მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარებს აკეთებენ ოპოზიციის ლიდერები შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ და როგორია მათი სამოქმედო გეგმა
რა კომენტარებს აკეთებენ ოპოზიციის ლიდერები შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ და როგორია მათი სამოქმედო გეგმა

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის და­ვით ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის 6 სა­კი­თხზე, რო­მელ­თა შო­რი­საც პა­ტიმ­რე­ბის, მათ შო­რის ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა.

მი­სი­ვე თქმით, სა­კი­თხე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია სა­არ­ჩევ­ნო და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მა.

„შევ­თან­ხმდით გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხე­ბის ჩარ­ჩო­ზე და ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ სა­კი­თხებ­ში, მათ შო­რის თვი­თონ ევ­რო­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, შე­სუ­ლია ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რიც არის პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ დღის წეს­რი­გი ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლია და ყვე­ლა ის თე­მაა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის­თვის და მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­ის­თვის. მაგ­რამ მო­ლო­დი­ნი, რომ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე რა­ი­მე, ან ყვე­ლა­ფე­რი შე­თან­ხმდე­ბო­და, არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სა­მი­ვე შევ­თან­ხმდით, რომ არ­სე­ბობს 6 სა­კი­თხი, რო­მე­ლიც უნდა მოგ­ვარ­დეს. გა­და­წყდეს იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი მოგ­ვარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

„ლე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სებს და აცხა­დებს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პრინ­ცი­პუ­ლად ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვი­და.

რო­გორც ხა­ზა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ოპო­ზი­ცი­ი­სა და მმარ­თვე­ლი გუნ­დის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, შეხ­ვედ­რა­ზე „სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ყვე­ლა იმ სა­კითხს, რაც აწუ­ხებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას“.

„შეხ­ვედ­რა იყო პო­ზი­ტი­უ­რი. ეს სა­უ­ბა­რი და მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­და­ვი­და პრინ­ცი­პუ­ლად ახალ სა­ფე­ხურ­ზე, მე­დი­ა­ცი­ის კა­ტე­გო­რი­ა­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ პრე­ზი­დენ­ტი მი­შე­ლი პი­რა­და­დაა ჩარ­თუ­ლი ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში. ის შეგ­ვპირ­და, რომ უახ­ლო­ეს ხან­ში ის ჩარ­თავს ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში საკ­მა­ოდ მძი­მე წო­ნი­ან პო­ლი­ტი­კო­სებს ევ­რო­კავ­ში­რი­დან. ამა­ვე დროს, შე­ჯერ­და ყვე­ლა პუნ­ქტი, რო­მე­ლიც აწუ­ხებ­და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ოპო­ზი­ცი­ას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ეს არის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, ეს არის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი. ბუ­ნებ­რი­ვია, დღეს ყვე­ლა ამ სა­კი­თხზე ვე­რა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბა ვერ მოხ­დე­ბო­და. მთა­ვა­რია, რომ პრო­ცე­სი და­იძ­რა და ამ პრო­ცესს ახ­ლავს კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დე­ბი. ვადა და­ი­ნიშ­ნა და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა, 16 მარტს არის შეხ­ვედ­რა ბრი­უ­სელ­ში და იმ მო­მენ­ტის­თვის ჩვენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ ეს სა­კი­თხე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ გა­დავ­წყვი­ტოთ“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

ამას­თან, ხა­ზა­რა­ძის თქმით, მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ წარ­სულ­ზე აღარ ისა­უბ­რე­ბენ.

„ყვე­ლა სა­კი­თხზე იყო სა­უ­ბა­რი, აზ­რე­ბი იქნა გაც­ვლი­ლი. შევ­თან­ხმდით, რომ წარ­სულ­ზე არ უნდა იყოს სა­უ­ბა­რი. იქ იყო რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა, რომ ისევ წარ­სულ­ზე გვე­სა­უბ­რა. შევ­თან­ხმდით, რომ მთე­ლი აქ­ცენ­ტი მო­ლა­პა­რა­კე­ბის უნდა იყოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დელ დღე­ზე, გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ზე. ჩვენ გვჭირ­დე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი და გა­მო­სა­ვა­ლი არის მხო­ლოდ მო­მა­ვალ­ში. ვფიქ­რობ, რომ პრო­ცე­სი სხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­ვი­და და იმე­დი მაქვს, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა გო­ნივ­რუ­ლი და მოქ­ნი­ლი ამ სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში, გა­მო­სა­ვალს ვნა­ხავთ. კი­დევ ერთ რა­მე­ზე შევ­თან­ხმდით, რომ არ უნდა იყოს კუნ­თე­ბის თა­მა­ში, ვის უფრო ძლი­ე­რი პო­ზი­ცია აქვს, ვინ უფრო ძლი­ე­რია ქუ­ჩა­ში, ვის უკა­ვია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. კუნ­თე­ბის თა­მაშ­მა შე­იძ­ლე­ბა ეს ქვე­ყა­ნა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ნა­წილ­საც შე­ვე­ხეთ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად იყო დას­მუ­ლი სა­კი­თხი, რომ, სა­ნამ მე­ლია არის ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ძნე­ლია სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა, მაგ­რამ იმე­დი მაქვს ამ გა­მო­სა­ვალ­საც ორი­ვე მხა­რე ერ­თად ნა­ხავს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის პრო­ტეს­ტი და და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი პი­კე­ტი­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. რო­გორც მან ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შუ­ა­მავ­ლო­ბით ოპო­ზი­ცი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს პრო­ცე­სი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ერთ-ერთი გზაა.

„პი­კე­ტი­რე­ბას და პრო­ტესტს ვაგ­რძე­ლებთ იმი­ტომ, რომ ეს არის ცალ­სა­ხა გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლი იმის­თვის, რომ შე­დეგ­ზე გა­ვი­დეთ. ამ პრო­ცესს ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გა­ვა­ჩე­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ოპო­ზი­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მზად არის, ევ­რო­კავ­ში­რის უშუ­ა­ლო მო­დე­რა­ცი­ით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდეს.

„თუ ბრი­უ­სელ­ში იქ­ნე­ბა ჩას­ვლა სა­ჭი­რო, მზად ვართ, იქაც მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა. იმე­დი მაქვს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა. ეს შეხ­ვედ­რა იმის­თვის არ იყო, რომ დე­ტა­ლუ­რად გან­გვე­ხი­ლა თი­თო­ე­უ­ლი პო­ზი­ცია, ეს შეხ­ვედ­რა პირ­და­პირ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და იმას, მზად არი­ან თუ არა მხა­რე­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის უშუ­ა­ლო მო­დე­რა­ცი­ით და ფა­სი­ლი­ტა­ცი­ით, გა­ვაგ­რძე­ლოთ ეს სა­უ­ბა­რი. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ. ხაზი გა­ვუს­ვით, რომ ჩვენ­თვის ეს ორი სა­კი­თხია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს, ჯერ­ჯე­რო­ბით ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მათ სათ­ქმე­ლი ექ­ნე­ბათ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რად­გან ეს სა­კი­თხი სა­უბ­რის პრო­ცეს­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა. წი­თე­ლი ხა­ზე­ბი, რომ რა­ღა­ცას არ ვი­ხი­ლავ, ასე არ არის. ყვე­ლა­ფერს გან­ვი­ხი­ლავთ და ყვე­ლა სა­კი­თხზე ვსა­უბ­რობთ.

რაც შე­ე­ხე­ბა პლე­ბის­ციტს, მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე არ გვი­სა­უბ­რია. ზო­გა­დად, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან უკვე იყო წარ­დგე­ნი­ლი ეს სა­კი­თხი. სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ზეც უარი მო­ვის­მი­ნეთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან. დღეს არის სხვა გა­რე­მო­ე­ბა, სხვა დო­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში და ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა მო­ვე­კი­დოთ ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ხვალ და­გეგ­მი­ლი პი­კე­ტი­რე­ბა მა­ინც გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც ბო­კე­რი­ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს ოპო­ზი­ცი­ის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

„მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი ყო­ველ­გვა­რი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის რის­კის გაზ­რდის გა­რე­შე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლია. ბლო­კი­რე­ბას ისე­დაც არა­ვინ აპი­რებ­და. ამი­ტომ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მშვი­დო­ბი­ან პი­კე­ტი­რე­ბა იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩიხ­ში შე­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და კარ­გია, რომ მიხ­ვდნენ და ახლა აპი­რე­ბენ, რომ ამ ჩი­ხი­დან და­ი­წყონ გა­მოს­ვლა, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღე­ვან­დე­ლი დღის შე­დე­გი არის ის რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სხვა დო­ნე­ზე გა­ნახ­ლდა. ხოლო რა შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ებს, რო­გორც სა­მა­დაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, სა­ჯა­რო პრო­ტეს­ტი არა­ფერ შუ­ა­ში იმ შე­საძ­ლო შე­დე­გებ­თან, რაც შე­იძ­ლე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა მო­ი­ტა­ნოს.

„ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის გა­სა­გე­ბია, რომ თუ ჩვენ გვსურს მი­ვაღ­წი­ოთ შე­დეგს ორი­ვე მხა­რემ უნდა და­ა­ფიქ­სი­როს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება იმის­თვის რომ ეს შე­თან­ხმე­ბა იქ­ნას მიღ­წე­უ­ლი. ოპო­ზი­ცი­ამ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება ამ შეხ­ვედ­რით ფაქ­ტი­უ­რად და­ა­დას­ტუ­რა. ამა­ვე დროს რა თქმა უნდა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი ჩვენ­თვის არის პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მიღ­წე­ვა რა­ი­მე სა­ხის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის, თუ რო­გორ მი­დის ქვე­ყა­ნა წინ რაც შე­ე­ხე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის აღ­დგე­ნას ქვე­ყა­ნა­ში. დღეს მთავ­რი შე­დე­გი არის, რომ გან­ვა­ახ­ლეთ უკვე სხვა დო­ნე­ზე და პო­ლი­ტი­კუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით დი­ა­ლო­გის პრო­ცე­სი. რა შე­დეგს მო­ი­ტანს ეს დი­ა­ლო­გი, აჩ­ვე­ნებს დრო.

სა­ჯა­რო პრო­ტეს­ტი ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევრ სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბა: პო­ლი­ტი­კურ,სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებს და ბევრ სხვა პრობ­ლე­მას. ამი­ტომ არა­ფერ შუ­ა­ში არ არის ეს სა­ჯა­რო პრო­ტეს­ტი იმ შე­საძ­ლო შე­დე­გებ­თან რა შე­იძ­ლე­ბა უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე გა­მარ­თულ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა მო­ი­ტა­ნოს. ჩვენ მზად ვართ დი­ა­ლო­გის­თვის, პრო­ტეს­ტი იქ­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა-მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პი­კეტ­ში თუ არ მი­ვი­ღებთ ყო­ველ­თვის ვა­ფიქ­სი­რებ­დით პო­ზი­ცი­ას, რომ ჩვენ ამა­ვე დროს არას­დროს გვით­ქვამს უარი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩიხ­ში შე­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და კარ­გია, რომ მიხ­ვდნენ და ახლა აპი­რე­ბენ, რომ ამ ჩი­ხი­დან და­ი­წყონ გა­მოს­ვლა,“ - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი დი­ა­ლო­გია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს მეტი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბა, მეტი მზა­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი დი­ა­ლო­გის­თვის, - ამის შე­სა­ხებ “მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა - გირ­ჩის“ ლი­დერ­მა, ზურა ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე აქ­ცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, გაგ­რძელ­დე­ბა.

“ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჩვენ­თან და “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან” სა­უბ­რის შემ­დეგ პუნ­ქტე­ბი დადო, რომ­ლის გარ­შე­მო ის თვლის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­მა­ვალ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ეს პუნ­ქტე­ბი იგი­ვეა, რაც ისე­დაც იდო მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე და პლი­უს და­მა­ტე­ბუ­ლია ორი პუნ­ქტი. ერთი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მას, მე­ო­რე კი ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბას ეხე­ბა. ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი დი­ა­ლო­გია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს მეტი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბა, მეტი მზა­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი დი­ა­ლო­გის­თვის.

აქ­ცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, გაგ­რძელ­დე­ბა. თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს გა­ვაგ­რძე­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც გა­მო­ვი­დეს”, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემიგრანტი
264

აი ეს ქვეყნის მტრები თავისას რომ მიიღებენ.5⁵ მერე დალაგდება ქვეყანა. არ შეჭამეს ტვინი ამათ უკანალის ქეიფზე როდემდე ვიაროთ.

ოცნება
186

მიაჩმორეს ღარიბაშვილი? გაღიარებინეს პოლიტ პატიმრად ნიკა მელია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა კომენტარებს აკეთებენ ოპოზიციის ლიდერები შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ და როგორია მათი სამოქმედო გეგმა

რა კომენტარებს აკეთებენ ოპოზიციის ლიდერები შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ და როგორია მათი სამოქმედო გეგმა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ მოლაპარაკებების 6 საკითხზე, რომელთა შორისაც პატიმრების, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

მისივე თქმით, საკითხების ჩამონათვალშია საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმა.

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები პრინციპულად ახალ საფეხურზე გადავიდა.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე „საუბარი შეეხო ყველა იმ საკითხს, რაც აწუხებს საზოგადოებას“.

„შეხვედრა იყო პოზიტიური. ეს საუბარი და მოლაპარაკება გადავიდა პრინციპულად ახალ საფეხურზე, მედიაციის კატეგორიაში. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მიშელი პირადადაა ჩართული ამ მოლაპარაკებაში. ის შეგვპირდა, რომ უახლოეს ხანში ის ჩართავს ამ მოლაპარაკებაში საკმაოდ მძიმე წონიან პოლიტიკოსებს ევროკავშირიდან. ამავე დროს, შეჯერდა ყველა პუნქტი, რომელიც აწუხებდა ჩვენს საზოგადოებას, ოპოზიციას, ხელისუფლებას. ეს არის პოლიტიზირებული სასამართლო სისტემა, ახალი არჩევნები, საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავება, ეს არის რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვა, ეს არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ბუნებრივია, დღეს ყველა ამ საკითხზე ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდებოდა. მთავარია, რომ პროცესი დაიძრა და ამ პროცესს ახლავს კონკრეტული ვადები. ვადა დაინიშნა დაახლოებით ორი კვირა, 16 მარტს არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ მომენტისთვის ჩვენ, ხელისუფლებამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უნდა მოვახერხოთ, რომ ეს საკითხები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადავწყვიტოთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარსულზე აღარ ისაუბრებენ.

„ყველა საკითხზე იყო საუბარი, აზრები იქნა გაცვლილი. შევთანხმდით, რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. იქ იყო რამდენიმე მცდელობა, რომ ისევ წარსულზე გვესაუბრა. შევთანხმდით, რომ მთელი აქცენტი მოლაპარაკების უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, გამოსავლის ძიებაზე. ჩვენ გვჭირდება გამოსავალი და გამოსავალი არის მხოლოდ მომავალში. ვფიქრობ, რომ პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი ამ საკითხების გადაწყვეტაში, გამოსავალს ვნახავთ. კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ არ უნდა იყოს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფლება. კუნთების თამაშმა შეიძლება ეს ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანოს. პოლიტპატიმრების ნაწილსაც შევეხეთ, კატეგორიულად იყო დასმული საკითხი, რომ, სანამ მელია არის ამ მდგომარეობაში, ძნელია საუბრის გაგრძელება, მაგრამ იმედი მაქვს ამ გამოსავალსაც ორივე მხარე ერთად ნახავს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის პროტესტი და დაანონსებული პიკეტირება გაგრძელდება. როგორც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პროცესი შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი გზაა.

„პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ეს არის ცალსახა განუყრელი ნაწილი იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ. ამ პროცესს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავაჩერებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროკავშირის უშუალო მოდერაციით მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს.

„თუ ბრიუსელში იქნება ჩასვლა საჭირო, მზად ვართ, იქაც მივიღოთ მონაწილეობა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგით დასრულდება. ეს შეხვედრა იმისთვის არ იყო, რომ დეტალურად განგვეხილა თითოეული პოზიცია, ეს შეხვედრა პირდაპირ ემსახურებოდა იმას, მზად არიან თუ არა მხარეები ევროკავშირის უშუალო მოდერაციით და ფასილიტაციით, გავაგრძელოთ ეს საუბარი. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის ეს ორი საკითხია მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მათ სათქმელი ექნებათ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებითაც, რადგან ეს საკითხი საუბრის პროცესში განიხილება. წითელი ხაზები, რომ რაღაცას არ ვიხილავ, ასე არ არის. ყველაფერს განვიხილავთ და ყველა საკითხზე ვსაუბრობთ.

რაც შეეხება პლებისციტს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ შეხვედრაზე არ გვისაუბრია. ზოგადად, ოპოზიციის მხრიდან უკვე იყო წარდგენილი ეს საკითხი. სამწუხაროდ, ამაზეც უარი მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. დღეს არის სხვა გარემოება, სხვა დონის ჩართულობა ამ პროცესში და ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხვალ დაგეგმილი პიკეტირება მაინც გაიმართება.

როგორც ბოკერიამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განუცხადა, არაფერი შეცვლილა.

„მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე დემოკრატიული საზოგადოების ნაწილია. ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა. ამიტომ არაფერი შეცვლილა. მშვიდობიან პიკეტირება იქნება“, - განაცხადა ბოკერიამ.

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ხელისუფლების გადაწყვეტილებით და კარგია, რომ მიხვდნენ და ახლა აპირებენ, რომ ამ ჩიხიდან დაიწყონ გამოსვლა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღის შედეგი არის ის რომ მოლაპარაკებები სხვა დონეზე განახლდა. ხოლო რა შეეხება აქციებს, როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, საჯარო პროტესტი არაფერ შუაში იმ შესაძლო შედეგებთან, რაც შეიძლება მოლაპარაკებებმა მოიტანოს.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ თუ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ შედეგს ორივე მხარემ უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმისთვის რომ ეს შეთანხმება იქნას მიღწეული. ოპოზიციამ ეს პოლიტიკური ნება ამ შეხვედრით ფაქტიურად დაადასტურა. ამავე დროს რა თქმა უნდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენთვის არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მიღწევა რაიმე სახის სამოქმედო გეგმის, თუ როგორ მიდის ქვეყანა წინ რაც შეეხება დემოკრატიული პროცესის აღდგენას ქვეყანაში. დღეს მთავრი შედეგი არის, რომ განვაახლეთ უკვე სხვა დონეზე და პოლიტიკური ჩართულობით დიალოგის პროცესი. რა შედეგს მოიტანს ეს დიალოგი, აჩვენებს დრო.

საჯარო პროტესტი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბევრ საკითხს უკავშირდება: პოლიტიკურ,სოციალურ, ეკონომიკურ პროცესებს და ბევრ სხვა პრობლემას. ამიტომ არაფერ შუაში არ არის ეს საჯარო პროტესტი იმ შესაძლო შედეგებთან რა შეიძლება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართულმა დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა მოიტანოს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, პროტესტი იქნება არ იქნება-მივიღებთ მონაწილეობას პიკეტში თუ არ მივიღებთ ყოველთვის ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ ჩვენ ამავე დროს არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ხელისუფლების გადაწყვეტილებით და კარგია, რომ მიხვდნენ და ახლა აპირებენ, რომ ამ ჩიხიდან დაიწყონ გამოსვლა,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა, მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის, - ამის შესახებ “მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აქციებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ, გაგრძელდება.

“ბატონმა პრეზიდენტმა ჩვენთან და “ქართულ ოცნებასთან” საუბრის შემდეგ პუნქტები დადო, რომლის გარშემო ის თვლის, რომ მნიშვნელოვანია მომავალში მოლაპარაკებების გაგრძელება. ეს პუნქტები იგივეა, რაც ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე და პლიუს დამატებულია ორი პუნქტი. ერთი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, მეორე კი ძალაუფლების დანაწილებას ეხება. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა, მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის.

აქციებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ, გაგრძელდება. თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

“გეთანხმებით, რომ დასაჭერია... დაკავებას ვეცადეთ,  აბა, წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?!" - რა უპასუხა გომელაურმა ბადრი ესებუაზე დასმულ კითხვას

შარლ მიშელის მხარდაჭერა საქართველოს - საოკუპაციო ხაზთან გადაღებულ რა ფოტოს აქვეყნებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი "ფეისბუქზე"

"ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას... როგორაა ის კაცი, სადაა?!" - ალეკო ელისაშვილის კითხვები ვახტანგ გომელაურს