ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი გვქონდა. მთავარი გზავნილი არის შემდეგი: ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, კოვიდ 19, უსაფრთხოება, სტაბილურობა - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი და დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა ყველა მონაწილეს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, მათი პასუხი იყო „კი“. ეს არის კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერას.
მე შევთავაზე ევროკავშირის მხარდაჭერა განსხვავებულ საკითხებზე პოზიტიური ძალისხმევის გასაძლიერებლად. ორ კვირაში ბრიუსელში გვექნება საქართველოსთან ასოცირების საბჭოს მომავალი სხდომა, იმისთვის, რომ დავაკვირდეთ, რა პროგრესია მიღწეული სხვადასხვა რთულ საკითხზე“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ქართველმა ხალხმა ერთხელ გააკეთა არჩევანი, ვადამდელ არჩევნებზე უბრალოდ არ მოვა ამომრჩეველი. რა, თქმა უნდა თუ არ გააყალბებთ.
როგორ დავკარგეთ თავმოყვარეობა ქართველებმა,ყველაფერში უცხოელებს შევყურებთ.იდიოტურიც რომ იყოს, მაინც ვბაძავთ მათი ცხოვრების სტილს. იდიოტიც რომ იყოს,უცხოელია და ყურებდაცქვეტილი ვუსმენთ.ევროპას თავისთან ვერ მოუგვარებია პრობლემები,შარლ მიშელმა რა უნდა გვასწავლოს.ბელგია რეკორდს რეკორდზე ამყარებს პოლიტიკურ კრიზისში.დღეს 591 დღე გახდა,რაც მთავრობა ვერ ჩამოაყალიბეს და ეს დაიწყო შარლ მიშელის მთავრობის დაშლით 21/12/2018 -ში.ევროპა დაგეხმარებათ აცრებშიო ბრძანა.მაშინ როცა ბელგიაში მხოლოდ 4%-ია აცრილი ნაწილობრივ და 2,68% -ორჯერ (სრულად).სხვა ქვეყნებშიც ცუდი სიტუაციაა.საკუთარ თავს უნდა მივხედოთ,ყველას ფეხებზე ვკიდივართ.