მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანჯელინა ჯოლიმ აუქციონზე ჩერჩილის ნახატი რეკორდულ ფასად გაყიდა - რა ღირს მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი უნიკალური ტილო
ანჯელინა ჯოლიმ აუქციონზე ჩერჩილის ნახატი რეკორდულ ფასად გაყიდა - რა ღირს მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი უნიკალური ტილო

უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის ნა­ხა­ტი, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი იყო, კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე 8,2 მი­ლი­ონ გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გად გა­ი­ყი­და.

რო­გორც BBC წერს, ეს ჩერ­ჩი­ლის ნა­ხა­ტებ­ში გა­დახ­დი­ლი რე­კორ­დუ­ლი ფა­სია და აქამ­დე დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­დახ­დი­ლი ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა 1,8 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი იყო.

კრის­ტის აუქ­ცი­ო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ამ ნა­ხატს ჩერ­ჩი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი უწო­და.

• ნა­ხა­ტის შექ­მნის ის­ტო­რია:

ჩერ­ჩილ­მა "Tower of the Koutoubia Mosque" მა­რო­კო­ში, მა­რა­კეშ­ში ყოფ­ნი­სას და­ხა­ტა. 1943 წელს, იან­ვარ­ში კა­საბ­ლან­კას კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც ჩერ­ჩი­ლი და აშშ-ის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ფრანკლინ დე­ლა­ნო რუზ­ველ­ტი ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი სტრა­ტე­გი­ის შემ­დგომ ეტაპ­ზე შე­თან­ხმდნენ. შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ კი პირ­ველ­მა პი­რებ­მა მა­რა­კეშ­ში გა­ი­სე­ირ­ნეს. ყო­ვე­ლი­ვე კი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ე­რის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­და. მან მა­რა­კე­შის ერთ-ერთი სცე­ნა და­ხა­ტა და ნა­მუ­შე­ვა­რი რუზ­ველტს აჩუ­ქა.

"ეს არის ჩერ­ჩი­ლის ერ­თა­დერ­თი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ომის დროს და­ხა­ტა და უდა­ვოდ სა­უ­კე­თე­სოა მის მხატ­ვრულ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, არა მხო­ლოდ დახ­ვე­წი­ლი სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ოს­ტა­ტო­ბის გამო, არა­მედ უფრო მე­ტად იმის გამო, რომ ნა­ხა­ტი ხაზს უს­ვამს ორი ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს შო­რის მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას, ის თა­ვი­სი თე­მა­ტი­კის გა­მოა უნი­კა­ლუ­რი.

რუზ­ველ­ტის­თვის მი­ძღვნი­ლი ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი ხაზს უს­ვამს იმ ფაქტს, რომ ჩერ­ჩი­ლი დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობ­და აშშ-ის პრე­ზი­დენტს და რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მო­კავ­ში­რე­ე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შე­დე­გე­ბის წარ­მარ­თვა­ში“, - ამ­ბობს ბრი­ტა­ნე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ნიკ ორ­ჩარ­დი.

ნა­ხა­ტი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის პი­რად კო­ლექ­ცი­ა­ში 2011 წელს აღ­მოჩ­ნდა. კრის­ტის აუქ­ცი­ო­ნის მეს­ვე­ურ­თა ცნო­ბით, მსა­ხი­ობ­მა ის სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შე­ი­ძი­ნა, თუმ­ცა ვინ იყო მისი მფლო­ბე­ლი მა­ნამ­დე და რა თან­ხა გა­და­ი­ხა­და ან­ჯე­ლი­ნამ ნა­მუ­შე­ვარ­ში, უც­ნო­ბია. ასე­ვე უც­ნო­ბია ისიც, თუ ვინ იყი­და ნა­მუ­შე­ვა­რი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რას გაიგებ!..
10

ჰმ, საინტერესო ამბავია... ჩერჩილი - მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი!.. ისე, ეგ რომ ჩემი ნახატი იყოს, $100 არ გადაიხდიდნენ მასში... მიკვირს, მხატვრობის დარგშიც არ მიანიჭეს ნობელის პრემია!.. (ხომ გახსოვთ, ჩერჩილი ნობელიანტია ლიტერატურის დარში! - ლევ ტოლსტოის არაფრით არ მიანიჭეს ეგ პრემია და ჩერჩილს მიანიჭეს! - ეტყობა, ეგ უკეთესი მწერალია:))

0

ჩეჩილს როგორ უნდა ჩახედო თვალებში???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ანჯელინა ჯოლიმ აუქციონზე ჩერჩილის ნახატი რეკორდულ ფასად გაყიდა - რა ღირს მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი უნიკალური ტილო

ანჯელინა ჯოლიმ აუქციონზე ჩერჩილის ნახატი რეკორდულ ფასად გაყიდა - რა ღირს მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი უნიკალური ტილო

უინსტონ ჩერჩილის ნახატი, რომლის მფლობელიც წლების განმავლობაში ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი იყო, კრისტის აუქციონზე 8,2 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

როგორც BBC წერს, ეს ჩერჩილის ნახატებში გადახდილი რეკორდული ფასია და აქამდე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შემოქმედებაში გადახდილი ყველაზე მეტი თანხა 1,8 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო.

კრისტის აუქციონის წარმომადგენელმა ამ ნახატს ჩერჩილის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი უწოდა.

#AuctionUpdate A new #WorldAuctionRecord for Sir Winston Churchill with 'Tower of the Koutoubia Mosque' (1943) selling for £8,285,000. This is the only painting created by Churchill during the Second World War: https://t.co/JCBvGaFShW pic.twitter.com/iZMumvmwp2
— Christie's (@ChristiesInc) March 1, 2021

• ნახატის შექმნის ისტორია:

ჩერჩილმა "Tower of the Koutoubia Mosque" მაროკოში, მარაკეშში ყოფნისას დახატა. 1943 წელს, იანვარში კასაბლანკას კონფერენცია გაიმართა, სადაც ჩერჩილი და აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, ფრანკლინ დელანო რუზველტი ნაცისტური გერმანიის დასამარცხებელი სტრატეგიის შემდგომ ეტაპზე შეთანხმდნენ. შეთანხმების შემდეგ კი პირველმა პირებმა მარაკეშში გაისეირნეს. ყოველივე კი ბრიტანეთის პრემიერისთვის შთაგონების წყარო გახდა. მან მარაკეშის ერთ-ერთი სცენა დახატა და ნამუშევარი რუზველტს აჩუქა.

"ეს არის ჩერჩილის ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც ომის დროს დახატა და უდავოდ საუკეთესოა მის მხატვრულ შემოქმედებაში, არა მხოლოდ დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობის გამო, არამედ უფრო მეტად იმის გამო, რომ ნახატი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის მეგობრულ ურთიერთობას, ის თავისი თემატიკის გამოა უნიკალური.

რუზველტისთვის მიძღვნილი ასეთი საჩუქარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩერჩილი დიდ ყურადღებას უთმობდა აშშ-ის პრეზიდენტს და რომ ისინი ერთმანეთს უმნიშვნელოვანეს მოკავშირეებად მიიჩნევდნენ მეორე მსოფლიო ომის შედეგების წარმართვაში“, - ამბობს ბრიტანელი ხელოვნებათმცოდნე ნიკ ორჩარდი.

ნახატი ანჯელინა ჯოლის პირად კოლექციაში 2011 წელს აღმოჩნდა. კრისტის აუქციონის მესვეურთა ცნობით, მსახიობმა ის სწორედ ამ პერიოდში შეიძინა, თუმცა ვინ იყო მისი მფლობელი მანამდე და რა თანხა გადაიხადა ანჯელინამ ნამუშევარში, უცნობია. ასევე უცნობია ისიც, თუ ვინ იყიდა ნამუშევარი.

რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“