკვლავების გარეგნობით - ვინ არიან ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი კაცები

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ჰოლივუდის ვარსკვლავების გარეგნობით - ვინ არიან ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი კაცები

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ხშირად ყურადღებას იპყრობენ არა მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური მოღვაწეობის, არამედ ვიზუალის გამოც. ზოგიერთ ფსიქოლოგს სჯერა, რომ საზოგადოების ნდობის, კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად განათლებასთან, ქარიზმასთან, პოლიტიკურ ალღოსთან და სხვა ნიუანსებთან ერთად, მომხიბვლელი ვიზუალიც მნიშვნელოვანია.

მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო და პოლიტიკოსებმა საჯაროდ გაიკეთეს აცრა, ზოგიერთი მათგანის ვიზუალი და სპორტული აღნაგობა სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა.

ამიტომაც, გადავწყვიტეთ თვალი გადაგვევლო მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალური პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც სხვადასხვა დროს ყველაზე მომხიბვლელების სიაში მოხვდნენ.

ედუარდო ლეიტე - ის ბრაზილიის შტატის, რიუ გრანდი დუ სულის გუბერნატორია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2018 წელს აირჩიეს, მანამდე იყო ქალაქ პელოტას მერი. ედუარდო ლეიტე გახდა ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელმაც გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა, მან ეს 33 წლის ასაკში შეძლო. გარდა იმისა, რომ სიმპათიურია, სხვადასხვა გამოკითხვებით, ბრაზილიაში ყველაზე იმედისმომცემ პოლიტიკოსად მიიჩნევა. ბრაზილიელები ედუარდოს "ღიმილის ექსპერტს" უწოდებენ.

ენრიკე პენია ნიეტო - მექსიკელი პოლიტიკოსი და მექსიკის პრეზიდენტი 2012-2018 წლებში.

პედრო სანჩეზ პერეზ კასტეხონი - პედრო ესპანელი პოლიტიკოსია, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სავარძელს 2018 წლიდან იკავებს. თავისი ვიზუალის გამო ხშირად იპყრობს სხვადასხვა მოდური გამოცემების ყურადღებას. Elle წერს, რომ ასეთი სექსუალური ლიდერი, არათუ ესპანეთს, არამდე მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც არ ჰყოლიათ. ყვითელ პრესაში მას "ზღაპრულ პრინცს“ და "მისტერ მომხიბვლელობას“ უწოდებენ.

სკოტ ბრაუნი - მომხიბვლელი ამერიკელი დიპლომატი, პოლიტიკოსი, ყოფილი სენატორი, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე უმუშავია. ბრაუნი ხშირად ხვდებოდა მომხიბვლელი პოლიტიკოსების რეიტინგში და ზოგიერთი მას ჰოლივუდის ვარსკვლავ, რიჩარდ გირსაც კი ამსგავსებს.

ალექსის ციპრასი - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ-ერთ მოხმიბვლელ ლიდერად ითვლება.

ჯასტინ ტრუდო - რა თქმა უნდა, ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალური პოლიტიკოსების სია წარმოუდგენელია კანადის ქარიზმატული ლიდერის, ჯასტინ ტრუდოს გარეშე. ჯასტინი გამოირჩევა თავისი ჩაცმის სტილით და დეტალი, რომელიც ყოველთვის იპყრობს ყურადღებას, მისი ფერადი წინდებია.

ადამ კინზინგერი - ის მომხიბვლელი ამერიკელი კონგრესმენი, რომელსაც საქართველოშიც კარგად იცნობენ. 2006 წელს ვისკონსინის შტატის წითელმა ჯვარმა კინზინგერი "წლის გმირად“ დაასახელა. რადგანაც, დანით შეიარაღებული კაცი, რომელიც ქუჩაში ქალს ესხმოდა თავს, განაიარაღა. ქალი გადარჩა. ამ საქციელისთვის კინზინგერმა მიიღო შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მედალი, ასევე ჯილდო ეროვნული გვარდიისგან. 2011 წელს The Hill-მა 50 ყველაზე მომხიბვლელ ადამიანთა შორის შეიყვანა და თანაც, ის მეხუთე ადგილს იკავებდა. 2020 წელს კინზინგერი დაქორწინდა სოფია ბოზა ჰოლმანზე, რომელიც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მრჩეველი იყო.

ჯეიმს აპატურაი - კავკასიის საკითხებში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის ქართული საზოგადოება კარგად იცნობს და გარდა პოლიტიკური განცხადებებისა და მომხიბვლელი ვიზუალითაც იპყრობს ყურადღებას.

აარონ შოქი - აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი, რომელიც ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა ჟურნალების გარეკანზე არა მხოლოდ თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის, არამედ ვიზუალის გამო და როგორც წესი, ის ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევდა პროპაგანდას.

დრავკო მარიჩი - ის ხორვატიის ფინანსთა მინისტრია, რომელმაც მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. ადამიანებს არ გამოჰპარვიათ მინისტრის სპორტული აღნაგობა. მარიჩი ხორვატიის ფინანსთა მინისტრის პოსტს 2016 წლიდან იკავებს. ის დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს.

მუჰამედ მაჰმუდ ალ-ხაჯა - ის არის გაერთიანებული არაბთა საემიროების პირველი ელჩი ისრაელში. მუჰამედ მაჰმუდი ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა და საზოგადოების ყურადღება თავისი გარეგნობის წყალობით მარტივად მიიპყრო.

მომზადებულია instyle.com-ის მიხედვით

"მეუღლე ადრე გარდაეცვალა და 5 შვილის აღზრდა იტვირთა" - რას იხსენებს პატრიარქ ქრისტეფორე III-ის შთამომავალი ბაბუაზე, რომელმაც ქვეყნის ეკლესია ურთულეს დროს ჩაიბარა

"ლამაზი თმა სცვიოდა, ის კი ხუმრობდა, რომ კლინიკა მის უცხოპლანეტელად გადაქცევას ცდილობდა" - ანასტასია ხაჩიძის ემოციური წერილი დედას

იაკუძა - იაპონური მაფია შემზარავი ტრადიციებით, რომლის წევრებსაც მთელი სხეული ჰქონდათ მოხატული