მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას" - პრემიერის კომენტარი შარლ მიშელის ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ
"იმედია, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას" - პრემიერის კომენტარი შარლ მიშელის ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ

ევ­რო­პის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის მო­წო­დე­ბა, რე­კო­მენ­და­ცია და რჩე­ვა იყო ის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში, ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად - ოპო­ზი­ცი­ამ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მოვ­ნა­ხოთ სა­ერ­თო ენა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა.

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა კონ­სტრუქ­ცი­ულ ატ­მოს­ფე­რო­ში წა­რი­მარ­თა.

"მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ შარლ მი­შე­ლის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დღვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ კონ­სტურ­ქცი­ულ ატ­მოს­ფე­რო­ში წა­რი­მარ­თა. ჩვენ გავ­მარ­თეთ დი­ა­ლო­გი, ვიმ­სჯე­ლეთ იმ სა­კი­თხებ­სა და გან­სხვა­ვე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ, მმარ­თველ პარ­ტი­ას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ოპო­ზი­ცი­ას გვაქვს. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ გვაქვს გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი, რო­მელ­ზეც გაგ­ვაჩ­ნია ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა. ასე­ვე თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის­გან მო­ვის­მი­ნეთ მათ მიერ დას­მუ­ლი შე­კი­თხვე­ბი და მე, რა თქმა უნდა, გა­ვე­ცი პა­სუ­ხე­ბი.

ჩვენ ასე­ვე შევ­თან­ხმდით, რომ ეს დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­დე­ბა, მე მექ­ნე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭოს­თან და რა თქმა უნდა, შემ­დგომ ნა­ბი­ჯებ­ზე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, ამის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც ვაც­ნო­ბებთ.

ასე­ვე, მინ­და გი­თხრათ, რომ ევ­რო­პის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის მო­წო­დე­ბა, რე­კო­მენ­და­ცია და რჩე­ვა იყო ის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში, ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად - ოპო­ზი­ცი­ამ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მოვ­ნა­ხოთ სა­ერ­თო ენა, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ხალ­ხი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს. მე კი­დევ ერთხელ გან­ვა­ცხა­დე შეხ­ვედ­რა­ზე, რომ უნდა გა­მოვ­ნა­ხოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვი­პო­ვოთ ისე­თი ეროვ­ნუ­ლი იდეა, რო­მე­ლიც გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნებს, ჩვენს ხალ­ხსა და ერს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ეს არის, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა - სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი კონ­სენ­სუ­სი და თან­ხმო­ბა, რე­ა­ლურ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე და არა იმ გან­სხვა­ვე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გვქონ­დეს. ასე­ვე მინ­და გი­თხრათ, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რაც მო­სახ­ლე­ო­ბას აწუ­ხებს, ეს არის ოკუ­პა­ცია, ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე, კო­ვი­დო­პან­დე­მია და სწო­რედ ამ სა­კი­თხებ­ზე არის სა­ჭი­რო კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. მე დიდი იმე­დი მაქვს, რომ ოპო­ზი­ცია ასეთ კონ­სტრუ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას დ ჩვენ, ჩვე­ნი მხრივ ვა­დას­ტუ­რებთ სრულ მზა­ო­ბას დი­ა­ლო­გის გა­საგ­რძე­ლებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
103

იმედია დასავლეთს არ დაჭირდება შენს ბელადზე, შენზე და კიდევ რამოდენიმე პირზე სანქციები..... ნუ ასევე თქვენს ოჯახებზე.... დანარჩენს ორი კვირა გვანახებს....

Თეო
190

Ოპოზიციასთან დიალოგი და კონსტრუქციულობა არ სასაცილოა.არ მესმის რაზე უნდა ელაარაკო საზოგადოების ამ ავადსახსენებელ ნაწილს .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"იმედია, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას" - პრემიერის კომენტარი შარლ მიშელის ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ

"იმედია, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას" - პრემიერის კომენტარი შარლ მიშელის ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია და რჩევა იყო ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ჩვენ ყველამ ერთად - ოპოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორგანიზებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.

მისივე თქმით, შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.

"მინდა განვაცხადო, რომ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული დღვანდელი შეხვედრა საკმაოდ კონსტურქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ჩვენ გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ იმ საკითხებსა და განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ, მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას გვაქვს. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს გარკვეულ საკითხებზე პრინციპული პოზიციები, რომელზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება. ასევე თითოეული მონაწილისგან მოვისმინეთ მათ მიერ დასმული შეკითხვები და მე, რა თქმა უნდა, გავეცი პასუხები.

ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება, მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და რა თქმა უნდა, შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით, ამის თაობაზე საზოგადოებასაც ვაცნობებთ.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია და რჩევა იყო ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ჩვენ ყველამ ერთად - ოპოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე კიდევ ერთხელ განვაცხადე შეხვედრაზე, რომ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა ვიპოვოთ ისეთი ეროვნული იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხსა და ერს გააერთიანებს. ეს არის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება - საერთო ეროვნული კონსენსუსი და თანხმობა, რეალურ კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც შესაძლოა გვქონდეს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მთავარი რაც მოსახლეობას აწუხებს, ეს არის ოკუპაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდოპანდემია და სწორედ ამ საკითხებზე არის საჭირო კონცენტრირება და გაერთიანება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას დ ჩვენ, ჩვენი მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას დიალოგის გასაგრძელებლად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ზილფიმიანი გამოდის ინიციატივით, რომ პატრულის მანქანებს  "თი პი პი" ეწეროს - "ანუ თავაზიანობა, პროფესიონალიზმი და პატივისცემა"