პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეც და ნატალიაც მართლები ვართ" - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პირველი არსებითი განხილვა დღეს იმართება
"მეც და ნატალიაც მართლები ვართ" - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პირველი არსებითი განხილვა დღეს იმართება

გა­ნა­ჩე­ნიც გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი უნდა იყოს, სხვა არ არ­სე­ბობს. ერ­თა­დერ­თი შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მეც და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვაც მარ­თლე­ბი ვართ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ ჩვენს სი­მარ­თლე­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "სა­ბო­ლო­ოდ სი­მარ­თლე იზე­ი­მებს”.

"გა­ნა­ჩე­ნიც გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი უნდა იყოს, სხვა არ არ­სე­ბობს. არ არის არა­ვი­თა­რი ბრა­ლე­უ­ლო­ბა ჩვე­ნი. მე ვიცი, რომ სი­მარ­თლე ჩვენს მხა­რეს არის და სი­მარ­თლე იზე­ი­მებს ადრე თუ გვი­ან. ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია. რა მო­უ­ვა თავ­ში იმ ვი­ღა­ცას და რო­გორ იქ­ნე­ბა, იმის გულთმი­სა­ნი ვერ ვიქ­ნე­ბი ნამ­დვი­ლად, მაგ­რამ მე ის ვიცი, რომ სი­მარ­თლე არის ჩვენს მხა­რეს და ადრე თუ გვი­ან იზე­ი­მებს”,- გა­ნა­ცხა­და მე­ლაშ­ვილ­მა.

შე­კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა მო­ლო­დი­ნი, რომ სხვა პი­რე­ბიც მი­ე­ცე­მი­ან პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, მე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ვა­ლე­ბა ზემ­დგო­მი პი­რე­ბის­გან არას­დროს არ ჰქო­ნია.

"მე არ ვიცი რა აქვს პრო­კუ­რა­ტუ­რას, პრო­კუ­რა­ტუ­რას თავ­და­პირ­ვე­ლად­ვე ისე­თი ბრალ­დე­ბე­ბი ჰქონ­და, რომ ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი შორს არის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის­გან, მაგ­რამ რაც არ არ­სე­ბობს, ის რო­გორ უნდა და­ამ­ტკი­ცონ, არ ვიცი. ხაზ­გას­მით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არა­კა­ნო­ნი­ე­რი და­ვა­ლე­ბა ან რამე მაგ­დაგ­ვა­რი არ ყო­ფი­ლა. თვი­თონ ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და რო­გორ უნდა წა­რუდ­გი­ნონ ბრა­ლი ზემ­დგომ პი­რებს ან კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, ან მი­ნისტრს, ან პრე­ზი­დენტს, ჩე­მამ­დე არ და­დის. თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი ბრალ­დე­ბაა. თავ­და­პირ­ვე­ლად­ვე ეს საქ­მე რომ იქნა წა­მო­წყე­ბუ­ლი, მა­შინ­ვე ვთქვი და დღე­საც ამ აზ­რზე ვარ, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი შეკ­ვე­თა და ყო­ველ­გვარ კა­ნონს და საღ აზრს აც­დე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა”, -გა­ნა­ცხა­და მე­ლაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე პირ­ვე­ლი არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა დღეს იმარ­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამას­თან, ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა­სა და ივე­რი მე­ლაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბრა­ლი და­უ­ზუს­ტდათ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გან­ზრახ, ზემ­დგო­მი პი­რე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებ­დნენ.

ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან 28 იან­ვარს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 20 000-20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ შე­უც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამთა
66

დღესვე უნდა ჩააყუდოთ ციხეში ქვეყნის მოღალატეები!!

ნიკოლოზი
66

უტიფრები!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მეც და ნატალიაც მართლები ვართ" - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პირველი არსებითი განხილვა დღეს იმართება

"მეც და ნატალიაც მართლები ვართ" - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პირველი არსებითი განხილვა დღეს იმართება

განაჩენიც გამამართლებელი უნდა იყოს, სხვა არ არსებობს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მეც და ნატალია ილიჩოვაც მართლები ვართ. დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "საბოლოოდ სიმართლე იზეიმებს”.

"განაჩენიც გამამართლებელი უნდა იყოს, სხვა არ არსებობს. არ არის არავითარი ბრალეულობა ჩვენი. მე ვიცი, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის და სიმართლე იზეიმებს ადრე თუ გვიან. ყველაფერი მოსალოდნელია. რა მოუვა თავში იმ ვიღაცას და როგორ იქნება, იმის გულთმისანი ვერ ვიქნები ნამდვილად, მაგრამ მე ის ვიცი, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ადრე თუ გვიან იზეიმებს”,- განაცხადა მელაშვილმა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სხვა პირებიც მიეცემიან პასუხისგებაში, მელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დავალება ზემდგომი პირებისგან არასდროს არ ჰქონია.

"მე არ ვიცი რა აქვს პროკურატურას, პროკურატურას თავდაპირველადვე ისეთი ბრალდებები ჰქონდა, რომ ჩემი შთაბეჭდილებები შორს არის აღფრთოვანებისგან, მაგრამ რაც არ არსებობს, ის როგორ უნდა დაამტკიცონ, არ ვიცი. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ არაკანონიერი დავალება ან რამე მაგდაგვარი არ ყოფილა. თვითონ ფაქტი არ არსებობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და როგორ უნდა წარუდგინონ ბრალი ზემდგომ პირებს ან კომისიის თავმჯდომარეს, ან მინისტრს, ან პრეზიდენტს, ჩემამდე არ დადის. თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. თავდაპირველადვე ეს საქმე რომ იქნა წამოწყებული, მაშინვე ვთქვი და დღესაც ამ აზრზე ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური შეკვეთა და ყოველგვარ კანონს და საღ აზრს აცდენილი ბრალდება”, -განაცხადა მელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა დღეს იმართება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. ამასთან, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

ბაჩო ახალაია ციხეს პატიმრობის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს - რას აცხადებს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი?

გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე მე-4 პირი დააკავეს

გორში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე მესამე პირი დააკავეს